пятница, 12 июня 2026 г.

უშეღავათო ხვედრი /რომანი ბიოგრაფიული შტრიხებით/

***

უშეღავათო  ხვედრი

 

კაცს, რომელსაც მესამე ქმრის სახელი რგებოდა, უფრო და უფრო უჭირდა სუნთქვა და ის მკვირცხლი იერიც, სახეზე თითქოს ნიღაბივით შერჩენოდა. ცოლადარგებული კი, თითქოს ძალზე სწუხდა მის ავადმყოფობას, მაგრამ შემჩნეოდა დასნეულებული, ხეირგამოცლილი კაცის მოვლა აღიზიანებდა. თანაცრძალსმცირეწლოვანი შვილები ჰყავდა და შიგადაშიგ, ორიოდე საათით თუ შეენაცვლებოდადედამთილს“.  თმახუჭუჭა ვაჟს, ძველებურად სამუშაოს მიტოვება ეძნელებოდა, ფეხებგრძელი,  ქერათმიანი გოგო  გატანჯული დედის სანახავად თუ შემოირბენდა.

ქალბატონი შორენა, ერთხანს კიდევ ასე თუ ისე იქცავდა ყურადღებიანი მეუღლის ეთიკეტს. ერთი ორჯერ ნამალევი  წყევლა-კრულვით ღამეც გაუთია სნეულს, მაგრამ მერე, საბოლოოდ რმ იყნოსა ამქვეყნიური პირი აღარ აქვსო, ხან რას მოიმიზეზებდა, ხან რას და საავადმყოფოდა გაიბოდა.

კაცი, უკვე გამოშვებით კვნესოდა, რაღაც ერთ კვირაში შესამჩნევად ჩამოხმა, წამოდგომა და ოთახიდან გასვლა უჭირდა. ბებური უმალ შეაშველებდა ხელს, წამოდგომასა თუ დაწოლას უადვილებდა. ის კი ლოცავდა, სანამ შეეძლო დაუზარებლად უყვებოდა განვლილი ცხოვრების შესახებ, უმეტესად გადატანილი გაჭირვების ამბავსა და თავის მიერ სხვებისადმი გაწეული გულისხმიერების მომცველ ეპიზოდებს იხსენებდა...

მაგრამ ბოლოს, ძლივსღა ახერხებდა სუნთქვას. წამდაუწუმ ითხოვდა ტკივილის გამაყუჩებელი  ნემსის გაკეთებას. მიეგდებოდა ძილად...  მოვიდოდა მისიაფოფრილიცოლი, შეიცხადებდა ქმრის ყოფას, გამოთათხვდა ექიმსა თუ ექთანს ფართოდ გამოაღებდა ფანჯარას, თან ბებურს კარის მოხურვის ნებასაც არ აძლევდა.

წუხდა არჩილი, გაციებისა ეშინოდა. ბებური მშვიდად მოხურავდა კარს, ქალის ბუზღუნს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ერთხელ, როცა ორპირში მოხვედრილ არჩილს ისეთი ძლიერი ხველა აუტყდა, რომ მილი ღამის ამოუვარდა, ისე მშფოთვარედ შეუყვირა გათავხედებულ დედაკაცს, რომ ქალი უცებ ჩაცხრა. მერე არჩილის დასამშვიდებლად შემორბენილმა ექთანმაც უსაყვედურა და დასაქვრივებლად შემზადებული შესამჩნევად მოლბა. გაჭივრებაზე აწუწუნდა, ბებურს ვითომდაც გაუშინაურდა , ეს საცოდავი ძალზე გემადლიერება, თურმე დერეფანში გავლამც კი შველიო, „გადაუხსნაგული.

განაყენებული არჩილი, უკვე სხვა პალატაში გადაყვანას ითხოვდა, ამის შესახებ ბებურიც დაელაპარაკა ბატონ სერგის და ისიც შეჰპირდა:
მალე მეხუთე პალატაში ადგილი განთავისუფლდება და იქ გადაგიყვანთ, იქ შენთვისაც გამოჩნდება დასაწოლი ადგილი, თორემ ასე დიდხანს ვერ გაძლებ, შენ თუ გამოიფიტე,  ვინღა მიხედავს მაგ საცოდავს... – ერთდროულად შეიბრალა მამა-შვილი.

