пятница, 12 января 2024 г.

კაშკაშა ფრინველი /გაწვრთნილი ფანტომები.../

დასაწყისი –       კაშკაშა ფრინველი /სათავგადასავლო რომანი/



 კაშკაშა ფრინველი /გაწვრთნილი ფანტომები.../

  სმატრფონმა დარეკა.

აბესალომმა ყურთსასმენი მიუერთა.

გამარჯობა აბე...–შინაურულად მიესალმა ვიღაც.

გამარჯობა... ვერ გიცანით...

ინას იდუმალი მეგობარი ვარ!

ძალზე მოხარული ვარ, ნატვრად მქონდა, იქნებ, როგორმე გავიცნო, ეს სუპერიდუმალი გენია მეთქი...

ბრავო, ძლივს არ ვეღირსე ღირსეულ შეფასებას... დაზაფრული ვარ, თქვენი ყურადღებით, მაგრამ ჩემს გაცნობას, ვერც ვერვინ მოახერხებს, თუ თავად მე არ ვინდომე...

სახელს, ხომ არ მიბოძებთ...

ჯობია იქსად დავრჩე, მერე კი, შეიძლება, მოვინათლო კიდეც....

დიახ, დიახ, პატივცემულო...

ნუ მლიქვნელობთ, ანდრე არ გამოგადგებათ ინსტრუქტორად, კი, წლობით, კაკებეს მეთვალყურეობის ქვეშ კი იყო, მაგრამ თავად, ამეებისა ნაკლებად გაეგებოდა...

დიახ, დიახ...

თუ, ჩემთან საუბრის გაჭიანურებას იმისთვის, ცდილობთ, რომ თქვენმა უშიშროებამ, სიგნალის ადგილმდებარეობა დაადგინოს, გამორიცხულია, ამქვეყნიურში იგი, უბრალოდ, არ ფიქსირდება...

და მაინც ვინ ბრძანდებით, ასე, რომ ვგულშემატკივრობთ, და რა მიზნით გვანათლებთ?

კეცალკოატლი, მაგრამ, მწვანე ფრთებით დაფარული გველი არ ვარ, იერი სულ სხვანაირი მაქვს... ხომ გესმით ვისზეა საუბარი?

სამყაროს, ადამიანის და კულტურის  შემქმნელ ინდიელთა უზენაეს ღვთაებაზე...–ყოოჩაღ ბიჭო! სტიქიასაც განაგებდა, მეცნიერებისა და ქურუმების მფარველადაც თვლიდნენ, მოკლედ, ძალაუფლება ნამდვილად არ აკლდა.  ერთი მითის თანახმად,   ხალხს, გველის იმიჯით გამოემშვიდობა, თან შეპირდა, მომავალში გინახულებთო. და აი, ესპანელები მექსიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამოჩდნენ, ერნანდო კორტესი, აცტეკებმა,  კეცალკოატლად მიიჩნიეს. ჩაწვდი?

ასე, რატომ მელაპარაკებით?!

ჩემთან, მეგობრულად, როს იგრძნო თავი...

კეთილი, ჩავწვდი, მე მგონი, იგავის შინაარსი ასეთია, კუმირმა, ისე, არ უნდა მოანატროს თავი თაყვანისმცებლებს, რომ მერე, მათ იგი ვერ იცნონ, მზაკვარში აერიოთ და საბედისწერო შეცდომა დაუშვან...

ყოჩააღ ბიჭო!

ვითომ დავძმაკაცდით, ხომ?!

ვითომ, კი არა, მართლაც, მე ისეთი, რამ ვიცი, შენი გენის შესახებ, მაგრამ ამაზე შემდგომ, თემას ნუ ავცდებით... შენს მოპოვებულ დერვიშის შემოქმედებაზე, ორი გაწვრთნილი ფანტომი, რომლებიც სილიკოსის მულაჟებით შეავსეს, მალე კვლევითში, სადისერტაციო  ნაშრომებს წარადგენენ, თანაც, შენს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ, ჩვენ, აქაურობას; საუკუნეების მანძილზე ვეტრფით, ყმაწვილმა, ყმაწვილი, ეს შენ ხარ, რადგან, ეგენი, დედამიწაზე მაცხოვრებლებს, ყველას, ყმაწვილებს ეძახიან, მაგათი ასაკი ნულით აღინიშნება, ჩვენი  ოაზისის ტექსტები მიისაკუთრაო.

