четверг, 11 апреля 2024 г.

ზმანებებში შეწოვილი სიცხადე –კაშკაშა ფრინველი –სათავგადასავლო რომანი

  დასაწყისი –       კაშკაშა ფრინველი /სათავგადასავლო რომანი/

ზმანებებში შეწოვილი სიცხადე

კვირაზე მეტი იქნებოდა, ანდრე, ერთი და იგივე ფიქრით გახლდათ შეპყრობილი; ისევ განეცადა განცდილი, მაგრამ, სილვიას დატოვებული, კევისმაგვარინუგბარიმალე გამოელია და შიდაშიგ ღვინის სმით იოხებდა გულს, მალევე დაეტყო, რომ ძველებური ჯანი, აღარ მოსდგამდა... და ერთხელაც, მთვლემარეს,   ქარვისფრად მოელვარე სინათლის გვირაბში  ნელი ფრენით მავალს, ნანახი ზმანების ფრაგმენტი სრულად მოაგონდა: „ჰო, შენმა დრომ მიგატოვამაგრამ თუ მგძნობიარედ ინატრებ იმას, სადაც დაბრუნება გინდოდა, შენეულ სინამდვილეს დაეწევიწარმოსახვის ასულდგმულებაში, კვლავ შეეშველა იდუმალი ტალღა.
მონადირე შეეცადა ერთ დროს, თითქოსდა ახლობელი გარემო გაეთავისებინა, მაგრამ მხოლოდ მკრთალი ფრაგმენტები გაუკრთა თვალწინ
ზედაპირულად გიცხოვრია, ზედაპირულად გყვარებია, სოფელთანაც ზერელე ურთიერთობა გქონიაახლობელთა სატკივარი, გულთან არ მიგქონდა, ჰოდა, ვერც სამშობლოს განიცდიდიერთ მოგონებასაც, კი ვერ ჩაჰბერე სიცოცხლის სულიარც. ის გოგო გყვარებია,  მხოლოდ მისი გარეგნობამ გაგიტაცა“, არ დააყოვნაელესამ”.

რომელი გოგო?!– საეჭვოდ შეფიქრიანდა ანდრე.

ზღვის სანაპიროზე; სასეირნოდ გამოსულსშეზარხოშებული, შემთხვევით რომ გადაეყარე და აღტყინებით აუხსენი სიყვარული; მერე, ბუნგალოში, ტკბილად ჩაძინებული, მარტოდ მიატოვე... ალიონზე, თვითმფრინავით, სადღაც აფრიკაში გაემგზავრე, მთელი ეს წლები, თითქმის, არც გახსენებია...

ბუნგალოში, ჰო, ის ხომ, შემთხვევითი...

შენთვის  ჰო, მაგრამ, არა იმ გოგოსთვის, სად არ დაგეძებდა...

ჰო, ხშირად, ინკოგნიტოდ ჩამოსვლა მიწევდა...

ეეჰ, ტრასავიკ... რომ აიჩემე ეს სილვია, სილვია, ის გოგო, შენი სიყვარულით დაიტანჯა... და მერე მშობიარობას გადაჰყვა...

ახლაღა , გაითავისა ნანახი ზმანების შინაარსი.

თავდაპირველად, უნებლიეთ, თავი  იმართლა: მე ხომ, უცებ გამომიძახეს და იმ ქალს, არც, არაფერს შევპირებივარ, ის გოგო სანაპიროსთან მდებარე კაფეში გავიცანი, მარტო იჯდა და ყავას სვამდა, მერე უცებ ატირდა, გვერდით მაგიდასთან, მეც, მარტო ვიჯექი, მივედი და დავამშვიდე, რით დაგეხმაროთ მეთქი...

