пятница, 12 июня 2026 г.

უშეღავათო ხვედრი /რომანი ბიოგრაფიული შტრიხებით/

 

 7

უშეღავათო  ხვედრი


ბებურს, თითქოს, სადარდებელმა უყელა, ფანჯარასთან მიდგა. მეხსიერებიდან, ვითომდაც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, თავისებური სამხილებელივით ამოიზარდა ფაქტების კალეიდოსკოპი:

გაქაურდვა პირველი,
გაქურდვა მეორე,
გაქურდვა...
თუმც არა, თავდაპირველად...
ამბოხი პირველი, ამბოხი მეორე... ან იქნებ:
გაბოროტება მესამე, გაბოროტება მეოთხე და თუნდაც,
შემთხვევა მეხუთე, შემთხვევა მეექვსე, შემთხვევა მეშვიდე, შემთხვევა მერვე და იქვე, თანმიმდევრულად...
მუქარა პირველი, მუქარა მეორე...
მოქმედების დრო – 1968 წელი,
მოქმედების ადგილიპოლონეთში განლაგებული საბჭოთა ჯარების ჰოსპიტალი...
მოქმედების განვითარებასაპროტესტოჟესტითავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ხალხის დასაცავად...
და სასწრაფოდ მოვარდნილი, მრისხანე სახის მაიორის მუქარა:
შენი ბედი, რომ სამსახურის ვადა, აქ, ჰოსპიტალში გითავდება!..
მორიგი შემთხვევა:
მშობლიური სოფელი, დისიდენტი სტუმარი ევროპიდან...
თუმც, შევეშვათ ევროპას!
ქართული ენა რჩება სახელმწიფო ენად!“, – იქნებ, მაშინ, ბედისწერამ რაღაც ირონიულად მიანიშნა...
მოქმედების დრო – 1978 წლის გაზაფხული,
მოქმედების ადგილირუსთაველის გამზირი, მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია...
ვითარება, – ხალხით გადაჭედილი რუსთაველი, კიბეებს ზემოთ, სასახლის მისასვლელთან, მიჯრით ჩარიგებული მსუბუქი ავტომანქანები...
ქართველობა, განსაკუთრებით სტუდენტობა,

საბოლოო და გადამწყვეტ პასუხს ითხოვს...

ამაღლაკავებულიპირველიზუსტად იმ ბოლო, კიდეში მდგომ რძისფერვოლგისკენმიემართება, სადაც, ორ უცნობ გოგონასთან ერთად, ნებსით თუ უნებლიეთ აჭრილი ბებური დგას.

პირველიავტომობილის უკანა მხრიდან მოუვლის, წინა, ღია ფანჯარაში ხელს გადაჰყოფს, იქიდან მიკროფონს აიღებს და მისგან, ასე ერთი მეტრის დაშორებით შემდგარი, შეკრებილთ მიმართავს... მაგრამ მიკროფონი დუმს, შემოწმებითა თუ განზრახულად დაზიანებული ეს მხოლოდმათუწყიან...

ქართული ენა რჩება სახელმწიფო ენად!“, ბებურს მხოლოდ ეს სიტყვები ჩაესმის. ტყუის ჩანთას, რომელშიც თავსის რომანის ხელნაწერი უდევს, უმალ მუხლებშუა მოიქცევს და თავს ზემოთ აწეული ორივე ხელით ტაშს შემოჰკრავს.

უცნობი გოგონებიც მხურვალედ უკრავენ ტაშს, მათ რუსთაველის გამზირიდანაც უერთდება მცირე ჯგუფი, მაგრამ უმეტესობა კვლავც დაეჭვებით დუმს...

ბებური ახლაღა ამჩნევს, რომ იმ ორ გოგონასთან ერთადპირველისამალის რკალშია მოქცეული. გვერდით მდგომი, ტანადი მილიციის პოლკოვნიკი კი ღიმილით მისჩერებია.

მერე,  კიბეებიდან თითქოსდა შემთხვევითდამგზავრებულნი“,  აქეთ-იქიდან, მხრებთან მიტმასნილი თეთრპლაშიანი მამაკაცებიჭკუას არიგებენ“:
შენ ხომ კარგად გაიგე! სხვებსაც გადაეცი, დააშოშმინე...