ბებურს არასგზით არ სურდა დაღლა ეგრძნო, ძალა გამოცლოდა. მამამისი თანდათან ეჩვეოდა მის მსახურებას და მისდამი, როგორცდახელოვნებული მომვლელისადმითანდათანობით ნდობით იმსჭვალებოდა. თუმც, თავად ბებური ვლადის დაუსწრებლად, ძირითადი მილის ხვრელიდან ამოღებას, რა თქმა უნდა, ვერ ბედავდა, მაგრამ მილაკს, უკვე თამამად ამოიღებდა ხოლმე და გასუფთავების შემდეგ, პირვანდელ  ადგილზე მარჯვედ ჩააცურებდა.

ძირითადი მილის ხვრელიდან ამოღება თავად ბატონ ვლადისაც უჭირდა, არადა, შიგადაშიგ, ნაჭრილობევის მოშუშების მიზნით აუცილებელი პირობა იყო. მილამოცლილი ნაჭრილობევი სპაზმებისგან ძალზე ვიწროვდებოდა და გარკვეული დროის შემდეგ, შიგ ძირთადი მილის ჩცურება ძალზე უჭირდა. ტკივილებისგან შეძრული არჩილი ბორგავდა და ზოგჯერ ბებეურს მისი გაკავება უხდებოდა.

იმით შეშინებული ვაჟი, მამაჩემს სუნთქვა არ შეეკრასო, უყოყმანოდ ასრულებდა ვლადის მითითებებს.

შვილი უთქმელად იტანჯებოდა, ვლადი ამშვიდებდა, ჭრილობა მოუშუშდება, საპაზმები გაივლის, რკინის მილსა და მილაკს პლასტმასის ნაკეთობით შევცვლით და ავადმყოფი მერე და მერე თავად შესძლებს მილის ამოღებას, გაწმენდას და უკანვე ჩადგმასო...

თითქოსდა ბედს შეგუებული არჩილი ძალისძალად, სწავლობდა, მილის თავზე თითის დაფარებით სიტყვების წარმოთქმას, მაგრამ ბგერებს გულისგამაწვრილებელი სისინი ჯაბნიდა. მაინც ახერხებდა რაღაცის თქმას, და უკვე ჯიუტად ითხოვდა შვილიმომვლელი მუდამ მის გვერდით ყოფილიყო. ისიც იშვიათად გადიოდა. შესაძლებლობის შემთხვევაში, იქვე სავარძელში მიიძინებდა. უცაბედად გაღვიძებული, დამფრთხალი შეავლებდა თვალს მამის ყელს. ადრე, წამოწოლილ არჩილს ჩვეულებად ჰქონდა მარჯვენა ხელი გულთან დაედო, ცხელ ამინდშიც კი, ამავე დროს, სახესა თუ ყელ-კისერზე მოღვენთილი ოფლის შესამშრალებლად ცხვრისახოცი ან რაიმე სხვა სუფთა ნაჭერიც ჰქონდა ხელის მტევანში მოქცეული. ეს ჩვევები, ახლა თავისებურ მანიად გადაქცეოდა, ცხვირსახოცის ბოლო უმეტესწილად მილში ეჩურთებოდა. ბებური გამუდმებით აფრთხილებდა, თითქოს თავად ავადმყოფიც ფრთხილობდა, მაგრამ სხეული ჯიუტად იმეორებდა წლების განმავლობაში გამომუშავებულ, მოძრაობას და მომვლელს საგანგებოდ უნდა ეფხიზლა.

მაგრამ იმ ღამეს, როცა ქმარზე ვითომდაც გულმობრუნებულმა ცოლმა, სნეულის საწოლთან ღამისთევამა გადაწყვიტა, ძალზე სურდა თვალები არ გაეხილა. იმაზე გაანჩხლებული დიაცი, რომ სავარძელში მოუხერხებლად იჯდა და წესიერად დაძინებას ვერ ახერხებდა, შიგადაშიგ დაუფარავ  წყევლა-კრულვას უთვლიდა ქმარადრგებულს.

