დასაწყისი _
„ხატოვან აღქმათა ობსერვატორია“/სათავგადასავლო რომანი/
უცნაური აღმოჩენა, ლეგენდებით შეკოწიწებული ყოფა, ონავრობაში შეძმაკაცებულები
-მიწის აჩემებული კვლევა თუ ჩიჩქნა, არქეოლოგიურ აღმოჩენებს, ვერ მოგიმრავლებთ, შიგადაშიგ, ცას ახედეთ, რადგან, ცა ერთიანად იმახსოვრებს, რა ხდებოდა, ხმელეთზე, წყალში, ყინულოვან არეალში, უდაბნოსეული მცხუნვარებით გათანგულ ქვიშაში; ყველგან და ყველაფრში; ცა სუფთა მატიანეა; მთავარია მის შრეებში შემალული, ფაქტების, ქრონიკობის ამოცნობა და დანახვა შევძლოთ. ანუ დავხელოვნდეთ ხატოვან აღქმათა ობსერვატრიის შეცნობა–მართვაში...–უნებლიეთ,
იდუმალი ჩურჩულით გაიხსენა აბემ.
ასე, ათიოდე წლის წინ, სტუდენტურ ჟურნალში, გამოქვეყნებული სტატიის გახმაურებული შესავალი გაახსნდა და შეეცადა სავარძელში კისერმიგრეხილს, ღია ფანჯრის კუთხიდან ცისთვის აეხედა, ვერ მოახერხა. „ეეპ, რას დაემსგავსა, ეს ქვეყანა, არადა მომავალს, რა მაგრად ვეიმედებოდით; თავის უკან მიტრიალება დაიწყო... ასეა, უმეტესად განზრახვა, ქმედება თუ ვითარება, ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს და მე, აღარც, მიწის ჩიჩქნა უფლება დამიტოვეს... უნდა გავიდე, დავხედო იქაურობას. თითქოს, წავარჯიშების მიტოვების საბაბი მიეცა. არ ინდომა, მოეჩვენა, დასახული მიზნიდან, მსგავსი გარიდება, უნებისყოფობის მიმანიშნებელი იყო.
ინდიელი ბრძენკაცის სახელით გამოქვეყნებული იოგას მაგვარი ვარჯიში, მეტნაკლებად საკუთრი თავის ფლობის ილუზიას აღუძრავდა.
და ზოგჯერ, სავარძელში
განმარტოებული, ჩასუნთქვასთან ერთად, თავს 90 გრადუსით, მარცხნიდან მარჯვნივ დინჯად ატრიალებდა, მერე კი, ამოსუნთქვის პირობაზე, ისევ საწყის მდგომარეობას უბრუნდებოდა;
შიგადაშიგ, ფიზიოთერაპიითაც ერთობოდა, უფრო მეტად სამკურნალო ქვებით. თუმც, მის სამუშაო მაგიდაზე, ამ ნიშნით, მხოლოდ, ქარვის კრიალოსანსა და იასპის ქვების ნიმუშებს შეამჩნევდით. თავის ამგვარად ტრიალი კი, თავისუბურად ახალისებდა კიდეც, რადგან ისიც გაეგო, ინდიელ შამანებს მიაჩნიათ, ყველა თეთრი ადამიანი, ერთ ინკარნაციაში, მაინც დაბადებულა
ინდიელადო.
თავად, ქართველ ქრისტიანად, ღირებული ქართული ტრადიციების მოტრფიალედ აღიქვამდა თავს, ინდიელთა ყოფის შესახებ, ინტერნეტში ასახული ინფორმაციით კი, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც, დაკარგული დის ადგილსამყოფელის ძიების მცდელობით დაღლილმა, უნებლიეთ სიზმარში, მოსმენილი თქმულებისდა მიხედვით ციდან ჩამოფრენილი კაშკაშა ფრინველი ამოიცნო: „კვეზალი!“ ნათლად აესახა გონებაში..
შეფხიზლებული, დაჟინებით ცდილობდა თუ რას ნიშნავდა, ეს სიტყვა, მერე ინრტერნეტში ფრინველის რაობის ძიება გააგრძელა და იხილა, მბრწყინავ ფრინველად შესახელებული ნაირფერადი „კვეზალი“, რომელიც თავისებურად კაშკაშებდა, კარიბის ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოს, გვატემალის დროშაზე, ღირსების აღმნიშვნელ სიმბოლოდ გახდლდათ გამოსახული და მის საპატივცემულოდ, ადგილობრივი ვალუტაც, მისი სახელობისა იყო. ისე კი, კვეზალი, მაიას ტომისგან და აცტეკებისგან წმინდა ფრინველად გახლდათ შერაცხული.
იქვე, ისიც ამოიკითხა,
რომ ამ სახელმწიფოს ალაგ–სივრცის, პირველი მაცხოვრებლები მაიას ტომის ინდიელები იყვნენ, რომელთა შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ გვატამელაში, ის რომ, ქვეყანაში, იმჟამად, ესპანურ ენაზე ლაპარაკობდნენ, კიდევ, მრავალი სხვა, რამაც გაუჩინა ეჭვი, რომ დასაღუპად განწირული მისი და, შემთხვევით სათევზაოდ გამოსულმა რომელიმე ინდიელმა გადაარჩინა...
მერე, ამ ეჭვსაც აუხირდა, რომელი გულთმისანი შენ ხარო, მაგრამ საკუთრ გეშსაც მალევე გამოექომაგა; აბა, რა მაინცადამაინც კვეზალი; მსოფლიოში, უამრავი ფერადი ფრინველია და კვეზალზე, ბევრად უფრო კაშკაშებენ,
შენ კი სიზმარში კვეზელი გესტუმრა...
ბოლოს, სათანადო წერილი შეთხზა; ინგლისურ და ესპანურ ენებზე გადაამრავლა და
იქაური გაზეთების რედაქციებს დაუგზავნა.
თუმც, პასუხი არავისგან არ მიუღია. აბეს, დაკარგულთა ძებნა არ მიუტოვებია, შეძლებისდამაგვარად კარიბის სხვა ქვეყნების მასმედიებთანაც ცადა შეხმიანება, მხოლოდ, ერთი გაზეთის თანამშრომელმა გამოუგზავნა პასუხი, რომელსაც, თურმე, საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებებს, ისე დაეტყვევებინა, მგრძნობიარედ იხსენებდა, კახეთში ნაგემები პურმარილის გემოს.
აბესალომი კი ფიქრობდა, როგორ მოეძიებინა თანხა, რათა, გვატემალაში, ან კარიბის ზღვის რომელსამე ქვეყანაში ჩაეღწია, მაგრამ ყველა მისი ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა; და ერთხელ, როცა ამგვარი სადარდებელით შეპყრობილი, წავარჯიშებად აჩემებულ „რიტუალს“ ასრულებდა, თითები უნებლიეთ, მაგიდის კიდისკენ გადმოგორებულ მეწამულ იასპს ჩაავლო და სუნთქვა შეეკრა. ამგვარად „გაჭედილი“,
მორიგი კრეატიულობით აღეგზნო; თუმც, სულის მობრუნებას თავგანწირვით ცდილობდა, აზრად მოუვიდა, რომ, ერთ დროს, მის მეურვეობაში მყოფ დისშვილისთვის, მორიგი წვრთნა მოეწყო, რადგან ეჭვი ჰქონდა, ჭაბუკმა პროფესიაზე გული აიცრუა. არადა, ყმაწვილობისას, ბიძის დარიგებებს
მინდობილი, ამ მხრივ, იმედისმომცემი შემართებით გამოირჩეოდა. არქეოლოგიური დაზვერის პროცესებში
სათანადო ალღოს იჩენდა და ერთხელ, ძველისძველი, მიწაში „ჩაძირული“ ციხე–სასახლის, ციხის გალავნის ნაშთს, პაწია ნიჩბით, ჩიჩქნისას, ნიაღვრისგან ჩარეცხილ ღრმულში, ეტრატების შეკვრასაც კი მიაგნო. უმალ თავის ჩანთაში გადამალა და ბიძას, მხოლოდ, კარგა ხნის შემდეგ, ვითარებათა
გავლენით, სადაზვერო სამუშაოები, რომ შეწყდა, გაუბედავად გაუმხილა: ძალზე მინდოდა, მათზე წერა მესწავლა, მაგრამ, არაფერი გამომივიდაო. აბემ, უხალისოდ გადაამოწმა, სიძველისგან, გვარიანად შელახული; მერე კი, ყმაწვილი შეგირდისგან მიმოხაზული პერგამენტები და რომ მიიჩნია, მათზე, ერთი ასოსაც ვერ მოიძიებდა, დისშვილი დაამშვიდა, ჰო, ალბათ, ხელოსანი ჯერ კიდევ, მის დამუშავებას აგრძელებდა; ბოლოს მომცრო ნაწილებად დაჭრიდა გასაყიდად გაიტანდაო; ბევრი არ გაეგებოდა, ამ აბისა, მაგრამ „შეგირდთან“, თავს, ხომ არ შეირცხვენდა; ახლა ქვეყანა, ისე აირია, ამეებით, ნაკლებად დაინტერესდება ვინმე, შევინახავ, იქნებ, მერე, კვლევითი ინსტიტუტის
საქმიანობა აღსდგეს და
ლაბორატორიაში გადავამოწმებინებო.