შეყვარებულს ვეჩხუბე და ასე მგონია, საერთოდ მარტო დავრჩი ამ ქალაქში...–ისე საწყალობლად შემომხედა, გულით ვანუგეშე... ასეთი რამე, ხშირია, მერე , რომ მოიგონებ გაგეცინება, იფიქრებ, რა გულუბრყვილო ვიყავიო... გაიხარა, ახალგაზრდა, დამაზი გოგო იყო, არ დავმალავ მიმიზიდა, მაგრამ გავითავისე, რომ ჩემზე, ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა და გამოშვიდობება დავაპირე, მაგრამ არ გამიშვა, კარგი მოსაუბრე ბრძანდებით და სანაპიროზე გავისეირნოთო... ძრითადად ლიტერატურაზე ვსაუბრობდით, მისი ნაკითხობით მოვიხიბლე კიდეც, მახსოვს, რესტორანში დავპატიჟე, მერე შევზახორშდი, თავადაც სვამდა შიგადაშიგ,  შებინდებისას, ისევ სანაპიროზე სეირნობა მოგვინდა და... ეს სილვიამდე იყო, არც მიფიქრია, თუ ასე, უცებ შემიყვარებდა, თუმც, რამდენიმე დღით, კიდევ, რომ დავრჩენილიყავი, არ ვიცი, ეს შემთხვევითი გაცნობა, როგორ ჩატკბებოდა... მახსოვს აფრიკაში, ხშირად ვიხსენებდი, მაგრამ აჯანყებულებმა, მთავრობის წევრებთან ერთად, რომ გამიტაცეს, როდის დაგვაჭრიდნენ თავებს, არ ვიცოდი და მაშინ შევეგუე იმ აზრს, რომ თუ გადავრჩებოდი, დაოჯახებაზე, ალბათ, არც უნდა მეფიქრა...“, ცდილობდა, პასუხისმგებლობიდან, თავი დაეძვრინა.

და წარსულის ამგვარ მოგონებას შეჭიდებულ ანდრეს, უეცრად, საძინებელში მიტოვებულ სმარტფონზე შუქრიმ დაურეკა. ჩვეულებისამებრ, თბილად მოიკითხა და მერე ნაჩქარევად დაინტერესდა, ბიძამისი, მასთან  ხომ  არ იყო.

აღელვებული ჩანხარ... მოხდა რამე?

რა ვიცი, ხმა გავრცელდა, ინა და არქეოლოგი, თაფლობის თვის დასაგემოვნებლად ევროპაში, საგულაოდ გაქანდნენო...

აჰ, რას ამბობ, შვილიშვილად ეკუთვნის?!-მართლაც გაოცდა ანდრე.

ნორმალურია, ევროპა, ხომ გვინდა, გვინდა, ინა შეუჩდა ალბათ...

არა, რას ამბობ...

ჰო კარგი, ანდრე ბიძია, მგონი, იმ ვითომ, გასაიდუმლოებული მამუს დღიურების აბავი სხვისთვისაც ააქვს მოყოლილი...

_ამას წინათ, იმ  უცნაურ საგულღიაო გადაცემაში მოვკარი თვალი, იქ, ხომ არ...

-მე არ მინახავს, ისე მაგისგან, არც ეს გამიკვირდებოდა... ახლა მე. უფრო ის მაინტერესებს, მაგათი გაპარვაზე გავრცელებული ხმები, თუ მართლა ჭორია, მაშ ბიძაჩემი სად გადაიკარგა,  შინ არაა, არც შენ იცი, სად ბრძანდება, შენზე უკეთესი მეგობარი კი,, არ ჰყავს, ჰო, თუ უკვე პრანკმა ინამ ჩაგანაცვლა, არც ტელეფონზე მპასუხობს, თანაც, დედაჩემის ყოფილმა დაქალმა მომძებნა და მომილოცა, შენი დედიკო ჩამოსულა, ჩემთან სადილს გავამზადებ, ყოფილ სამეგობრსაც დავპატიჟებ და იქნებ დამიკავშირდესო...

რას მეუბნები?!  ეს, მართლაც მოსალოცი ამბავიაგაიხარა ანდრემ.

შენც დამცინი... რა მოსალოცი, მე თვალითაც არ მინახავს, ისე მითხრეს, ამერიკის საელჩოსთან უნახავთ, ვიღაც, სპორტულად ჩაცმულ ქალებთან ერთად, საერთოდ არ შეცვლილა, ისევ, ძველებურად ბრწყინავსო... ავტობუსიდან დაუნახავს. გაჩერებაზე, ჩამოსულა, უკან გაბრუნებულა, მაგრამ, იქ, ვერ უნახავს, სელჩოში გაუკითხავს კიდეც, ამ სახელისა და გვარის აქ არავინ ყოფილაო... ანდრე ბიძი, შენ, ჩემზე უკეთ ერკვევი ამ საელჩოებში და იქნებ გამიგო, მართლა ჩამოსულია, თუ ჩემი აგდება უნდათ?

