суббота, 3 февраля 2024 г.

კაშკაშა ფრინველი /„კოსმიური ცოდნის“ ნაკვალევზე .../ სათავგადასავლო რომანი

დასაწყისი –       კაშკაშა ფრინველი /სათავგადასავლო რომანი/


 „კოსმიური ცოდნის“  ნაკვალევზე ...

 რა გახდა ეს იქსი, ასე რომ აგვაფორიაქა. ბოლობოლო, რა აღტაცებით არ უნდა უძახო ჭკვიანი ტექნიკა, მაინც, ადაიანის მიერ შემუშავებული პროგრამების ნაზავია. ტელევიზორების პირველი გამოჩენაც, თავისებური სტრესი იყო. ახლა კი ჩვეულებრივი ელექტრომოწყობილობაა, ელექტრონის გარეშე, გინდ, არც ყოფილა... “

ანდრეს, ტელევიზორი, ჩვეულებისამებრ  ჩართული ჰქონდა,  მაშინაც კი, როცა ეკრანს არ უყურებდა და ბინის სხვა მხარეს საქმიანობდა; მთავარი ის იყო, რომ მისგან წამოსული ხმები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ბინაში, ვიღაც კიდევ  იყო. იმჟამად ეკრანიდან, რომელიღაც ასტროლოგი იმოძღვრებოდა: ოცდაერთ იანვარს პლუტონი მეწყულის ნიშანში გააგრძელებს აქტივობას. და იქ ორიათასორმოცდასამ წლამდე იბინადრებს, სამყაროს კი, უდიდესი ცვლილებები ელოდება, მეტწილად, პრგრესის სახით, ისეთ  სიახლეებს ვიხილავთ, რომელთა წარმოდგენას, ამჟამად კაცობრიობის ძირათადი ნაწილი ვერ შეძლებსო...

ამ ცრუდაპირებებმა, ხომ ტვინი წაიღეს...–და თითქოსდა, საგანგებოდ, ტელევიზორი ელექტროობიდან გამორთო...–თუ მართლაც, ხელოვნური ინტელექტია, დავადგენთ დედაკომპიუტერის ადგილსამყოფელს და... გრიშას უნდა დავურეკო,  კარგად ერკვევა, ასეთ რამეებში...

უკაცრავად„!“ ჩაესმა მოულოდნელადიქსისხმაჩვენ უკვე, კოსმიური ენერგიით ვიკვებებით...“

ანდრე შეკრთა...

კი, ესეც შესაძლებელია.... აკი, გვპირდებიან, ისეთ  სიახლეებს ვიხილავთ, რომელთა წარმოდგენას, ამჟამად კაცობრიობის ძირათადი ნაწილი ვერ შეძლებსო...რა ვიცი, ჩემთვის, ვერავითარი სასიკეთო ვერ გამოდნა, უკვე კი, მაგდენი ლოდინის დროც არ დამრჩა, გაღიზანებული ხმით ჩაიდაპარაკა სამზარეულოში კაკაოს მოსამზადებლად გავიდა. „...თქვენი, და იმ ქალბატონის სიყვარულის ამბავზე, ისე ემოციურად მესაუბრა, ამაცრემლა...“ თავისთავად ჩაიშრიალა მის ცნობიერებაში, ინას სალაღობოდ ნათქვამმა. მერე ისიც გაახსენდა: „მოერიდე მაგ ადგილს, მაიას შამანების შელოცვებითაა დაჯავშნულიო...“ კაკაო მიავიწყდა, ოთახში აღგზნებული მიმოდიოდა. „ჰო, რაღაც, ჩემზე მეტი იცოდა, იქაურობის შესახებ.  იმ დღეს, ჩავეძიე კიდეც, რაიმეს ხომ არ მიაგენი, დღეს, განსაკუთრებით ხალისიანი ჩანხარ მეთქი... ვფიქრობ, კლდის უკანა მხარეს, ჩამონაშალი ქვებით, უძველესი გამოქვაბულის შესასვლელია ჩამარხული... ინდიელთა მითებში, გამოქვაბულები, ადამიანის გაჩენის ადგილად ითვლება და...“ მოულოდნელად, აბეს მეხსიერებაში მისი ჩურჩულით  ნათქვამიც გაკრთა: “იქნებ, ღმერთების ჩანთის, შიგთავსიც გაიშიფროს... და რომ არ ჩავძიებოდი, თავისებურად დამამშვიდა, ლაბორატორიაში გადავამოწმებ და მერე შესაბამისად ვიმოქმედოთო.  კი, ღმერთების ჩანთა ახსენა, მაგრამ საუბარში, ხშირად მოიშველიებდა, რომელიმე ლეგენდიდან, რაიმე აზრის შესავსებად, მისთვის სარწმუნო ფრაზას და მეტად გარკვევა, აღარ ინდომე, მაგრამ მახსოვს, ხელში ტყავის ჩანთა ეჭირა, რომელშიც, წვრილმან ნივთებს და წამლებს ინახავდა, მე ყურადღება იმ ჩანთაზე გადავიტანე და ვკითხე, ვისი სახსოვარია?!