შინ დაბრუნბულმა, ეტრატები, ერთ გრაგნილად შეკრა, ცარცის ქაღადლში შეახვია და თაროზე ჩარიგებულ, სქელტანიან წიგნებს მიღმა მოათავსა. მის მერე, არც მოუკითხავს, არც შუქრის გახსენებია
ბიძისთვის მინდობილი
„მონაპოვარი“. არც იყო გასაკვირი, წამოიზარდა თუ არა, საზღვაგარეთ საშოვარზე გამგზავრებულ მშობლებზე ფიქრებმა და წარმოდგენებმა შეიპყრეს; მათ, ხომ იგი, სრულიად პატარა დატოვეს. იმ იმედით, მალე, შესაძლებლობა ექნებოდათ, მასაც თავისთან წაიყვანდნენ, მაგრამ, როგორც ქართული ანდაზა ამბობს, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო; მათი თავგადასავალიც ისე ჩაიხლართა, ბავშის წაყვანა კი არა, თავადაც გაუჩინარდნენ, ახლობელთა თვალსაწიერიდან. თუმც იქამდე, თურქეთში, საშოვარზე წასულები, ლათინურ ამერიკისკენ მიმავალ, სატვირთო გემის მგზავრები აღმოჩდნენ.
მერე კი, სიძის მეგზურის სახელით, ვიღაც უცნობმა, აბესალომს დედას შეატყობინა, გემი კარიბის ზღვაში შტორმში მოჰყვა, ჩაიძირა და ეკიპაჟიც თან ჩაიყოლია; ვერც, ცხედრების მოძიება მოხერხდა, და ზუსტად, ვერც, კატასტროფის ადგილსამყოფელის დადგენაო მოხერხდაო;
ოჯახს მიუსამძიმრა და თანაგძნობის ნიშნად, ათასი დოლარი გამოგზავნა. იმ დღეებში, ქართული მედიაც ადასტურებდა, კარიბის ზღვაში, შტორმში მოყოლილი სატვირთო გემის კატასტროფის შესახებ; მისი ეკიპაჟის ერთიანად გაუჩინარებას. ასე დარჩა პაწია შუქრი, ბებიისა და ბიძის ამარა; მამისეული საგვარულოს მხრიდან, არც ვინმე აღმოაჩდა, დაობლებულის ამბის მომკითხავი
და წამოზრდილი შუქრი, საკუთარი წარმომავლობით, რომ დაინტერესდა, მხოლოდ მამის მიერ, შერქმეული სახელი, აღმოჩდა, მამა–პაპისეული ჯიშ–ჯილაგის მოსაგონარი; სახელის დედანი კი, როგორც მერე ხუმრობდა, რეპრესიაში მოყოლილ აჭარელ პაპას ეკუთვნოდა.
ქალიშვილისა და სიძის დაკარგვით დამწუხრებული ბებია, მის აღზარდას, თავდაპირველად, მოვალეობის მოხდის, მიზნით შეუდგა. მაგრამ, მერე იგრძნო, რომ ბავშვის ქცევებში, ბევრი, რამ იყო ისეთი, რაც, თავის მივიწყებულ
ოინბაზურ სიცელქეს აგონებდა.
ბოლო დროს, ქალიშვილთან ურთიერთობა, გართულებული ჰქონდა; კარიერაზე
„დახარბებული“, გოგოს, თითქმის, უცნობ კაცზე, ისე, ნაუცბათევად გათხოვება, აცეტებული ქალის საქციელადაც, კი მონათლა, ჰოდა, წავიდა „აქეთურ–იქეთური“. აბე, ბევრჯერ შეეცადა, მათ მორიგებას, მერე კი, თავად მას, ურთიერთობა, ორივესთან დაუმძიმდა;
მაგრამ, ტრაგიკული მოულედნელობით აფორიაქებული ნანიკო, სკუთარი თავის დადანაშაულებამ, ისე გამომწვევად აიტაცა, ვაჟიშვილს ერთხანს, მშობლიურ სახლში დაბრუნებაც,
კი მოუწია.
მერე და მერე, დედამისმა, რომელიც კარგა ხნის დაქვრივებული გახლდათ და მარტოხელა ქალის ცხოვრებას,
იმშვენებდა კიდეც, აბე, მონატრებულ ვაჟიშვილად,
სხვაგვარად, ხანდაზმული მშობელის ჩატკბილებით შეიგრძნო. მერე და მერე, მომხდარი ტრაგედიის გადაფასებებით აღძრული წარმოსახვების ვაჟისთვის განდობა, მოთხოვნილებად ექცა. რა ქარიშხალი, რა გემის კატასტროფა; ეგენი ტრეფიგინგის მსხვერპლები არიანო და ბოლოს პროკურატურაშიც კი შეიტანა საჩივარი.
ვაჟიშვილმა, გონივრულად გაუძლო, დედის ამგვარ ახირებებს და დისშვილის წამოზრდასაც ეიმედებოდა; რომელმაც გარდატეხის
ასაკში აიჩება; ზოგჯერ, ისე ობლად, ვგრძნობ თავს, ნაღდია, მამაჩემი მარსიდან იყო, მეც
იქითკენ მიმწევს გულიო...
ბიძამისი
შიშობდა, გონი არ აებნეს, ობლობა არ აიკვიატოსო და თავის მამაპაპისეულ სახლში მის დამკვიდრებას, ყოვლნაირად აქეზებდა.
-რის შუქრი, რა შუქრი?! შენ არაფერი გეშველება, კიდევ აგრძელებ სიბეცეს!–ჩაესმა უცებ აბეს შორეული, გამკიცხავი ხმა, შემკრთალი თავისთავად წავიდა წიგნების თაროსკენ;–რა სიბეცეს, რის სიბეცეს?!–დაბნეული იყო.
ეტრატები, წიგნებს მიღმა ფრთხილად მოიძია, ფრთხილვადე
შემოაცილა მტვრისგან ჩაჭუჭყიანბული ერთ დროს ცარცის ქაღალდათ შესახელებული, თეთრი, სუფთა ფურცლები, და უნებლით აღტინებით
წამოიძახა:
–ოო, საოცრებავ!
პირველსავეს, შიგა მხარეს, ქართულ შრიფტთა ანაბეჭდები
დალანდა; ერთიანად წამონთებული, რაღას მოისვენებდა;
და პირველივე სტროფიც; წყაროს დაწაფებულ მწყურვალივით ამოიკითხა:
მშვენი, ვარდისებრ აალდა;
მწირთა კერიაც აღადრდა,
ვნებანი წამოუპარწყლდათ,
ფუძენი გაუხვანცალდათ...
–ეტრატიდან გადმოსულა!
საოცრება, ნეტა რა ჯადოქრობაა...–უმალ მრავალი წლის განცდილი სიყვარულის მწველმა სიტკბომ წამოუარა...–გაირინდა;–სუმბილაცია თუ...–გადაწყვიტა
ერთიანი გრაგნილის,
თითოელი ეტრატი, სათითაოდ გამოეცალკავებინა, მათზეც, იგივე, სუფთა ფურცლები შემოეხვია და თვალთათვის უჩინარი „ნეგატივებიდან“ „ასლების“ გამჟღავნებას დალოდებოდა.
აეშალა ფიქრები, სავარძელში
ჩამჯდარი მოგონებებმა შეიპყრო; ათიოდე წლის წინ, დედაქალაქის მახლობლად, მარტოხელა კლდეზე მიშენებულ ციხე–სასახლის, ნანგრევების ნაშთთა მოკვლევის მიზნით, უცხოელი ანტიკვარ-კოლექციონერის თაოსნობით ორგანიზებულ სადაზვერო ექსპედიციაში, ჯეელი აბესალომიც იღებდა მონაწილეობას. მას, საკანდიდატო, უკვე შემზადებული ჰქონდა და სამეცნიერო საზოგადოებაში პერსპექტიულ პერსონად ითვლებოდა.