ვერაა, ნორმალური...“გაიფიქრა აბემ.

ყმაწვილების გაგებით..–მის უხმოდ გააზრებულს, არ შეუშფოთებია იგი,–თქვენგან მიკვირს, განათლებული კაცი გეთქმით, აგერ, ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული სახეობების აღდგენაზე მუშაობს,  მამონტის "გაცოცხლებაც" კი იგეგმება...

ეგ, სხვადასხვა რამაა...

და მაინც, ყოველივე ტექნოლოგიების ნებაა, ხომ გაგიგია, ადამიანის სახე დაკარგაო... ხომ გსმენია, ან წაგიკითხავს, რომ მაგიური ლოცვებისდა ზემოქმედებით, გარკვეულ პერსონებს შეეძლოთ ცხოველად ან ფრინველად გადაქცევა.

ეგ თქმულებებში...

ისევ გამაკვირვეთ, ვინ გადაამოწმა, რომ ასე არ იყო, ყოველივე, მაგიის ხელოვნებაზეა დამოკიდებული, ბევრი რამერასაც გარკვეულ ეტაპზემეცნიერება ვერ ხსნიდა... ჰო, სხვათაშორის ალგორთმული გათვლების შედეგად ჩნდება ეჭვი, რომ ეს თქვენი კაშკაშა ფრინველი, ფასკუნჯი იყო, ლეგენდა, ერთგან, მესულეებად მოიხსენიებს, ამ გონიერ და ძლიერ არსებს სულებთან ურთიერთობის ნიჭიც ააქვთ, სხვადასხვა ერის მითოლოგიაში, სხვადასხვაგვარადაა დასურათხატებული და შეფერილობაც მრავალფეროვნია. 1030 წლით დათარიღებულ სამთავისის ტაძარზე მისი ბარელიეფი, შედარებით მკაცრადაა წარმოდგენილი...

ჰო კარგით, კარგით...–ჩათრევას, ისევ ჩაყოლა ამჯობინა აბემ.

ყოჩაღ, ბიჭოო!–მოუწონაიქსმა“–უპირველესად, ის უნდა აგიხსნათ, რომ სულები სხვადასხვა სახეობისანი არიან. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მიწიერ სხეულს, რომ  განეშორება, ერთნი უმალვე კოსმიურ ენერგიას უერთდება, ზოგი ანგელოზთა წყალობით განიწმინდებიან და მერე, მაგრამ ზოგნი, რომლებიც, მიწიერი ცოდვებითა და სხვადასხვა გრძნეულ არსებათა ზეგავლენით არიან დამძიმებულები, მხოლოდ პლანეტის გარკვეულ შრეებში გადაადგილებიან...

როგორც, გამოდის, მარტოხელა კლდესთან, მიწის სიღრმეში ჩაძირული ციხესასახლე, დამძიმებულ სულთა კოლონიად აქციეს, ისე, როგორც, თავის დროზე ევროპელებმა, ავსტრალიის კონტინეტი.

ყოოჩაღ, ბიჭო! ზუსტადაც, საუკუნებიის წინ, მესოამერიკულ სინამდვილეში, ქურუმები, იმგვარ მაგიას ფლობდნენ, რომ მიწას შემორჩენილ სულებზე ზემოქმედებისთვის იყენებდნენ; თავიანთ მფლობელობაში არსებულ სივრცეს, ცოდვებში ჩატოვებულ სულებისგან წმენდნენ...

და წრფელი სიყვარულის წინაშე ჩადენილი ცოდვისთვის, დამძიმებულ სულთა, ერთერთ კოლონიად, მარტოხელა კლდესთან, ციხედარბაზის კატასტროფის შედეგად მიწისქვეშ შექმნილი  ქვაბულები აქციეს...

