пятница, 12 июня 2026 г.

უშეღავათო ხვედრი /რომანი ბიოგრაფიული შტრიხებით/

"სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა,

რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა."

ახალგაზრდულ წლეებიდან შემონახულ, სხვადასხვა გვერდებზე გადაშლილ  ჟურნალებს, შეფარვით ათვალერებდა.

_ღირდა კი ყველაფერ ამისთვის?!_უნებლიედ ჩეკითხა საკუთარ თავს,_მოეხალისა განვლილი ცხოვრებისთვის გადაევლო თვალი, მაგრამ ვერ ახერხებდა.

უკვე ოთხმოცი წლისა გახლდათ, ჩაფიქრებაც სხვანაირი დასჩემდა, თითქოსდა სიღრმისეული და მაინც ზერელე.

იმაზე დარდობდა, რომ ნაოპერაციები მამა სოფელში ჩაყვანა თუ არა, მალევე მოხუცი დედის ანაბარად დატოვა; ედიასა და შემოქმედებითი კარიერის მისახედად, ქალაქს გაუჩქარა.

მისი დაუდგრომელი ცხოვრება, ისე აეწყო რომ მამის მოსანახულებლად სოფელში ჩასვლა თვეების მანძილზე, ვერ მოახერხა, შიგადაშიგ, მშობლებისგან ბარათებს ღებულობდა, მოკითხვის შემდეგ, ამშვიდებდნენ, შენ არ ინერვიულო, ჩვენ, ჩვენს პირობაზე, თავი გაგვაქვს, ედიას გაუფრთხილდი და მისიანები მოგვიკითხეო, მამამ ისიც შეატყობინა, რომ ამასწინათ ექიმმა ვლადმა, თავის კოლეგებთან ერთად მომინახულა, დამაიმედა, წამლები დამიტოვა და შენც მოგიკითხაო; ერთი სიტყვაც არ იყო ნახსენები, პროფესორ გელენბერგთან, თბილისში ჩაყვანის თაობაზე. შვილსაც, იმის ეშინოდა, გაწვალებულისთვის, მორიგი ოპერაციით, ბევრად მეტი ტკივილი არ მიყენებინა. დედის თხოვნისდა მიხედევით სპეციფიკური დანიშნულების სამედიცინო ხელსაწყოები, კი გააგზავნა ერთი-ორჯერ... მაგრამ, ის რომ ბოლომდე, ვერ უპატრონა, მაინც მოუნელებელ სევდად შერჩენოდა.

და თავად მას, უამრავი განსაცდელი  მოუვლინა განგებამ, მაგრამ, წარსულში, რომ ავბედითი სენისგან დაბეჩავებული მამა განსაცდელისგან,  ვერ იხსნა,  შიგადაშიგ, კვლავ მწველად ახსენებდა თავს.

"სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა,

რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა."

სამუშაო მაგიდაზე მდგომ მონიტორის ეკრანს, მექანკურად გახედა, საიდანაც ხელოვნური ინტელექტი, თითქოსდა მეგობრულად ახსენებდა:

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა“ – ნამდვილ სიბრძნისა და განათლების უპირატესობას ასახავს, (ანუ მეცნიერებას) სასოწარკვეთამდე არასოდეს მიჰყავს ადამიანი და არც თვითმკვლელობისკენ უბიძგებს

სხვა დრო იყო, სხვა ეპოქში ცხოვრობდა.

გაახსენდა მონასტერში, კერამიკის სახელოსნოში, თიხის ბორბალზე საქმიანობით მოცულ ბერმონაზონ იოს უყვარდა ამ სტრიქონების ღიღინი.

უნებლიეთ,  კლავიატურის კლავიშებზე წაათამაშა თითები

ამ გენიალურ აფორიზმს პოემაში წარმოთქვამს ნესტან-დარეჯანი, ეს ხდება  იმ ეპიზოდში, რომელსაც ფატმანი უამბობს ავთანდილს („ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა“). 

ნესტან-დარეჯანი ამ სიტყვებს ამბობს მაშინ, როდესაც მას იძულებით ათხოვებენ ხვარაზმშას ძეზე. სასოწარკვეთილების ნაცვლად, იგი სიმტკიცეს იჩენს, უარს ამბობს ბედთან შეგუებაზე და გამოსავლის ძიებას იწყებს

უმალვე განუმარტახელოვნერმა ინტელექტმა.

_კი, უკვე სხვა ეპოქაში ვართ, მაგრამჯერხანად, ნათლად, ვერ გავრკვეულვართ!

სოფელში, რომ დავრჩენილიყავი, დიდი ალბათობით, ხელმოცარულობის სინდრომი დამრევდა ხელს, გავლოთდებოდი კიდეც!“ თავის მართლება სცადა...

კლავიშებს, თითები აარიდა

_ამან, ხომ ყველაფერი იცის_მალე ალბათ, კლიენტების ცოდვების გმომზეურებითაც გაერთობა...-და ხელი, ჟურნალებთან ერთად ნაპოვნ, ნუგოს ნაქონ წიგნაკისკენ გადაანაცვლა.

ერთერთ ჟურნალში, მისგან შერჩეული, ნუგოს ლექსებიც იყო დაბეჭდილი. გაახსენდა, ამით გახარებულმა გოგოებმა სულ ახტომა-ახტომით, რომ დაუკოცნეს ლოყები. ძალზე ეამაყებოდათ ტრაგიკულად დაღუპული პოეტი მამისადმი მიძღვნილი ჟურნალის გვერდების ახლობლებისთვის ჩვენება, სადაც მათთდამი მიძღვნილი ლექსებიც გახლდათ.

მერე დედამისთან, ერთად უცხოეთს გაემგზავრნენ  და მისი თვალსაწიერიდან გაქრნენ; თითქოსდა ვალმოხდილმა ბებურმაც, ნუგოსეული წიგნაკი ჟურნალთან ერთად შეინახა და ამ დღემდე, არც მოუკითხავს.

ახლა კი, როცა, თავისი რომანის პირვანდელი, რემინგტონზე ჩამობეჭდილი ეგზემპლიარის მოძიება მოუნდა; ნეგოსთან ხანმოკლე ნაცნობობაც ამოტივტივდა მის მეხსიერებაში და იჭვი გაუჩნდარომბედისწერიდან აღძრული ინერციით უცაბედად შეძმაკაცებულს,  მისთვის  რაღაც მნიშვლენოვანის განდობა სურდა...

და იქვე, წლების წინათ, თავის ბლოგზე გამოქვეყნებული ვირტუალური ფილმების, სცენარები მოაგონდა:

_იქნებ, ვნახე კიდეც, აბა, საიდან გაჩდა ეს ჩანაწერი და კლავიშებზე თითები, კვლავ მექანიკურად აათამაშა:

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space…

ფილმი-”ინტელექტუალურიდევნა-(ინტერპრეტაცია…)-Film-”INTELLECTUAL” PURSUIT-(interpretation…)

ფილმიინტელექტუალურიდევნა(ინტერპრეტაცია…)FilmINTELLECTUAL PURSUIT-(interpretation…)

დასახელება: ”ინტელექტუალურიდევნა

ჯანრი გოგეშვილის რომანის სიკვდილის ხელოვნება”- მიხედვით

ორიგინალური დასახელება: ”ინტელექტუალურიდევნა
წელი:…
ჟანრი: დრამატული, კრიმინალური

რეჟისორი:

ენა:

როლებში: ბებური, ედია, მამა, იაია, ჩიხო, ქირურგი ვლასი და სხვები

ფილმის შესახებ:

ახალგაზრდა ლიტერატორის ნაწარმოებები და საზოგადოებრივი მოღვაწეობა კარიერისტული ნირით მომძლავრებულთა გაღიზიანებას იწვევს. იგი ინიციატორიაამბოხისა”, რომელიც მაშინდელი მწერალთა კავშირის ყრილობის შეფერხებას გამოიწვევს. ბებური გამომწვევად მიმართავს პარტიული ნომენკლატურის გამორჩეულ წარმომადგენელს და მოითხოვსშავი სიებისმოსპობას, რომელიც ხელისუფლებისთვის არასასურველ პირთა ფარულ დევნას განაპირობებსდევნა კი, ცენზურისზეწოლითადა კრიმინალურ პირთა მეშვეობით ხორციელდებაგრძელდება გაქურდვების სერია, რომლის შედეგად ბებურის ახალგაზრდა მეუღლე, ამ პატრიოტულ აქციათა თანამონაწილე რამდენჯერმე მოხვდება საავადმყოფოშიბებურს კი, უცნაური პოლიტიკური მოწოდების გამო მილიციასთან  შეპაექრება და ჩხუბი დაებედებადაჭერილს გასამართლება და ციხე ემუქრებარომლისგანაც მოკეთის თანადგომა იხსნის

მერე ბებურის მამა მძიმედ გახდება ავად. ოპერაციას გაუკეთებენ ერთ-ერთი საზღვაო ქალაქის ონკოლოგიურ საავადმყოფოში, რომელიც რაღაცით ახალგაზრდა ქირურგის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს დაემსგავსება. ვაჟი მამის მომვლელად რჩებადა მოწმე ხდება საავადმყოფოში მიმდინარე არასასურველი პროცესებისაერთ-ერთი სნეულისლპობადიმდგომარეობა ავსთენიის საკითხებზე დააფიქრებს. ერთ დროს სანიმუშო ოჯახის დიასახლისი, ლამაზი ქალი, რომელის ძებნილი ქმარი, ორიოდე წლის უკან ამ საავადმყოფოში გარდაიცვალა, იმ საავადმყოფოს თავშეფარებულიკანონიერი ქურდისსაყვარელი ხდება და მასთან ერთად ქმრის მიერ, აქვე გადამალულ მილიონებად შეფასებულ ძვირფას ქვას დაეძებსავადმყოფი, რომელიც მოჩვენებას ჰგავს და შესაძლოაგარდაცვლილი ქმრისორეულიც კია, ფარულად უთვალთვალებს ორივეს და შურისმაძიებლური ჟინით მოქმედებსბებური უნებლიეთ, ალღოს აუღებსანომალიურვითარებას და საინტერესო, შემაშფოთებელი სცენების მხილველი ხდება

====

სიკვდილის ხელოვნება” (რამდენიმე კარირომანიდან) ‘The Art of Death’ (some parts from the novel).

ჩემი ნახელავი რომაა აშკარაა, მაგრამ რამ მიბიძგა, მაშინ, სიგარეტის მოწევაც, კი კაი ხნის მიტოვებული მქონდა, პლანი და მისთანები კი, არასდროს მიზიდავდა... მთვარეული მე არ ვარ, ეს ჩანაწერი კი ეჭვს მიჩენს... აშკარაა, რაღაც გავიგე, იქნებ მთვრალი ვიყავი, მაგრამ ასე როგორ, რომ ოდნავადაც, არ მახსოვს... ჩემგან შერჩეული ლექსები, ჟუნალის რედაქტორის  მდივან-მემანქანეს, რომ გადავაბეჭვდინე, შინ დაბრუნებულმა წიგნაკი, საარქივო საქაღადეში შევაცურე და მერე, დღემდე, საერთოდ ხელში არ მჭერია და უცებ შეშინდა:

რამე ისეთი იდუმალი ჩვეულება, ხომ არ მჭირს, სპონტანურად ჩადენილი ქმედება, მეხსიერებიდან, უმალ მიქრებაო... რატომ მაინცადამაინც ავი, მე ხომ სიკეთისკენ ვარ მიდრეკილი და ალბათ, კარგი საქმეებიც ბევრი მიკეთებია!

დიდხანს იჯდა გარინდული...


***


***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***

 ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...