თქმულებისდა მიხედვით, წარსულში, მიწისძვრის შედეგად, გაჩენილ, ნაპრალებში; ჩაძირულ ციხე–სასახლის შესახებ, ანტიკვარ-კოლექციონერის გადმოცემით, არაბულ ისტორიულ წყაროში, საყურადღებო მინიშნება იქნა ნაპოვნი, ანუ, უცნობი არაბი მოგზაურის, ისტორიულ ქრონიკების
ამსახველ ტექსტეში, შემალული, ავტორისეული მოგონება:
„მთვარიან ღამეს, იბერთა მიწაზე, სანადიროდ გასულმა მთის მწვერვალზე,
წყაროსთან შევისვენე;
უეცრად ცაზე, კუდიანი ვარსკლავი გამოჩნდა, იმავ წამს, მრავალფრად
მოკაშკაშე, ბოლოგრძელ ფრინველს ემსგასა. მშვილდი მოვმართე. ფრინველი, ციხე–სასახლის ზემოთ გაირინდა, რომლის გალავანთანც, ჩვენი ქარავანი იდგა. უცებ, მისი ფრთებისგან,
წყვილი სხივი დაეშვა; ერთმა კოშკიდან, მდიდრულად შემოსილი, მშვენიერებით აღვსილი გოგო ამოიტაცა, –მეორემ დილეგიდან, სამოსშემოცლილი ახოვანი ჭაბუკი და ცაში აიჭრა. იმავ წამს, კოშკი, ციხე–სასახლე, მაღალი გალავანიც,
უეცრად გაჩენილ ნაპრალებში გრიალით ჩაიშალა. მეც ადგილს მივწყდი, ჩემიანების მისაშველებლად გავიქეც, მაგრამ იმ ადგილთან, ახლოს, ვეღარ მიველ, ჩაშლილ გალავანს, ქარავანიც ჩაჰყოლოდა. დამფრთხალი
იქაურობას გავეცალე, გზად გავიგე, იქაურობის მპყრობელს, თავისი ქალიშვილი,
ვინმე, ყარიბი მოგზაურის შეყვრების გამო, კოშკში ჰყავდა გამომწყვდეული, მასზე გამიჯნურებული ჭაბუკი კი, რომელსაც, თავდაპირველად, თავად მასპინძლობდა დილეგში გამეომწყვდია... ისიც მოვისმინე, საპარტარძლოს მამა, თურმე, მეზობელი ქვეყნის პრინცს ელოდა და ქალიშვილის გათხოვების შემდეგ, ჭაბუკის დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი... შინ დაბრუნებულმა, ვინდომე ეგ ამბავი გამელექსა, მაგრამ ციდან მოფრენილ კაშკაშა ფრინველს, როგორც კი გავიხსენებ გონი მებინდება...“
ანტიკვარ-კოლექციონერი დარწმუნებული გახლდათ, იქაურობის დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ შემონახული თქმულება, სინადვილეს
ასხავდა; თუმც, ტექსტს, მოყოლისას, ვითარებისდა მიხედვით აფერადება, ადგილმდეარეობაც გამოეთვალა და საგანგებოდ შედგენილ რუქაზე, იმჟამად, ჩაძირულად შესახელებული ციხე–სასახლის გალავნის მიმდებარედ,
მუხაშერეული რცხილის კორომებს, ამის დასტურად მოიხმობდა.
არადა, იმჟამინდელ წყაროებში, იბერთა ქვეყანაში, იმდროისთვის, მსგავსი მოვლენის აღმნიშველი
ფაქტი, არსად იყო მინიშნებული. „ნაამბობის“ პირველწყაროსაც ანტიკვარ-კოლექციონერი, თავისთვის ინახავდა, მაგრამ, იმჟამად, „გრანტულ კვებას“ დახარბებული ქვეყნის მთავრობამ, მასთან ხელშეკრულება ნაჩქარევად გააფორმა, რომელშიც, არა მარტო, მოსაკვლევი ნანგრევების ძიების ადგილი, არამედ, სამუშაოს წარმოების გასაშლელად, ასობით ჰექტარ მიწის ნაკვეთზე იყო თანხმობა დადასტურებული. დეტალები, როგორც ხშირად, გასაიდუმლოებულად ითვლებოდა.
კვლევითი ინსტიტუტის მხცოვან თუ ახალბედა თანამშრომლებს, ამგვარი რამეები, არც აინტერესებდათ; მთავარია, სამი წელი, განაღდებული სახელფასო ფონდი ექნებოდათ: საკვლევი არეალი, თემების დამუშავების რესურსები და სხვა მიზნობრივი თუ არამიზნობრივი „დისრტაციების დაცვის“ პერსპექტივები; ინგლისურნოვთნ ჟურნალ–გაზეთებში მეცნიერული
თუ არამეცნიერული შრომების გამოქვეყნების საშუალება; ადგილობრივ გაზეთების კორესპოდენტთა ცნობისმოყვარე ინტერვუებში, მორიგ იდუმალებასთან თანაზიარ პერსონებად
წარმოჩენა.
არქელოგიის ისტორია, მრავალ წინააღმდეგობებით მოცულ სიუჟეტებს მოიცავდა, ამის შესახებ აბეს, ზოგი, რამ სმენოდა და ერთხლაც, ეგრეთ წოდებულ დაინტერესებულ საზოგადოებას ამგვარი ძიება–კვლევისადმი მისი დაუცხრომელი ლტოლვა გულუბრყვილობად, რომ არ მიეჩნია; სტუდენტურ ჟურნალში სტატიაც კი გამოქვეყნა, რომელმაც, ინტერესთან ერთად, ცნობისმოყვარე საზოგადოებაში, მისდამი თაკურსელების ნაქილიკევი ეპითეტი: „ცრუარქეოლოგთა რისხვა!“ შვა, და მის კარიერულ სწრაფვაც მოაძლიერა. სტატიამ კი, სტუდენტ აბეს საზოგადოების შექმნა აფიქრებინა, სახელიც შეურჩია; ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”, და შიგ ზეციური არქელოგიაც მოიაზრა; მშვენიერი პრეამბულაც წარუმძღვარა, თუმც, მასზე ხშირად წერილის შესავალს იხსენებდა: სტუდენტური გაზეთის ძველი ნომერი მოიძია, მის გვერდებს დიდხანს უბერა სული და სტატიის კითხვა ინტერსით დაიწყო:
–არქეოლოგიური ხედვები
დრო-სივრცის ლაბირინთებში, იუმორნარევი ესსე– სათაურის წაკითხვა
მოასწრო, ბინის შემოსასვლელ კართან, მიჯრით ახმიანებული ზარის ხმა გაისმა.
–შუქრ!– უნებლიეთ შეშინდა დედაჩემს, ხომ არ მოუვიდა რამეო.
–მე ვარ, მე, აღარ ვარ ობოლი, აღარ ვარ ობოლი!–ყვიროდა ბიჭი.
–ცოლი მოიყვანა ალბათ…–ბიძამ კარის გაღება იჩქარა.
ლეგენდებით შეკოწიწებული ყოფა
დისშვილი აბეს, დავაჟკაცებული და შარმიანი ეჩვენა, არადა, ერთი კვირის უკან, უსაყვედურა, დროა, ქუჩის ბიჭბუჭებთან ძრომიალს თავი მიანებო; შენი ტოლები ბიზნესში არიან უკვე და...
–არ ვარ ობოლი, არ ვარ ობოლი!–ხალიიანად მიაგება მან–ფეისბუქზე, ვიღაც ესპანურენოვანი ქალბატონი შემეხმიანა და საიდუმლოდ მაცნობა: „ჩემს საახლობოში, ნამდვილად, დედაშენის კვალზე გავედი, ეკვადორში ბიზნესი უნდა ჰქონდეს, თანაც, საკმაოდ წარმატებული...–შეზარხოშებული ჩანდა, და
როგორც ჩვეოდა, პირდაპირ ბიძამისის მასიურ სავარძლისკენ წავიდა; უვარდა მასში ჩაჯდომა
და ნებივრობა.
–ჯერ გამარჯობა მითხარი,
ჰაიჰარად, მაინც მომიკითხე, ბებიშენი როგორაა?
– ფრინავს, ნეტა, დედაჩემის
გამოჩენის ამბავი არ მეთქვა, კრუიზების განრიგის შედგენა დაიწყო; იმ ქალის მისამართს
მთხოვს; დამიმსიჯე, დამიმესიჯეო, ჯერ ვუძალიანდები, არ დავაფრთხოთ მეთქი...
–არც დაუმესიჯო; მორიგი
ფეისბუქელი ცუღლუტი იქნება; ასეთებს მეც მიგზავნიდნენ; მერე ბებიაძენს ბანკის ანგარიშს
დასტყუებს და...
–რა იყო ძმავ, ვინმემ,
შენც ხომ არ აგაგდო?–შუქრი მაგიდაზე შერჩენილ ძველ გაზეთს წვდა.
–კი მოინდომეს, მაგამ
ადვილად გავშიფრე, ახლა, კაი ხანია აღარ შევსულვარ ფეისბუქზე; დავიღალე ამდენი ფარსისგან!
–ბრავო! მეც, ამ სტატიას
ვეძებდი, აუ, რა გამართლებაა! სალიუტ! მაგარი დასაწყისი აქვს, ხმამაღლა უნდა წავიკითხო...
–არ გინდა, გათხოვებ და
შენთვის, რომ დარჩები...
–სულ ჩემთვის არ ვარ,
ხმამაღლა, რომ ვკითხულობ, უკეთ ვიაზრებ! –ზედიზედ ჩაახველა, ხმა, თითქოს „დაიყენა“
და კითხვას შეუდგა:
–მიწის აჩემებული კვლევა თუ ჩიჩქნა, არქეოლოგიურ აღმოჩენებს, ვერ მოგიმრავლებთ, შიგადაშიგ, ცას ახედეთ, რადგან, ცა ერთიანად იმახსოვრებს, რა -ხდებოდა, ხმელეთზე, წყალში, ყინულოვან არეალში, უდაბნოსეული მცხუნვარებით გათანგულ ქვიშაში; ყველგან და ყველაფრში;
ცა სუფთა მატიანეა; მთავარია მის შრეებში შემალული, ფაქტების, ქრონიკობის ამოცნობა და დანახვა შევძლოთ. ანუ დავხელოვნდეთ ხატოვან აღქმათა ობსერვატრიის შეცნობა–მართვაში.