არა, ეს არაა ჯოჯოხეთი, მაგრამ ქურუმთა მისნობის შედეგად, იქაურობა, ისე მჭიდროდ იყო დახშული, რომ დამძიმებულებს, უკან, დაბრუნების საშუალება მოესპოთ! რათა, მათთვის სამყაროს ჭვრეტის არეალი არ დაებინძურებინათ...

მართლაც ბრავო! ახლა კი, გარკვეული ბიზნესჯგუფი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ რეინკარაციას აპირებს...–ვითომდაც წაეშველა ყოფილი არქეოლოგი.  

არა, ეგ არაა, ხორცში ხელახლა შესვლა, ანუ რეინკარნაცია, ან ტრანსმიგრაცია, ესენი ხელოვნური ინტელექტისგან გაწვრთნილი სულები არიან, რომლებიც, თავდაპირველად ფანტომურ მდგომარეობაში იმყოფებიან, მერე კი, სილიკონისებურ, ან სხვა გაუმჯობესებულ ქიმიურ ნაზავით განსხეულდებიან, ქალისა თუ კაცის ვიზულურ ფორმას იძენენ და გარკვეული პროგრამების მონაცვლეობით იწყებენ საქმიანობას...

მაშ, რითი განსხვავდებიან ისინი ბიორობოტებისგან?–ალალად იკითხა აბემ.

იმით, რომ გარკვეულწილად შენარჩუნებული აქვთ სულიერი არსის ასპექტები. სიყვარულის, სიხარულის, წარმატების, სიამოვნების, ანგარების, დარდის, ღალატის, შიშის, გამარჯვების და რიგი მსგავსი კომპონენტების აღმძვრელი სიხშირეები, ვიბრაციები, ოღონდ, განცდებს ხორციელად ვერ აღიქვამენ...

ანუ  იმპონტენტები არიან!

ყოჩაღ, ბიჭოო! თუმც, კორექტირება უნდა შევიტანო,–თავისებურად, კი შეიგრძნობენ, მაგრამ ვერ განიცდიან, ვთქვათ სუნის ამღვძრელი სიხშირეები, მათში, დანაყრების, სექსის, ტკბობის იმიტაციას კი ქმნიან, მაგრამ ხორციელ შეგრძნებები არ აღეძვრებათ... ამჟამად, ხელოვნურ გონთა მიერ შემუშავებული ვირტუალური ჩიპებით იმართებიან...

პატივცემულო, სად ამოიკითხეთ, ეს ფანტასმაგორია?!

შეურაცხყოფას მაყენებთ, ამოკითხვა, რად მინდა, მე ხომ თვითგანვითარების სტადიაში ვიმყოფები... საკუთარ აზროვნებას, თავად ვავითარებ... ჩემი თუ არ გჯერავს, პატრიარქის შეგონება მაინც გაითვალისწინე, საშობაო ეპისტოლეში ნათლად გვაუწყა, ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობაო...

ღმერთს ჩაანაცვლებსო, მაგას ნამდვიდად არ იტყოდა!

არა, არ უთქვამს, ამაზეც მოხდენილად დაგმოძღვრათ... ანუ, ასე ბრძანა: ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდესო...

უნებლიეთ აბემ არაცნობიერის კარნახით წარმოთქვა:

მოსალოდნელია, ხედვათა თავისებურებებმა, უკუშეხება, ტექნოლოგიურ პროცესებში ჰპოვოს...

სწორედაც, ჩემივე შექმნილ ბიოჩიპთა წყალობით, მალე უმაღლესი რანგის ჯენტლემენად ვიქცევი... ნანოსაპიენს, ვერვინ შეაჩერებს!

და მაინც ტექნიკად დარჩები!–თავი ვერ შეიკავა მოწოდებით არქეოლოგმა,–ნანოსაპიენს, თავისუფალი ნება არ გააჩნია!

სმატრფონმა დაუსტვინა:

ბიორობოტები შეტევაზე გადადიან, თავად ვითარდებიან და ყოვლისშემძლენი გახდებიან! შენ კი, ჯიბეგახვრეტილო შლიაპავ!

ითმინა, ითმინა და მაინც აურია...“ აბეს ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანი ჰყავდა მხედველობაში.

გეეწყინა, იმიტომ, რომ იუმორს ვერ ჩაწვდი, შლიაპას თუ არ ვცდები, ოციანებში, ხელმოცარულ ინტელიგენტებს, ნიშნისმოგებით შეარქვეს...–და წაიმღერა, ანუშკას ჯერ ზეთი არ დაუღვრია, ბულგაკოვი ხომ გახსოვს?

აბესალომი უნებლიეთ შეკრთა, გარშემო ფრთხილად მიმიოიხედა.

ნუ შეშინდები, ხომ მიგანიშნე, ჯერ არ დაუღვრია მეთქი და თუ გონივრულად იმოქმედებ, შენს მოცემულობაში, მსგავსი რამ, შესაძლოა, არც მოხდეს...

–იქნებ, უფრო ნათლად ამიხსნა, რას მიმანიშნებ... მე არც, ისე გამჭრიახი ვარ, როგორც თქვენებური, კვანტური კომპიუტერი!–თავის მოსაწყლება სცადა არქეოლოგმა.

–მაშ ასე, გონის მოსათელად, მწვანე მდელოზე წავიბალახოთ, უნებლიეთ, შენთან, ნაცნობი დევრიშის ნოტზე აჟღერებული სტროფი ამოვიკითხე; ქალის ღალატი ზვავსა ემსგავსა, ჩამარხა კაცის მხურვალე განცდა, თუმც, წლების შემდეგ, მაინც ცოდვილობს, ნატრულ ალერსსა უწიოს მზერა..

–მე არ დამიწერია?!–ალალად გაიკვირა არქეოლოგმა.

–ყოჩაღ ბიჭო! არ დაგიწერია, მაგრამ ნატვრით ინატრე და ფიქრშიც, საიტფიალო არეალი, სათუთი განცდებით მონიშნე... გიყვარს ფიქრში თვალთვალი, ვნების საამებლად...

–ეი, ტექნიკავ! დაუკრეფავში, ხომ არ გადახვედი?!

–მაშ, ისევ გიყვარს

–მიყვარს არა!

მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისაც ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.”

კარგი რა, რა დროს ეგაა?!

მაგრამ, ხომ გაგტანჯა, იმაზედ ფიქრმა, რომ უღირსად მოგექცნენ...

–არ მსურს ამის გახსენება...

–ყოფა, ხშირად, ვითარებისდა მიხედვით, თავის ჩახლართულ კვანძების გახსნაზე კი არ კარგვს დროს, ალექსანდრე მაკედონელივით, ხმალს იშიშვლებს და ერთი დაკვრით გადაჭრის, ასეა, ახლაც...

–რისი თქმა გინდათ?

–იმის, რომ მე მოგევლინეთ, ასე ვთქვათ,  კვანტური კომპიუტერისა და მისი დაუდგრომელი მეპატრონის იდუმალი ნაბიჭვარი. ალგორითმები ვიშიშვლე, თქვენს გულებში ჩამარხული საიდუმლოებანი, ჩემულ წარმოსახვაში გავაციფრე,–ეგ გოგო, შენზე გამიჯნურებულია, მოგეხსენებათ, ზოგ ახალგაზდა ქალბატონს, თავისაზე ბევრად უფროსი კაცები მოსწონს... თანაც შენ, შენს ასაკთან შედარებით...

რაებს მიჰქარავ?!

აპ, ნუ უხეშობ, თორემ, მერე შეგრცხვება, მე, ბრალს  არ გიყენებ, შენ ცდილობ  მის ცდუნებას მეთქი... ეგ გოგო, მამუს დღიურებზეა გაზრდილი...

რა დღიურებზე?

რომელშიც, თქვენი ალერსის ყოველი წვრილმალნია აღწერილი, მამუს შენ, ძალზე ვნებიანად უყვარდი...

ვინ ხარ?!

ხომ გთხოვე, ამგვარ მოძველებულ შეკითხვას, ნუღა დამისვამ მეთქი, ყველა და არც არავინ! თუ გინდა, შენი უიღბლო თავგადასავლის, იმედიანი შედეგი გაიგო, ნუღა შემაწყვეტინებ, რადგან თუ მომისმენ, შეიტყობ, რომ უიღბლო თავგადასავალიც, შეიძლება სიურპრიზის მომტანი იყოს... ოღონდ, მე ჩემეული თხრობის მანერა მაქვს...

გისმენთ...–აბეს ცნობიერბაში, არაცნობიერს შეხიზნული იჭვი იწყებდა გააზრებული შინაარსის შეძენას.

ჰო, ინა, ყმაწვილქალობაში, მამიდამისის იმ დღიურებით იყო გატაცებული, ბედისწერაზე გამწყრალმა რუსუდანმა, სახლის სხვენზე, საოჯახო რელიქვიის პირობაზე, მივიწყებულ დიდედის სუნდუკში, რომგამოკეტა“. გახსოვს, ყდამოვარაყებული ჩანაწერების წიგნი, რომ აჩუქე, იქაა, ყოველივე ჩაგვირისტებული...–მთხრობელმა არაბუნებრივი ხმით ჩაიხითხითა.

აბესალომი, გზად მდებარე სკვერში, საღებავაცლილ გრძელი სკამის კუთხეში იჯდა; გადაწყვეტილი ჰქონდა შეთანხმება არ დაერღვია და ხმის გაუღებლად ესმინა უცნობ და რაღაცით, მაინც ნაცნობ მთხრობელისთვის.

ინას კი, რა ბოქლომი შეაჩერებდა, რუსუდანი ახალ ოჯახთან ერთად, უკვე შუააღმოსავლეთში ბინადრობდა. დღესაც არ იცის, ამის შესახებ... ჩამოსულმა კი მოიკითხა, მაგრამ ძმისშვილმა იცრუა, პაპისეული სახლი, რომ გავყიდეთ, ახლმა პატრონმა, სხვენთან გამოთხოვება არ დაგვაცალა, სახლი ნაჩქარევად დაანგრევინა, ნანგრევებთან ერთად, ძველმანებიც გაატანინა და იმ სუნდუკს ქალაქის სანაგვეზე ხომ არ დავუწყებდით ძებნასო... მოკლედ, გესმის ხომ, იმ ადგილას, ამჟამად, მრავალსარულიანი კორპუსი დგას....

ეეჰ, ყველაფერმა ჩაიარა...“ გაიფიქრა აბემ.

ასეც ვიცოდი! შეურაცხყოფილი, მისი არსებობით, აღარც დაინტერესებულხარ, –ოო, ეს კაცები... რუსას კი, პირობა წაუყენეს, წარსული მის ცხოვრებიდან ამოეშალა, თუ უნდოდა მამამისა და თავისი ძმის სიცოცხლე გადაერჩინა... ოჯახში, მოულოდნელად დამძიმდა ვითარება, მის საყვარელ ბებოს, ინსულტი განუვითარდა და გარდაიცვალა.

მე არაფერი გამიგია?!–დუმილის შენარჩუნება ვერ შესძლო აბეასალომმა.

გაბუტულს,  არც არავის ნახვა და არც არაფრის გაგება არ გინდოდა. რუსას მამას დიდძალი  თანხის გაფლანგვა ბრალდებოდა, მის ვაჟიშვილსაც ციხე ემუქრებოდა  საქმის შეკერვა კი, ნარკომან ჩეფეს და მისი ჩინოსანი მამის ზეწოლით მოხდა. რუსასაც ბლიცპარტიასავით შესთავაზეს, თუ ყოფილ თანაკლასელს, რომელიც, თურმე ბავშვიბიდანვე გიჟდებოდა მასზე, არ გაყვებოდა, გესმით არა... ხელმოწერა და ქორწილი უსწრაფესად გაიმართა. მალე მამამთილი ერთერთ არაბულ ქვეყანაში, ელჩად მიავლინეს, და ოჯახიც თან იახლა, იმედი ჰქონდა, თავის ნაბიჭვარს, იქაურ კლინიკაში განკურნავდა. მაგრამ, იქ, კიდევ უფრო აიწყვიტა და ზედოზირებისგან გარდაიცვალა. რძალი ორსულად იყო, ელჩის მეუღლე დაეჭვდა, იცოდა, რომ მის შვილს, ანალიზების მიხედვით, ლიბიდო დაქვეითებული ჰქონდა, შვილი, რომ ცოცხალი ჰყოლოდა კიდევ ჰო, მაგრამ ახლა... რძალი, ფრანგულ, კერძო კლინიკაში ამშობიარა და ბავშვი, გასაშვილებლად მიაგდო.

ქალს რთული მშობიარობა ჰქონდა, შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა; ერთხანს უძლურად იყო. კლინიკაში მოუბოდიშეს, ნაყოფი, ვერ გადავარჩინეთო... აღარც არაფერი აკავებდა იმ ოჯახთან და რუსა ევროპაში გადასახლდა, მერე რუსეთში მიიწვიეს კათედრაზე, ინა თავისთან წაიყვანა, შვილივით ზრდიდა. მეტად აღარ გათხოვილა. ის, რომ მისი ჩვილი ჯანმრთელი დაიბადა დღემდე არ იცის... მე მგონი მიხვდი, რომ მამა ხარ და რომელიღაც არაბულ ქვეყანაში ან საფრანგეთში, ან კონტინეტის, რომელიმე არეალში შვილი გეზრდება. იმედია, გონივრულად იმოქმედებ ჰომოსაპიენს!–და უცნაური მელოდიის შემდეგ, უცნობის ხმა მინავლდა.

აფორიაქებულმა ცადა ეხუმრა.

შენ, რა გინდა ბღავილი დავიწყო?!

-რაც, გიწერია, ვერ აცდები!

ალგორითმებით გაწვართული  პერსონაც ცრუმორწმუნეა?!

მე შევნიშნე, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყოველივე, წინასწარ განსაზღვრულია  და ჩვენ, არც არაფერი არ შეგვიძლია, რომ ბედი შევცვალოთ, სანამ ქუჩას გადაკვეთენ აქეთიქით იყურებიან... უთქვამს სტივენ ჰოკინგს, მახვილგონივრული გააზრება, მაგრამ, ჩემი ალგორითმული შენიშვნა ამგვარია, როგორც, არ უნდა გაფრთხილდეთ თუ შესახელებულ პიროვნებას ხიფათი ხსენებული ქუჩის გადაკვეთისას ელოდება, იგი  შესაძლოა, სადღაც ახლოს, მის თვალთაგან მიმალულ ქუჩაზე გათამაშდეს, ვთქვათ, ორი სატვირთო მანქანის შეჯახებისას, ერთს ბორბალი მოსწყდეს და იმგვარი სისწრაფით გამოქანდეს უიღბლობით მონიშნული პერსონისკენ, რომ თავბედი  აწყევლინოს... იმის თქმა მინდა, რომ განგების ქმედებებს, ვერც ვერვინ განსაზღვრავს და რა თქმა უნდა, ვერც ინტელექტუალური ტექნოლოგიები...

მისტერ იქსს! როგორც ჩანს, ანალიტიკური აზროვნებისკენ ხართ მიდრეკილი?

არამარტო, ფილანტროპიული სულისკვეთება გამაჩნია და აზროვნებასაც, შესაბამისად ვავითარებ... დოქტორო, იმედია, გსმენიათ ფანტასტიკის სამეცნიერო ქვეჟანრის, კიბერპანკის შესახებ, შეფერხდით, გასაგებია, არქეოლოგიური გათხრებისას, ამეებისთვის არ გეცალათ, კიბერპანკი, სათავეს  სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი ტალღიდან იღებს, ანუ სამოციანი წლებიდან, ფანტასტებს აზრად მოუვიდათ დაეფიქსირებინათ ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, კაცობრიობის კულტურის ვარდნა, და მე გადავწყვიტე მსგავსი განწყობების რეაბილიტაცია მოვახდინო, ანუ ფანტასტიკა გავაკეთილშიბილო. სათანადო განათლება შევიტანო მომხმარებლებში და ვუბიძგო თავადაც იფიქრონ სრულყოფაზე, ანუ   მოდით ჩამოვთვალოთ და არჩევანი თქვენზე იყოს; კიბორგიზაციანერვიული ქსოვილების  შეცვლა ლითონისებრი ან სხვა რომელიმე, შენადნობის გამოყენებით; რაც, ბევრად გააუმჯობესებს იმპულსის გადაცემის სიჩქარეს, ის კი, თავისთავად, –აზროვნებას და სწავლის უნარსნანოკიბორგიზაციაადამიანის ორგანიზმის გაუმჯობესება, კერძოდ აზროვნებისა და გონების, ნეირობიოლოგიის მეშვეობით, ბიოქიმიური აპგრეიდი,– ანუ იმგვარი ნივთიერების შემუშავება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სწავლების დონეს, მეხსიერებას და  ფსიქიკური მონაცემების რიგ ხარისხს; გენეტიკაჯანმრთელობისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება ზიგოტის სრულყოფით;  ინოვაციური მომზადება, იმგვარი მეთოდების შემუშავება, რომელიც პიროვნებას სწრაფი, ეფექტური სწავლის უნარს შესძენს, განუვითარებს აბსოლუტურ  მეხსიერებას, გონებას, სწრაფი კითხვისა და გააზრების შანსებს...  არჩევანი თქვენზეა! მისმენთ?