მოხუცი შამანის, რომელიც ამბობდა, რომ ოლმეკების ქურუმის სულთან ჰქონდა ურთიერთობა და იდუმალი ჩანთის ასლი, მისი კურთხევით მისახსოვრა...–ორაზროვნულად მიპასუხა, ისევ, რომელსამე ლეგენდის ენით მელაპარაკება მეთქი, ვიფიქრე... ვგრძნობდი, ფიქრობდა, რომ მესოამერიკული ცივილილიზაციის ისტორიაში, მეც, ისევე ვერკვეოდი, როგორც თავად, კი ოლმეკების ქურუმი ახსენა, და ანდრემ იგრძნო, რომ  კვალსუნდა მიჰყოლოდა.

რა თქმა უნდა, კომპიუტერს მიაშურა. „იდუმალი ჩანთაინგლისურად აკრიფა და მალევე გაიგო, რა ფაქტზე მიანიშნა საყვარელმა ქალმა. მსგავსი ინფორმაცია მსგავსი გამოსახულებებით, ინტერნეტში, ადრეც ეხილა. სხვადასხვა მითოლოგიურ არსებებს, ხელში იმგვარი ჩანთები ეჭირათ, რომლებიც, მათ თანამედროვე ნიმუშებს, ძალზე ჩამოჰგავნენ. მიჩნეული იყო, რომ ისინი, სხვადასხვა კულტურებში, მესოპოტამიიდან ამერიკამდე იძებნებოდა, ანუ, ქვებზე ამოკვეთილი, ამგვარი გამოსახულებები,  მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, იყო ნაპოვნი. ზოგჯერ, ძველთაძველი ღმერთების ჩანთებად მოიხსენიებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ჩანთებიკოსმიურ ცოდნასშეიცავდნენ. იყო მოსაზრება, რომ ისინი, ყინულოვანი ხანის დასრულების შემდგომ იყო შექმნილი. ყოფილი ტრასავიკის გონებამ, მალევე დაასკვნა, ალბათ, ეჭვი ჰქონდა, მსგავს გამოსახულებას,  ან რაიმე უფრო მეტს, მარტოხელა კლდესთან ჩამარხული ციხედარბაზისა თუ  გამოქვაბულის ან რომელსავე სამალავის  კედელზე ამოტვიფრულს იპოვიდაო. 

მერე შეჰყვა ძიებას და იხილა, რომ ამგვარი, ძველთაძველი გამოსახულება, მესოამერიკული ცივილიზაციის არეალშიც იქნა მოძიებული,  და საოცარი მსგავსება  შეინიშნებოდა ძველი ერაყის ტერიტორიაზე, ასირიელების მიერ, ქვათა რელიეფზე, ასე ჩვენს ერამდე   880 და 859 წლებში და მესოამერიკული სივრცის მკვიდრ ოლმეკთა მიერ, ასე ჩვენს ერამდე 1200 400-იან წლებში გამოსახულ იმ ჩანთების მოხაზულობაში, რომლებიც მამაკაცების ფიგურებს ეჭირათ. დამკვირებელთა მინიშნებით, რაც იმაზე მიუთითებდა, მსგავსი ჩანთები შესაძლოა, ორივე კულტურისათვის განზომილების, უნიკალურ სიმბოლოს წარმოადგენდა.