ერთხელ აინშტაინს უთქვამს: ”მინდა, რომ ჩემი გარდაცვალების წინ ვიმემ ამიხსნას ”კვანტური ფიზიკა”. ხოლო, სიკვდილის შემდეგ, იმედი მაქვს ღმერთი თავად მომიყვება, როგორ მუშაობს ტურბულენტობა.”_ო
ეს ხუმრობა, გარკვეულწილად სიმართლეს მოიცავს.
სამყაროს სრული გაშიფვრა, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება. ზოგჯერ, თვალსაჩინო მეცნიერიც კი, ისეთ აღმოჩენას აკეთებს, რომლის სრულ არსში გასარკვევად, თავად მას, შესაბამისი ცოდნა არ ჰყოფნის და გარკვეული სახით, საკითხის უფრო მკაფიოდ წარმოჩენაში სხვა მკვლევარი წაეხმარება. ზოგჯერ, იმ სხვასაც, არ შესწევს სრულად ჩასწვდეს მიგნების სისავსეს... აღნიშნული აღმოჩენის გაანალიზება-შევსებისათვის პასუხისმგებლობა მომავლის მოაზროვნეს ეკისრება.
და თუ ვინმე,
აზროვნების პრეტენზიის მქონე პიროვნება, თავისებურად და კონკრეტულად ამა თუ იმ საბუნებისმეტყველი მეცნიერებებში გარკვევას მოიწადინებს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად სიბრძნისმეტყველების (ფილოსოფიის) ანაბანის განჭვრეტას, სხვაგვრი გულისყურით შეეცდება.
რადგან ”ჰომოსაპიენსის” მიერ სამყაროს აღქმის თავი და თავი სიბძნისმეტყველებაა.
ფილოსოფიური აზროვნების წერილობითი ნიმუშები კი, ძველი საბერძნეთიდან შემოგვრჩა. ამ მიმართულების ამსახველი პირველი სკოლებიც იქ დაარსდა. მერე და მერე ”სიბრძნის მოყვარულებმა” გვარიანად იმრავლეს და იმდენად დიდი აზრობრივი სივრცეების მქონე თხუზულებანი, შრომები დადეს, რომ მე ნამდვილად ვერ შევძლებ ამ სფეროში მკითხველის გზამკვლეობა გავსწიო, მაგრამ ჩემეული, ძიების სურვილით, მარტივ კითხვას კი დავსვამ; მერე რა, თავად, ადამიანის წარმოშობასა და არსზე, მაინც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს… (კრეაციული, სამყაროს შექმნაში ღვთის ერთადერთ და უპირველეს მნიშვნელობას, რა თქმა უნდა ვაღიარებთ, მაგრამ თუ ბიბლიას დავიმოწმებთ, მერე მსჯელობის სფუძველიც არ რჩება, და არც ევოლიციურ მოძღვრებათა არსი, რაობა განიხილება. კი ბატონო, შემთხვევით არც არაფერი წარმოშობილა, ანუ
”რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.”
ადამიანი კი, როგორც ცნობილია ღმერთმა თავის ხატად და სახედ შექმნა: ”…და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ...“ (დაბ. 1,24;26).)
ჰოდა, ყოველი მოძღვრება სამყაროში და კერძოდ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის, განვითარების შესახებ, ადამიანთა მიერ არის გააზრებული. არადა, მათი უმრავლესობა, მთელი ცხოვრების მანძილზე, იშვიათად ინტერესდება იმით, თუ საიდან და რა გზით გააჩნია აზროვნების უნარი.
უბრალოდ, იცის, რომ თავში ტვინი, ჭკვა აქვს… მაგრამ, ის თუ ეს ე.წ. ტვინი, ჭკვა, გონი, ცნება, ასე გულუხვად, როგორ გვაწვდის აზრებს, მოგონებებს, გენიალურ მიგნებებს, რა გზიც ახორციელებს ყოველივე ამას, დღემდე, სრულფასოვნად, საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა გამორჩეულ მკვლევარებსაც კი, ვერ დაუდგენია, რადგან ტვინის ნეირონებში მიმდინარე სასწაულებრივი ქიმიურ-ინფორმატიკული პროცესების მიუხედავად, ირკვევა, რომ ადამიანის ცნობიერი, უხეშად, რომ ვთქვათ ”სააზროვნო აპარატი”, ბევრად მეტ უხილავ, სამყაროსეულ შრეებს მოიცავს, ვიდრე მის თავის ქალაში ”დავანებული” ჭკვა გახლავთ.
დარვინის ევოლუციური თეორიის მიმდევრებს, ყველაფერი უფრო ”მიწიერად” აქვთ გათვლილი. თავად ჩარლზ დარვინს კი, თავისი მოძღვრების არსი,
1859 წ. გამოცემულ თავის უმთავრეს თხუზულებაში ამგვარად აქვს განმარტებული: „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ მერე ამ მოძღვრებისდა მიხედვით მრავალი ჰიპოთეზა, მტკიცება და სამეცნიერო მონაპოვარი იშვა.(თუმც, ამის შესახებ ძველ საბერძნეთში სოკრატემდელი ფილოსოფოსები საუბრობდნენ). განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის წარმოშობასა და განვითარებას დაეთმო. ახლებური გასაქანი მიეცა ანთროპოლოგიასაც (”ანთროპოლოგია (ბერძნ. anthrōpos ადამიანი, logos მოძღვრება) — მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის, ადამიანთა რასების შესახებ.”) მაიმუნის გაადამიანების ვერსია, იმდენად აზარტული აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივი მასალების მოპოვების მიზნით მრავალმა მეცნიერმა თუ მოყვარულმა ”დაიკაპიწა” ხელები და სამშობლოდან შორს არქეოლოგიურ ძიებებს მიუძღვნა წლები. და ანთროპოლოგიაში სენსაციების ეპოქაც დადგა. ესა თუ ის, ნაუცბათევად გამეცნიერებული იპოვიდა ადამიანის თავის ქალის ”მაგვარს” და ევროპული სამეცნიერო ”ელიტაც” იწყებდა ხმაურს. ის. კი არა, სხვადასხვა შრეებში ნაპოვნი გამოხრული კბილებისგანაც კი ”ქმნიდნენ” ადამიანთა ამა თუ იმ სახეობის იერსახეს, „მეცნიერი
მამები, მოარგებდნენ, რა მათ, ამა თუ იმ ისტორიულ თუ ლირიულ სახელებს, ”იბრაწებოდა” სენსაციები, იწერებოდა მონოგრაფიები, ცხვებოდა დისერტაციები, რიგდებოდა სახელი, დიდება, ჩინები და ტიტულები…
მაგრამ ამ ლირიულ გადახვევას თუ შევეშვებით, იყო, რეალური და შთამბეჭდავი ანთროპოლოგიური აღმოჩენებიც; მეცნიერებამ უკვე ბევრად მეტი იცოდა, ადრინდელი ადამიანის შესახებ.
”გორდიას კვანძის” გახსნა, მაინც ვერ მოხერხდა, სხვადასხვა მიმართების დარვინისტებმა, იმარჯვეს და იგი მახვილით გაჰკვეთეს. ანუ 1856 წელს გერმანიაში, დუსელდორფთან, ნეანდერთალის ხეობაში აღმოჩენილი ჩონჩხის საფუძველზე წარმოსახეს ადამიანის უშუალო წინაპარი ”ნეანდერტალელი ადამიანი”, მაიმუნსა და ადამიანს შორის ”მოღვაწე” შუალედური რგოლი. რომელიც თითქოსდა 300 000 წლის წინათ ცხოვრობდა. იგი პითეკანთროფის, დედამიწაზე, ვითომდაც 1 მილიონის წინ ”მოღვაწე” ადამიანი-მაიმუნის შთამომავალი გახლდათ. (თავად პითეკანთროფი, კუნძულ იავაზე ნაპოვნი გაქვავებული გომინიდის ნამარხის მიხედვით ”შეითხზა”.)
მეცნიერთა თუ არამეცნიერთა მტკიცებით ”ნეანდერტალელებთან” ერთად დედამიწის იმდროინდელს ”მოსახლეობას ”კრომანიონელი ადმიანიც” წარმოადგენდა, რომელის ”პორტრეტიც” საფრანგეთში, კრომანიონის გამოქვაბულში, 1868 წელს აღმოჩენილი ნაშთების მიხედვით იქნა გააზრებული.