მე, რა უნდა გადავცე?!“, მხრების აჩეჩვით ეპასუხება მათ და, ცოტა არ იყოს, დაბნეული ფიქრობს: „ამათ, ნეტა, ვინ ვგონივარ...“. თეთრპლაშიანებს სწრაფად გაეცლება და ორიალ მდგომ, თავის ახალგაზრდა კოლეგებს უერთდება...

ქართული ენა რჩება სახელმწიფო ენად!“, ეჭვების რკალში მოქცეულ ბებურს მაინც არ ეთმობა ეს სიტყვები...

ჰო, იქამდე, „დისიდენტური ნახტომი

მერე კი, როცა პოლონეთში გომულკა გერეკით ჩაანაცვლეს შუაზიაში იმყოფებოდა, იქიდან რომ დავბრუნდ 1971 წელს დალი და იონასი ხელმეორედ ჩანმოვიდნენ, თან მეგობარი ვიქტორას პიატკუსი (Викторас Пяткус; Viktoras Petkus. (სურათზე: ვიქტორასი საქართველოში სტუმრობისას...) ახლდათბებური შუააზიდან ახალი ჩამოსული იყავიოღონდ, რამდენიმე მოთხრობა და იუმორესკა უკვე გამოქვეყნებული მქონდა რამდენიმე გაზეთების ფურცლებზეპროტესტის გრძნობა თან სდევდა, სხვაგვარად გაეხარდამეამბოხეთასტუმრობაშუადღეს გადაცილებული იყო, სანამ დედამიმი ვახშამთან მიწეულ სადილს გაამზადებდა, ჭურებთან სახელდახელო სუფრა გაშალა, იონასი და ვიქტორასი მიიწვია, ქვევრს თავი მოხადაკოპე შევასო და ლიტველებისა და ქართველების მეგობრობისა შესვაუმალვე, ხელმეორედ შეავსო კოპე და ვიქტორას მიაწოდამრავლისმნახველი ვიქტორასი ოდნავადაც არ შეყოყმანებულა; ლიტვურად რამდენიმე სიტყვა თქვა და სასმისი დაცალაამგვარ პურობაში ნაცად იონასი შინაურულად გრძნობდა თავსჰოდა, წაებაშიგადაშიგ ვიქტორასი ფოტოაპარატით ფოტოებს იღებდარომ შეზარხოშდნენ ვიქტორასმა იკითხა: აქ ახლომახლო ისტორიული ძეგლი, ეკლესია-მონასტერი თუ მდებარეობსოერთადერთი ღირსეშანიშნაობა სასაფლაოა, იქ, სამლოცველის ქვითკირის ნანგრევებია შემორჩენილი, წავიდეთ, პურ-მარილი ავიტანოთ და საფლავები დავლოცოთო ალალად შესთავაზა მასპინძელმახალისიანად აუბეს მხარი და მალე ბებურს მხარზე გვარიანად სავსე ოცბოთლიანი ედგაიონასს სანოვაგით სავსე ჩანთა მიქონდა