გავიგებ, გავიგებ, მეგობარს დავურეკავ, ჰო, მგონი, თავის გვარზე იყო.  კარგი, არ ინერვიულო, ერთ საათში დამირეკე, აბესა და ინას ამბავსაც გავიკითხავ...–და შეფიქრიანებულმა დაამატა,–მეგონა ფანტასმაგორიის შემოტევა დავძლიე  და  აქ, ისეთი ამბები ხდება...

მართლაც...–დაუდასტურა   სმარტფონიდან მისტერიქსმადა  ნიშნისმოგებით კითხა:

ციცხალი ხარ, ყმაწვილო?

მისტერ იქსი! – მისი ხმის გაგონება,  ძალიან გაეხარდა,–დიახ, დიახ...–დაემოწმა მხურვალედ,–ცოცხალი ვარ!

მერე არ გრცხვენია, მეგობრები, რომ ტყვეობაში არიან, შენ კი, გალოთებას აპირებ!

არა, რას ამბობთ...–შეშინდა ანდრე და სმატრფონს მზერა აარიდა...   

ასე რომ, სასწრაფოდ უნდა მიხვიდე ჩაძირულ ციხედარბაზთან, უფრო სწორად, მაფიის მიერ, უკვე ნაკრძალად გამოცხადებულ, ეგრეთ წოდებულ საიდუმლო ობტექტის მიმდებარე მდინარესთან.. მალე ამანათს მიიღებ, შიგ ციცქნა დრონი იქნება, სხვათაშირის, ჩემი ქმნილებაა,–გვირაბის სათავესთან, შესასვლელის ყელს, ნავიგატორით მიაგნებ, ლოდს გადაწევ და ციცქნას, შიგ შეაფრენ, დანარჩენს მე მივხედავ...  არ მგონია, მაგრამ, შემთხვევით თუ დაცვა წაგაწყდა, ლაზერულ მაშუქს მიშვერ, მალევე ჩაიძინებს...

მაგრამ ჯერ...–მოინდომა აეხსნა, რომ ახლობლისთვის დახმარება უნდა გაეწია.

ტყუილად ნუ მოცდები, უკვე გაფრინდა... ახლა იგი, ლათინოამერიკელი მილიარდელის ალადინ დავიარესის პრივლეგირებული მეუღლე გახლავს... შვილს თვალი შეავლო, ინკოგნიტოდ საჩუქრები გაუკეთა, ძირითადად ბინები, თბილისში, ზღვსპირეთში, მითიან კურორტებზე, მის სახელზე იურიდიული ფირმაც გახსნა, აპეკუნად იურისტიც დაუნიშნა და...

ქეთევანზე მეუბნებით?!

სწორედაც... იგი, ამჟამად, სულ სხვა ქალია და ჩვენებური გულის აჩვილებაც, მისგან შორსაა... ისეთი რამეები გადახდა...

მაშ, გადარჩა, ქმარი?..

ქმარიც ცოცხალია, ოღონდ ერთმანეთს, ვერ, თუ არ ცნობენ...

სად შემიძლია ვნახო?

ხომ გითხარი, უკვე გაფრინდა მეთქი...

ეგ დავიარესი  საიდან გაიცნო?