”კრომანიონიელები”, როგორც ჩანს, ჩვენი უშუალო წარმომადგენლები იყვნენ ამ სამყაროში და ”ნეანდერტალელებზე” მეტად განვითარებულებად მიიჩნიეს; შეეძლოთ ქვის იარაღების ბევრად მარჯვედ გამოყენება, თამამად წარმოთქვამდნენ სიტყვებს (გავიხსენოთ, რომ გარკვეულ მეცნიერთა აზრით. პირველმა ადამიანმა, თუმც ჩემთვის ძნელია, იმის დადგენა, ვინ იყო ”პირველი”, მხოლოდ ”დუ-ს” წარმოთქმა მოახერხა.) და ზამთარში ბეწვის ქურქებს იცვამდნენ, ანუ თავის მოვლა უკეთ შეეძლოთ. ”ნეანდერტალელებს” კი, მხოლოდ ცხოველთა ტყავი უფარავდათ სხეულებს და ცივ ამინდებში ნადირობაც უძნელდებოდათ. ჩანს ”კრომანიონიელებს” გენეტიკურად მეტი შანსი ჰქონდათ საკუთარი, ბუნებრივი მონაცემების სრულყოფისა. იუმორს თუ მოვიშველიებთ, შესაძლოა, მათმა პითეკანთროფმა დედიკომ, ვიღაც უფრო წარმატებული რასის მამრთან შესცდოდა, ანუ, რომელიღაც ”შუალედური რგოლმა” იზრუნა მისი პირმშოს დაწინაურებაზე, ან, როგორც ”ეგზოტიკურმა არსებამ” სხვა გალაქტიკიდან მოფრენილ ”ინტელექტუალის” მოხიბვლა შესძლო. ასე თუ ისე, ”კრომანიონიელები” უფრო სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ. ”ნეანდერტალელები” კი გადაშენდნენ. არადა, მათი ტვინის მოცულობა, თურმე 1600-1800 სმ 3 ზომისა იყო. თანამედროვე ადამიანს კი, საშუალოდ 1400 სმ 3 ზომის ტვინი, ”ჭკვა” გააჩნია. დაიკარგა 250 სმ. 3-ი.
როგორც ჩანს, მათ ტვინის ”ჭკვის”, რაღაც ნაწლი ”სლიპინა” და აუთვისებელი ჰქონდათ (რაც, თანამედროვე ადამიანების დიდ ნაწილშიც შეიმჩნევა). აქ, გამოცდილებასა და შემეცნებაზე ძირითადი აქცენტის გაკეთება, სათანადო ეჭვს ბადებს, რადგან მათთან ერთ სივრცეში (გერმანია-საფრანგეთი) მცხოვრები ”კრომანიონიელები”, ბევრად უკეთ ადაპტირებული იყვნენ გარემოში.
ჰოდა, ნებსით თუ უნებლიეთ, ისევ ძველბერძნული ფილოსოფიის სავანეს მივაპყარ მზერა; არისტოტელე, რომელიც, უდაოდ კაცობრიობის იდუმალი ისტორიიდან შემორჩენილ სიბრძნის ფრაგმენტებით საზრდოობდა, ამგვარად იმოძღვრებოდა, ანუ მისი აზრით: ყველა ბუნებრივი საგანი და არა მხოლოდ ცოცხალი საგნები, განსხვავებული ბუნებრივი შესაძლებლობების არასრული განხორციელებაა. და მათ ”ფორმებად”, ”იდეებად”, ”სახეობებად” აღიქვამდა. ანუ, ყოველ ამ ცნებასა თუ საგანს განსაკუთრებული მისია ჰქონდა ღვთაებრივ კოსმოსურ წესრიგში.
და თუ
”რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა…”
მაინცადამაინც პაწია ”ბუშტუკის” იმ ”ბათქში” (სხვათაშორის, ცნობილია რომ ”1927 წ. ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლამეტრმა გამოთქვა იმ დროისთვის სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიქმნა აფეთქების შედეგად. ეს თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნიერულ შეხედულებას კოსმოსზე”) იქნა ჩადებული, მაშინ, როგორც ამ მოვლენის ერთერთ მემკვიდრეს, უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ სამყაროსეული განვითარების ჩვეული პროცესები ცნობილი ”ბათქის” შინაარსში, ფაბულაში, სტრუქტურებში, (როგორც გენებოთ იმგვარად გაიაზრეთ) ერთურთთან ურთიერკავშირში მყოფი ”იდეების”, ”ფორმების”, სახეობების” სახით საწყისშივე იქნა ჩადებული. მე ამ
პროცეს ლექსი
მივუძღვენი, რამაც
იქნებ, თქვენთანაც ჰპოვოს თავშესაფარი:
ამგვარად ჩაისახა ცოცხალ არსებათა, სხვადასხვა გენომთა საწყისებიც, ოღონდ, თავად ისინი მზა ”ფორმები” კი არ იყვნენ, არამედ სამყაროსეული არალოგიკურურობთ ლოგიკური პროცესების მიხედვით ვითარდებოდნენ, იხვეწებოდნენ, იერარქიისდა მიხედვით, უფრო მაღალი ’’სუბსტანციებთან” ურთიერთკავშირში.
და რადგან, უმაღლეს ”სახედ” ჩაფიქრებულმა ყოველმა ”სუბსტანციამ”, სამყაროსეული განვითარების პროცესებში, იმ ყბადაღებული ”ალბათობისდა” მიხედვით, ვერ ჰპოვა შესაბამისი ენერგია და სხვა მიმდებარე რესურსები, მათთან ურთიერკავშირში მყოფ ”გენომთა” სახეობების სრულყოფაც შეფერხდა.
ჩვენს მოდგმას. აშკარად გაუმართლა, როგორც აინშტაინი მიგვანიშნებდა, სასურველ ენერგიასა თუ ტალღაზე მოვექეცით. ახლა კი, არსებობს საშიშროება, რომ ჩვენივე ”ინოვაციების” მსხვერპლად ვიქცეთ და ”ზებუნებრივთან” სასიცოცხლო კავშირი დავკარგოთ.
ან, აქამდე ჩვენი მოდგმის მაორგანიზებელმა ”იდეამ”, ”ფორმამ”, ”სახეობამ”, იმავე ალბათომის ზემოქმედებით დაკარგოს სრულყოფის უნარი.
თუმც, ჩვენი მოდგმის გარკვეულმა ინტელექტუალურმა ნაწილმა, მისთვის, აქამდე უცნობ, ზებუნებრივ ”სახეობებთან”, არაცნობიერის დონეზეც კი), შეძლოს ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება.
ისიც სავარაუდოა, რომ ჩვენთვის ცნობად არეალში, სხვა ”ფორმათა” შინაარსის მატარებელი, აქამდე ინკოგნიტოდ მოთვალთვალე არსებებიც
”გამჟღავდნენ”. და მუტაციების შედეგად…
სამყარო, ნამდვილად არ გადაშენდება. ასპარეზზე გამოჩნდება, სხვა, აქამდე ჩვენთვის უცნობი მოაზროვნე ფორმები. და (ოღონდ, ვიმემ შეურაცხყოფად არ მიიღოს) გაიხსენეთ პითეკანთროფი მდედრის ეგზოტიკური მომხიბვლელობა…
მომავლის პირმშო კი, ბევრად უფრო მარჯვედ გააგრძელებს დრო-სივრცესა თუ კვანტურ სამყაროში არქეოლოგიურ ძიებებს.
გერმანელმა ფილოსოფოსმა არტურ შოპენჰაუერმა, (რომლის მსოფლმხედველობამ გავლენა მოახდინა ეპოქის, ისეთ თვალსაჩინო მოაზროვნეებზე, როგორებიცაა ფრიდრიხ ნიცშე, ნიკოლაი გარტმანი, რიხარდ ვაგნერი, ერვინ შრედიგერი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი, ზიგმუნდ ფროიდი, ალბერტ აინშტაინი, კარლ იუნგი.ლევ ტოლსტოი, ანდრეი ბელი, თომას მანი და მრავალი სხვა) გაამხილა: ”სამყაროს ამოძრავებს მუდმივი დაუკმაყოფილებლობა სურვილისა და მუდმივი ძიება დაკმაყოფილებისა.”-მაგარია ძმავ!
შენ ფილლლსოფიური აზროვნებისკენ ყოფლხარ
მიდრეკილი–გამორჩჩეულად გაიმეორა;–მიწის აჩემებული კვლევა თუ ჩიჩქნა, არქეოლოგიურ აღმოჩენებს, ვერ მოგიმრავლებთ, შიგადაშიგ, ცას ახედეთ, რადგან, ცა ერთიანად იმახსოვრებს, რა ხდებოდა, ხმელეთზე, წყალში, ყინულოვან არეალში, უდაბნოსეული მცხუნვარებით გათანგულ ქვიშაში; ყველგან და ყველაფრში;
ცა სუფთა მატიანეა; მთავარია მის შრეებში შემალული, ფაქტების, ქრონიკობის ამოცნობა და დანახვა შევძლოთ. ანუ დავხელოვნდეთ ხატოვან აღქმათა ობსერვატრიის შეცნობა–მართვაში.
–ჰო
წერილმა, მაშინდელ
ჭრელ საზოგადრბაში აჟიოტაჟი გამოიწვია;
ბევრმა შეიძლება,
ვერც გაიგო,
ბევრს, შეიძლება
ბოლომდე არც
წაიკითხა, მაგრამ
მისი დასაწყისი,
ანუ რამდენიმე
წინადადება, ნომენკლატურულ კადრების „თვალსაზრისთა“ გადავლად
მიიჩნიეს და
სლოგანად აიტაცეს.
„ახედეთ ცას!!!“,
ზოგი დამრიგლურადაც კი დაუმატებდა: მიწის აჩემებული კვლევა თუ ჩიჩქნა, არქეოლოგიურ აღმოჩენებს, ვერ მოგიმრავლებთ...