შენ არ გადარჩი, შენ არ გადარჩე ცოცხალი, შენ ამოგხდეს სული, ბარემ დაიხრჩვი და მომასვენე... – სისინებდა იგი.

გასავათებულ ბებურს სურდა ეფიქრა, ეტყობა მეჩვენება, ალბათ, თავის გაჩენის დღეს რისხვასო და რადგან ძალზე არ სურდა ამ ქალის სისინი ესმინა და თან ერთხელ კიდევ დარწმუნდა, მამაჩემს კვლავ სძინავსო, მოძალებულ თვლემას მინებდა.

ძილ-ბურანში მყოფს კარგა ხანს ელანდებოდა, რომ შორიახლო ვიღაცამ ზედიზედ ამოიხველა და საფრთხიდან თავდასხმის მიზნით გაშლილი ხელი ქვის კედელს დასცხო.

ძლივსძლივობით შეფხიზლდა, ყურადღება მოიკრიბა, პალატაში შემოსული

ნათურის შუქზე მამის შეთვალიერება სცადა. არჩილს ეძინა და თან მშვიდად სუნთქავდა.

უნებლიეთ მეზობელიწყვილისკენიძულებული მზერა გააპარა, შენიშნა სავარძლიდან წამოწეული ქალი სნეულ ქმარს, თითქოს ბალიშს უსწორებდა, ვაჟი სმენად იქცა, რათა იმ კაცის ჩვეული კვნესა გაეგონა, მაგრამ იგი საეჭვოდ დუმდა. იფიქრა, ალბათ, გამაყუჩებლები გაუკეთესო და თვალები თავისთავად მიელულა.

გამთენიისას კი დიაცის ცივმა შეკივლებამ ზეზე წამოაგდო. ძილში, ძილში გაპარულაო, წაიბუტბუტა დაქვრივებულმა. მის გამოხედვაში თანამოპალატეებისადმი ზიზღი გამოსჭვიოდა, თითქოს მათი ბრალი იყო, რომ ამგვარი ამბავის მოწმენი შექმნილიყვნენ.

დაბნეულმა ბებურმა თავისებურად მიუსამძიმრა, შეძრწუნებულს რა ეფიქრა, აღარ იცოდა, თვალებგაფართოებულმა არჩილმა დაუფარავად მიანიშნა, ქალი კი არა, ალქაჯიო და მტკიცედ მოსთხოვა, სასწრაფოდ სხვა პალატაში გადამიყვანეთო...

ბებურს არ ასვენებდა ეჭვი, რომმზაკვარი დედაკაციმკვლელი იყო და თუმც თეორიულად შედარებით მშვიდად განიხილავდა იმ აზრს რომ სასიკვდილოდ განწირულის მოკვდინებას, ზნეობრიობის რომელიღაც სფეროში, თავისებური გამართლება ჰქონდა, მაინც მთელი არსებით შეძრწუნებული გახლდათ და ძალზე ეწადა მამასთან ერთად, იქურობას, მართლაც რომ სწრაფად გასცლოდა.

***

უშეღავათო  ხვედრი

 

მეხუთე პალატაში ხუთი საწოლი იდგა და მათგან მხოლოდ ორი იყო თავისუფალი. არჩილს ფანჯარასთან მიუჩინეს ადგილი, მის ფეხებთან დადგმულ საწოლზე კი შვილი მოთავსდა. საავადმყოფოში შემოსვლის დღიდან ლოგინზე პირველად წამოწვა, სხეული გაშალა და თავისდა უნებლიეთ საამო ჟრუანტელმა დაუარა.

მამამისი უკვე ახერხებდა დამოუკიდებლად წამოდგომას და აქ უკვე აღარ ინდომა ბებურის მიერ საბნის ქვეშ მალულად შეცურებეული ეგროთწოდებული ღამის ქოთნით ესარგებლა. მკაცრად მოიშორა შვილი, წამოდგა, მისი დახმარებით შეიმოსა და საპირფარეშოსკენ გასწია.