სასაფლაო გზატკეცილიდან ასე კილომეტრის დაშორებით მდებარე გორაზე მდებარეობდა… (ახლაც იქაა)… შეზარხოშებული მხნედ მიაბიჯებდა, თითქოს განსაკუთრებული მასპინძლობა მრგებოდა. სტუმრები თავისთვის საუბრობდნენ ლიტვურადიონასი თავისებურად განუმარტავდა ადგილობრივ ტრადიციებს მეგობარს; ამას იქიდან ხვდებოდა, რომ ზოგჯერ რომელიმე მოვლენის ან ადგილის სახელს ქართულად წარმოთქვამდასასაფლაო, მართლაც ღირსესანიშნავ ადგილას განფენილიყო... ყოფილი სალოცავის გალავნისგან შემორჩენილ ქვითკირის ნანგრევებისა და გორას ფერდობზე მდებარე სამარხებსნანგრევს ქვემოთ ფერდობზე ფესვებგადგმული ორი ვეებერთელა ცაცხვის ხე დაჰყურებდა. ერთი, რომელსაც ორი კაციც კი ვერ შემოაწვდენდა ხელებს, ნანგრევიდან, ასე მეტრნახევრზე მდებარეობდა. გალავანს შიგნით, მისი მცირეწლოვან ძმის სამარხთან, ქუნთრუშით, რომ გარდაცვლილა, ნაჩქარევად გაშალა სუფრა, თან სტუმრებს განმარტება მისცა, ქვემოთა სასფლაოზე, სადაც ჩემი წინაპრები მარხია, უკვე სოფლის ბაღია გაშენებული, ბავშვები თამაშობენ და საფლავების მოძებნა უხერხულია მეთქიოღონდ ეს, უფრო ადრინდელი სასაფლაოა, მთიდან, რომ ხალხი ბარში ჩამოსახლდა დროებით მიტოვებული იქნა, მერე ისევ აღადგინეს; მოკლედ მიანიშნა, რომ იქაურობის სიძველეში ეჭვი არ უნდა შეპარვოდათცაცხვების ფონზე სიძველის სახება მომხიბვლელად ეფინა იქაურობას და მან ჭიქები შევსოჰოდა შეჰყნენცაცხვის ხეების სადღეგრძელომდე რომ მივიდა და ქართულ-რუსულად გაჰფინა თავისი მჭევრმეტყველება, ვიქტორასი კიდევ უფრო მოიხიბლა იმ ცაცხვების რომანტიკული მშვენებით, ჭიქა მარჯვედ დასცალა, ადგილს მოსწყდა, გაქანდა, ქვითკირიდან ისკუპა და ხის ტანს მოქნილად შეახტა. მაღალი, კეთილი იერის, მკვრივი აღნაგობის კაცი ვიქტორას პიატკუსი ლიტველი დისიდენტი გახლდათ. თავისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის მრავალჯერ იყო გასამართლებელი და 15 წელი სხვადასხვა დროს უკვე მოხდილი ჰქონდა… (აპატიმრებდნენ ლიტვაში მცხოვრებთა რელიგიული უფლებების დაცვისათვის და თავისივე, პატრიოტულ თემებზე დაწერილი ლექსების გავრცელებისთვისშემდგომ თანამოაზრეებთან ერთად ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; მას შემდეგ რაც რუსეთში 1976 წელს იური ორლოვის ინიციატივით ამგვარი ჯგუფი დაარსადა; უკრაინაში ჰელსინკის ჯგუფს გენერალი გრიგორენკო ჩაუდგა სათავეში, საქართველოში _ზვიად გამსახურდია, ლიტვაში _ ვიქტორას პიატკუსი.) იმჟამად კიგურიაში, სოფლის სასაფლაოზე, გვარიანად შეზარხოშებული გალავნის ნანგრევიდან ასე მეტრნახევრით დაშორებულ ასწლოვან ცაცხვს, რომლის ძირიც იმ გალავნიდან ოთხი მეტროს ქვემოთ მდებარეობდა, ფეხაბგაჩაჩხული მთელი ტანით გახლდათ აკრული და ფრჩხილები მის კანში ჰქონდა ჩაბჯენილი… (უჩვეულო, დისიდენტური ნახტომი იყო...).

შეკრთა, (ალბათ შევშინდა კიდეც) ძირს, რომ ჩავარდნილიყო, შედეგად კარგს არაფერს მივიღებდნენ, ბოლოს და ბოლოს დათვი ხომ არ იყო დაცემულიყო და მერე ბურტყუნით წამომდგარიყო

-არ ინერვიულო, ეგ მაგარია, არაფერი მოუვა…-აუჩქარებლად დამამშვიდა იონასმა.

ბებური დავტრიალდი, იქვე მსხვილი, ჯერ კიდევ ნედლი ტოტი მოიხელთა, მისი ერთი ბოლოს ცაცხვის კორძზე ჩამოდება მოახერხა, მეორესი გალვნის ნაგრევზე და ვიქტორას ხელი გაუწოდა.

სოცარი სისწრაფით აუღო ალღო სიტუციას, მარცხენს ფეხი ტოტისკენ გამოაჩოჩა, ზედ დააბჯინა, მერე ხელებით ხის ტანს მიეყრდნო ფეხი, მასპინძელიც თავისებურად წაეშველა და მალე, ვიქტორასმა გალავნზე გადმოინაცვლა

შვებით ამოისუნთქა და მოეხვია. შემდეგ ოცბოთლიანით ახლომახლო დარჩენილ სამარხებს ჩამოვურესზოგან ღვინის დასხმა ზედმეტად მოუწიათ. მერე ქვემოთ ლიტვურ-ქართული ღიღინით დაეშვნენ, ღიღინით ბებური ღიღინებდა, ისინი საგალობელს ამბობდნენნათლად ჩანდა კმაყოფილები იყვნენ.