მალე აქტიურობით გამორჩეულმა სტუდენტებმა; თავიანთი აზროვნების პრგრესიულობის წარმოსაჩენად ჰუმანიტარული გაერთიანება „ხატოვან აღქმათა
ობსერვატორია“ დააფუძნეს
და მისი
პრეზიდენტობაც დამანათლეს.
–მერე,
რა რადიოს
დიქტორივით მელაპარაკები ძმავ! ვამაყობ შენით–შუქრი წამოხტა
და ბიძას
გადაეხვია,–მერე
გაზეთი აიღო,
ჩაძიებით ჩაათვალიერა და გამოთქმით
წაიკითხა–არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში, იუმორნარევი ესსე,
კი, მაგარია,
ფილოსოფიური აზროვნებისკენ ყოფილხარ მიდრეკილი;
უნდა აღვადგინოთ, ეგ, შენი დრო-სივრცის ლაბირინთებში...
–ვისღა
უნდა!...
–მე
მინდა ძმავ!
–ბიჭო
ბიძა ვარ
შენი, ამ
ძმავ, ძმავს
ძახილით, მატუტუცებ
თუ რა!
–მიყვარხარ
ბიძაჩემო! ასე
სხვებსაც ვეძახი,
მაგრამ შენს
გარდა, არც
არავის ვენდობი... ხმა მოვიდა,
ძიებების განახლებას, ისევ აპირებენ, ის მცენატ–რესტავრატორიც უნახავთ... კვლევითში, გრანტების ძირტკბილა
არომატი ტრიალებს...
დაჩქარებულად უნდა
აღვადგინოთ, ხატოვან აღქმათა
ობსერვატორია; ხომ მეუბნებოდი, მოვა დრო და
ამ ამბებით,
შენც დაინტერესდებიო.
– ბიზნესის წამოწყებას ხომ, არ აპირებ?–გამხიარულდა აბე.
–რატომაც
არა, შესახედად
არ ვარგივარ
თუ რა–არტისტულად მოიღერა
კისერი.
–კი,
შარმიანი ხარ,
ფრთხილად იყავი,
კეკლუცებითაა სავსე
ინტერნეტი, ვინმე მაქციერამ გზა–კვალი
არ აგირიოს, თანაც, საბაკო ფიშინგიც შეიძლება შემოგასაღონ...
– მეამაყება, შენი კომპიუტერული გამოცდილება, აგერ არ მყავხარ
მეხამრიდი! –ჩაუქილიკა მან.
–არ
გინდა ახლა!–და ქვეცნობიერში გამკთალი
იჭვი აწრიალდა,–ეგ, ხომ არ
მიპირებს გამასხარავებას, მაგრამ, ამდენი უნარი
საიდან, ასე
მეგონა აგერ,
ახლა, ბევრ
რამეზე, აზრზე
არაა მეთქი,
მაგრამ, უცებ
საქმის გარჩევაც
დამიწყო, ობლობასთან ჭიდილში, გამორჩეულად დავაჟკაცდა...
–მინდა!
ბიძაშვილები მინდა,
ის ქალი
მაინც, სახალხოდ ქვრივობს!
–არ
მეხალისება, მაგეების
გახსენება!–და
უცებ, ამგვარ
საუბრიდან თავის
დაღწევის მიზნით,
სამაშველო რგოლივით
გადაუგდო:–რას
ამბობდი, ვიღაც
ესპანურენოვანმა ლამაზმანმა, დედაჩეზე ეკვადორიდან...
–ერთი
მაგათიც!
–დაიცა,
ეგ ქვეყანა,
ჩემი ძიების
არეალში, არც
ყოფილა, არც,
კარიბის აუზთან
მდებარებს ახლოს,
საერთოდ, სხვა
მხარესაა! მეც
მომდიოდა, მსგავსი
შესიჯები, მაგრამ
უმეტესად, კოლუმბიილან, სალვადორიდან, ბრზილიიდან...
–მაგაზე,
მეც ვიეჭვე;
კარიბიდან ეკვადორამდე თვალშსაცემად შორი
მანძილია... იქამდე,
როგორ მიაღწევდა...
–შენ,
რომ დედაშენის
ხასიათს ცნობდე...
შესაძლოა, შენს
საყვრელ მარსეცაა
ნამყოფი!-გეგონებოდათ წამოცდა.
–ეგ
მინდა, მე
კიდევ?!–თავი
მოისაწყლა შუქრიმ–და უცებ, გემრიელი სიცილი
აუტყდა.
–გააგძლე
კვლევა, ყველა
გათვლილ სიცრუეში,
შიგადაშიგ სიმართლსაც გამოურევს ბლეფისტი!
ოღონდ, ბებიაშენს,
არ ჩაუგდო
ხელში, მისი კორდინატები...–შეიმედებულმა აბემ
დისშვილს ხელი
მოხვია და
სასადილო ოთახისკენ
გაიყოლია–ნაღდი
კაცის დაყენებული საფერავი მაქვს,
მოგასულიერებს, ახლახან
გამომიგზავნა...
–ანდრე
ძია იქნება!
–აბა,
საძმაკაცოდან, სხვა
ვინ დამრჩა, მასაც შევეხმიანები, ჩვენზე მეტად
აქვს, ქვეყნიერება მოვლილი...
-ქართული კვალის
სუნი მცემს,
ან ქართველი
ბლეფისტია; ან
ფათრაკის გამო,
გაურკვევლობაში ჩარჩენილი
ჩვენებური...– წაიფილოსოფა შუქრიმ,– ისე, იმ დღეს
კვლევითში, შენს ძველ ძმაკაცს
შევხვდი, განსაკუთრებით მგძნობიარედ მოგიხსენია, ქალბატონ რუსუდანს
სთხოვა საინიციატივო ჯგუფში, „ახედეთ ცას!“ მოიწვიეთო;
იმან კი,
ახედემ, თავი
მიანება არქეოლგიას, ლიგვინსტიკაში გადავიდაო,
ამ დროს
მივადექი, უნდა
მივსალმებდი და
მივესალმე კიდეც;
როგორ გეკადრებათ ქალბატონო, საიდუმლო კვლევებს
ატარებს და
მარტო არაბული,
ესპანური ენებით კი არა,
ამ ენაზე
მოლაპარაკე ხალხების
შუასაკუნებრივი სასიყვარულო რომანებითაც არის
დაინტერესებული მეთქი,
დაფეთებულმა შემომხედა; მეცენატმა
კი სიცილი,
ვერ შეიკავა, მერე სრული სინამდვილით დაურთო,–არა, ქალბატონო რუსუდან! აუცილებლად
უნდა მოვიწვიოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მეც ცაში დავინახე, ჩემი მიწირი აღმოჩენაო,
ანუ მიანიშნა, ეგ გრანტიც იმ ციდან მოდისო;
იმან კი, თავისთვის, ტუჩაბზუებით თავისთვის ჩაილაპარაკა:
რამ გადარია ეს ხალხიო, მე კი მეცენატს მივუქათინაურე, ჩემთვის დიდი პატივი იქნება,
თქვნთან დაზვერვაში ყოფნა მეთქი... გაამაყდა, კვლევითის
სწავლულს სთხოვა, სადაზვერო
ჯგუფში, ეს
ყმაწვილიც უნდა
ჩავრთოდ, პერსპექტიული აზროვნება აქვსო...
ეტყობა მიმდებარე
საზოგადოებას კარგად
იცნობს, მგონი,
გეიმედებოდა კიდეც...
–არა,
არა, მხოლოდ
კეთილგანწყობა!–აბეს
უჭირდა გარკვეულად რამის თქმა
და, თითქოს
, საკუთარ თავს
გამოესარჩლაო გაიფიქრა:
„ეს ვინ
გამიზრდია?! თუმც,
მე რა,
აშკარად ბებიამისის ნანიკოს ხელწერაა.
ჩემთვის ვერ
იცლიდა, მაგრამ
შვილიშვილი, მართლაც...
–კიდევ, ეკვატორელი მიმესიჯებს!–შუქრიმ აიფონი
გამორთო.
–არც,
არაფერი უნდა
გაგვიკვირდეს, ამ
ცრუპანტელობის გამო,
უამრავია, უცხო
მიწაზე ჩარჩნილი!–წაიმჭევრა აბემ,
რუსას გახსენებით, ქვეცნობიერიდან წამოშლილმა, გზააბნეულმა ფრაზებმა,
ლამის აზროვნება დაუსეტყვეს.
მობილურზე, ჭაბუკობისდროინდლი მეგობრის ტელეფონის
ნომერის აკრეფა
დაიწყო და
გვერდზე მიდგა.
*
ონავრობაში
შეძმაკაცებულები
–მიხედე
ამ კაცს,
მიხედე!–გულიანად
სთხოვდა, სუფრასთან
შეზარხოშებული
შუქრი ანდრეს.
–მე
რა უნდა
მივხედო, ჩემზე
ათი წლით
უმცროსია?! –კვირობდა
ანდრე–მე
რომ ამათ
უბანში გადმოვედი
და იმ
უბანში, გავლილი
ცხოვრების მორიგ
ეპიზოდს იხსენებდა,
იმის დასადასტურებლად, რომ, თავის დროზე,
იმ უბნის მოზარდებისგან, არა მარტო
ასიკით, ცხოვრების
სტილითაც გამირჩეოდა.