ბებური დაძაბული, მაგრამ სიმშვიდით აღვსილი მიჰყვებოდა. გზად შეხვედრილი ავადმყოფაგან  ბევრი კეთილად იღიმებოდა. მაგრამ მხრებგაშლილად მიმავალი არჩილის დანახვა, შესამჩნევად, კიბეზე მოულოდნელად ამორბენილ ნუგოს გაეხარდა.

ყოჩაღ, ყოჩაღ! – ხავილა ხმით შეაქო ბებური,_და მერე ძმაკაცივით გაშინაურებულმა უჩურჩულა,_შენ, რომ საღად გხედავ მიხარია!

ბებურმა გაოცებით შეხედა.

_აქ არ ვიყავი, ამ დილით გავიგე, შენთან, რომ შემოუსახლებიათ, იმ დასტვენილზე გეუბნები, ქმარი, რომ მიგუდა...

-რაა?!

_ჰო, ასე ამბობენ, სანიტარს წაუსწრია თვალი, კიდევ კარგი, წყალში, ან სხვა რამეში, ტრიხინა, რომ არ შემოგაპარათ, გიჟია, ვიცი! ის საცოდავი, ადრე, ჩემს უბანში ცხოვრობდა. აქ რომ ვყოფილიყავი სერგის შენთან არ შემოვაშვებინებდი... კარგი, კარგი, მამაშენმა გამოგხედა, მიხედე და რომ დაბრუნდებით, მერე გამოვჩდები, შენ ვინ ყოფლხარ?! ჩემი ყოფილთან, მის პოეტესა დაქალს უბაზრია,  ეგ, ახლა,  ყველაზე მოდნი მწერალიაო... შენ, ვინ ყოფილხარ?! მიდი გელოდება...

ბებურმა გაუჩქარა. შეცბუნებული იყოუნებლიეთ ესიამოვნა,რომ ცნობდნენ.

საპირფარეშო, ისე უმწოდ და უწესრიგოდ გახლდათ აშენებულ-გაწყობილი, რომ მოსალოდნელი იყო, სრულიად ჯანმრთელი კაციც ხათაბალას გადაჰყროდა. მაგრამ არჩილმა მედგრად შეაღო კარი, შიგ შესვლისას, შვილის შემაშველებლად გაწვდილი ხელი, დაურიდებლად მოიცილა.

ბებურს ლამის სული გასძვრა, ფეხი არ დაუცდესო, მაგრამ გაეხარდა ასე ხელაღებით რომ ჩემულობდა სიყოჩაღეს.

დაბალი, მკვეთრნაკვთებიანი სახის კაცი, ეროვნებით ბერძენი, პალატის კართან ელოდათ. მომავალს ხარბად უთვალთვალებდა, მერე საცოდავად შეჰღიმა. არჩილმა ხელი მხარზე მძიმედ დაჰკრა, თავისებურად გაამხნევა.

კაცი მოწიწებით შეჰყვა ოთახში. იმავე პალატაში, მოპირდაპირე მხარეს მდგარ საწოლზე იწვა. არჩილის თავიდანვე შიშნარევი რიდით უთვალთვალებდა, თან ბებურს საიდუმლოდ შესჩიოდა, ვგონებ, მეც მაგისთანა ავადმყოფობა მჭირს და ნეტა თუ მეშველება რამეო...

ბებური, რა თქმა უნდა, დაუზარებლად ამშვიდებდა, ახლა კი, უნებლიეთ ამაყად მიანიშნა, ნახე, რა მარჯვედ იარაო! და იგრძნო, ოღონდ მამამისს ეცოცხლა, ამ მიწაზე თამამად ევლო და ლამის ჩვეულებრივ ამბავად შერაცხავდა იმ უსიამო ფაქტს, რომ იგი ყელგახვრეტილი და სახიჩარი გამხდარიყო.

საწოლზე ჩამომჯდარმა არჩილმა, წვერის გაპარსვა მოითხოვა. ადრე თითქმის ყოველდღე იპარსავდა პირს, ახლა კი გვარიანი წვერი წამოზრდოდა.

შვილი შეშინდა და დაუშალა. არჩილი შეუწყრა და ისიც მორჩილად წავიდა ცხელი წყლის მოსატანად.