მერე ისიც გაარკვია, რომ ოლმეკთა ცივილიზაცია, პირველი  მესოამერიკული ცივილიზაცია ყოფილა, ისინი მაიასა და აცტეკების მოდგმაზე, 1500 წლით ადრე მოღვაწეობდნენ სამხრეთ ამერიკის კონტინეტზე და მათ კულტურათა ჩამოყალიბებას მისცეს საზრდო. რის გამოც, “დედა კულტურადმოიხსენიებდნენ.  მათი  არეალი თანამედროვე გვატემალის, ჰონდურასის, ბელიზის, კოსტა რიკასა და ელ სალვადორის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა... გააჩნდათ საკუთარი დამწერლობის სისტემა... ასევე აღნიშნული იყო, “ოლმეკაცტეკების ენაზეკაუჩუკის ხალხსნიშნავსო.

აქაც, სალვადორი!“ თითქოს ნიშანი მოუგო თავისთავს ანდრემ. მერე კითხვა გააგრძელა: ოლმეკების ნახელავ, ბალზატის ერთი მთლიანი ქვისაგან გამკვეთილი გიგანტურ თავებზეც მოიძია ინფორმაცია, რომელთაც პუტკუნა ლოყები, ბრტყელი ცხვირი, უმნიშვნელოდ ამოკვეთილი თვალები გააჩნდათ...  მერე მისი გონება, ისევ, იმ საოცარი მსგავსების  მინიშნებას დაუბრუნდა, ძველი ერაყის ტერიტორიაზე, ასირიელების მიერ, ქვათა რელიეფზე, და მესოამერიკული სივრცის მკვიდრ ოლმეკთა  მიერ გამოსახულ ჩანთებს, რომ შეეხებოდა... ჰო, ეჭვი ჰქონდა, მსგავს გამოსახულებას,  ან რამე უფრო მეტს, მარტოხელა კლდესთან ჩამარხული ციხედარბაზისა თუ გამოქვაბულის ან რომელსავე სამალავის  კედელზე ამოტვიფრულს იპოვიდა... ჰო, იბერია, არც ისე შორს იყო მესოპოტამიამდე...“