–ეგ,
მგონი გვამასხარევს, მეტი საიდუმლო,
რომ დაგვსტყუოს; ეგ მიხედე
ამ კაცს,
მიხედე!–განგებ
აიჩემა.
–მერედა
საიდან, ამდენი
სიეშმაკე, ამ
აჭარელ კაცს?!–
გაიოცა ანდრემ,
თავად სიამოვნებდა, მოგონებებით გულის
მოოხება, თორემ,
თავის დროზე,
სამსახურებრივი მოვალეობის გამო, ერთ დროს, საბჭოეთის უშიშროებასთან შეხების მქონეს,
რა უნდა გაკვირვებოდა.
მართალია, აფრიკისა
და ლათინური
ამერიკის ქვეყნებში,
მის ძირითად
მოვალეობას, ხიდებისა და
გვირაბების მშენებლობით დაკავებულ ადგილობრივ კადრების დაკვალიანება წარმოადგნდა, მაგრამ, ხალხთან ურთიერთბა,
მაინც, „კაკებეჩნიკების“ ინსტრუქციებით ჰქონდა განსაზღვრული... ახლა კი, შიგადაშიგ,
რომანტიკულად იხსენებდა ეგზოტიკურ ქვეყნებში გატარებულ წლეებს, შუქრის ადვილად გაუშინაურდა,
და არც მოგონებების განდობა ღლიდა.
აბე
კი, გარდასულმა სასიყვარულო მოგონებებმა გახვიეს მცხუნვარე ფიქრებით ნაქსოვ ბადეში
და საგაგებოდ წათვლიმა.
–შენ,
არ იდარდო, ყველაფერი შარმიანად იქნება, ძმავ!–დააიმედა დისშვილმა–აგერ, მარქშრეიდერობას
ანდრე ძია გაგვიწევს, ობსერვატორიაში, უპირობოდ უნდა ავიყვანოთ... ნახავს, რა ლინგვისტებიც
ვართ, ქალბატონი რუსა...
ნახევრადმთვლემარე
აბესალომს, ზმანებებში რუსა ელნდებოდა; თუმც, მისი სახის ამღვძრელ პეიზაჟებსაც ხედავდა.
ნაკადულს იქით, საძოვრად „მიშვებული“ ვრცელი ველი იშლებოდა. რომლის განაპირას,
ალალბედზე შემორჩენილი ოთხიოდე სოფელი სულდგმულობდა. შიგადაშიგ, იმ სოფლებს, ქალაქიდან მიკროავტობუსით ამოსული, ეთნოგრაფიითა და ფოლკროლისტიკით დაინტერესებული სტუდენტთა ჯგუფი სტუმრობდა. ერთხელაც, სადაზვერვო
მოკვლევებით დაკავებულ არქეოლოგებთან ამოიხედეს. უცხოელი ანტიკვარი-კოლექციონერის შესახებ სმენოდათ და ცნობისმოყვარეობას შეეპყროთ. იყო მათში, მომცრო ტანის, მიმზიდველი
გარეგნობის, ლაღი ბუნების, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი რუსუდანი, რომელმაც აბესალომს თამამად ამცნო, მე თქვენი კოლეგის, ასმათ რახვას მეზობელი ვარ და თქვენთან მოკითხვა დამაბარაო.–და იქვე, ორაზროვნულად ცას ახედა. აბესალომ გაეღიმა; რახვას, არცთუ, ისე კარგად იცნობდა, მაგრამ ქალიშვილმა
მოხიბლა, და იგრძნო, მასთან უკვე, სექსი მოუნდა.
–ჩათვალე, რომ უკვე, ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის წევრი ხარ, და ჩვენი რუბრიკისთვის შენს სტატიას ველოდები!
–ოი, როგორ გამიმართლა!–მოცეკვავესავით შეითამა გოგომ.
„ახედე ცასო...“ უნდოდა შეხუმრებოდა აბე, მაგრამ იგრძნო პირვლ შეხვერისთვის მეტისმეტი იქნებოდა და მხლოდ ცის კაბადონი მიმათვალიერა.
გოგო იფორმაციას აფრქვევდა; როგორც ჩანდა; სხვადასხვა თემატიკური
ნიშნით
გამოცემული
ენციკლოპედიების
გულმოდგინე
მკითხველი
გახლდათ. და როცა
აბესალომი
გაეხუმრა, შემთხვევით
ფაკულტეტი, ხომ
არ
შეგეშალა, შენი
პერსონა
დიპლომატიისა
და
საერთაშორისო
ურთიერთობების
არეალზე,
ბევრად
მეტი ბრწყინვალებით წარმოჩინდებოდაო...
თავად
კი
გაეხარდა, მაგრამ
საგანგებოდ
ტუჩი
აიბზუა
და
ამაყად
მიანიშნა:
–აჰა
რა, ეთნოგრაფია და
არქეოლოგია
სისხლში
მაქვს, დედაჩემის
პაპის
პაპა
დიმიტრი
ბაქრაძეს
ბიძაშვილად
ეკუთვნოდა, მისი
დანატოვრები
ახლაც
ცხოვრობენ
საგარეჯოში, ბავშობაში
ჩავყავდი
ბებოს...
–აბა, მემკიდვრეობით გრგებია
საქართველოს
ისტორიის
ტრფიალი...
–სიტყვა
ტრფიალის
ხსენებაზე, რუსა, მომხიბვლელად
შეკრთა
და
მათ
შორის
სამიჯნურო
ქსელიც
გაიბა.
მერე
რამდენიმე
ქალიშვილმა, სოფლის
მაცხოვრებელთან, ეთნოგრაფიული
საგნების, ფოლკლორის
ნიმუშების, უფრო
ინტესიურად
მოპოვების
მიზნით, ოთახი იქირავეს, და
რუსუდანი
ველოსიპედით
ხშირად
სტუმრობდა
აბეს, ოღონდ, ნაკადულის
გადმოლახვას
ერიდებოდა,
ხან
რას
მოიმიზეზებდა
და
ხან
რას...
თითქოს
მისი
დასველება,
არ
უნდოდა.
ქალზე
შეყვარებული
ყმაწვილი,
შეფრთიანებული
ჩააკითხავდა. თავდაპირველად, ჯერ
ქალიშვილს
შველოდა
გადმოსვლაში, რა თქმა უნდა
ხელებში აიტაცებდა, აღმართიან ბილიკს
აირბენდა და
ვებერთელა ლოდზე,
ფრთხილად დასვამდა;
ამას ჰქვია
ქვაზე კი
არა ლოდზე
დაასახლაო; ხუმრობდნენ ჯგუფში მერე.
უკან
გაბრუნებული, ველოსიპედის
დამალვის
მიზნით
კორომში
შეირბენდა. ერთხელაც, ქალიშვილიც
ცნობისმოყვარედ
შეჰყვა, ცაში
წვიმის
მაუწყებელ
გაელვებაზე
აბესალომს
მიეკრო
და
ისიც, ამაღევლებლად
სავსე
მკერდზე
ეამბორა. რუსამ
კი, მოძალებული
ვნება, რომ
მიეჩქმალა, ხელოვნური
სიმშვიდით
უთხრა:
–ზემოთ
ძიებას
გიჯობს, ქვემოთ
ჩამოიწიო, ერთმა
მოხუცმა
მიამბო, ადრე, აქ
მწყემსები, წყალთან, ნახირს, რომ
მოდენიდნენ, შემთხვევით
ჩაშლილი
გალავნის
შორიახლოს
წვიმისგან
ჩარეცხილ
ნაპრალებთან, სხვადასხვა სააოქრომჭედლო
ხელსაწყო-იარაღებს
პოულობდნენო... მისგან, ქლიბის
ნატეხი
შევიძინე, ახლა, გასარკვევია, მართლა
ისტორიული
მონაპოვარია
თუ...–ალანძულმა, ალბათ, გულუბრყვილოდ
იფიქრა, საალერსოდ
აღძრული
კაცის
ყურადღებას, მოვადუნებო, მაგრამ, აბეს
გონებამ, მხოლოდ „გიჯობს, ქვემოთ
ჩამოიწიო“ დააფიქსირა
და
ქალს
სპორტული
შარვალი
ჩაუწია, ტრუსიც,
ზედ
მიაყოლა.
ზმანებაში, თეთრწვერა
მოხუცების
საამო
ხმით
მინამღერი
დაემგზავრა: მჭედელო, ჩემო
მჭედელო, ოქროს
მჭედელოო! ჩაქუჩების
წკარუნის
ხმაზე, საიდანღაც, დერვიშის
სამოსით
შემოსილი
თეთრწვერა, გამხდარი
კაციგამოჩნდა
და
გაშლილი
ხელებით
ტრიალს
მოჰყვა.
ეჩვენა
მღეროდა:
მშვენი, ვარდისებრ
აალდა;
მწირთა კერიაც
აღადრდა,
ვნებანი წამოუპარწყლდათ,
ფუძენი გაუხვანცალდათ...