არჩილი სკამზე უკვე თავისებური შემართებით იჯდა. კეთილად გაღიმებულმა ბებურმა საპნიანი ფუნჯი, ფრთხილად აუსვა ლოყაზე. ბოლოს, ფრთხილადაც გაპარსა, მხოლოდ ხვრელთან თუ შეატოვა ორიოდე ბალანი.

ბერძენი გაფაციცებით მისჩერებოდა, ალბათ, თავის მომავალზე ფიქრობდა.

კართან ვლადი გამოჩნდა, გაიხარა.
ბატონო არჩილ!.. – წარმოთქვა აღტაცებით, – ეს, როგორ გალამაზებულხართ, ბატონო არჩილ?! – ეტყობა ადამყოფის გულის მოგებას ლამობდა, ოთახში შემოსუმლა, მის უკან მომავალ ექთან გოგოს რაღაც შეფუთული გამოართვა, გახსნა და პლასტმასის მილი გამოაჩინა,_აი, რკინისაზე უფრო მსაუბუქი მილი გიშოვეთ, მისი ხმარების შემთხვევაში ჭრილობის მოშუშებაც უფრო ადვილად ხდება...
 ავადმყოფი ეჭვით უყურებდა.
ამგვარ ლზე, ადრეც ლაპარაკობდა ლადი. ბებურმა ედი ტელეფონზე საუბრისას სთხოვა კიდეც, სხვადასხვა ზომისა შეიძინე და ჩამოიტანეო, რადგან ეს იაფფასიანი მილები, არც საავადმყოფოში და არც ქალაქის აფთიაქებში არ ჩანდა.

ლადიმ ეს ოპერაციაც კოხტად ჩაატარა. ნაოპერაციევი უკვე პალატაში იწვა. ცხვირის ნესტოებში სადენები ჰქონდა შეცურებული, წყალს იქედან ასმევდნენ და, ალბათ, საჭმელსაც მათი მეშვეობით მისცემდნენ.

ნესტოებში სადენები ჰქონდა შეცურებული, წყალს იქედან ასმევდნენ და, ალბათ, საჭმელსაც მათი მეშვეობით მისცემდნენ.

მისი ხმარების შემთხვევაში ჭრილობის მოშუშებაც უფრო ადვილად ხდება...
ავადმყოფი ეჭვით უყურებდა.
ამგვარ მალამოზე ადრეც ლაპარაკობდა ელადი. ბებურმა ედიშერს ტელეფონზე საუბრისას სთხოვა კიდეც, სხვადასხვა ზომისა შეიძინე და ჩამოიტანეო, რადგან ეს იაფფასიანი მილები არც საავადმყოფოში და არც ქალაქის აფთიაქებში არ ჩანდა.
საუბრისას ელადიმ პაციენტს შეპარვით ამოაცალა რკინის მილი, ნაჭრილობებზე თითით მალამო გადაუსვა და იმავე საცხით გათხაპნილი პლასტმასის ნაკეთობა ხვრელში ჩაუცურა, ზედ გამოკრული ბინტი კოხტად შეუკრა კისერზე.
ბევრად უკეთესია, აი, ერთი ზომით მეტი რომ იყოს, კარგი იქნება... – ჩაილაპარაკა ხაზგასმით და ბებურს შეხედა.
ვაჟმა თავი დაუქნია და უნებლიეთ სთხოვა:
იქნებ რაიმე წიგნი მათხოვოთ, ამგვარი დაავადების მკურნალობის შესახებ...
აუცილებლად გამოგიტანთ... – უმალ შეჰპირდა და გულთბილად გადაულაპარაკა, – ეჰ, რა ქირურგი მოგვაკლდა შენი სახით, მედიცინისთვის ხარ დაბადებული...