გვარიანად აფორიაქებული გახლდათ. ერთხანს, ინერციულად განაგრძნობდა  ფიქრს „...გამოქვაბულები, მათი წარმოდგენით ქვესკნელში შესასვლელს წარმოადგენდნენ, ძლიერ ოლმეკს შეეძლო წმინდა და ძლიერ ცხოველად გარდასახვა, ვაჭრობდნენ ობსიდიანით, კაუჩუკით, კერამიკით, ბუმბულით, გაპრიალებული სარკეებით. ჰო, ობსიდიანს, საქართველოში მგონი ცის ნატეხს ეძახდნენ... ცის ნატეხი, ცის ნატეხი, ცის ნატეხი... ობსიდიანს  შამანურ ქვასაც უწოდებენ,  უმძლავრესი  ენერგეტიკა  აქვს, ავი თვალისგან იცავს...“ და გაახსენდა სილვიას, მაჯაზე,  შავი ქვებისგან ასხმული სამაჯური, რომ ეკეთა. რომელსაც ზოგჯერ იხსნიდა და წამლების შესანახ ყუთში ინახავდა. „ალბათ, რაღაც რიტუალს ასრულებდა... მერე, ისე უცებ გაემგზავრა, ის ყუთი, აქ დარჩა, მახსოვს, წიგნების თაროზე საგანგებო ადგილი მივუჩინე, რომ ჩამოვა, „ხელუხლებელსგადავცემ მეთქი. ახლა კი, ძალზე მოუნდა, საყვარელი ქალის დანატოვარ ნივთს შეხებოდა. წიგნების ოთახისკენ უმალ წავიდა, ყუთი ადვილად მოიძია. პატარა, წითელი ობსიდიანისგან ნაკეთები ყუთი იყო, ობსიდაინ სვე სახურავი ჰქონდა. სათუთად შეეხო. ყუთში სამედიცინო ქახალდში შეხვეული კევის მაგვარი ნაჭრები ეწყო. „შენთან სიყვარულს, უფრო მძაფრად განმაცდევინებს, მხიარულად აუხსნა ერთხელ, და აუხსნა, ისე დამამშვიდებლი საშულებაოო, ისიც გაახსენდა, მარტოხელა კლდესთან, მასთან ერთად, კორომში განმარტოებულ, იმ კევის ღეჭვას, რომ შეუდგა, მერე კი ლაპარაკის საღერღელი აეშალა უხილავ სამყაროების შესახებ საუბარი წამოიწყო; ინდიელების წარმოდგენებში უხილავი სამყარო არსებითია, ოღონდ, მისი ხილვა მოკვდავისთვის, მხოლოდ სიზმარში, ზმანებაში, ტრანსშია შესაძლებელი, უხილავი სამყარო კი, მიწიერ იდუმალებას ააშკარავებს...–მაღალფარდოვნად გაანდო და მოეხვია. „იქნებ განგებ დატოვა, რომ მისი მონატრებისას...“  არც დაფიქრებულა, ისე ჩაიდო პირში ერთი მათგანი და დაღუჭა. საამო გემოსი იყო, თითქოს, ამბრა სურნელი აქვს...“გაიფიქრა უნებლიეთ,  მეორეც მიაყოლა და ბედს მინდობილი სავარძელში ჩაჯდა. „ბიოქიმიური აპგრეიდი...“ თითქოსდა სილვიას ხმით ჩაესმა. იგრძნოიქსიუთალთვალებდა. თავად კი სილვიას წარმოდგენას შეეცადა. შიგადაშიგ, მისი ჩურჩული ესმოდა:  სული, სხეულის არსებითი თვისებაა, იგი სრულყოფილებას, მხოლოდ უხილავი სამყაროს ხილვის შემდეგ აღწევს და შეუძლია, ზესკნელიცა და ქვესკნელიც უხიფათოდ მოიაროს, მონათესავე სულთან ინებივროს, ან დანაწევრებული სულებ გააერთანოს, განკურნოს...“ ამბრას სურნელს მიეძალა; „იქმენ  მხცოვან ახალგაზრდა!, ჩაესმა იდუმალი ხმა; თანდათანობით, ქარვისფრად მოელვარე სინათლის გვირაბს გაუყვა და იმავ წამს ჭაბუკური შემართება იგრძნო; მისთვის უჩვეულო გარემოში ნადირობდა, თუმც, იარაღი არ ჰქონდა, არც სამოსი ეცვა, სიშიშვლეს კი, ვერ გრძნობდა. ეგონა მითების სოფლიდან იყო, სადაც უამრავი თქმულება ბინადრობდა, მითებს უმეტესად ცხოველებისა და ფრინველების სახე ჰქონდათ, ბევრი ნაირფრად იყო მოხატული, ზოგიც ძალუმად გახლდათ ჩაშავეული, ზოგსაც ბუნდოვანი ანაბეჭდის სახე ჰქონდა. ანდრეს ძალზე ეწადა, სოფლის მობინადრენი თავისი ნანადირევით გაეოცებინა; უამრავი ფრინველი, კურდღელი და გარეული ტახიც კი მოინადირა. წარმოსახვაში უკვე ტკბებოდა, თუ უკან დაბრუნებულს რა აღტაცებით ხვდებოდნენ თანასოფლელები, მაგრამ, მოულოდნელად გზა აებნა და უღრან ადგილას აღმოჩნდა. ნანადირევიდან, ერთი რამის; უბრალო ტყის ქათამის გადაგდება არ უნდოდა, მით უფრო კურდღელის, ტახის დატოვას ხომ ფიქრშიც ვერ გაივლებდა.