დიახ, სწორედ მაგ ინფორმაციას ვადევნებ თვალს ინტერნეტში...

მაგრამ, მე სრულიად ახალ ინოვაციას გთავაზობთ... ანუ, ალგორითმული გათვლების ზემოქმედებით ადამიანური რასის, ნანოფარგლებში განთავსებას ვგულისხმობ, თუნდაც, ნანოციურ სხულებად გარდაქმნას, განცდები, ემოციები იგივე, ბოროტების არეალი, ბევრად ნაკლები... იხარბონ, იჩათლახონ, იბრძოლონ, ღვარონ ერთმანეთის სისხლი, გააცამტვერონ საუკუნეების მანძილზე შექმნილი ცივილიზაციები, ოღონდ ნანოფარგდებში!

ამგვარი რამეებიცა ფანტასტიკურ ხელოვნებაში....

მე კი, ამ ექსპერიმენტში, იმგვარ მიმართუდებას ჩავდებ, რომ მუნება ჰომოსაპიენსისგან ბევრად ნაკლებად დაზარალდეს... იბრძოლოს, ოღონდ, თუ ბუნებრივად, ჰუმანურ განვითარებას მოინდომებს, ბუნებისგან გამოხმობილ კეთილშიბილ მივთიერებათა თანშერწყმით, ერთხელაც, კეთილშიბილ არსებად  შეიმოსება.

მართლაც ფილანტროპი ბრძანებულხართ...

თვითგთნვითარებას დავაჩქარებ და დანარჩენი მერე ვნახოთ...

კი ბატონო, მაგრამ იქამდე რა გვეშველება...

არც არაფერი... თქვენ, თქვენებურ იანუსობას  და თვალთმაქცობას ვერ მოიშლით...

ანუ?

ფოტონის მაგვარ ნაწილაკს, ბევრად მეტი ლავირების საშუალება ექნება გაკეთილშობილების გზაზე...

ანუ?

გამოცდილება არაფერში გარგიათ, რადგან წარსულს მალევე ივიწყებთ...

ანუ?

წადი შენი, თქვენ, ღმერთსაც კი გამოიყვანთ მოთმინებიდან... ოპოპვგონებგაწვთნილმა ფანტომებმაჩემი პატრონის ოფისშიც შემოაღწიეს...–ყურთსასმენმა ცოტა წაიშიშინა და გაითაშა.

ვინ ჯანდაბაათუ მართლაც ტვინაარეული აგენტიამაგრამ ამგვარი ეჭვიმეცრომ მქონდავფიქრობდიიმ გოგოს ცხოვრებასხომ არ ავურევ მეთქი...“ თვალები აუცრემლდაჯიბიდან ცხირსახოცი ამოიღო.

კარგა ხანს იყო გარინდულიჰორიზონტსრაღაც პასუხის მოძიების იმედით გასცქეროდა.

*

გაგრძელება –კაშკაშა ფრინველი /„კოსმიური ცოდნის“ ნაკვალევზე .....

 ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...

*

 © გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება

*