დამფრთხალი შეფხიზლდა, ეგონა თავი გავეციო და მზერით თანამოსუფრეების მოძებნა მოინდომა, მაგრამ სუფრასთან არ იყვნენ.
მისაღებ ოთახში, შუქრის წამოძახებით გავიდა და გაოცებული გაირინდა; წიგნების
თაროები და კარადა, თითქმის ცარიელი იყო, მათი მეშვეობით, იატაკზე, სხვადასვა ფორმის
„გვირაბები“ შეეკოწიწებინათ; იქვე, ერთმანეთთან ხლებჩაკიდებულ შუქრისა და ანდრეს ეძინათ.
–რამდნი რამე მოუსწრიათ?! ნუთუ ამდენი ხანი მეძინა...–და მათ ისე დააცქერდა,
როგორც ონავრობით გადაღლილ ბავშვებს...–თავად
დივანზე მიწვა. ეჩვენა, რომ, შუქრიც, რაღაცის ძიებით იყო გატაცებული და ანდრეს აყოლიებასაც
ცდილობდა.
„ჯალალედინ
რუმი!“– გაიფიქრა
უცებ,
მოაგონდა,
რომ
სიზმარში,
თითქოს
ციხე–სასახლის
გალავანთან
პაწია
ჩაქუჩებით,
ვეცხლის
ფირფიტებზე
მოწკარუნე,
წვეროსან
მჭედლებთან
ერთად,
„ჯალალედინ
რუმი!“– ც
იხილა;
რომელმაც, წამიერად,
წკარუნის
რიტმზე,
შეიცეკვა
კიდეც;
უმალ,
თაროზე,
წიგნების
მიღმა,
გადამალული
ეტრატები
მოაგონდა,
ცარიელ
თაროებს
გახედა,
მერე
„ონავრების“
შეკოწიწებულ
გვირაბებს
მიმოათვალიერა
და
შეამჩნია,
ერთ–ერთი
მათგანის
ბოლოში;
წიგნებით
ასახული
გვირაბის
დავიწროების,
თუ
სხვა
რამის
მიმანიშნებლად,
რამდენიმე
მათგანი,
ისევ
ისე, ცარცის ფორმატებში,
შეხვეულები
დაემწკრივებინათ.
ფრთხილად
მივიდა,
აალაგა,
შუქრი
გამომცდელად
შეათვალიერა,
„ კი,
ნამდვილად
ძინავს,
და
სამზარეულში
ნაჩქარევად
გავიდა,
მერე,
ცხრავე,
განჯინის
ბოლო
თაროზე
გადამალა;
ცნბისმოყვარეობამ
სძლია
ერთი
მათგანი,
უკან
გამოიყოლია,
ცარცის
ფორმატი
შემოხსნა
და
ჰოი,
საოცრებავ,
ზედ
რობაიების
მაგვარი,
მორიგი
სტროფები
იყო
გამოსახული:
*
ყურძნის ქარვისფერ
მტევანმა,
რუზდას სურნელი
მომგვარა,
ტრფიალის ალმა შმაგად მქნა,
განმკურნა ვაზის
ნაჟურმა.
*
კვამლი შედედა, იელვა,
ზეციურ თვალთა
ციაგში,
მიწიერ ტრფობის
ალებმა,
მატყვევეს ქალის
წიაღში.
*
როს განვიბანე
ლოცვის საკმევლით,
როკვას ამოჰყვა
სიბრძნე ციური,
ციალში შეველ
მიღმური ჭვრეტით,
გზად მეცლებოდა
ხორცი ვნებული.
აბეს ძირტკბილი
განცდით გააჟრჟოლა.
და უცებ შუქრის ხმა გაისმა:
კი მაგრად
გვიცელქია, ანდრე
ძია, რა საინტერესო რამეეს
მიყვებოდი, ეგ შენი გვირაბოექსპერიმეტები,
ჩემს სადაზვერო
მონაკვეთზე უნდა გავაგრძელოთ... ჰო, აღარ გაგაღვიძებ!
ძმას შევუვლი...
აბემ , „მონაპოვარი“,
ეტრატთან ერთად
სწრაფად გადამალა.
_შენ რა, უკვე, სადაზვერო ჯგუფიც გაშანსე?!–იჭვნეულად შეაგება შემოსულს.
–ჰო, ძმავ... –რა იყო გეწყინა... შენ ჩემი კურატორი ბრძანდები! მაგრამ,
მე როგორც აჭარელს, მცირე ავტონომია მერგო, თან როგორც, მარსელად გააზრებულს, ცალკე
სამიოდე მიწიქვეშა ჰექტარიც...
–რამე შარში, არ გაეხვიო და მართლაც სამარსოდ არ გაგვიხდეს საქმე!
–დრო არ ითმენდა, ძმავ... რომ არ მეაქტიურა, ეგ შენი ნამიჯნურალი, საერთოდ
მოგვსვადა, ამდენი წელია, ახლოს არ გაგვკარებია და ახლა... მაგრამ ბრავო კოლექცინერს,
იდეა მისია და იდეის ავტორის წარდგენა აუცილებლად მოგვიწევს, თანაც, ისეთი გამხედავია,
მისეულ ცაზე, სხვა საოცრებებსაც აღმოაჩენსო...
–როგორც გენებოთ, მოედანი თქვენიაო, ისე თქვა სწავლულმა, მეგონა იქედნურად
მიგვანიშნა; ვნახოთ, ზედ, ბურთით ვინ ითამაშებსო...
–კარგი, კარგი! ვიცი მე ეგ მოშურნე ხასიათი, მასაც უნდა გავუფრთხილდეთ
და ჩვენს წამოწყებასაც...
–მიტომაც მიყვარხარ! ნახავს მარსელაიდს რა შეუძლია... ადრიანი და მე კვანტური
გვირაბების გაყვანა რომ დავიწყებთ...
–აუ, თქვენ შორს წასულხართ?!
–კი მასაც, მარსული შეგრძნებები ააქვს, შემპირდა, ყოფილი კოლეგის მეშვეობით
ინკოგნიტო ეკვადორელის ვინაობასაც დაადგენს, იმას, ეკვადორში, იცდაათი წლის უკან ნაღდი
გვირაბი გაუყვანია...გამომიტყდა, თავის დროზე ბებიაჩემზე, ყოფილა შეყვარებული, მაგრამ
მივლინებიდან დაბრუნებულს ნანიკოს დაუფრენია, ჯერ ერთი, შენზე, თხუთმეტი წლის უფროსი
ვარ... მერე, მა ატუზული კაცები არ მომწონსო, არადა სულაც არაა ატუზული...
–ქალებმა, უკეთ, ცნობენ ამას... მისი, უცებ გამაჯნურების ამბავი კი, რა
ხანია ანდრემ გამიმხილა, ასე ვთქვათ, მოინანია ჩემთან, მამაშენს, ძალზე პატივს ვცემდი
და, რა ჭირი მეტაკა არ ვიციო... მართლაც, რას გაუგებ ამ ცხოვრებას... ეგზოტიკურ ქვეყნებში
ყოფნამ, როგორც ჩანს, მის წარმოდგნებზე გავლენა იქონია...
და მათმა სიცილმა, ანდრეც გამოაფხიზლა.
–ახლა, მე სანამ, ჩვენი მომავალი მარკრშეიდერი გამოვა, დაგტოვებ, ზოგი
რამ დასაზუსტებელი მაქვს... შეგეხმიანები... ანდრე ძიასთან, ბოდიში მომიხადე, მერე
კიდევ ბლომად გვექნება საბაზრო...–და შუქრი, აივანზე გავიდა, გვრდითი კიბიდან, პირდაპირ
სადარბაზოში გავიდა.
–რას გაუგებ, რა მოაგონდა ისეთი და ანდრეს გაეგება. საფერავის ქებას მოჰყვა.
–გუშინ, ხმა არ გაგიღია და!
–შესმული ღვინო, მეორე დღის პახმელიით ფასდება...–მოდი, ორი–სამი ჭიქაც
შევაშველოთ, და ზოგი რამ უკეთ გავიაზროთ...
***
გაგრძელება_„ხატოვან აღქმათა ობსერვატორია“https://janrigogeshviliwhitewallnovel.blogspot.com/2023/12/blog-post_29.html
***
ჯანრი გოგეშვილის რომანები
ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ***
- (”თეთრი კედელი” (რომანი), გამომცემლობა ”მერანი”, 1987 წ. _ "White Wall" (novel), publishing house "Merani", १९८७)
- *
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ…
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ…
- ***
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- *
- ”სიკვდილის ხელოვნება” (რამდენიმე კარირომანიდან) ‘The Art of Death’ (some parts from the novel).
- ***
- .”რომელსა შენ მდევნი”… (რომანი), გამომცემლობა “მერანი” 1991 _’The One You Pursue’, novel. P. H. ‘Merani‘
- ***
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი პირველი _ ნებით შეწირული / ‘The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up.’1992 …
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეორე _ აუტოდაფე / ’ The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The cubs will Grow up.’ 1992…
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი) კარი მესამე _ ლტოლვილი სიზმარეთიდან / ’The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The cubs will Grow up. 1992 …
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეოთხე _ გაღწევა / The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up. 1992 …
- ***
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOM...
- ***
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
© გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
Комментариев нет:
Отправить комментарий