ამასობაში ჩამობნელდა და გადაღლილს, იქვე, ფეხზე მდგომს, ღრმად ჩაეძინა. ძილ-ღვიძილში, თითქოსდა სრულ სიცარიელეში გადაინაცვლა. დამფრთხალი, ხელების ცეცებით ცდილობდა გზის გაგნებას. მაგრამ, ყოველ წამს, იმ უსზღვრო სიცარიელის შეგრძნება თრგუნავდა.
უცებ ძალიან, ძალიან, ძალიან დაძაბა მზერა და შორიახლო, რაღაც უცნაურ პაწაკინტელა ნაირფერად არსებასჩაავლო”.
ჯადოსნური ტალღა”, გაიფიქრა უნებლიეთ და იგრძნო უხილავ სამყაროს მობინადრე არსებამ, მის საშველად შეყოვნდა… (ანუ დამზერადი გახდა).
_
ელესა?!_ისე წარმოთქვა მონადირემ, თითქოს, კარგა ხნის უნახავ ნაცნობს გადაეყარაო.
_
დროზე გააღწიე აქედან…_წკრიალა ხმით გააფრთხილა მან.
_
გათენდეს და მერე ვინ დამიშლისგზას გავიგნებ და შუადღემდე შინ ვიქნები…_იმედიანად გაეპასუხა იგი.
_
აქ, არც არასდროს გათენდება, თუ ნანადირევს, თავს არ მიანებებცოდვა გაგიათასმაგდება და შენს დროს აცდები_მიუარაკაელესამ”.
_
რას უნდა ავცდე, გათენდება და…_არაფრის დტოვება არ უნდოდა, ისევ მისი ნანადირევით გაკვირვებულ თანასოფლელთააღტაცებებიელანდებოდა
ჩვეული თვალისთვის უხილავი ნაწილაკი კი, თავს არ ანებებდა, ცდილობდა აეხსნა, რომ დროთა აღრევის წამს იგი, სხვა სამყაროში მოხვდა, სადაც, ენერგიისა და სულის გარდა სხვა რამის ტარება მიუღებელი იყო.
მონადირე თავგამოდებით ესიტყვებოდათან თავისთვის ფიქრობდა, რა შტერი ვინმეა, ბედმა გამიღიმა, მალე უძველესმა მითებმა, საუკეთესო მონადირედ უნდა მაღიაროს, ეს კი, რაებს მელაქლაქებაო
_
კი მაგრამ, სხვის გაკვირვებაზე, ასე რამ გადაგრია?!_ჩაიკისკისა ტალღამ.
და ვაჟიც გამოტყდა, იმისთვის, რომ სილვია ცოლობაზე დამთახმნდეს, სოფელს ჩემი ნანადირევი უნდა შეშურდესო
სხვის გაკვირვებას რას ეძებ, თუ თავი ოხრად დაგრჩა, ან სილვია, შენს ვაჟკაცობას, რას გაიგებს, თუ აქედან ვერ გააღწევო…¬კვლავ შეეცადა მის შეფხიზლებას, უხილავი სივრცის ბინადარი.
_
კარგი, ასე იყოს…_ბოლოს, თითქოსდა გონს მოეგო, თავისებურად გონჩახერგილი მონადირე,_გატანაში, მომეხმარე და ერთ კურდღელი შენი იყოს…_ამაყად შესთავაზა.
მაშ, შენი ჭკუით მე მეტი არა ვღირვარო, დაიწკრიალა ნაირფერადმა ტალღამ, რომელიც, იმავ დროს, ყველგან, ყველაფერში ერთდროულად მიმოჰქროდა.
მონადირე მიზანსწაფული კაცი იყო. ჰოდა, რაკი დაიჟინა, მდიდრული ნანადირევით სოფელი უნდა გავაკვიროო, ძალღონე არ დაიშურა, ზურგზსა და მხრებზე ფრინველებისა და ტახის წამოკიდება მოახერხა და თავისი გუმანით სოფლისკენ იქცია პირი; უღრანიდან გასაღწევად გზა გააგრძელა. იმედთ იყო სავსე, დაღლა არ ეტყობოდა, არც შიოდამიდიოდა და მიდიოდათითქოს ტყეს თავი დააღწია, მაგრამ სოფელი არ ჩანდა. სოფელი კი არა, საერთოდ არც არაფერი ჩანდა, ყველა თქმულება უკვალოდ გამქრალიყო და შეწუხდა, ვერავის გაკვირვებას, რომ ვერ შესძლებდა. მისი ფიქრი და სურვილი, უკიდეგანო სიცარიელეში ფართხალებდა.
ყველაფერი გამქრალა?!” ძლივსღა მოახერხა გაოცება.
_
ჰო, შენმა დრომ მიგატოვამაგრამ თუ მგძნობიარედ ინატრებ იმას, სადაც დაბრუნება გინდოდა, შენეულ სინამდვილეს დაეწევი…_ფიქრში, კვლავ შეეშველა იდუმალი ტალღა.
მონადირე შეეცადა ერთ დროს, მისთვის, თითქოსდა ახლობელი გარემო წარმოედგინა, მაგრამ მხოლოდ მკრთალი ფრაგმენტები გაუკრთა თვალწინ
_
ზედაპირულად გიცხოვრია, ზედაპირულად გყვარებია, სოფელთანაც ზერელე ურთიერთობა გქონიამისი სატკივარი გულთან არ მიგქონდა, ჰოდა, ვერც სამშობლოს განიცდიდიერთ მოგონებასაც, კი ვერ ჩაჰბერე სიცოცხლის სულიარც ის გოგო გყვარებია,  მხოლოდ მისი გარეგნობა აგიტაც…_არ დააყოვნაელესამ”.