ბებურს გაეღიმა, ბატონი სერგიც რამდენჯერმე გაეხუმრა. ამგვარად, მოულოდნელად მამის ბრაზით სავსე თვალებს წააწყდა, იგრძნო, იგი მის ინიციატივას რაღაც სხვაგვარად გაეღიზიანებინა. შვილს, სადღაც გულთან, თითქოს ძარღვი ჩაუწყდა და მკერდში ცხელი სისხლი ჩაეღვარა. ელადი და ექთანი გააცილა და კართან შედგა.
გაპარსული არჩილი ნაძალადევი სიმხნევით იჯდა და თავისი ჭკვიანი თვალებით პალატაში მყოფთ აკვირდებოდა, სიცოცხლისადმი აშკარა ინტერესს იჩენდა, რამაც ბებურს ის ტკივილი უმალ მიავიწყა.
ოთახში სიგამხდრემეპარული კაცის მეუღლე შემოვიდა, ენერგიული, მკვრივი აღნაგობის ქალი. ბოდიში მოიხადა და იქ მყოფთ გამოუტყდა, ხვალ ამგვარ ოპერაციას ჩემს ქმარსაც უკეთებენ და მაინტერესებს თქვენი ავადმყოფი როგორ გამოიყურებაო.
არჩილმა გაუღიმა, საკუთარი თავის შეთვალიერების საშუალება მისცა და თავისებური ამომეტყველებით შეაგულიანა. ქალი ცოტათი დამშვიდდა, მადლობა მოიხადა. არჩილმა ამოოხვრა მოინდომა, მაგრამ ვერ შეძლო, შვილს თვალი აარიდა და მილულა.
დილით, ქომაგის ინტერესით კითხულობდა იგამხდრემეპარული კაცის ამბავს...

ელადიმ ეს ოპერაციაც კოხტად ჩაატარა. ნაოპერაციევი უკვე პალატაში იწვა. ცხვირის ნესტოებში სადენები ჰქონდა შეცურებული, წყალს იქედან ასმევდნენ და, ალბათ, საკვებსაც  მათი მეშვეობით მიაწვდიდნენ.
არჩილი გაზეთების კითხვას შეუდგა და შვილს გამოძინების უფლება მისცა.
საღამო ხანს, მკვრივი აღნაგობის ქალმა დიდი ამბით მიიხმო ბებური და გაანდო, რომ საავადმყოფოს მორიგე ექთანსა თუ ექიმს წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ არ სურდათ ნაოპერაციევის ყელზე დატანებული ხვრელიდან მილაკი ამოეღოთ. ის კი უკვე ლორწოთი ავსილიყო და ავადმყოფს სუნთქვა უჭირდა.
შენი ჭირიმე, უნდა მიშველო, მეშინია არ დამეხრჩოს...– სთხოვა ბოლოს ქალმა და მოუბოდიშა:–მასწავლა ექიმმა, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე...
რაც მე აქ ვმუშაობ, ასეთი ოპერაციები ჩვენთან პირველად გაკეთდა,–თავი იმართლა დერეფანში მდგომმა მორიგე ექთანმა, ოქროს ბეჭდებითთითებმოვარაყებულმა ქალმა.
ბებურმა თვალი აარიდა და პალატაში შევიდა. სიგამხდრემეპარულმა კაცმა, ზურგით ბალიშებს რომ იყო მიყრდნობილი, იმედიანი მზერა შეაგება. ბებური თბილად მიესალმა, მერე მილაკი მილიდან ამოიღო და გასაწმენდად მის მეუღლეს მიაწოდა.
მალე, ყოჩაღად იქნები! – უთხრა სნეულს. ისიც შეეცადა მხნედ ჩვენებოდა, და როცა გასუფთავებული მილაკი უკანვე ჩაუდგა, მადლობა ღიმილით გადაუხადა.
ენერგიული ქალი გულმხურვალედ ლოცავდა, მზრუნველობით გამოაცილა.

დერეფანში ნუგო ელოდა

_ერთი ხუთი წუთი, ქვემოთ, პირველზე ჩამომყევი!

_რა იქაც, შველა უნდათ?

_ჩემს გოგებს უნდა შენი გაცნობა, გაუგიათ, ძმაკაცები, რომ ვართ და...

_შენ ხომ?!

-ჰო, მაგრამ, ხომ გაგიგია, ამ ცხოვრების  სიურპრიზები, მალე შეიძლება ცოცხალიც აღარ ვიყო! მაგათ კი თავისი ძმის გაცნობაც მოუნდათ, ბიჭიც მსაყვედურობს, დებს, როგორ არ უნდა ვცნობდეო, სკოლში დადის უკვე... გოგოები, ხომ თითქმის ქალობენ... შენ, უკვე მაგათ ბიძად ეგულები, წამო, წამო, ნუ აწყენინებ!

-აი, ამას ჰქვია, მართლაც სიურპრიზი?! მერე ასე ხელცარიელი, როგორ იქნება..._დაბნეული უხმოდ მიჰყვა.

-რას ამბობ, თუ გადავრჩი, მე გადავიხდი მაღარიჩს!

_გადარჩები, აბა რა..._უნებლიეთ, ამაღელვებელვი პასუხისმგებლობა იგრძნო. სპორტული შარვლის ჯიბეში, ნათესავისგან ჩაჩურთული ათმანეთიანები მოიძია და შეთამამდა.

პირველად იმ შარმიან ქალს მოჰკრა თვალი, ეცნო და წამოწითლდა.

_აი, ძია ბებურიც!_თითქმის უცებ შესძახეს გოგოებმა და გახარებულები, კიბის საფეხურებზე ამოვარდნენ.

მომხიბვლელები იყვნენ და ხალისიანები, მოახერხეს, ონავრულად შეხტნენ და აქეთ-იქითა ლოყაზე ბებურს, თითქმის, ერთდროულად ეამბორნენ.

_ძალზე,ძალზე გვიხარია, თქვენი გაცნობა ძია ბებურ!_ერთხმად ჩაიწკრიალეს თან.

მოხიბლულმაძიამ“, უმალვე ამოიღო, ჯიბეებში წინდაწინვე გადანაწილებული ამანეთიანები, გოგონებს, მხრებზე გადაკიდებულ,ქსოვილის პაწია ჩანთებში ჩაუყარა და თან მიდევნებით ორივეს საფეთქლებთან ეამბორა.

ბავშვების დედამ, როგორც დიდი ხნის მეგობარი ჩაოკოცნა, ალბათ, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვობაში, ასე, თხუთმეტი წლის წინათ, მაშინ, მისთვის უმნიშვნელო, მაგრამ მასზედ, შეყვარებული ბიჭი გახლდათ.

ნუგო აღფრთოვანებული იყო.

_სხვა თუ არაფერი, ერთ ნაღდ ძიას, ნამდვილად გიტოვებთ!

_მადლობთ, რატომ შეწუხდითბავშვებო, მადლობის თქმა დაგავიწყდათ!

და გოგონებიც, ისევ შეხტნენ და ლოყებზე, ჰაეროვნად ეამბორნენ.

_ეს, რა სიცოცხლეები ყოფილან!_აღფრთოვანება გამოხატა ბებურმა.

და ფოიეს მიმალულ ხვეულში მდებარე, სამორიგეო ოთახიდან გამორბენილმა მორიგე ექთანმა მიიხმო, თბილისიდან გირეკავენო... იქვე დაუმატა,-ზემოთ მამაშენი გელოდებაო!

ხელები გაშალა.

_გამიხარდა, თქვენი გაცნობა!_იქ მყოფთ თავი დაუკრა. ტელეფონისკენ ხალისიანად გაეშურა. ედია თითქმის ყოველ საღამოს ურეკავდა.
ერთადერთი, რაც ამ გარემოცვაში სითბოს მატებდა, მისი ხმის გაგონება გახლდათ. ქალი კითხვა-პასუხზე ნაჩქარევად აგებულ საუბრის დროსაც კი ხმით მოალერსებას ახერხებდა. ხშირად, ბებური ისე იყო გასავათებული, ლამის ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გულმოდგინედ შეახსენებდა, თავს მიხედეო. ის კი, რა თქმა უნდა, აქეთ ამუნათებდა და მამამთილის ჯანმრთელობის გამოკითხვისას, წაიცრემლებდა, ახლა კი, შემოუტია, ტის მოთმენა აღარ შემიძლია, ამ დღეებში უნდა გინახულოთო. ბებურიც არ გასძალიანებია, თავისთავად მასაც მონატრებოდა და უკვე ისიც აინტერესებდა, პლასტმასის მილები მას რომ უნდა ჩამოეტანა, ხელთ დროულად ჰქონოდა.

ედიამ  კი ეტყობა, ვერ მოითმინა და უცებ სასოწარკვეთით შესჩივლა:

კიდევ გაგვქურდეს... – ცრემლნარევი ხმით ამოეს. – გუშინ საღამოს, ინსტიტუტიდან რომ დავბრუნდი, მთელი ოთახი გადაქექილი დაგხვდა, ნაჭრები არ დაუტოვებიათ, რეა მარტოს რომ სუნამო მაჩუქე, ისიც კი წაიღეს... არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, წასვლამდე დავეკითხები, როგორ მოვიქცე-მეთქი, სახლის პატრონმა მთხოვა მილიციაში ნუ დარეკავ, მდგმურები რომ მიყენია, შარს მომდებენ და ფულს წამართმევენო. გუშინ მთელი დღე შინ ვიჯექი, ოთახს ვალაგებდი და ვტიროდი, რა უსინდისო ხალხია, ვერ გამიგია, რა უნდათ?!

ვიცი, რაც უნდათ, სიცოცხლე შეგვიძულდეს და...“, გაიფიქრა გულმოწურულმა, მაგრამ მალე მოეგო გონს.

კარგი, კარგი, ალბათ, ვინმე ბიჭბუჭების ნამუშევარია... – არ შეიმჩნია, მაგრამ მღელვარება მაინც ვერ დამალა, – ხომ გთხოვე, მანდ ნუ გაჩერდები, სანამ ჩამოხვალ, რომელიმე დაქალთან იცხოვრე-მეთქი!

აქ შენი მეგულები და ჩემდაუნებლიედ ვბრუნდები შინ... – თავისებური სიწრფელით გაუმხილა იამ და განმტკიცებული ხმით განაგრძო: – არავისიც არ მეშინია,  ჩემზე ნუ იდარდებ, ხვალვე ინსტიტუტის ამბებს მოვაგვარებ, სამსახურში რამდენიმე დღით დავითხოვები და იმ კვირის ბოლოს ჩამოვალ...

მშვიდად იყავი, ყველაფერს მოეგვარება, გამოაღწევ აქედან და უკეთეს სუამ გიყიდი... – ვითომდა ხუმრობანარევი კილოთი უთხრა, – მილიციაში სირბილი არ ღირს, უბრალოდ, ჩვენს ქურდებს საპირველმაისო საჩუქარი ვუქუჩოთ და კარის წინდ დავულაგოთ...  მერე, თავისებურად კიდევ ერთხელ გაამხნევა, პლასტმასის მილების წამოღება არ დაგავიწყდესო, შეახსენა და რადგან იცოდა,  იას ავტომატში ჩასაგდები თხუთმეტკაპიკიანი გამოელეოდა, დროულად გამოემშვიდობა, დასდებად შემზადებულ ყურმილს ძალუმად მოუჭირა თითები.

რა მოხდა ისეთი, ფერი არ გადევს?! –ჩაეძია,  ჩუმად მიუყურადებულმა ექთანმა.

არა, არაფერი... – ცივად გაეპასუხა, მადლობა თავის დაკვრით გადაუხადა და კიბისკენ წავიდა.

ერთიანად გამშრალს სუნთქვა ეკვროდა. ძლიერ, ათასგვარი ბოროტების გამომწვევ მტერზე ფიქრი არ სურდა, უკან მიბრუნებული მამას როგორმე მშვიდად უნდა სჩვენებოდა.

არჩილს ესიამოვნა შვილის დანახვა და საწოლთან დადებულ ქაღალდის პარკებზე მიანიშნა შენმა ძმაკაცმა შემოგიგზავნაო.

_ნუგო!_ჩაილაპარაკა უნებლიეთ გაამაყებულმა.

_ნუ დაარიგებ, ახალa შენებურად, შენ ჭამე წესიერად...-დაუწერა ქაღალდეზე.

გამომეტყველებაზე ეტყობოდა, მიჩვეოდა, იმ აზრს, რომ ამგვარ ყოფაში, მისთვის ყველაზე უკეთესი მომვლელი, ვაჟიშვილი იყო, ყველაზე მეტად მისი იმედი უნდა ჰქონოდა...

*

 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***


 ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...



 

Комментариев нет:

Отправить комментарий