ჰო, ცოტაოდენი გამონთავისუფლებული დრო, კიდევ მაქვს... კეთილი, პირდაპირ ოკეანეში, ქარიშხალის მსხვერპლი, რამდენიმე დიდი და გემი და იახტა შეიქმნა. იახტიდან გადმოსროლილი ალადინი ტალღებმა ქეთრინს ჩაახუტა, ისე ძალუმად, რომ ქალი ბევრს ეცადა, მაგრამ ვერ მოიცილა, მერე დინებამ, ორივე მიწისქვეშა ღრმულში შეიტანა და ბოლოს იმ იდუმალ გამოქვაბულის შესასვლელთან გარიყა, ესპანელთა ნაალაფარით, რომ იყო სავსე. კაცი უგონოდ იყო, ქეთევანს კი,  მეხსიერება აბურდული ჰქნდა, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტიქტი,  უფრო გამძაფრებოდა. კაცი თავისიანად მიიჩნია და მის მოვლას ერგულებით შეუდგა, თევზებს იჭერდა და ჯერ მათგან გამოწურულ წვენს უწურავდვ პირში, მერე ქვებით ჩახერგილ, ჯუნგლებთან დამაკავშირებელ  ღრმულის ჭუჭრუტანასაც მიაგნო, წვალებით კიდესთან, მცირე ადგილის გამოწმენდა მოახერხა და გონმიხდილი კაცს, ალღოთი შერჩეულ მცენარეთა ძირებიდან  დამზადებულ ნაყენებით კვებავთდა... არადა, იქვე გამოქვაბულის კედელთან, დიდძალი განძი იყო მიმობნეული, რომელიც, როგორც ჩანდა ინდიელთა ტომთან მორიგ ბრძოლაში განადგურებულ ესპანელ კონკისტადორების, რომელიღაც ჯგუფის ნაალაფარი გახლდათ...

ზღაპარია...–უნებლიეთ დაასკვნა ანდრემ.

ამ სამყაროში, ადამიანთა ყოფნაც, მთლიანად ზღაპარია...

ჰო, ჰო... მერე, მერე...

მერე, კაცმა გონს მოსვლა დაიწყო, მეხსიერება ჯანმთრელი შერჩენოდა... ახსოვდა ვინც იყო, იქაური მაფიოზი გახლდათ, თუმც, ერთ დროს მხატვრობით იყო გატაცებული... ჰოდა, მოსულიერდა თუ არა, ჯერ კიდევ მწოლიარემ, მცნენარეული წვენებში დასველებული, ქეთევანის მიერ დაგებულ მახეში გამბული, რომელიღაც თუთიყუშის ფრთით, ბრტყელ ქვებზე ხატვა დაიწყო, ძალზე კოლორიტული, ფიგურები გამოსდიოდა, ქეთევანი ყმაწვილქალური აღტაცებით შეჰხაროდა მის ასულდამულებას, ნახატებსაც თავისებურ შეფასებას უკეთებდა. ჰო, ესპანურად ლაპარაკობდნენ  და ისე აეწყო, ძალზე შეუყვარდა ეს უცნაური ქალი, რომელმაც მიუხედავად,  გამოქვაბულში გადამალული დიდძალი განძისა, თავიდან კი არ მოიშორა, არამედ თავდადებით მოუარა და...

გრაფ მონტე კრისტო სიუჟუტი მომაგონდა...

ჰო, დარწმუნებული ვარ, მაგის შემდეგ, შენ სხვა რომანი, არც წაგიკითხავს... შეურაცხყოფად არ მიიღო, უბრალოდ ამეებისთვის არ გეცალა...

-უკაცრავად, ვიცნოობთ ერთმანეთს?!

ტრასავიიკ...–თითქოს ვეღარ მოითმინა მისტერ  იქსმა“–ხომ გითხარი... მე ძალზე ბევრი ადამიანის ცნობიერებაზე  შემიძლია წვდობა...

პირადად  მე, საიდან...

_მაშინ, ჯერ კიდევ ჰომოსაპიენსი გახლდით...

როდის მაშინ?!

როცა შენ, აფრიკასა და ლათინოამერიკულ ქვეყნებში, სასწრაფოდ გამგზავრება გიწევდა, ნუ შეეცდები ჩემს გახსენებას, სხვალასხვა ვითარებაში, სხვადასხვაგვრად გამოვიყურებოდი და სახელებიც სხვადასხვა მქონდა... ეეჰ, ვირტულურშიც საამო ყოფილა, მიწიერი წარსულის გახსენება...

ჰო კარგი, ის მითხარით, კეტრინი, როგორ ვიპოვო...

ახლა გამუდმებით მოგზაურობს, აქ რომ იყო, რამდენიმე წუთში, შტატებში გადაინაცვლა...

რა, საკუთარი თვითმფრინავი ჰყაავს?!

თვითმფრინავი რად უნდა, სივრცეში სამოგზაუროდ, საკუთრი პორტალი აქვს...

რა პორტალი?!