რომელი გოგო?!– საეჭვოდ შეფიქრიანდა ანდრე.

ზღვის სანაპიროზე; სასეირნოდ გამოსულს,  რომელსაც, შეზარხოშებული, შემთხვევით რომ გადაეყარე და აღტყინებით აუხსენი სიყვარული; მერე, ბუნგალოში, ტკბილად ჩაძინებული, მარტოდ მიატოვე... ალიონზე, თვითმფრინავით, სადღაც აფრიკაში გაემგზავრე, მთელი ეს წლები, თითქმის, არც გახსენებია...

ბუნგალოში, ჰო, ის ხომ, შემთხვევითი...

შენთვის  ჰო, მაგრამ არა იმ გოგოსთვის, სად არ დაგეძებდა...

ჰო, ხშირად, ინკოგნიტოდ ჩამოსვლა მიწევდა...

ეეჰ, ტრასავიკ... რომ აიჩემე ეს სილვია, სილვია, ის გოგო, შენი სიყვარულით დაიტანჯა... და მერე მშობიარობას გადაჰყვა...

_რას ამბობ...–ის ხომ შემთხვევითი,  სასიყვარულო რომანი იყო...–და უცებ, ისევ, თავდაპირველ ხილვაში დაბრუნდაისე მინდოდა გამკვირვებისგან, ხალხს პირი დაეღოთავის ფიქრებში, კვლავაც იქ იყო მითების საუფლოში.
_
მერე, ყველაფერს შინ შეზიდავდიზოგს შებოლავდი, ზოგს დაამარილებდი, ზამთრის მარაგს შეამზადებდი…_თავისებურად ჩაუნისკარტა ტალღამ,__აგერ შენ და აგერ შენი ნანადირევი, დააღე პირი, ხალისს, რომ დაკარგავ, უმალვე არარად იქცევი…_
და უშნოდ პირდაღებული კაცი, იდუმალმაც მიატოვა, ისიც რამდენიმე წამი, რადგან ერთ დროს ბრმად მიზანდასახული, ახლა კი გაწბილებული მონადირე, ნანადირევს, თავისდა მოულოდნელად ამრეზით დააცქერდა.

და უცებ,   იქსის ხმა ჩაესმა:

და აი, მაიას ტომის წინასწარმეტყველება კვანტურ დონეზე იძენს განვითარებას და უფრო თათმად ვრცედება აზრი, რომ სული მარადიულია და ადამიანიც, შესაბამისად განიცდის ფერისცვალებას... კი, მაგრამ, ამისთვის, რა აუცილებელია, მაიას ტომის წინასწარმეტყველების დამოწმება, ეს ხომ... შეესიტყვა ანდრე.

იმიტომ, რომ კაცობრიობის ისტორიაში შემონახული კონკრეტული სიბრძნის დამოწმება, უფრო შესაგრძნობს ხდის იმ რეალობას, რასაც აგერ უკვე, რამდნიმე წელია კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ნათლად ვერ აღიქვამს. თუმც, მეექვსე ერის დროჟამი ძალას იკრებს. პლანეტა სხვა განზომილებით აზროვნებს, აქამდე შეცნობელი ფიზიკური კანონები, იწყებენ აღორძინებას. შეფხიზლდი და გადარჩები, და თუ არ გინდა მატერიალურ სამყაროს, მიწიერ სიკვდილამდე მიეჯაჭვო, აირჩიე სულიერი ფერიცვალების გზა და მიძინებული სიყვარულიც გაიღვიძებს. განწმინდე აზრი და სურვილი, განწმინდე, განწმინდე, განწმინდე... და არც ის დაგავიწყდეს, ოლმეკებისა და მაიას ტომის ხალხი, ადამიანის სილამაზედ და მომხიბვლელობად, გრძელ, არწივისებრ ცხვირს მიიჩნევდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იდუმალი ცოდნის განძს კი ფლობდნენ, თუმც, ისევ  მატერიალურ განცდებს ემონებოდნენ,  ეს გენეტიკური მეხსიერება იმდენად ძლიერია, რომ სილვია, თავდაპირველად შენი კეხიანი ცხვირითა და თითქოს თვალთა ბუდეებში შემალული ბასრი გამოხედვით მოიხიბლა...“

ბურანიდან ძლივს გამოაღწია. ტელევიზორის ეკრანს დამფრთხალი მისჩერებოდა...


გაგრძელება  იქნება

 ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...

*

 © გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება

*