ხვალ, თუ ადრიანად ადგებით, უკეთეს ექსკურიას მოგიწყობთ, ჯიხეთის დედათა მონასტერში აგიყვანთ! შეპირდა სტუმრებს გათამამებული, ოღონდ ჩვენებმა არ უნდა გაიგონ, ხვალ სადილად თქვენს საპატივცემულოდ მოპატიჟებულ სტუმრებს ელოდებიან და დაგვიშლიან..._საიდუმლოდ გააფრთხილა ღვინითა და დისინდეტური მგზნებარებით წამონთებულები.

მშობლებს შექმულების ალიონზე ადგომა შეუმჩნეველი არ დარჩენია; მამამისი გამინაწყენდა:

-შენ რა შენებური უნდა აიტეხო, სად მიგყავს ეს ხალხი, ხომ იცი, სადილად სტუმრებს ველოდებით?!

დააიმედ სადილად აქ ვიქნებით მეთქი

მაშინ, ეკლესია-მონასტრებში სიარულიკარგ ტონადარ ითვლებოდა, ის კი არა, სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებით იკრძალებოდა კიდეც და ათეისტურად განწყობილი მასებსაც არ ჩვეოდა თავის გამოდებაის კი არა ბევრად უფრო მოგვიანებითკაბიანი კაცისდანახვაზე ისეთი სიცილ-ხარხარი ატყდა სოფლის მაღაზიასთან, უხერხულობა იგრძენო და იქაურობას განერიდა, თუმცა არც კაბით შემოსილ მორჩილს გამოდენებია ნუგეშისსაცემადალბათ თავად უფრო იყო ნუგეშისსაცემი. მაგრამ იდუმალი ხშირად უხმობდა ეკლესია-მონასტრებისკენსადაც ერის ისტორია იყო ჩაქარგულ-ჩაკირული. იმჟამად მათ მხარეში ჯიხეთის ღვთისმშობლის დედათა მონასტერიღა ცხოვრობდა მონასტრული ცხოვრებით  მთის ძირში სამებად წოდებული ჯიხეთის მონასტერი მათი სახლიდან, ასე ოთხიოდე კილომეტრით იყო დაშორებულიმის მახლობელ სოფლამდე ავტობუსითაც შეიძლებოდა მგზავრობა, მაგრამ ავტობუსი ალბათ ერთი საათის მერე თუ ჩამოივლიდა, თანაც, მას და სტუმრებსაცუფრო რომანტიკულად ტღე-ღრე, გაუკვალავი გზებით სიარული იზიდავდა და მედგრად აუყვა სასაფლაოსკენ მიმავალ გზასასე ორიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ ადვილად მიხვდა, რომ ის გზა სასურველ ადგილამდე ვერ მიიყანდათთანამგზავრებს ვითარება აუხსენი და მარცხნივ ხევში დაიწყო დაშვება

იონასს სამოგზაუროდ იყო შემოსილი, მაგრამ ვიქტორას შარვალ-კოსტიუმი ეცვა, პერანგი და შესაბამისად ჰალსტუხიც ეკეთაროცა მის წამოწითლებულ ლოყებს შეავლო თვლი უხერხულობა კი იგრძენო, მაგრამ იგი, ისე ვაჟკაცურად მიყვებოდა, უფრო გაუძლიერდა სურვილი, რომ ღირსეულად ჭეროდა თავი, ანუ დაღლა არ დატყობოდაცოტა იარეს თუ ბევრი, თუმც, როგორც, მერე გაირკვა; ტყე-ღრე, ხევ-ხევ შვიდ კილომეტრზე მეტი მაინც გაიარეს და ბოლოს მონასტრის ქვემოთ გზაზე მდებარე წყაროსთან ამოვიდნენგაიხარა, რომ არ შერცხვა და გუმანით სწორად გაიგნო გზაიქვე წყაროსთან, გაზეთი გაშალ, ზედ აბგიდან ამოღებული ყველი და პური დაალაგა. მაგრამ თანამგზავრებმა დანაყრებაზე უარი თქვესმხოლოდ წყალი დალიესვიქტორას ჰალსტუხი ყელზე კვლავ მჭიდროდ ჰქონდა შემოჭერილი… აღარც მას უჭამიაყველი და პური იქვე დატოვა და მონასტრისკენ მიმავალ გზას აუყვამრავალი წლის შემდეგ, ამ შემთხვევას, ბებურმა ლექსი მიუძღვნა. მაშინ, ლექსი არ გახლდათ ასულდგმულებული, მაგრამ მის სულში ხომ ღვინდებოდა:

ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი

ლიტველების სტუმრობა გურიაში, 1971.

(ესეი ლექსად…)

ერთხელზაფხულშიყმაწვილობის ჟამს,

ტყე-ღრე წვალებითშეთქმულის ჟინით,

თითქოს მივსდევდი წინაპრის ჩუმ კვალს,

გზნებით ვატარე სხვა ქვეყნის შვილნი

გამორჩეულნი გრძნობათა ფარვით

ერთი მსუქანიერთიც პირხმელი

დისიდენტური კვლევით და სწრაფვით,

მედგრად იწევდა ორი ლიტველი

ერთს მეამბოხის ჰქონდა სახელი

და ციხეებში იყო ნატანჯი

იმპერიული გათვალა-არგათვლის,

მას სიძულვილი ჰქონდა ათასგზის

და მივიწევდით მთისაკენ მაღლა,

სადაც მლოცველი დიოდა მალვით,

გზას გვიღობავდა ტოტების ფარდა,

გვეძალებოდა წინაპრის ვალი

და როს ვიხილეთ მონასტრის ეზო,

მწვანე მინდორი ნასათუთარი,

სწრაფვისა ჩვენის ვიგრძენით გემო,

კრძალვით გვიცქერდა მხცოვანი ქალი

ნატიფად ნაგებ ტაძრის კედელთან,

იდგა მოწესე მშვიდიფერმკრთალი,

მშვიდობა თქვენდა!” მიგვიღო წრფელად,

ისმინა სიტყვა ჩემში ნამაჭრი

ნაჯაფი ხელი შემახო ხელთან,

მითხრასტუმრისა მეც ვიცი ყადრი,

ოთხი წლის ვიყავრომ მერგო ხილვა,

ამა საყდრის და ამა სავანის

მას შემდეგ აქ ვარარსად გავსულვარ,

არ მიძებნია სხვა ბინა არსით,

არადა უკვე ასს წელს ვასრულებ,

ვფიქრობ ჰაემდე გავლიე ხანი

ოღონდ იმასღა ვდარდობ და ვნანობ,

რომ არ გამოჩნდა ერთი მორჩილიც,

რომ მონასტერიესე სავანე

არ შერჩეს ტყე-ღრეს ხავსით მოსილი

მერე წაგვიძღვაშემოგვატარა

საფლავის ქვებიდათა სამარხნი,

ერთგან ილოცა და თან გვახარა

აღმშენებელი იყო ამ ტაძრის

ბოლოს ახსენა კათოლიკთ წესი,

ლოცვისა ნირიქცევა ტაძარში

აუწყა სტუმართ ”პაპისა” მრწამსი,

და განსხვავება პირჯვრისწერაში

აქ ლიტველსაც კი დაეტყო განცდა,

შეიხსნა ჯვარი მკერდთან ნაფერი,

მიართვა მოხუცსსთხოვა დალოცვა,

მოდრიკა თავი ნაციმბირალი

ჯვარზე გაკრული ქრისტეს სახება

მოექცა ქალის მადლმოსილ ხელში,

სანთლების დარად მოჩინარ თითებს,

ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი

24.05.2006

მონაზონმა. თითქოს საიდუმლოდ გაუმხილა გვარად ფირცხალაიშვილი ვარ, მამაშენს ვიცნობ, აქ ამოსულიც მინახავს ხოლმეოგაოცდა, უნებლიეთ დაეჭვდა, ის მამის და ნეტა, იმის შემდეგაც, რაც ობლებს, მისი გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, იქნებ საერო ცხოვრებისთვის იყო მკვდარი, ისე კი ცოცხალი შერჩენილიყო წუთისოფელს და მონაზვნობდაო, თუმც ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი, ერთ დროს მათი გვარის ქალი გახლდათ, რომელიც მამამისს მეექვსე თუ მეშვიდე თაობის ნიშნით ენათესავებოდამაგრამ ამ ფიქრს არ გაჰყოლია და არც მამამისს ჩაძიებიაარც იმას ჩაღრმავებია, მაშინ მართლმადიდებელმა მონაზონმა, რომ კათოლიკე კაცისგან ქრისტეს გამოსახულებიანი ჯვარი სიხარულით მიიღო და ეამბორაროგორც ჩანს იმპერიულ სივრცეში მცხოვრებ სხვადასხვა კონფესიის ქრიატიანებს, სხვაგვარი სიყვარული და თანაგრძნობა თუ შემწყნარებლობა ჰქონდათ ერთურთის მიმართმონასტრიდან გამხნევებულები გამობრუნდნენ, პიატკუსს ჰალსტუხი კვლავ მჭიდროდ ჰქონდა ყელზე… ქვემოთ გზატკეცილისკენ ხალისიანად დაეშვნენ, მერე ავტობუსით სახლამდე მივიდნენ, სდაც მისიანები ელოდნენსამიოდე დღის შემდეგ გამოსამშვიდობლებად შემზადებულ ვიქტორასს დარჩენა რომ სთხოვ, იმან, სიამოვნებით, მოვნახულებდი კედევ ერთ თქვენებურ მონასტერსო, მაგრამ, თბილისში ჩემი ლიტველი მეგობარი მელოდებაო (მგონი თომას ვენცლოვა), თორემ აუცილებლად დავრჩებოდიო უნებლიეთ შეკრთა, მეტად მონატერი კი არა სამლოცველოც არ ეგულებოდა. სამიოდე წლის შემდგომ ვიქტორასმა მისი დის ხელით მომცრო, ძეხვებისასხმულა” გამოუგზავნა, იმჟამინდელი მასპინძლობის სამადლობელადგაეხარდა, მაგრამ დას მაინც გაეხუმრა; შემწვარი წიწილ-გოჭებით განებივრებულ ქვეყანაშიკალბასირა ჩამოსატანი იყო თქოშენ რომ იცოდე, მან ამით შენდამი რა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა, ამას არ იტყოდიოკარგა ხნის მერე ვილნიუსში სტუმრობისას, მადლობა პირადად უნდოდა გადაეხადა, მაგრამ ბატონი ვიქტორასი რეჟიმს ისევჩაესავათდა ისევ თხუთმეტი წელი მიესაჯათმისიანებთან ერთად რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დაგმობის მიზნით გამარულ საპროტესტო მიტინგსაც დაესწარ, იქვე იხილა კარვებში მოშიმშილე ლიტველი ახალგაზრდები, რომლებსაც,  გამოფენილი ჰქონდათ პლაკატები ლიტვურად, რუსულად(«Свободу Пяткусу!») და ინგლისურად, რომლებიც ვიქტორას პიატკუსის განთავისუფლებას ითხოვდნენრა თქმა უნდა, მათ საპროტესტო შეძახილებს მისი ხმაც შეუერთდაროგორც იცოდა პიატკუსმა იმ მეორე თხუთმეტიდან რამდენიმე წელი მოიხადა, მერე პრეზიდენტ ლანდბერგისის მრჩეველი გახლდათ ადამიანის უფლებების საკითხებში

დღევანდელობიდან მომზირალმა ავტორმა, თავი მიანება, დროით მანიპულირებას და ჩვენც, მაშინდელი უსიმო განცდებით შეპყრობილი პერსონაჟის განცდებს დავუბრუნდეთ:

მორიგი ამბოხი, – სათანადო, კრიტიკული გამოსვლა ლიტერატორთა შეკრებაზე და კვლავცსავარძლის დისიდენტებისმორიგი აღშფოთება...
მგონი ღირსნი არიან ერთი კარგი ბუნტის!..“, ერთხელ, სუფრასთან მეგობრისადმი გადაკრულად ნათქვამი.

მხარდამჭერი ღიმილი, ხელის ხელზე შემოკვრა და ერთურთის შეგულიანება.

მერე, მის ბინაშისაიდუმლო შეკრება“... ვიღაც, ალბათ, დაასმენს კიდეც, მაგრამ სულ მალე, თითქოს სტატისტიკურად, საკმაოდ ბევრი თანამაზრახე ჩნდება ასპარეზზე.

ბუნტსწამოიწყებთ, სხვაგვარი ინიციატივისმოთავეობითჩაენაცვლებიან, მაგრამ ტალღა აგორებულია და...

ბებურს, როგორც ყოველთვის, თავისი სიმართლე გააჩნია, მთავრობის სასახლეში სხვებთან ერთად შეპარული, მათთანსასაუბროდგამოხმობილპირველისახალგაზრდა ფავორიტს შემთხვევით მიკვირსთანავე მიაძახებს:
უმჯობესია შავი სიები მოსპოთ!“

რომელი შავი სიები?!“, ვითომდაც გაოცებულ მზერაში მალული მუქარა გამოსჭვივის...

გაქურდვაპირველი...

ისევ ამბოხი, – „საიდუმლო შეკრებაქართული ენის დასაცავად და საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობა...

მორიგი მუქარა...

ისევ ამბოხი... – (ისე ღვინისასგამი გახლდათ), „მეტროშიჩასულმა უცებ იფეთქა და კმაყოფილი იერითშესუდრულსაზოგადოებას შეუყვირა:
ხალხო, ამოიღეთ ხმა, დაუჭირეთ მხარი თავისუფლებისთვის მებრძოლ პოლონელ ხალხს!

დამფრთხალი ხალხი, რა თქმა უნდა, თავს არიდებს. მილიციის მუშაკები კი უმალვე მასთან ჩნდებიან და ესკალატორისკენ მიჰყავთ... მორიგი გაბრძოლება,  მილიციელები ძირს ეცემიან... გამოძახებულიბრიგადაალყაში აქცევს... ბოლოს და ბოლოს გააკავებენ... მერე და მერე იმოპერაციისყოველი მონაწილე მილიციელი ახერხებს იმის დამტკიცებას, რომ მისი გაკავების დროს, ყოველ მათგანს მიღებული აქვს სხეულის ამა თუ იმ ნაწილის დაზიანება.

აუცილებლად ჩასვამდნენ... დიდი ხნით ჩასვამენ, თორემ ორიოდე დღით, კი ჰყავდათ დაპატიმრებული, განსაკუთრებით, ერთი ბარიგა მაიორი, ცდილობდა, მისი, დიდი ხნით ჩაჯენას... მაგრამ უშიშროების ყოფილი მუშაკი, იმჟამად სააგენტოს მთავარი რედაქტორი, მწერლური ნიჭის, ბუნებით კეთილი კაცი უდგება თავდებად და ბოლოს და ბოლოს ყველაფერი  ჩვეულებრივი პურ-მარილით თავდება.

მორიგი ამბოხიჩაგრულთადასაცავად... ამ დროს კი, ვიღაც გზას იკვალავს, ვიღაც ბინას იღებს, ზოგი თანამდებობაზეც დაინიშნება... მის პირველ წიგნს კი, აი, უკვე, მესამედ  საგამომცემლო გეგმიდან იღებენ...

პროტესტი თანამდებობის პირის დაშენებით... კვლავც მისი დაპატიმრების მცდელობა ხულიგნობის მოტივით...

ბედისწერის წყალობა...

გაქურდვა მეოთხე...

ედიას საავადმყოფოში მოთავსება. მისი ცრემლნარევი თვალები და სასოწარკვეთილი ხმა...

შესაძლოა აწი, შვილი არ გამოჩნდეს...“
უცაბედად, ბებურმა ყელში, რაღაც სხვაგვარი, სულისშემხუთავი ტკივილი იგრძნო, ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და თითქოს გამოფხიზლდა... ოღონდ იქვე;
მობრძანდით, მობრძანდით!!!“, _ დამცინავად შეეხმიანენ მშობლიური სახლის კედლები...

მოულოდნელად, ეზოს მკაცრად განათებულ მხარეს, ტანმორჩილი პიჟამიანი კაცი დალანდა, ვისთვისაც, ვიღაც მომავლო ქალს ხელკავი გამოედო და გალავნის გასწვრივ ფრთხილად დაატარებდა.

მომხიბვლელი, უფროსი მედდა უნდა ყოფილიყო; მწიფ მტევნის სისავსით სრული ქალი.

ბებურს თითქოსდა გულზე მოეშვა. იმ სურათის ხილვით წამით, თავისებურად მოიხიბლა და მთვლემარე მამამსკენ შებრუნდა...

***

 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***

***

Комментариев нет:

Отправить комментарий