დედამიწაზე სამოგზაუროდ, გარკვეული შეძლების ხალხი, უკვე, ატმოსფერული პორტალებით სარგებლობენ... კვანტური გვირაბის მსგავსია, ოღონდ, იცოდე, დროში მოგზაურობისთვის, არ გამოდგება, თორემ, შენი ამბავი, რომ ვიცი, ამ რეალობას, როდის გაეცლები, ერთი სული გაქვს...

მართლაც... ძაან დავიღალე...

ახლა მთავარია მეგობრები ვიხსნათ, თორემ, შესაძლოა, ეგენიც, ვირტუალურ სამყაროში გადაანაცვლონ, დასანანი ისნება, კირკემ, საჩუქრები თავის ძმასაც გაუკეთა, იმედია, შენც შნგხვდება რაღაც...

რომელმა კირკემ?!

კეთრინს, დავიარესმა შეარქვა... მე მგონი, ზედმეტად გავერთე, შენ განათლებას, რომ მივჰყვე...

ცირცეზე მეუბნები!–უნებიეთ განაწყენდა ანდრე.

კარგი გეხუმრე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორო, პროფესრო და...

არ გინდა, ყველაფერი ეგ წარსულში იყო...–შეესიტყა იგი და გაახსენდა „...ის გოგო, შენი სიყვარულით დაიტანჯა...“

კარგი არ დააგვიანო, გზავნილს, მალე მიიღებ!

ანდრეს ისეთი განწყობა დაეფლა, რომმისტერ იქსიმას, მართლაც კარგად იცნობდა.

კი ძველი კადრია, ნეტა რომელია?!“ გაიფიქრა უნებლიეთ.

ჰო, ჩემში, შენი იმდროინდელი ნაცნობების მეხსიერების ფრანგმენტებიცაა გაერთიანებული... ოღონდ ახლა, სილვიაზე არაფერი მკითხო... სხვა წარსულს მიხედე...–და როგორც ჩანდა, „მისტერ იქსი“, სხვა საქმით დაკავდა.

ანდრემ, უმალ დაურეკა აბეს, მაგრამ არვინ უპასუხა, მომსახურების  ზონიდან არის გასულიო, აცნობეს არც ინასთან შეხმიანების სურვილს გამოუღია რაიმე შედეგი, მერე კომპიუტერიც ჩართო, მაგრამ, იქსის მიერ  მოწოდებულ  ფათერაკთან დაკავშირებით, ვერც ვერაფერს მიაგნო, და კართან ზარის ხმა გაისმა.

კურიერმა, პატარა  ბიჭმა კეთილად მოიკითხა და მუყაოს პატარა ყუთი გადასცა.

 ყუთში ციცქნა დრონი და ასევე ციცქნა მაშუქი აღმოჩნდა., კაცმა ინგლისურ ენაზე თანდართული ინსტრუქციები წაიკითხა , მერე შხაპი მიიღო, ასე ვთქვათ მოცოცხლდა, შეიმოსა , ბინიდან გავიდა და  დავალების შესარულებლად გრძნობებაჩქროლებულმა გასწია. ავტომობილში ნავიგატორი ჩართო, თამამად მოქმედებდა. ალღოიანად მოიძია დათქმული ადგილი, ლოდი  ლაზერული მაშუქის დასხივებით გაადაადგილა, ციცქნა დრონი  ვიწრო გვირაბში სათუთად შეაფრინა და შვებით ამოისუნთქა.

ყოჩაღ, ძველი ზაკალკა მაინც სხვაა, გაეხუმრა სმატრფონიდან იქსი, მალე აბესა და ინასთან კავშირს დავამყარებ, შესაბამისს ინსტრუქციებს მივცემ, შენ კი, შეგიძლია მშვიდად იყო, ჩემი ციცქნა ისეთ სიხშირეებს ჩართავს, საარჩევნოდ გადამზადებულ ფანტომთა არმია, ისევ მოჩვენებითობის არელში რეპორტირდება, მოკლედ , ყოფა ეტირებათ...

ანდრემ მდინარის წკრიალა წყალი სახეზე შეისხა, იმათ გამოჩნამდე , ცოტათი წავიძინებო, გადაწყვიტა  და  გზისპირას, ხეთა ჩრდილში მდგომ ავტოში  ხალისიანად ჩაჯდა.

***

 

ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...

*

 © გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება