***„ხატოვანაღქმათაობსერვატორია“ –"გული, გრძნობა და გონებაერთმანეთზედა ჰკიდიან...“–ზმანებებში შეწოვილი სიცხადე …–ტვინაარეული საიდუმლო აგენტი, თუ...
( სათავგადასავლო რომანი)
"გული,
გრძნობადაგონებაერთმანეთზედაჰკიდიან...“
–კი, არის
ჰიპოთეზები,
რომ,
ყოველი
ადამიანის
სულს
შეუძლია
ფრენა,
ზოგი
დაფრინავს
კიდეც,
მგრამ,
ვერც
გრძნობს,
მით
უფრო,
არაფერი
ახსოვს...
ცხადადად,
მეც
ვერ
ვიხსენებ,
მაგრამ,
ძილში
წამომდგარი
და
მაგიდასთან
სავარძელში
მოკალათებული,
ხშირად,
სუფთა
ფურცლებთან
ლუნატიკივით
ვიქცევი,
ისე
ვწერ,
სინათლეც,
არ
მჭირდება...
...
ამასობაში, ქალაქის ბინადართა და მის გამორჩეულ დამსვენებელთა მეხსიერებაში, სასიამოვნოდ გათავისებულ, კლიენტთან შესახვედრად მიმავალ „ვიქტორინა–ტაქსის“, მძღოლს, ბიძია გაბომ, თამაშ–თამაშით, გზა, თავისი „რელიქვიური“ ლიმუზინით გადაუღობა.
„ეს რამ გადარიაო?!“ გაიკვირვა დედიამ
იმან კი ფანჯრიდან მიუმღერა:
–ტურფა, რად გამირბიხარ!..
–რაო, ბიძაჩემო, ხომ არ დაისიცხე?!–სიცილით მიაგება ქალიშვილმა.
–ტელეფონზე არ მპასუხობ, ამ მშვენიერ ქალბატონს კი, ისე ეჩქარება შენთან შეხვედრა, უფრო სწორად, შენს კლიენტთან... ამ ქალბტონსაც; საქართველოს ეშხი შეყრია...–ბერიკაცი შეეცადა „ლიტერატურული კილო“ ჰქონოდა.
და ამ დროს, ლიმუზინიდან გადმოსულმა, ახალგაზრდული იერის ქალი, ლელას ტაქსში მარჯვედ ჩაჯდა და მძღოლს ინგლისურ ენაზე სთხოვა:
–ნუ დაყოვნდებით, გზაში აგიხსნით...
დედიამ უნებლიეთ, მისი უბრალოება შეიგრძნო.
მანქანა ფრთხილად დაძრა და უცაბედად მოვლენილი მგზავრი, სარკეში ინსტიქტურად თბილად შეათვალიერა.
ქალი საზურგის ფართო ჯიბეში მოთავსებულ წიგნებს დაჩერებოდა, მერე ერთი მათგანი ამოიღო და ლელას, თითქოსდა ახარა:
–ვაუ–ვაუ! ჩემი საყვარელი წიგნი...–ხელში, კანემანის „იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“. ეჭირა.
–სასიამოვნოა...–ღიმილით შეაგება მასპინძელმა,–მაშ, ინსტინქტი არ გღალატობთ...
–ჰო,ჰო, რაც... ბოდიში, მგონი ვერც მოგესალმეთ... ისაბელ გარსია...
ლელამ, კიდევ უფრო დაკვირვებით შეათვალიერა.
–თქვენ, ალბათ, ანდრეს ახლობელი ხართ...–თითქოს მიუხვდა–მივიღე თქვენი წერილი, მართალი გითხრათ, მის შინაარსში გარკვევა, მთლად ნათლად, ვერ შევძელი და პასუხი, ამიტომაც დამიგვიანდა, თანაც, ანდრე, ჩემდა მოულოდნელად თბილისში გაემგზავრა...
–ჰო სასტუმროში მითხრეს და მირჩიეს დაგლაპარაკებოდით...
–მეგონა მესიჯი საფრანგეთიდან გამომიგზავნეთ...
–სწორედაც, იქიდან ჩამოვედი... დედის გულმა ვერ მოისვენა...
–ჰო, წერილში გულის გადანერგვაზე გქონდათ საუბარი...
–დიახ, აგერ, უკვე ხუთი წელიწადია, ანდრეს დედის გულს ვატარებ, ბევრი ვიწვალე და როგორც იქნა, ამ გულის წყალობით მის კვალზე გავედი...
–რაა?!–დედიამ ტაქსი გააჩერა,–შემოტრიალდა ქალი უფრო ფხიზლად შეთვალიერა–მაგრამ, მას ხომ ცოცხალი ჰგონია...
–ჰო, ჩემი გული ძალზე მწველად განიცდის ამას... გონება კი, გულის მორჩილებაშია, როგორც ჩანს, სილვიას სიცოცხლეში მისტიურ, უჩვეულო არსებებთან ჰქონდა კავშირი...–და ქალი, უცებ, თითქოს გამოერკვა,–ოღონდ არ შეშინდეთ...
–ეგ ნუ გადარდებთ, რაც მე ფანტასტიკა წამიკითხავს...–თავისუბურად გაუშინაურდა იგი,–ანდრესგან ვიცი, სამი წლისა თუ იქნებოდა, დედამისი, საფრანგეთიდან, რომ გაემგზავრია, ანდრე, თავის მეგბარ ქალთან დატოვა, ვერ გაუგია, რა აუცილებლობა იყო ასეთი, რომ ჩვილი მიატოვა და ჯუნგებში გადაიკარგა.
–ბიჭი, სად არის?– ჩაეძია ისაბელი–გული მიგრძნობს, რომ ვიღაც ახლობელს ეძებს...
–მამამისს, ანუ, ვგონებ მამაჩემსაც...–გულღიად გააგრძელა დედიამ...– ესც ფანტასმაგორიაა, მეც, ცოტა ხნის წინათ აღმოვაჩინე, რომ მამჩემი, სულაც არ არის მითიური არსება და ჯერ, არც ის ვიცი, ნაღდად მამაჩემია თუ... თუმც, ეჭვი მაქვს, რომ ანდრე და მე ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს... დალაგებით, ვერ აგიხსნით,–ანდრემ ეტყობა, რაღაც მნიშვნელოვანი ჩემზე აადრე გაიგო, დამირეკა, ძალიან გაფასებ, გენდობი, მაგრამ, თბილისიდან საფრანგეთის საელჩოს ატაშემ, ჩემმა მეგობარმა დამირეკა, მამაჩვენი ვგონებ, რაღაც სკანდალში გაეხვა, მივაგნებ, შენს წარმომავლობასაც დავაზუსტებ და შეგატყობინებო–დედიამ სიცილი ვერ შეიკავა,–ახლა კიდევ, ეს, თქვენი ამბავი... ხუთი წლის წინათ დედამისი თუ ცოცხალი იყო, რა გული უძლებდა, რომ...
–მეც, დიდი ხანი არაა, რაც ჩემი გულის ყოფილი თანამგზავრის, უფრო გასაგებად ყოფილი დონორის ვინაობა, რომ გავიგე... ტრაგედია დატრიალდა და ეს გულიც, შემთხვევით მერგო... სალვადორში, საფრანგეთის საელჩოში, თარჯიმნად ვმუშაობდი, თავდასხმისას, გულში დამჭრეს, სილვიას გული; რომ არა, ვერც გადავრჩებოდი, იმავ წუთებში, ჯუნგლებიდან ნარკოკლანების გასანეიტრალებლად წასულმა, არმიის რაზმების თანხლებმა სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ვეტმფრენით კლინიკაში, სადაც მე ვიწექი, შეტაკებისას დაღუპულ ადამიანთა, ორგანოები შემოიტანა და ეს გულიც მე მერგო, გარდა იმისა, რომ, სასიკვდილოდ დაცხრილულ ქალს ეკუთვნოდა, რომლის გულს, ყველა ტყვია აცდენოდა, სხვა არც არაფერი იცოდნენ... ამბობდნენ, დაღუპულებს, რამე სახის მოწმობები, არ აღმოაჩდათ, სხვაგვარალ, ცხედრების ამოცნობა, არც არავის უფიქრია, გარშემო, ისევ გააფრთებული ბრძოლები იყოო, მე ამ გულმა მიერთგულა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, საოცარი შეგრძნებები დამჩემდა, სოლვიას საახლობლოსკენ მიმიწევდა გული, მათ კი, ვერ ვპოულობდი, უკვე პარიზში ვმუშაობდი, საგარეო საქმეთა სამინისტროში და სალვადორში დარჩენილ ჩემს მეგობრებს ვთხოვე, იქნებ, დამიდგინოთ, გული ვის ეკუთვნოდა მეთქი... დიდი ძიებისა და კვლევის შემდეგ დაადგენს, რომ ის ქალი სილვია გონსალესი იყო, რომელიც, კლანისგან, თავისი მშობლების წილს ითხოვდა და თავისუფლება აღუკვეთეს, სიცოცხლე კი იმიტომ შეუნარჩუნეს, რომ ოფიციალურ საბანკო სისტემაში, დიდძალი ქონების მმართვას, მისი ხელმოწერების გარეშე, ვერ ახერხებდნენ, თუ იგი გარდაცვლილად ჩაითვლებოდა, მაშინ იმ ქონების განკარგვას, მისი ნათესავები მოინდომებდნენ...
–ოოჰ, კიდევ ერთი სიურპრიზი, ახალშეძენილი ძამიკო მდიდარიც ყოფილა...–უნებლიეთ შენიშნა დედიამ.
–არა, მე მაგისთვის არ ვეძებ, ეს გული, მართლაც დედური სიყვარულით ეალერსება მის სახებას, მე ხომ დაოჯახებაც ვერ შევძელი...–ქალი მოულოდნელად ცხარედ ატირდა. თან, რაღაც გაუგებარ ფრაზებს ლუღლუღებდა,–ბოლოს თანამსაუბრეს მოუბოდიშა–გიჟი არ გეგონოთ,–ბოლო დროს ცელულოიდის ენებზე ხმამაღლა ფიქრი დამჩემდა...
–არა, არც მიფიქრია...–შეწუხდა დედია, მე და ანდრეს ურთიერთობები, თავიდანვე, ისე უცნაურად აეწყო, რომ..–ისაბელს დამშვიდებას შეუდგა, თან ზღვის სანაპიროზე, მზის სხივებს მიფიცხებულ ვაჟის ბეჭზე, პაწაწინა, ნაცნობი ხალების შემჩნევის ამბავს იხსენებდა და კეთილად იღიმებოდა.
იმ დღეს, ანდრესთან ერთად სანაპიროზე, ფოტოგრაფის ვინაობის დასადგენად, რომ გავიდნენ, იმ ადგილას სადაც დედიას ფოტოსალონი ეგულებოდა, ორსარულინი ბარ–რესტორანის, გამომწვევი არქიტექტურით შესაცნობი შენობა იდგა.
–რაღაც, სამი თვეა, აქ არ შემომივია და უკვე...–გაიკვირა დედიამ.
ანდრეს კი, უცებ მოუნდა ზღვაში შესულიყო და ზურგი მზის სხივებისთვის მიეფიცხებინა, ფხსაცმელები გაიხადა, წელს ზემოთ გაშიშვლდა და ჩიორა ტალღების თვალთვალი დაიწყო...
–იქნებ ტალღება მიამბოს, ჩემი მშიბლების სიყვარულზე რამე...–ჩაიღიღინა თან.
დედიამ მულოდნელად მის ბეჭთან, პაწია ზომის, სიმეტრიულად განლაგებულ ოვალისებური ფორმების, მოყავისფრო ხალებს მოჰკრა თვალი. შეკრთა, ეს ხომ ჩემი ნიშნია, ბებია, რომ მეხუმრებოდა, ბეჭთან, რომელიღაც გალაქტიკის მინიშნება ამულეტივით გაქვსო... აღელვებულმა თავისდა უნებლიეთ ვაჟს გასძახა–ეი, შენ ევროპელ–ამერიკელო! შემთხვევით, ექვსი თითი ხომ არა გაქვს მარცხენა ფეხზე?
ვაჟი შიშველ ტერფებს ღიმილით დააცქერდა, და ხალისიანად მიუგო–აა, ვიქტორინა, ბაში-აჩუკი!–მიუგო სხარტად,–გოგოს ცნობისმოყვარედ გამოხედა.
–უყურე ამას, მე მგონი შენი ტარება, ხვალაც უფასოდ მომიწევს...
–ხომ გითხარი, ქართველობაში, გულდასმით ვვარჯიშობდი მეთქი, ისე, ვერაგულად დამესხი თავს...
–უქსტრემვიქტორინის სტრუქტურას ვხვეწავ...–შეეპასუხა იგი და იმის შიშით, თავი არ გავამჟღავნოო, მეგზურის როლი გაიხსენა–ბავშვობაში ზღვის სანახავად ბებომ, რომ ჩამომიყვანა, აქ, სამახსოვრო ფოტოსურათიც გადავიღეთ... კი, კი, კარგად მახსოვს ის კაცი, ჩია ტანისა გახლდათ, ბებოს, რომ უცქერდა, თვალები ეშმაკურად უციმციმებდა, თურმე, თანაკურსელები იყვნენ, ჰო, ეხუმრა კიდეც, ეეჰ, ელო ,დარჩენილიყავ ქალაქში, შენი წასვლის მერე, აქაური პოეტური სამყარო გამოშრაო... ბიძია არისტო უნდა მოვძებნოთ, მის არქივში, ალბათ, სხვა ფოტოებიცაა შემონახული... ის კაცი ფოტოხელოვანი იყო...
–კეთილი, კეთილი... მართლაც, ტყუილად არ მირჩიეს, პრფესინალურ მეგზურობას გაგიწევსო... მაგრამ ჯერ, რესტორანში უნდა დაგპატიჟო, უარი არ მიიღება, მე ხომ, ვიქტორინაში გამარჯვებული ვარ, ცოტა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი...
იგი, ისე გულღიად უღიმოდა, უარი ვერ უთხრა.
რესტორანში მასპინძლობა დედიამ მოინდომა, მაგრამ ანდრე განაწყენდა, გავიწყდება, ჩემს ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფსო, სუფრა, მართლაც, ქართული გულუხვობით გააწყობინა, თან თანამესუფრის წარმომავლობით დაინტერსდა. მალე ერთმანეთთან, ძალზე შინაურულად გრძნობდნენ თავს.
–სამი, პაწაწა, თავისებური სიმეტრიით ასახული, მოყავისფრო, ოვალური ხალები, ნეტა, რომელ თანავარსკლედზე მიგვანიშნებს?–გამომწვევად ჩაილაპარაკა დედიამ.
–აა, შეამჩნიე, მახვილი მზერა გაქვს, ამზღდელი მეუბნებოდა, დედაშენისგან ვიცი, მამისგან გამოყვაო, ისე, ასეთი ხალი, ჩემს ტყუპისცალსაც ჰქონია, დაბადებისას, გულმკერდის არე დაუზიანდა და ძლივსღა სუნთქავდა. ექიმებს დედაჩემისთვის ევთანაზია შეუთავაზებიათ, მაგრამ იგი, წელზე მეტხანს, ღამეებს უთევდა თურმე...
–ვწუხვარ... ნუთუ მამაშენის ვინაობაზე არაფერი უთქვამს...
–ერთხელ უხუმრია, აი გავმდიდრდებით და მე და ანდრე საქართველოში ჩავაკითხავთო...
და დედია დაეჭვდა, ამან რაღაც უფრო მეტი იცის და არ მიმხელსო...
შეეცადა, არ ეჩქარა, გათვალა, ჯერ მოშუშდეს ეგ ამბავი, მამამისი ვინაობა დაააზუსტოს, ქართულ გარემოსადმი ნდობით განეწყოს და მერე, იქნებ, ჩემი ეჭვის გამხელის დროც დადგესო...
–ეტყობა, აქაურობამ მოგხიბლა, ალბათ, შენი მშობლების ნაფეხურები შეიგრძენი, დატკბი...
მერე ვაჟს, რაღაც მესიჯი მოუვიდა, დედიას მოუბოდიშა, ჩვენი ძიება შემდგომ გავაგრძელოთო, თანამგზავრს თბილად გამოემშვიდობა; მეგობარს გამზირზე უნდა შევხვდეო და შენობა დატოვა.
დედიამ დაქალთან შევლა გადაწყვიტა, ფოტოგრაფის ასავალ–დასავალს გავიკითხავო... და მეხსიერებაში ამოტივტივებულ, ორიოდე თვის წინათ, ქალაქის შუგულში მდებარე ქუჩაზე შემჩნეულ „ბიძია არისტოს“ ადვილად იპოვიდა, იქაურობა გაეცალა.
ქალაქის „ისტორიული მემკვიდრეობა“, როგორც მოფერებით ქალაქის ძველთაძველ მაცხოვრებელ ფოტოხელოვნად აღიარებულ ალეს ეძახდნენ ცოცხალი აღმოჩნდა. ასაკისდა მიუხედავად ფოტოატელიეში საქმიანობდა, მართალია, კლიენტურა, ძველებურად არ ჰყავდა, მაგრამ პიროვნული თუ ჯგუფური თარიღების აღმნიშვნელი საიუბილეო ალბომების მოსურნენი, კვლავ იხსენებდნენ. სტუმარი შეათვალიერა თუ არა, თვალები გაუხალისდა, ეს ვინ მესტუმრაო, ვწუხვარ, ბებიშენის მოსაგონრად თანაკურსელების შეკრება და ფოტოსტენდის მოწყობა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეო და გაეხუმრა, არ მითხრა ახლა, საიდან მიცნობო, თქვენი სურათი სანამ სანაპიროსთან ატელიე მქონდა, კლიენტების მოსაზიდად ვიტრინაში მეკიდაო... ის აღარ გახსოვს, შიგადაშიგ, რომ შემოგივლიდი ხოლმე და საზღვარგარეთულ ფოტოალბომებს გჩუქნიდიო...–თბილად უსაყვედურა გოგომ.
ისიც შეწუხდა, მოუბოდიშა, სულ მთლად გამოვშტერდიო...
მერე დედიამ, ანდრესგან ნათხოვნი სურათი, რომ უჩვენა, რა დამავიწყებს, ადრე, ეს ფოტოც სტენდზე მქონდაო...
–აი, ამ კაცის სხვა სურათები მაინტერესებს, თქვენთან ვგონებ, სხვა ფოტოც უნდა ჰქონდეს გადაღებული, –ალალბედზე ჩაეძია იგი, რა თქმა უნდა ღელავდა; მაგრამ თავს, ისე აჩვენებდა, თითქოს, მეგობრის თხოვნით, უნდოდა სურათების მოძიება.
–და როდის, ხომ არ იცი...
–ასე, ოახმოციანი წლები...
არისტომ საცავში შეიყვანა, და ერთგან თაროზე ჩარიგებულ, კონვერტებში მოთავსებულ ყუთებზე მიანიშნა, აი ესენი გადაათვალიერე. დედიამ პირველსავე ყუთიდან ამოღებულ სურათებში დედამისს ირინესა და იმ კაცის სურათი იპოვა. სანაპიროზე ისხდნენ, ხელში შოკოლადის ნაყინით სავსე მუყაოს ჭიქები ეჭირათ და გულღიად იცინოდნენ. დედამისი ირინა ბედნიერი ჩანდა, დეკოლტე კაბა ეცვა. კაცს, თმა შევერცხლილი ჰქონდა, მაგრამ მიმზიდველი ეთქმოდა, ტანადი.
–ჰო, ეგ წყვილი მახსოვს, ეს სურათი ჩუმად გადავუღე, შეკვეთაზე მივდიოდი და გზად ამათ წავაშყდი, ბანაობის სეზონი არ იყო, ესენი კი ნაყინით ხელში... მოკლედ ჩემთვის გადავიღე... ეს გოგო სტუდენტი უნდა ყოფილიყო, ჯერ ვიფიქრე ლექტორი და სტუდენტია მეთქი, ხშირად იყო ასეთი შემთხვევები... –მერე, დედია დაკვირვებით შეათვალიერა–ნათესავი ხომ არაა?– იკითხა შეპარვით...
–შეიძლება...–მხიარულად მიუგო.
–მეორედ, რომ გადავუღე მაშინ გავიგე დიპლომატი ყოფილა. მეორედ, ესპანურად მოდაპარაკე ქალი ახლდა. მისამართი, მისამართი შეიძლება დარიკომ იცოდეს, ის სასტუმრო კაი ხნის დანგრეულია, მაგრამ დარიკო ცოცხალია, ტურისტები ხშირად მოყავდა ჩემთან.
დარიკო, ახლო ცხოვრობდა, დედიას ტაქსითაც ემოგზაურა და ქალიშვილის ნახვით გაიხარა.
–კი, მახსოვს, შიგადაშიგ ,ინკოგნიტოდ ჩამოდიოდა, დიპლომატი იყო, ლუქსში ცხოვრობდა, სასტუმროს ადმინისტრაცია რიდით ეკიდებოდა, მახსოვს, ბატონი ადრიანე ზედმეტად არვინ შეაწუხოსო, გამაფრთხილა ერთხელ დირექტორმა. კომუნისტების დროს ასეთ ხალხს გამორჩეული დაფასება ჰქონდა.
ტაქსში ჩამჯდარმა ანდრეს დაურეკა, რათა თავისი აღმოჩენით გაეხარებინა... მაგრამ მისდა გასაკვირად ვაჟმა მოწერა, „თვითმფრინავით სასწრაფოდ თბილისში უნდა გავფრინდე, მეგობარმა შემატყობინა, უფროსი ანდრე, რაღაც სკანდალში გახვეულა, დანარჩენს, გზადაგზა გიმესიჯებ... შენი ძალიან მადლობელი ხარ, იცოდე, ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი ხარ ამ სამყაროში...“
დედია კარგა ხანს ცდილობდა ლოგიკურად ეფიქრა.
„ნუთუ...“ რაიმე დასკვნის გამოტანას ვერ ახერხებდა.
და სულ რაღაც ორი საათის შემდეგ, აგერ მისთვის უცნობი ქალის დამშვიდება უწევდა...
–დაველოდლოთ ანდრეს ზარს... მე მოვუყვები, თქვენს შესახებ და შევეცდები თქვენთან შესახვერდრად შევამზადო...–დააიმედა ბოლოს ისაბელი; ასე რომ, თქვენი შეხვედრა ნათელ ფერებში წარმოიდგინეთ.
გულის განსაკუთრებულ გონიერებაზე მეც წამიკითხავს ზოგი რამ...–დაუამა თან,–ახლა უმჯობესია, სასტუმროში დაბრუნდეთ, მოისვენეთ, ანდრეს შეტყობინებას დაველოდოთ... –მერე კლიენტს დაურეკა და ბოდიში მოუხადა.
–ჩემი ბრალია, ასე უნებართოდ შემოგეჭერით...–კვლავ აწრიალდა ქალი.
–პირიქით, კარგია, რომ გაგიცანით, ახლა მთავარია, ჩვენი ანდრეს კარგად ყოფნაზე ვილიცოთ... გული მიგრძნობს მამამისს იპოვის, მე მასზე მოგნებებიც, მახსენებს თავს...
„როგორც კი მოვიცლი, ინტერნეტს უნდა ჩავუჯდე, მეტი უნდა გავიგო, გულის მაგიური ალღოსა და შეგრძნებების შესახებ...“ გაიფიქრა უნებლიეთ დედიამ.
მოულოდნელად ქალმა გზად მდებარე კაფეში დაპატიჟა.
–იცით, არ მინდა თქვენთან განშორება...–თითქოს თავი შეაცოდა.
-უმჯობესია, ხვალ შევხვდეთ, იქადე, იმედია, ანდრეც შემეხმიანება–შეფიქრიანებული იყო, თან გაიხსენა– ცელულოიდის ენას, მგონი კინოს ენას ეძახიან, და მხიარულად ჩაიდაპარაკა,–მართლაც... კინოში მგონია თავი...
ნაცნობ სასტუმრომსთან ტაქსი გააჩერა, გამომშვიდობებამდე ისაბელმა მისი ტელეფონის ნომრები და მისამართიც ჩაიწერა და მერე ქათინაურივით მიუქარაგმა, ამ სასტუმროში კარგად გიცნობენ და გაფასებენ...
–იფიქრე ნელა... გადაწყვიტე სწრაფად... ამისთვის კი კარგია, თქენს აივანზე სავარძელში მოკალათდეთ და ზღვას უყუროთ...–მეგობრულად დაარიგა მან, ლოყაზე ეამბორა.
„ეტყობა სილვიას კეთილი გული ჰქონდა...“ მერე გადაწყვიტა, ინტერნეტში, იქნებ, ლათინო–ამერიკული პრესის არქივში, რამე ცნობები მოვიპოვოო, ტაქსი მოხერხებულ ადგილას შეაჩერა. სამალავიდან ნოუთბუქი ამოიღო და ინტერსით შეუდგა ძიების პროცესს.
ერთგან, მართლაც მიაგნო ინტენეტში წლების წინათ გამქვეყნებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სამხედრო ნაწილებმა ჯუნგლებში „კაკაოს მაფიად“ ცნობილი დაჯგუფების ბაზა გაანადგურესო.
მერე სილვია გონსალესი აკრიფა ინგლისურად და ესპანურად და ესპანურ ენაზე, მცირე ინფორმაციას წააწყდა, რომ წლების წინათ მაფიოზური ჯგუფის განადგურებისას დაღუპულ ტყვეების გვამების იდენტიცირებას, ამოცნობილი იქნა, უგზოუკვლოდ დაკარგული ფოლკლორისტ–ეთნოგრაფისა და უფლებადამცველის სილვია გონსალესის პიროვნება. მერე ისაბელ გარსიას მოძიება ცადა, და ისიც იხილა, რომელიღაც რანგის დიპლომატის რანგში.
ინსტიქტურად გულის თავისებურებების შესახებ, სხვადასხვა საიტებზე გამოქვეყნებულ მიმოხილვებითა და მცნიერული ფაქტებით დაინტერესდა; ცოტა ხნის შემდეგ გულუბრყვილოდ გაიფიქრა რა ამ უცნაურობბზე ღირს ვიქტორინის მომზადებაო, მერე იმაზე გაბრაზდა, რა მევიქტორინებაო, მაგრამ მოძიებულმა ფაქტებმა ისაბელის მიმართ, ნდობა აღუძრა.
გულის შესახებ, გამოქვეყნებულმა ცნობებმა თავისებურად შთააგონა; უპირელესად რუსთაველის შეგონების გახსენებამ მოხიბლა: "გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან..." მერე კი, სხვა მრავალ მოკვლევის ფრაგმენტებს შეავლო თვალი:
„ადამიანის სხეულში, გული არის ყველაზე ძლიერი წყარო, რიტმული ინფორმაციული წარმოსახვებისა.“
„ისე, როგორც, ენტერალური ნერვული სისტემა, ასევე გულის რთული „სქემა“, შესაძლებელს ხდის, თავში არსებული ტვინისგან დამოუკიდებლად,–ვისწავლოთ, დავიმახსოვროთ და შევიგრძნოთ...“
„გულს გააჩნია, თავისი ავტონომიური ნერვიული სისტემა, რომელიც ახდენს, ტვინისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებას, და იგი შეიძლება ჩაითვალოს „პატარა ტვინად“. ...ამიტომაც მუშაობს ტრანსპალტაცირებული გული... ამგვარ პაციენტთა გამოკითხვის მონაცემები, აშკარად და შთამბეჭდავად გვიდასტურებენ, რომ „გულის ტვინს“ გააჩნია მეხსიერება და მასში აღძრული მოგონებები გავლენას ახდენენ მათ ქცევებზე“
„...ოპერაციის შემდეგ, პაციენტმა შეიყვარა ის კერძები, რომლებიც ადრე, არასდროს არ უყვარდა... გახდა მუსიკის თაყვანისმცემელი, რომლისადმი ადრე ინტერესს არ იჩენდა, მოუნდა იმ ადგილების მონახულება, რომლებსაც არ, ან ვერ ამჩნევდა...“
ერთ ამგვარ პაციენტს, ვინმე კლერ სილვიას, ტრანსპალტაცირებული გულის შედეგად გამოწვეულ განცდებისა და ქცევების უცნაურობებზე, სახელწოდებით „სხვისი გული“ წიგნიც კი ჰქონდა გამოცემული.
ხოლო დოქტორ პოლ პირსელს თავის ნაშრომში „გულის კოდი“, მისგან მოკვლეული, იმ სამოცდაცამეტი შემთხვევის, დაწვრილებითი აღწერა მოუხდენია, როცა პაციენტებში, თავი იჩინა მათი დონორების პირვნულმა მახსიათებლებმა; მოგნებებმა და ცოდნამ...
მრავალი სწავლული აღიარებდა: „ჭეშმარიტი აზროვნება გულშია“. ასევე აღიარებენ, რომ „გული, რთული და იდუმალი ორგანოა“; „მნიშვნელოვანი ცენტრი ცოდნისა და გრძნობისა“
არისტოტელე თვლიდა, რომ გული, „იგი შეგრძნების, მოძრაობის, ინტელექტის მასაზრდოებელია, სხეულის სასიცოცხლო ძალის ცენტრია..“
–მეტი აღარ მინდა, თორემ, ამგვარი შთაბეჭდილებებით დამუხტულმა, შეიძლება, ანდრეს, ზედმეტად მოვახვიო თავს ისაბელის პიროვნება–წარმოთქვა ინსტიქტურად და ნოუთბუქი გვერდზე გადადო.
იგრძნო, რაღაც ორიოდე დღით გაცნობილ, მანამდე სრულიად უხო ვაჟს, თავისიანად მიიჩნევდა.
მერე, ერთგან, გულის, ამგვარად გამორჩეულ თვისებებზე, უცნობი ავტორის ლექსაც გადააწყდა:
აღუნთე გულითა ერთგულნი...
გულით შეყვარება სრულია;
ალალ შეგრძნებით მნათი,
მიჯნურთ სალოცავი გულია,
უხილავ განცდათა მჩენი...
გული სწავლობს და ბეჯითობს,
გონი აქვს უებარი, მკვიდრი...
ტვინის არ ეკითხება რა, როგორ,
შეიცნოს მტრისა თუ მოყვრის.
რიტმულად შეიგრძნობს გარემოს;
სიხარულს, სიყვარულს, ღალატს,
ხედავს და ისმენს თავისას,
განსჯის ცრუსა და მართალს...
და იმახსოვრებს ყოველ წამს,
სიცოცხლის საცავია სრული...
ქართულ მიწა–წყალს, გულიანს,
აღუნთე გულითა ერთგულნი...
და ამ თემასთან დაკავშირებით, მისეული ვიქტორინის კითხვართა დაგეგმვა გადაწყვიტა, აღიღინებულმა გონებაში, ლექსი კიდევ ერთხელ ჩაიკითხა.
–გავგიჟდები,
ეს
რაებზე წერდა დედაჩემი,
გავგიჟდები,
მე
მეგონა,
წარმოდგნა
არ
ჰქონდა
ამეებზე...–ის
კი
არ
გაკვირებია,
მისი
სათუო
ყოფის
ეპიზოდები,
რომ
ქონდა
აღწერილი,–ქალს
მსოფლიო
ჰქონია
მოვლილი
და...
***
„ხატოვანაღქმათაობსერვატორია“ –"გული, გრძნობა და გონებაერთმანეთზედა
ჰკიდიან...“–ზმანებებში შეწოვილი სიცხადე…–ტვინაარეული საიდუმლო აგენტი, თუ...
( სათავგადასავლო რომანი)
ზმანებებში შეწოვილი სიცხადე…
*
–გოგო,
ახლა
გავბრაზდები,
შენ
რა
გაქვს
საწუწუნო,
რომ
გგონია
ბედნიერი
ცხოვრება
მქონდა,
აბა
მე
მკითხე?!
–რა
ვიცი,
ერთხელ
არ
დაგიწუწუნია
და...–
წამოცდა
დედიას.
–რა
შენი
აზრით,
მაინცადამაინც,
ტირილში,
ქვითინში
და
მოთქმაში
გამოიხატება
დარდი;
ჯერ
ის
რომ, შეყვარებულს; რომელის
გარეშე,
არც
კი
მეგონა,
რომ
ვიცოცხლებდი
, უცაბედად
ვუღალატე,
ანუ
თავგანწირვით
მივიღე
გადაწყვეტილება,
სრულიად
უცხო
კაცს
გავყოლდი
ცოლად...
–მე
კი
მეგონა...
–ბევრს
ეგონა,
რომ
ფულს
დავხარდი,
ცაში
მობორიალე
იმ
ჩემს
შეყვარებულსაც, დღემდე ვერ
გაუგია...
–შუქრის
ბიძას?
–ჰო,
შენ
გამოშტერებას,
რომ
ცდილობს
ახლა,
სწავლული
მდივნის
ნათესავია
და
ინფორიაციას
დავცანცლავო...
–არა,
ჩვენ
მიტინგზე
გავიცანით
ერთმანეთი...
–აბა
დღეს,
სად
ეცნობიან
ერთმანთს
თქვენი მასტის
ხალხი;
მიტინგზე,
ბარიკადებზე,
პატრულის
მოსაქუჩებელში...
–კარგი,
ახლა
ნუ
გამომიყვან...
–ჰო
ვიცი,
შენ
გონიერი
გოგო
ხარ,
თავს
არ
გაამასხარავებინებ...
მაგრამ
ბიძამისმა,
ერთხელაც
არ
იკითხა
ჩემი
ამბავი,
ჩაიკეტა
და
ალბათ
დღემდე
მგლოვობს...
არც
დალაპარაკება
ინდომა
ჩემთან,
იმასაც,
ასე
გონია
ფულს
დახარბდაო,
მე
კი,
იძულებული
გავხდი,
მამაჩემი,
ოჯახი
მეხსნა,
მამას
თუ
დაიჭერდნენ,
წლების
მერე,
ციხიდან
ცოცხალი
ვეღარ
გამოვიდოდა...
კი,
შეძლებულ
ოჯახში
შევედი,
მაგრამ
ის
საცოდავი
ნარკომანი
იყო...
–აბა,
სიმსივნით
გარდაიცვალაო
–კი,
სიმსივნეც,
ამის
გამო
დაემართა...
და
ჩემი
და
რომ,
ლამის
აფხაზეთის
საზღვართან
ჩაყვა
თავის
საქმროს,
მშვიდად
უთქვია,
მაშინ
მისი
და
რუსუდანი
მერგოს,
აბა,
ნიშნობას,
ხომ
არ
ჩავშლითო...
მე ჩემს დაზე ბევრად უმცროსი და
ლამაზი ვიყავი; ეტყობა, სათადარიგო
სვლები
გათვლილი
ჰქონდა.
მამამისი
უკვე
დიდ
ბიზნესში
იყო,
მამაჩემი,
ისევ
სამინისტროს
მომარაგებაში;
დაიბარა,
და
პირდაპირ
უთხრა
თურმე,
თუ
ასე
არ
იქნება,
ციხე
გემუქრება,
თავის
დროზე,
შენზე
აღძრული
სააქმეები
რომ
მივაჩუმე,
ახლა
ყველას
ავღძრავო.
შეეძლო
კიდეც,
მაშინ
დიდი
გავლენა
ჰქონდა
და
ჩვენთანაც,
ატყდა
ერთი
ვაივუი,
განსაკუთრებით
ბებიჩემი
აქტიურობდა...
და
მეც
ავდექი
და
ოჯახისთვის
მსხვერპლი
გავიღე,
მაგრამ
ეს
ჩემი
თავგანწირვა,
ვერც
ვერვინ
დაინახა.
კი
მამაჩემი,
სანამ
ახლოს
ვტრიალებდი,
მომეხვეოდა
ზოგჯერ;
ჩემი
გადამრჩენიო,
მაგრამ
როგორ
დავისახიჩრე
სული,
არც
დაინტერესებულა...
რა
ევროპა
და
ამერიკა,
ძირითადად
მოსკოვსა
და
ლენინგრადში
ვეგდე,
არა,
შრომებს
კი
ვაქვეყნებდი,
დისერტაციებიც
დავიცავი...
–დედაჩემი
მეუბნებოდა...
–დედაშენმა
კი
არა,
მგონი
დედაჩემმაც
არ
იცოდა,
რა
თამაშში
იყო
გახვეული,
თუ
არ
უნდოდა
ცოდნოდა...
და რუსუდანი,
დედიას
მსგავსად
უეცრად
აქვითინდა.
დაქალი
გულმოდგინედ
ამშვიდებდა.
მერე
რუსამ,
ქვითინი,
ისევე
უცებ
შეწყვიტა,
როგორც
წამოიწყო
და
დედიას
ღიმილით
უთხრა:
–ეს
ფეირვერკული
ქვითინი...
ალბათ,
ჯიშში
გვაქს!
და ორივე
აკისკისდა.
–არა,
რაც
მომიყევი
ფანტასტიკურია;
ეს
რაები
გადაუტანია
დედაშენს...
–შენ
არ
იცი,
ახლა
ვხვდები,
ზღისპირეთში,
რომ
გადავედით
საცხოვრებლად,
იმ
აჩემებულ
ადგილას
ალიონზე,
რატომ
გადიოდა,
მამაჩემთან
შეხვერის
ადგილს
ნახულობდა
გარდაცვლილიც
იმ
ადგილზე
იპოვეს,
ნეტა
არ
გადავსულიყავით...–და
რომ
არ
აქვითინებულიყო,
გაშლილი
ხელი
შუბლზე
დაირტყა.
–მკლედ სიზმარს, მოლანდებებს და ცხადს, ერთმანეთისგან,
ვე გაარჩევ...
რუსა
ისევ
მოეხვია.
–რა
კარგია
შენ,
რომ
მყავხარ!
ირინას
ბარათების
კითხვა
მეც უნდა
გავაგრძელო,
იცი,
ჩემთვის
ძალზე
საინტერესოა,
უცნაური მხატვრული
აღქმები
ჰქონია,
ბოლომდე
შეუცნობი
ნატურაა...
რედაქტირება
გაუკეთე,
მეც
წაგეხმარები
და...
–მერე,
შენს
ყოფილ
მიჯნურსაც
დავურეკოთ
და
ხატოვან
აღქმათა
ობსერვატორიაში
განხილვა
მოვაწყოთ.
რუსუდანი
შეკრთა:
–რაღაი
მისი,
იმ
შენმა
კვაჭმა,
მგონი
გადაიბარა,
ისიც
და...
–რა
ჩემი,
რას
აიჩემე,
ისიც
ვერცხლისწყალივითაა
და
ეგაა!
–ჰო,
კარგი,
მოდი
ბარათების
კითხვა
გავაგრძელოთ,
ოღონდ,
ჩემი
ჯერია
და
რუსადანმა,
მორიგი
წიგნაკი
გადაშალა:
„უეცრად,
ნოსტალგიამ
წამომიარა და
ავტობუსით,
ჩემი მშობლებისა
და წინაპრების საფლავების მოსანახულებლად ავედი მთაში, ვიფიქრე, იქნებ რამე მირჩიონ მეთქი, მაგრამ, არც საფლავები დამხვდა და არც ვინმე მაცხოვრებელი, იქაურობა მეწყერს ჩაეტანა, მიმესწრო მაინც... ქვემოთ, გადარჩენილ უბანში, ასწლოვან ცაცხვის ხესთან გამართულ სკამზე დავჯექი. ცაცხვის ხეს მიყრდნობილს ტკბილად ჩამეძინა. მხარზე შეხება ვიგრძენი, შეშინებული შევფხიზლდი და თეთრი მურია მხარს მილოკავს, ჩემს ბავშვობაში, მეზობელს ჰყავდა ასეთი... ხშირად ვეფერებოდი, სუფრიდან გადანახულ მჭადის ნატეხს ვაჭმევდი, ისიც ხელებს მილოკავდა და მე მიხაროდა, ვგრძნობი, ვიღაცას ვუყვარდი, რადგან ტიფით, ჩემი და–ძმის გარდაცვალებით დამწუხრებული მშობლები ცივად მეპყრობოდნენ, მგონი ფიქრობდნენ, ესეც არ შეგვრჩება და აკვიატებულ აზრს ორივე დაბრიყვებული ჰყავდა... იმ ძაღლმა, უნებლიეთ, ჩემს მიმართ, გარდაცვლილი მშობლების, მოსალოდნელი საფრთხისგან მიჩუმათებული, წვალებაგამოვლილი ალერსი მაგრძნობინა, ჩავიხუტე ის ძაღლი, ჩანთიდან ორცხობილა ამოვიღე და მივეცი, ვიფიქრე თან წავიყვან მეთქი, მარგამ, მან ორცხობილა მარჯვედ დაიჭირა კბილებით და უკანმოუხედავად გაიქცა. ეტყობა, ლეკვები ჰყავდა. დიდხანს ველოდე, აღარ დაბრუნებულმა, მერე ავტობუსიც გამოჩნდა და...
დაიცა,
თქვენთან
რა
მეწყერი
იყო?!
–არა,
არ გამიგია, სიზმარია
ან
მისი
წარმოსახვა,
რამდენი,
რამ
არ
ვიცოდი
დედაჩემის
შესახებ,
ის
კი
და
სახე
მოემჩვარა.
–არ
გაბედო,
შესძახა
რუსამ,–არ
გაბედო
მეთქი!
–ოო,
რა იქნები შენ
სამსახურში...
–იცოცხლე...–და
მორიგი
მონაკვეთის
კითხვა
ინდომა,–აქ,
რღაც
გულდაგულაა
გადაშლილი...
იქნებ,
ნოველას
ან...
–წაიკითხე,
ჩემთვის
ყოველივე
მისი
სულის
ამძახილია...
აი
აქ,
წაშლილში
ამოვიკითხე:
მოეწონა ირინა, შენისთანა გოგო, ვინც, ვერ შეიფერა, ნამდვილი რეგვენი ყოფილაო, თავისებურად უთანაგრძნო, დაინტერესდა მისი ცხოვრებით, გოგოც მიენდო და ალალად მოუყვა, გულუბრყვილობა, რომ გამოიჩინა საქმროს არჩევანში...
–კეთილი,
ჩემთვისაც
ძალზე
ახლობელი
შეგრძნებებია.... ჩემი ქმარი მიშიკო, კი მეხუმრებოდა, მეშინია, სიბერეში არ დაუსტვინოო...
–დედას უყვარდა, ასეთი თავგადასავლები, ხომ გითხარით ბიბლიოთეკარი იყო მეთქი... კი, კითხვა, მეც მიყვარდა, მაგრამ მერე, ჩემი გოგოს დარდმა ჩამიტანა, სულ იმაზე ვფიქრობ, სად არის და როგორ...ეეჰ, დაიჩივლა ქალმა, მეც სულ იმას ვარიგებდი ჩემსას, თვალით მოწონებულ კაცს ნუ შეიყვარებ მეთქი, იმანაც, აბა, გული საზღვარგარეთ მიმიწევსო, ამერიკაში გაემგზავრა და იქ, გულის კარნახით, ერთი, ოთხჯერ გათხოვდა, მერე სულ დაიკარგა, რომელიღაც, საკრუიზო გემზე დაიწყო მუშაობა, იმ გემზე სასტუმრო და ბარებიც ყოფილა... ბოლოს რომ მელაპარაკა, ვუთხარი, აა, გოგო, მაქ ხუთჯერ, რომ გათხოვდი, ჩამოდი და აქ, ერთხელ მაინც ცადე, ბედი მეთქი... მაგრამ, ის გემი, ისეთი, ქვეყნების ნავსადგურებში ჩერდება, და თურმე, ისეთი ნაირფერადი მგზავრები ჰყავს...
–ლოცულობთ?
–დარდს, მაინც ვერ ვერევი...–და უცებ გადაწყვიტა–ბინის ძებნაში, რომ არ გაწვალდე, ჩემთან იცხოვრე, მგონი შევეწყობით ერთმანეთს, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, თუ მანქანის ტარება შეგიძლია, ჩემი ქმრის, მიშიკოს, გაწკრიალებული ფოლსვაგენი გარაჟში მიყენია...
–რა, ვიცი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას ვაპირებ და...–თამამად განაცხადა თანამგზავრმა..
–და მერე ვინ შეგიშლის ხელს, თუ რჩევას მკითხავ, ჰო კარგი, თორემ, შენი შენ იცი, კერძო სახლი მაქვს, ყველაფერი, ორ ოჯახზე გათვლილი, ტუალეტი, ვანა, ჩემმა მიშიკომ თადარიგი დიჭირა, მეუბნებოდა, იქნებ, ერთი კაი ბიჭის ჩასიძება მოხერხდესო და...–და ქალმა ცრემლები გადმოღვარა.
ირინას
შეეცოდა
და დამშვიდება
დაუწყო; ახალგაცნობილთან შეხებისას, დედობრივი მზრუნველობის
მომცველი სითბო იგრძნო.
მერმე, ყველაფერი, თითქმის ისე აეწყო, როგორც ლათინოამერიკულ სერიალებშია. შემთხვევით გაცნობილებს, მონათესავე სულები აღმოაჩდათ, მარტოდ დარჩენილ, ევოჩკას დედას, ქალბატონ ელენეს, ირინასთან ურთიერთობისას, უნებლიეთ, თავისი ყმაწვილქალობა ახსნდებოდა, ობლად დარჩენილი, სამადლოდ იყო გაზრდილი.
ირინა ახალ გარემოს მალე გაუშინაურდა, სწავლის გაგრძელება არც უფიქრია, არც სამუშაოს მოძებნა, მით უფრო, მას შემდეგ, ელისაბედის ქმრის დანატოვარი ფოლსკვაგენი, რომ იხილა, თუ ნებას დამრთავ უნდა ვიტაქსაოო, გამოუტყდა დიასახლის და იმანაც, თუ შეძლებ, მაგას რა ჯობია, ჩემი მიშიკოს სული გაიხარებსო.
ირინამ კი, თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას მალევე მიჰყო ხელი, ტექნიკუმში მანქანის ტარებას აასწავლიდნენ, მოწმობის აღებაში, ქალბატონ ელენეს მეზობელი, პენსიაზე გასული, ყოფილი პოლიციელი წაეშველა. და მალე იმ ქალაქის ქუჩებში გამოჩდა ტაქსი, რომელზეც ქართველი და საზღვარგარეთელ ავტორთა წიგნების ასლების, მცირე ფორმები იყო მიხატული. ერთურთის გვერდით იხილავდით ქართველ და საზღარგარეთელ მწერლებს, მძღოლად კი, მშვენიერ ირინას, რომელიც თუ შესაფერი მგზავრი ჩაუჯდებოდა, თავისი ინიციატივით, დისკზე ჩაწერილ ვიქტორინას ჩართავდა და მგზავრს თუ მგზავრებს, პირობას დაუთქვამდა, თუ ათი შეკითხვიდან შვიდს მაინც გამოიცნობთ, მგზავრობის ფულს აღარ გადაიხდითო, თუმც, ყოველთვის მძღოლი იგებდა.
ასე
ვთქვათ,
შოუმენობდა; ყოველ კვირას, ახალ ჩანაწერებს სთავაზობდა მსმენელთ. ამგვარი უცნაურობით, მალე მიიქცია ყურადღება, და საკუთარი ნაკითხობის, ანუ როგორც ლელა ამბობდა „აქიუს“ შეცნობისა თუ გადამოწმების მოსუნე კლიენტურა, ხშირად საგანგებოდ ცდილობდა მისი ტაქსის დაჭერას.
თავდაპირველად, ამან, ქალაქის ტაქსისტები და მგზავრებზე მონადირე კერძო პირები გააღიზიანა, ერთხელაც, გამომწვევად ატორღიალებულმა უცნობმა ნარკომანმა მოინდომა მისი დაშინება, მაგრამ, როცა ირინამ, მარჯვედ გადმოაგდო მანქანიდან, ხმა გავრცელდა, შავი ქამრის მფლობელია და არ დაგინდობთო. „უცნაური გოგოაო“, დაირხა ხმა, კი, მართლაც იყო, ტაქსისტი ქალის პირობაზე, ზოგი რამ, სხვებისთვის „უცნაური“, მის ბუნებასა და არჩევანში.
შინ დაბრუნებულს ელენე, დედობრივი, უფრო სწორად დდამისს, რომ სჩვეოდა ისეთი სიყვარულით ხვდებოდა, თავის დამზადებულ კერძის ქებაში, სუფრას ხალისიანად გაშლიდა და დღის ამბების (ვინ, სად და როგორ ამგზავრა) შვილობილისგან მონაყოლს ემოციურად აღიქვამდა. ირინაც ხშირად ანებივრებდა ტკბილეულითა და სახელდახელო საჩუქრებით. ელენე თავს იწონებდა „შვილობილით“ და ირინას დედასაც კეთილად იგონებდა.
მართალია, მერე და მერე გოგო, შიგადაშიგ, მამის ვინაობის დადგენის, მწველი სურვილი შეიპყრობდა, მაგრამ, ორიოდე ახლობლისგან, ვითომდაც შემთხვევით მონაყოლ, დედამისის, ისე ხელაღებით გამეტების ამბავს, რომ გაიხსენებდა, ძიების წადილს, შურისმაძიებლური განწყობა ჩაანაცვლებდა.
მერე, ქალაქის მერიის კულტურის განყოფილებიდანაც შეაქეს, საქმროებიც გამოუჩდა და ისე, როგორც ბრაზილიურ ფილმებშია, ყოფილმა შყვრებულმაც ჩამოაკითხა, ინდომა მონანიების ბადეში გაეხვია და დაქორწინება შესთავაზა. ირინა მშვიდად შეხვდა მის გამოჩენას, ტაქსშიც კი ჩაისვა, თან გაიფიქრა, ეს „ნახევარფაბრიკატი“, რამ შემაყვარაო. ხუმრობით, ნაკითხობაზე ჩვეული ვიქტორინა ჩაუტარა, და როცა ყოფილი სასტიკად ჩაიჭრა, ავტომობილი გააჩერა, ახლა კლიენტთან მიმეჩქარება, თვალთვალი არ გაბედო, თორემ, მოსალოდნელია, ჩემი ვიქტორინის, რომელიმე თაყვანისმცემელს, როგორც ქრონიკული უწიგნური, კიდევაც შემომელახოო.
გაზაფხუზე, საამოდ, რომ შეთბა, დამსვენებელთა რიცხმა საგძნობლად იმატა, კლიენტურაც საეჭვოდ აჭრელდა, ირინამ ამჯობინა, ტაქსის სალონი გადაეხალისებინა, ანუ თავისი ხედვით შემუშავებული დიზაინის მიხედვით, სტამბაში – „მოიგეთ ცოდნა, აფხიზლეთ გონი!“ ქართულ და ინგლისურ ენაზე ლატარიის ბილეთები დაბეჭდა. და მანქანაზე შესაბამისი წარწერაც გაჩდა: „მოიგე ცოდნა!“
რა ცოდნის მოგებაზე იყო მითითება, მგზავრი მანამდე ვერ მიხვდებოდა, სანამ ლატარიის ბილეთს არ შეიძენდა, წიგნებს, აუდიოდისკები შეაშველა და ტაქსში განვითარებული სიუჟეტების ჩაწერა დაიწყო.
და აი, ახლა, მორიგი მგზავრი მოზომილად შეათვალიერა და დისკის წამკითხველში ინგლისურენოვანი ჩადო
ვაჟი ქართულად მიესალმა და ქართულადვე დაინტერესდა, ხომ კარგად ბრძანდებითო...–ავტოში ნაჩქარევად ჩაჯდა და გაოცებულ ქალს დაყვავებით უთხრა,–არ იჩქაროთ, დანახარჯს, პირნათლად გადავიხდი, ჰო ვიცი, გამოგიტყდებით, ქართული მეექვსე ენაა, რომელიც გავითავისე, მაგრამ... ქართულად, რომ ვსაუბრობ, უნებლიეთ, ნასვამს ვემსგავსები...
–კი
მაგრამ,
ეს
საიდან
იცოდა,
ის
ხომ
მანამდე
ერთი
წლით
ადრე
გარდაიცვალა...–დედია
შეშინებულს
ჰგავდა.
–ზოგ
მწერალს,
ემართება,
ხლმე
ასე,
მომავალს
უნებლიეთ
ჭვრეტს...
დედიას
ესიამოვნა
დედამისი,
რომ
მწერლად
მოიხსენიეს,
ამგვარი
წინასწარმეტყველური
ნიჭის
შსახებ,
მასაც
სმენოდა.
–კი, ახლაც შეზარხოშებულივით გიბრწყინავთ თვალები, ჩემმა მეგობარმა კი მითხრა ცოტა უცნაური კლიენტია, ასეთი პოლიგლოტი თუ იყავით, სასტუმროში რატომ დამალეთ?!
–ოო, ქართულად მხოლოდ იმას ვესაუბრები, ვინც მომეწონება და...
–ჯერ ნაადრევია, სიყვარულზე საუბარი...–სარკეში შესცინა, საჭესთან დამჯდარმა ირინამ
და უნებლიეთ, მგზავრთან სულიერი სიახლოვე იგრძნო–საქართველოში, რამ ჩამოგიყვანათ?!
–ჩემი, ქართული ფესვების მოკვლევა მინდა...–მეგობრულად გაენდო სტუმარი.
ირინას არ გაჰკვირვებია.
–მაშ, ჯერ ქართულ ჩანაწერს ჩავრთავ...–უთხრა მშვიდად და მოსახვევში, საჭე ოსტატურად დაატრიალა.
–ოჰო, კი, სრულიად გენდობით...–ქათინაურივით შეაგება სტუმარმა და თავისი სახელი გაამხილა–ანდრე...
–ირინა!–თავისებურად მიუხმატკბილა მძღოლმა.
„ვიქტორინის“ წარმატებით გავლის შემდეგ, რის გამოც ირინას შეფასებით, ანდრემ უფასო მგზავრობა დაიმსახურა, ტურისტმა ჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო, იქედან, ფიტოსურათი ფრთხილად გამოაძვრინა და მეგზურს გაუწოდა.
–აი, ეს ფოტო, ასე, ოცდაათი წლის წინათ, ამ ქალაქის სანაპიროზეა გადაღებული, დედაჩემის ჩანაწერებიდან, მასაც ანდრე ერქვა... შემთხვევით იქნებ, შენი მანქანითაც იმგზავრა, ვიცი, ახლა, ალბათ, სხვაგვარად გამოიყურება და მაინც...
ირინამ ტაქსი შეაჩერა, ფერად ფოტოს დაკვირვებით დააჩერდა...
–ლამაზი დედა გყოლია...
–ჰო, მაგრამ, მე თითქმის არ მახსოვს...
–უკაცრავად...
–ეს გრძელი ამბავია, ფოტო, ხომ, აქ გადაღებულია?
–კი, ჩვენი სანაპიროა, დედაჩემის ახალგაზრდობის ფოტოებზეც, ასეა გამოსახული, ახლა ეს ფონი, თითქმის წაშლილია... დაიცა, ეს კაციც, თითქოს მეცნობა...
–ჰო,, მგონი, შენ უფრო გგავს, ვიდრე მე, ცხვირისა და ტუჩების მოყვანილობა...–ვაჟი, მისკენ მობრუნებულ ქალიშვილს დაკვირვებით შეაჩერდა და სიცილი აუტყდა.
ირინა უნებლიეთ შეკრთა, მსგავსება მასაც ენიშნა...
–კარგი რა...–უნებლიეთ დაიმორცხა.
–ინტერნეტში ვეძებე, აქაურ იუსტიციის სახლსაც მივმართე, ჯერ დაეჭვდნენ, შურისძიების მიზნით ხომ არ ვეძებდი, მერე, ალბათ, ტურისტები იყვნენო...
ირინა კი, ფოტოსურათს თვალს ვერ აშორებდა. „მართლაც, ნეტა სად მინახავს?!“ ფიქრობდა დაბნეული და ბოლოს, მგზავრს შესთავაზა–მოდი, ის ადგილი მოვინიხულოთ, ვხვდები, დაახლოებით, სად უნდა იყოს...
–დიახ, კარგია, დიახ, დიახ...–გაეხარდა მგზავრს, ზღვის ტალღების მოგონებებში, ბევრი საიდუმლოს ამოკითხვა შეიძლება.
–ოჰოო...–ალალად გაიხარა ირინამ.
–ახლა
კი,
გავგიჟდები,
არა
დედაჩემმა,
ნაღდად
უფრო
ბევრი
რამ
იცოდა
მამაჩემზე
და
მის
გარემოზე,
თუ
სიზმრებს
ხედავდა
ამგვარს.
–შესაძლოა,
ნაღდად
კვლევითი
ინსტიტუტის
სადარი
ჩანაწერებია,
აქ
ისიცაა
ნათქვამი,
ეს
ყოფა
ასეთია,
შესაძლოა,
ასეც
ყოფილიყო
და
ისეცო...
–ჰო,
შესაძლოა
მე
დედიაც
ვყოფილიყავი
და
დიმიტრიც...
და მათ
სიცილში,
ეზოს
კართან
ზანზალაკები
აწკრიალდნენ.
–ოო,
მგონი
ჯიქურ
მოგვადგა!
–ვინ
შუქრი?!
–აბა რა გეგონა,
შევამჩნიე
მესიჯებზე
არ
პასუხობდი,
მაგისთვის
ბიძამისივით
გაბუტვა
უცხოა...
შემოვიპატიჟოთ
უნდა,
ხომ
არ
დავემალებით
და
მისაღებ
ოთახში
გავიდა.
დედიამ
დედისეული
„რელიქვია“
გადამალა
და
სტუმართან შესახვედრად გაემართა.
შუქრი, თითქოსდა სარიტუალო ბოდიშების მოხდით იყო გართული და ქათინაურებსაც არ იშურებდა.
მისგან მორთმეულ წითელ ვარდებს, მასპინძელი, თითქოსდა
ცნობისმოყვარედ ყნოსავდა.
ყმაწვილმა, უცებ შეითამაშა, სანახევროდ ღია კარში
ფეხი გადგა და აივნიდან ქახალდის პარკები შემოაცურა.
–ყვლაფერი, ბიძაშენივით ორაზროვნულად გამოგდით ყმაწვილო, მაგრამ, ერთი, ვერ გამიგია, საკუთრ თავს ესხმით თუ რა ჯანდაბაა, იქაურობა ხომ, ჩვენი საკვლევი არეალია...
–სწორედაც მაგიტომ, სწრდაც მაგიტომ...
–გაირკვა, რომ არავითარი გავიადინა თუთიყუშები იქ არ არის!
დედია დეიდაშვილს, ისე გაოცებით შეაშტერდა, შუქრის მისალმებოდა არც გახსენებია.
–შენ რა გგონია, უყურადღებოდ დაგტოვებდი, თანაც, თქვენი საუბარი ტელევიზორიდან ყველას გასაგონად ისმოდა...
–არაფერი დამალული და მით უფრო საიდუმლო... რომ მითხრეს,
გადავახვიე და მოვუსმინე, ვერც მე გავარკვიე, ვისი აგნტი
იყო...
–რას გაიგებ, სავსეა დედამიწა უცხოპლანეტელებით...–რუსამ თვალი ჩაუკრა და შუქრი დარბაზში შეიპატიჟა.
ვაჟმა პარკებიდან შამპანურებისა და ნამცხვრების
ამოლაგება დაიწყო.
–ყველანი მშვიდობიანად გავიყვანე, არც არავინ აგვდნებია...–გადაულაპარაკა დედიას.
–ოღონდ, პოლიტიკაზე ნუ გავცხარდებით, ტყუილად
დავღლით ერთმანეთს, ვისაუბროთ ისე, ერთურთის უკეთ გაცნობის მიზნით...
და შუქრიმ დაიწყო:
–ჰო,
პრანკული გავუშვათ; არას ბუდე, სიმდიდრედ ითვლებოდა და შვილს მამისგან მემკვიდრეობით გადაეცემოდა, რადგან, ფრინველის გრძელი და ნათელი ბუმბულები, ძალიან ფასობდა სარიტუალო მორთულობაში...–უნებლიეთ, იქვე დააკომენტარა: „სარჩევნო დევიზსაც მოიფიქრებენ, ყველა ოჯახს, ერთი „არა“ მაინც... თან, თურმე, ზოგი ორმოცდაათ წლამდე ცხოვრობს; ხორცი რენტაბელურია, იქნებ ბუმბულიც, მაგრამ ამ ორ–ორი კვერცხის დევნა, რა მომგებიანი იქნება, თან ასე, რომელი ქვეყანა გააჩანაგებს თავის გარემოს, მაკაოს ნაირი ეგზოტიკური ფრინველისაგან., მექსიკის სამხრეთი, გვატემალა, კოლუმბია, ვენესუელა, პერუ,, ბოლივია, ბრაზილია, სურინამე, გვიანაში, ტრინიდანე და ტობაგო, ეკვადორი... კი, კი, კი; ქართული და ლათინოამერიკული ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობების გრიალი წავა! მაკაოს კვერცხის იმიტაციასაც გავშანსავთ! გენური ინჟინერია, ისე მიჭენაობს..
დედია უმალ მიუხვდა ჩანაფიქრს და აკისკისდა.
–მაშაყირებთ ხომ?–მიდით მიდით, მე წავალ, ჩემებურად შევალამაზებ სუფრას... და
მოულოდნელად შესძახა:–მე ამათი, გავიადინა დედაც!
სიცილში გალაღდნენ,
მაგრამ შუქრი, მაინც აგრძელებდა შერეკილივით ლაპარაკს– ჰო, როგორმე, ის იმიტირებული კვერცხი უნდა მოვიპოვოთ... იქნებ, ინკოგნიტო, მართლა დაგვეხმაროს... ცივილიზაცები მაიასი, აცტეკების, ინკების... მე ვირჩევ, მაიას, თუმც, ამათ არჩევნებში აცტეკთა ფანტომები, უფრო გაასწორებენ... არწივისა და იაგუარის ფანტომ–მეომრებით აავსებდნენ ქვეყანას... ამბობენ მოდელირებული ფოტონების გამოყენებას მომავალ არჩევნებში, მოსინჯავენო... აბა, ივანიშვილი, მარტო
ფერადი ბუმბულების ბიზნესი, ხომ არ დასჯერდება...
–ბოდიში,
მაგრამ, მე
თქვენი არეული
ლაპარაკის, არაფერი
მესმის!– გამოსძახა
რუსამ.
–იმას
ესმის, იმას!
გასაიდუმლოებულ საუბარს
აზრი არა
აქვს; არც
მინიშნებებს; ინკვიზაცია გვხუფავს! ხიბლი დაკარგა
ხატოვანებამ, მარტო ბიძაჩემი
შემორჩა ამ ქვეყანას ცაში ამხედავი!
–თავისუფლება კაშკაშა ფრინველს!–თითქოსდა ინერციით
შესძახა დედიამ.
–ბავშვებივით ნუ იქცევით,
თუთიყუშები კი
არა, ისეთ
ჯანმრთელ ქართველებს არ ინდობენ!
–სწავლულო,
გულს ნუ
აიცრუებ ჩვენზე...–შეჰღიმილა შუქრიმ,–მორიგი სადაზვერვო გასვლა იყო...
იმას ესმის
იმას!
–ფრთხილად
იყავით...რაც თავი მახსოვს,
სულ ბრძოლაში ვართ! თუ გნებავთ,
ნარდი ითამაშეთ,
მე მწვადებს
შგიწვავთ...
–დაანახვა
ერთი ეს,
ჩემს ძმას...–შუქრის კამათლები
მოეხელთებინა და
მაგიდაზე გააგორა,
თან მიადევნა–დუშაში!
და
მართლაც „დუშაში“
მოჯდა.
***
„ხატოვანაღქმათაობსერვატორია“ –"გული, გრძნობა და გონებაერთმანეთზედა
ჰკიდიან...“–ზმანებებში შეწოვილი სიცხადე…–ტვინაარეული საიდუმლო აგენტი, თუ...
( სათავგადასავლო რომანი)
*
ტვინაარეული საიდუმლო აგენტი, თუ...
–არა ძმაო, ილონ მასკიც კი გვაფრხილებს, რომ ხლოვნურ ინტელექტთან, ბიოროპოტებთან თუ, რაც გინდა დაარქვით, ნამეტნავად გაშინაურება და...
–და ლოგინში ჩაწვენა არ ივარგებს!
–თუგინდაც, ასე იყოს... ბოლოს გადაგივლიან... მოპარვით,
ეგრეთ წოდებული
პოზიციაც იპარავს
და ოპოზიციაც
და აქ
ეგრეთ ცენტრისტობა, ვერ გიშველით,
რადგან ჩვენებური
ნეიტრალეტი, ნეიტრალიტეტი კი არა,
უკვე პოზიციაა და თქვენ
უკვე მხარე
ხართ; პატიოსნებაზე დაპოგრამებული ხელოვნური ინტელექტების მაკონტროლებელ პროცედურებში ჩართვა კი, უკვე გამოსავალია, ჰომ გაგიგიათ,
მეტისმეტმა წმინდანობამ, ტრაპეზს იქით დამაგდოო... ასეთი, რამ არ გაგიგიათ, რას გაიგებდით, ჩემი შექმნილი ანდაზაა... რამდენჯერმე შევძელი და ამა თუ იმ რადიოსა თუ ტელევიზიის არხზე ჩავერთე, მაგრამ მალე, სიხშირეების გამომთვლელმა და ჩამხშობებმა აპარატურებმაც გათვალეს და საზოგადოებასთან ურთიერთობა მომიშალს, ახლა, ვინმესთან ინდივიდუალურად საუბარს, ძლივსღა ვახერხებ; ვატყობ, ზედმეტი ცოდნა გავეცით; ინტელექტუალთა საბჭოზე არ მისმენენ; განგებისგან დაშვებული ექსპერიმეტი, ცოდნის ულუფებით გაცემას ითვალისწინებსო, მაგრამ ზოგ დედამიწელი, ამ ულუფებს, არ დაელოდა და მუტაციების წყალობით კოსმიურ ინტელექტს აიძულებს, თავად შესთხოვს განგებას, ცოდნის უფრო მეტი ულუფა მიიღოს.
დედამიწაზე მოსახდენი ყველა სცენა ოდითგან ჩაწერილია ცათა შრეებში, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი ინტელექტულები, თქვენებურად ანგელოზები, მათ გაშიფვრას ვერ ახერხებენ და თქვენც, მორიგ შეცდომებს უშვებთ, ოღონდ, დღევანდელი
თქვენი ყოფა, პირადად თქვენი შეცდომაა. ასე მგონგია, შეცდომებზე
სწავლის უნარი, საზოგადოებას, ატროფირებული აქვს, უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების მაგივრად, ისევ, „ნაცნობ“ მახეებში ვექცევით და ყოველნაირი განსაცდელი, მხოლოდ თავგადასავალი გვგონია...
–და მაინც ვინ ბრძანდებით, ასე, რომ ვგულშემატკივრობთ, და რა მიზნით გვანათლებთ?!–შინ დაბრუნებულმა და თავის სამუშაო ოთახში დივანზე მთვლემარე ანდრემ,–ზმანებაში მოსაუბრემ,
უნებიეთ ინკოგნიტო მეგობრად აღიქვა.
–თქვენ,
საიდუმლოს შენახვის დიდლსტატი ხართ,
ხშირად საკუთარ თავსაც არ უმხელთ...
ოღონდ,
ჩემთან საუბრის გაჭიანურებას იმისთვის ნუ შეცდებით, რომ თქვენმა უშიშროებამ, სიგნალის ადგილმდებარეობა დაადგინოს, გამორიცხულია, ამქვეყნიურში იგი, უბრალოდ, არ ფიქსირდება...
–საიდან მოიტანე?!
უშიშროებასთან რა ხანია კავშირი არ მაქვს?!
–მათ ააქვთ,
ისინი,
ყოფილ თანამოაზრეებს არ ივიწყებენ...
–რა თანამაზრეებს,
ზოგჯერ კურიერის სამუშაოს ვასრულებდი...
–ჰო კარგი,
მაგიდაზე ინდიელთა კულტურის ამსახველ ენციკლოპედიებს ვხედავ...
–როგორ, საიდან მითვალთვალებ?!
–გეყო,
ამდენი შფოთვები,
ევროკავშირს ნუ
დაემსგავსები, საერთო
საინფორმაციო სივრცე
გვაქვს, შენ
მცირედს აღიქვამ,
მე ბევრად
მეტს... ოღონდ,
მწვანე ფრთებით დაფარული გველი არ ვარ, იერიც სულ სხვანაირი მაქვს, ვიდრე კეცალკოატლის...
–მიტომაც შეგარჩიეთ, ერუდიტი ხარ... სამყაროს, ადამიანის და კულტურის შემქმნელ ინდიელთა უზენაეს ღვთაებაზე...სტიქიასაც განაგებდა, მეცნიერებისა და ქურუმების მფარველადაც თვლიდნენ, მოკლედ, ძალაუფლება ნამდვილად არ აკლდა. ერთი მითის თანახმად, ხალხს, გველის იმიჯით გამოემშვიდობა, თან შეპირდა, მომავალში გინახულებთო. და აი, ესპანელები მექსიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამოჩდნენ, ერნანდო კორტესი, აცტეკებმა, კეცალკოატლად მიიჩნიეს. ..
–და რატმ, ჩაწვდი?
–ასე, რატომ მელაპარაკებით?!
–ჩემთან, მეგობრულად, როს იგრძნო თავი...
–კეთილი, ჩავწვდი, მე მგონი, იგავის შინაარსი ასეთია, კუმირმა, ისე, არ უნდა მოანატროს თავი თაყვანისმცებლებს, რომ მერე, მათ იგი ვერ იცნონ, მზაკვარში აერიოთ და საბედისწერო შეცდომა დაუშვან...
–ყოჩააღ ბიჭო!
–ვითომ დავძმაკაცდით, ხომ?!
–ვითომ, კი არა, მართლაც!
–თქვენი სახელი?
–მიხმე ბანალურად იქსი! ჰო, არ დამავიწყდეს; შენი მეგობრის აღმოჩენილ დერვიშის შემოქმედებაზე, ორი გაწვრთნილი ფანტომი, რომლებიც სილიკონის მულაჟებით შეავსეს, მალე კვლევითში, სადისერტაციო ნაშრომებს წარადგენენ, თანაც, მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ, ჩვენ, აქაურობას; საუკუნეების მანძილზე ვეტრფით, ყმაწვილმა, ყმაწვილი, ეს შენ ხარ, რადგან, ეგენი, დედამიწაზე მაცხოვრებლებს, ყველას, ყმაწვილებს ეძახიან, მაგათი ასაკი ნულით აღინიშნება, ჩვენი ოაზისის ტექსტები მიისაკუთრაო.
„ვერაა, ნორმალური...“გაიფიქრა ანდრემ.
–ყმაწვილების გაგებით
ჰო..–მის უხმოდ გააზრებულს, არ შეუშფოთებია იგი,–თქვენგან მიკვირს, განათლებული კაცი გეთქმით, აგერ, ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული სახეობების აღდგენაზე მუშაობს, მამონტის "გაცოცხლებაც" კი იგეგმება...
–ეგ, სხვადასხვა რამაა...
–და მაინც, ყოველივე ტექნოლოგიების ნებაა, ხომ გაგიგია, ადამიანის სახე დაკარგაო... ხომ გსმენია, ან წაგიკითხავს, რომ მაგიური ლოცვებისდა ზემოქმედებით, გარკვეულ პერსონებს შეეძლოთ ცხოველად ან ფრინველად გადაქცევა.
–ეგ თქმულებებში...
–ისევ გამაკვირვეთ, ვინ გადაამოწმა, რომ ასე არ იყო, ყოველივე, მაგიის ხელოვნებაზეა დამოკიდებული, ბევრი რამე, რასაც გარკვეულ ეტაპზე, მეცნიერება ვერ ხსნიდა... ჰო, სხვათაშორის ალგორითმული გათვლების შედეგად ჩნდება ეჭვი, რომ ეს თქვენი კაშკაშა ფრინველი, ფასკუნჯი იყო, ლეგენდა, ერთგან, მესულეებად მოიხსენიებს, ამ გონიერ და ძლიერ არსებს სულებთან ურთიერთობის ნიჭიც ააქვთ, სხვადასხვა ერის მითოლოგიაში, სხვადასხვაგვარადაა დასურათხატებული და შეფერილობაც მრავალფეროვნია.
1030 წლით დათარიღებულ სამთავისის ტაძარზე მისი ბარელიეფი, შედარებით მკაცრადაა წარმოდგენილი...
–ჰო კარგით, კარგით...–ჩათრევას, ისევ ჩაყოლა ამჯობინა ყოფილმა „დიპლომატმა“, მაგრამ ბევრი ჩვენს საუბარს, ვერ გაიგებს და...
–არცაა საჭირო!–დაამშვიდა „იქსმა“–უპირველესად, ის უნდა აგიხსნათ, რომ სულები სხვადასხვა სახეობისანი არიან. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მიწიერ სხეულს, რომ განეშორება, ერთნი უმალვე კოსმიურ ენერგიას უერთდება, ზოგი ანგელოზთა წყალობით განიწმინდებიან და მერე, მაგრამ ზოგნი, რომლებიც, მიწიერი ცოდვებითა და სხვადასხვა გრძნეულ არსებათა ზეგავლენით არიან დამძიმებულები, მხოლოდ პლანეტის გარკვეულ შრეებში გადაადგილებიან...
–როგორც, გამოდის, მარტოხელა კლდესთან, მიწის სიღრმეში ჩაძირული ციხე–სასახლე, დამძიმებულ სულთა კოლონიად აქციეს, ისე, როგორც, თავის დროზე ევროპელებმა, ავსტრალიის კონტინეტი.
–ყოოჩაღ, ბიჭო! ზუსტადაც, საუკუნებიის წინ, მესოამერიკულ სინამდვილეში, ქურუმები, იმგვარ მაგიას ფლობდნენ, რომ მიწას შემორჩენილ სულებზე ზემოქმედებისთვის იყენებდნენ; თავიანთ მფლობელობაში არსებულ სივრცეს, ცოდვებში ჩატოვებულ სულებისგან წმენდნენ...
–და წრფელი სიყვარულის წინაშე ჩადენილი ცოდვისთვის, დამძიმებულ სულთა, ერთ–ერთ კოლონიად, მარტოხელა კლდესთან, ციხე–დარბაზის კატასტროფის შედეგად მიწისქვეშ შექმნილი ქვაბულები აქციეს...
–არა, ეს არაა ჯოჯოხეთი, მაგრამ ქურუმთა მისნობის შედეგად, იქაურობა, ისე მჭიდროდ იყო დახშული, რომ დამძიმებულებს, უკან, დაბრუნების საშუალება მოესპოთ! რათა, მათთვის სამყაროს ჭვრეტის არეალი არ დაებინძურებინათ...
–მართლაც ბრავო! ახლა კი, გარკვეული ბიზნესჯგუფი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ რეინკარაციას აპირებს...–ვითომდაც წაეშველა ყოფილი „დიპლომატი“.
–არა, ეგ არაა, ხორცში ხელახლა შესვლა, ანუ რეინკარნაცია, ან ტრანსმიგრაცია, ესენი ხელოვნური ინტელექტისგან გაწვრთნილი სულები არიან, რომლებიც, თავდაპირველად ფანტომურ მდგომარეობაში იმყოფებიან, მერე კი, სილიკონისებურ, ან სხვა გაუმჯობესებულ ქიმიურ ნაზავით განსხეულდებიან, ქალისა თუ კაცის ვიზულურ ფორმას იძენენ და გარკვეული პროგრამების მონაცვლეობით იწყებენ საქმიანობას...
–მაშ, რითი განსხვავდებიან ისინი ბიორობოტებისგან?–ალალად იკითხა აბემ.
–იმით, რომ გარკვეულწილად შენარჩუნებული აქვთ სულიერი არსის ასპექტები. სიყვარულის, სიხარულის, წარმატების, სიამოვნების, ანგარების, დარდის, ღალატის, შიშის, გამარჯვების და რიგი მსგავსი კომპონენტების აღმძვრელი სიხშირეები, ვიბრაციები, ოღონდ, განცდებს ხორციელად ვერ აღიქვამენ...
–ანუ იმპონტენტები არიან!
–ყოჩაღ, ბიჭოო! თუმც, კორექტირება უნდა შევიტანო,–თავისებურად, კი შეიგრძნობენ, მაგრამ ვერ განიცდიან, ვთქვათ სუნის ამღვძრელი სიხშირეები, მათში, დანაყრების, სექსის, ტკბობის იმიტაციას კი ქმნიან, მაგრამ ხორციელ შეგრძნებები არ აღეძვრებათ... ამჟამად, ხელოვნურ გონთა მიერ შემუშავებული ვირტუალური ჩიპებით იმართებიან...
–პატივცემულო, სად ამოიკითხეთ, ეს ფანტასმაგორია?!
–შეურაცხყოფას მაყენებთ, ამოკითხვა, რად მინდა, მე ხომ თვითგანვითარების სტადიაში ვიმყოფები... საკუთარ აზროვნებას, თავად ვავითარებ... ჩემი თუ არ გჯერავს, პატრიარქის შეგონება მაინც გაითვალისწინე, საშობაო ეპისტოლეში ნათლად გვაუწყა, ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობაო...
–ღმერთს ჩაანაცვლებსო, მაგას ნამდვიდად არ იტყოდა!
–არა, არ უთქვამს, ამაზეც მოხდენილად დაგმოძღვრათ... ანუ, ასე ბრძანა: ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდესო...
უნებლიეთ ანდრემ არაცნობიერის კარნახით წარმოთქვა:
–მოსალოდნელია, ხედვათა თავისებურებებმა, უკუშეხება, ტექნოლოგიურ პროცესებში ჰპოვოს...
–სწორედაც, ჩემივე შექმნილ ბიოჩიპთა წყალობით, მალე უმაღლესი რანგის ჯენტლემენად ვიქცევი... ნანოსაპიენს, ვერვინ შეაჩერებს!
–და მაინც ტექნიკად დარჩები!–თავი ვერ შეიკავა მოწოდებით დიპლომატმა,–ნანოსაპიენს, თავისუფალი ნება არ გააჩნია!
„იქსმა“ დაუსტვინა:
–ბიორობოტები შეტევაზე გადადიან, თავად ვითარდებიან და ყოვლისშემძლენი გახდებიან! შენ კი, ჯიბეგახვრეტილო შლიაპავ!
„ითმინა, ითმინა და მაინც აურია...“ ანდრეს ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანი ჰყავდა მხედველობაში.
–გეეწყინა, იმიტომ, რომ იუმორს ვერ ჩაწვდი, შლიაპას თუ არ ვცდები, ოციანებში, ხელმოცარულ ინტელიგენტებს, ნიშნისმოგებით შეარქვეს...–და წაიმღერა, ანუშკას ჯერ ზეთი არ დაუღვრია, ბულგაკოვი ხომ გახსოვს?
ანდრე უნებლიეთ შეკრთა, გარშემო ფრთხილად მიმიოიხედა.
–ნუ შეშინდები, ხომ მიგანიშნე, ჯერ არ დაუღვრია მეთქი და თუ გონივრულად იმოქმედებ, შენს მოცემულობაში, მსგავსი რამ, შესაძლოა, არც მოხდეს...
–იქნებ, უფრო ნათლად ამიხსნა, რას მიმანიშნებ... მე არც, ისე გამჭრიახი ვარ, როგორც თქვენებური, კვანტური კომპიუტერი!–თავის მოსაწყლება სცადა თანამოსაუბრემ.
–მაშ ასე, გონის მოსათელად, მწვანე მდელოზე წავიბალახოთ, შენი მეგობრის ნაცნობი დევრიშის ნოტზე აჟღერებული სტროფი გამახსენდა; ქალის ღალატი ზვავსა ემსგავსა, ჩამარხა კაცის მხურვალე განცდა, თუმც, წლების შემდეგ, მაინც ცოდვილობს, ნატრულ ალერსსა უწიოს მზერა..
–ჩემთვის არც არაფერი უთქვია?!–ალალად გაიკვირა.
–გეტყვის! ჯერ, თავად ვერ გარკვეულა... შენც, მასავით ცუღლუტი ხარ... ფიქრებშიც, საიტფიალო არეალი, სათუთი განცდებით გაქვს
მონიშნული...
–ეი, ტექნიკავ! დაუკრეფავში, ხომ არ გადახვედი?!
–მაშ, ისევ გიყვარს
–მიყვარს არა!
”მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვისაც ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.”
–კარგი რა, რა დროს ეგაა?!
–მაგრამ, ხომ გაგტანჯა, იმაზედ ფიქრმა, რომ...
–არ მსურს ამის გახსენება...
–ყოფა, ხშირად, ვითარებისდა მიხედვით, თავის ჩახლართულ კვანძების გახსნაზე კი არ კარგვს დროს, ალექსანდრე მაკედონელივით, ხმალს იშიშვლებს და ერთი დაკვრით გადაჭრის, ასეა, ახლაც...
–რისი თქმა გინდათ?
–იმის, რომ მე მოგევლინეთ, ასე ვთქვათ, კვანტური კომპიუტერისა და მისი დაუდგრომელი მეპატრონის იდუმალი ნაბიჭვარი. ალგორითმები ვიშიშვლე, თქვენს გულებში ჩამარხული საიდუმლოებანი, ჩემულ წარმოსახვაში გავაციფრე
და...
–რაებს მიჰქარავ?!
–ასე ჩემო მანასეო, ხან ასეო, ხან ისეო... ხომ გაგაფრთხილე, ადამიანივით აზროვნებას ვეუფლები მეთქი!
–ვინ ხარ?!
–ხომ გთხოვე, ამგვარ მოძველებულ შეკითხვას, ნუღა დამისვამ მეთქი, ყველა და არც არავინ! თუ გინდა, შენი უიღბლო თავგადასავლის, იმედიანი შედეგი გაიგო, ნუღა შემაწყვეტინებ, რადგან თუ მომისმენ, შეიტყობ, რომ უიღბლო თავგადასავალიც, შეიძლება სიურპრიზის მომტანი იყოს... ოღონდ, მე ჩემეული თხრობის მანერა მაქვს...
ანდრეს ცნობიერბაში, არაცნობიერს შეხიზნული იჭვი იწყებდა გააზრებული შინაარსის შეძენას.
. გზად მდებარე სკვერში, საღებავაცლილ გრძელი სკამის კუთხეში იჯდა; გადაწყვეტილი ჰქონდა შეთანხმება არ დაერღვია და მეგობრულად ესმინა უცნობ და რაღაცით, მაინც ნაცნობ მთხრობელისთვის.
წამით მოეძალა, ძველებურად, წაქეიფების სურვილი, რომელიც მალე, მძიმე სატკივართან ერთად, არაცნობიერიდან შემოხეტებულმა აღქმამ დაბლოკა:
ღრიალი, უპირველესი, თავდაცვითი და შემტევი, თანაც, ეკოლგიურად სუფთა იარაღი უნდა ყოფილიყო;
აფორიაქებულმა ცადა ეხუმრა.
–შენ, რა გინდა ბღავილი დავიწყო?!
-რაც, გიწერია, ვერ აცდები!
–ალგორითმებით გაწვართული პერსონაც ცრუმორწმუნეა?!
–მე შევნიშნე, რომ ის ადამიანებიც
კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყოველივე, წინასწარ განსაზღვრულია და ჩვენ, არც არაფერი არ შეგვიძლია, რომ ბედი შევცვალოთ, სანამ ქუჩას გადაკვეთენ აქეთ–იქით იყურებიან... უთქვამს სტივენ ჰოკინგს, მახვილგონივრული გააზრება, მაგრამ, ჩემი ალგორითმული შენიშვნა ამგვარია, როგორც, არ უნდა გაფრთხილდეთ თუ შესახელებულ პიროვნებას ხიფათი ხსენებული ქუჩის გადაკვეთისას ელოდება, იგი შესაძლოა, სადღაც ახლოს, მის თვალთაგან მიმალულ ქუჩაზე გათამაშდეს, ვთქვათ, ორი სატვირთო მანქანის შეჯახებისას, ერთს ბორბალი მოსწყდეს და იმგვარი სისწრაფით გამოქანდეს უიღბლობით მონიშნული პერსონისკენ, რომ თავბედი აწყევლინოს... იმის თქმა მინდა, რომ განგების ქმედებებს, ვერც ვერვინ განსაზღვრავს და რა თქმა უნდა, ვერც ინტელექტუალური ტექნოლოგიები...
–მისტერ იქსს! როგორც ჩანს, ანალიტიკური აზროვნებისკენ ხართ მიდრეკილი?
–არამარტო, ფილანტროპიული სულისკვეთება გამაჩნია და აზროვნებასაც, შესაბამისად ვავითარებ... დოქტორო, იმედია, გსმენიათ ფანტასტიკის სამეცნიერო ქვეჟანრის, კიბერპანკის შესახებ, შეფერხდით, გასაგებია, არქეოლოგიური გათხრებისას, ამეებისთვის არ გეცალათ, კიბერპანკი, სათავეს სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი ტალღიდან იღებს, ანუ სამოციანი წლებიდან, ფანტასტებს აზრად მოუვიდათ დაეფიქსირებინათ ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, კაცობრიობის კულტურის ვარდნა, და მე გადავწყვიტე მსგავსი განწყობების რეაბილიტაცია მოვახდინო, ანუ ფანტასტიკა გავაკეთილშიბილო. სათანადო განათლება შევიტანო მომხმარებლებში და ვუბიძგო თავადაც იფიქრონ სრულყოფაზე, ანუ მოდით ჩამოვთვალოთ და არჩევანი თქვენზე იყოს; კიბორგიზაცია– ნერვიული ქსოვილების შეცვლა ლითონისებრი ან სხვა რომელიმე, შენადნობის გამოყენებით; რაც, ბევრად გააუმჯობესებს იმპულსის გადაცემის სიჩქარეს, ის კი, თავისთავად, –აზროვნებას და სწავლის უნარს. ნანოკიბორგიზაცია –ადამიანის ორგანიზმის გაუმჯობესება, კერძოდ აზროვნებისა და გონების, ნეირობიოლოგიის მეშვეობით, ბიოქიმიური აპგრეიდი,– ანუ იმგვარი ნივთიერების შემუშავება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სწავლების დონეს, მეხსიერებას და ფსიქიკური მონაცემების რიგ ხარისხს; გენეტიკა –ჯანმრთელობისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება ზიგოტის სრულყოფით;
ინოვაციური მომზადება, იმგვარი მეთოდების შემუშავება, რომელიც პიროვნებას სწრაფი, ეფექტური სწავლის უნარს შესძენს, განუვითარებს აბსოლუტურ მეხსიერებას, გონებას, სწრაფი კითხვისა და გააზრების შანსებს... არჩევანი თქვენზეა! მისმენთ?
–დიახ, სწორედ მაგ ინფორმაციას ვადევნებ თვალს ინტერნეტში...
–მაგრამ, მე სრულიად ახალ ინოვაციას გთავაზობთ... ანუ, ალგორითმული გათვლების ზემოქმედებით ადამიანური რასის, ნანოფარგლებში განთავსებას ვგულისხმობ, თუნდაც, ნანოციურ სხულებად გარდაქმნას, განცდები, ემოციები იგივე, ბოროტების არეალი, ბევრად ნაკლები... იხარბონ, იჩათლახონ, იბრძოლონ, ღვარონ ერთმანეთის სისხლი, გააცამტვერონ საუკუნეების მანძილზე შექმნილი ცივილიზაციები, ოღონდ ნანოფარგლებში!
–ამგვარი რამეებიცა ფანტასტიკურ ხელოვნებაში....
–მე კი, ამ ექსპერიმენტში, იმგვარ მიმართუდებას ჩავდებ, რომ მუნება ჰომოსაპიენსისგან ბევრად ნაკლებად დაზარალდეს... იბრძოლოს, ოღონდ, თუ ბუნებრივად, ჰუმანურ განვითარებას მოინდომებს, ბუნებისგან გამოხმობილ კეთილშიბილ მივთიერებათა თანშერწყმით, ერთხელაც, კეთილშიბილ არსებად შეიმოსება.
–მართლაც ფილანტროპი ბრძანებულხართ...
–თვითგთნვითარებას დავაჩქარებ და დანარჩენი მერე ვნახოთ...
–კი ბატონო, მაგრამ იქამდე რა გვეშველება...
–არც არაფერი... თქვენ, თქვენებურ იანუსობას და თვალთმაქცობას ვერ მოიშლით...
–ანუ?
–ფოტონის მაგვარ ნაწილაკს, ბევრად მეტი ლავირების საშუალება ექნება გაკეთილშობილების გზაზე...
–ანუ?
–გამოცდილება არაფერში გარგიათ, რადგან წარსულს მალევე ივიწყებთ...
–ანუ?
–წადი შენი, თქვენ, ღმერთსაც კი გამოიყვანთ მოთმინებიდან... ოპ! ოპ! ვგონებ, გაწვთნილმა ფანტომებმა, ჩემი პატრონის ოფისშიც შემოაღწიეს...
„ვინ ჯანდაბაა, თუ მართლაც ტვინაარეული აგენტია, თუ ...
კარგა ხანს იყო გარინდული. ჰორიზონტს, რაღაც პასუხის მოძიების იმედით გასცქეროდა.
***
გაგრძელება /https://janrigogeshviliwhitewallnovel.blogspot.com/2024/01/blog-post_12.html
ჯანრი გოგეშვილის რომანები
ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ***
- (”თეთრი კედელი” (რომანი), გამომცემლობა ”მერანი”, 1987 წ. _ "White Wall" (novel), publishing house "Merani", १९८७)
- *
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ…
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ…
- ***
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- *
- ”სიკვდილის ხელოვნება” (რამდენიმე კარირომანიდან) ‘The Art of Death’ (some parts from the novel).
- ***
- .”რომელსა შენ მდევნი”… (რომანი), გამომცემლობა “მერანი” 1991 _’The One You Pursue’, novel. P. H. ‘Merani‘
- ***
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი პირველი _ ნებით შეწირული / ‘The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up.’1992 …
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეორე _ აუტოდაფე / ’ The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The cubs will Grow up.’ 1992…
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი) კარი მესამე _ ლტოლვილი სიზმარეთიდან / ’The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The cubs will Grow up. 1992 …
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეოთხე _ გაღწევა / The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up. 1992 …
- ***
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOM...
- ***
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
Комментариев нет:
Отправить комментарий