пятница, 12 июня 2026 г.

უშეღავათო ხვედრი /რომანი ბიოგრაფიული შტრიხებით/

 4

უშეღავათო  ხვედრი

 ***

ის ღამე კოშმარს დაემსგავსა.

მკითხვ-მნახველთა წასვლის შემდეგ, გამაყრუებელი ხავილით გაბრუებულ არჩილს გონს მოსვლისთანავე შეეკრა სუნთქვა და ბებურმა ძლივს გააღვიძა პირი, რათა ჟანგბადის ბალიში მიეშველებინა.

შუაღამემ რომ მოატანა, ავადმყოფს ალიით სუნთქვაც უძნელდებოდა და ბებური თავბედს იწყევლიდა, ვლადის წინადადებას, ისე მორჩილად რომ დათანხმდა და გადამწყვეტი ზომის მიღება არ აიძულა.

ამჯერად მეტს ვერაფერს გავუკეთებ, ვაითუ, მთლად მიიძინოს... – გამაფრთხილებლად უთხრა იას შენაცვლებულმა სათნო იერის ყმაწვილმა ქალმა.

მომეკალი, შვილო, კაცი არა ხარ! – ხრიალებდა მამამისი და უმწეო შვილის სულსა და სხეულს გაუსაძლისი ტკივილი ანებდა.

მერე თითქოს ცოტათი გაუადვილდა სუნთქვა. ბებური სავარძელში ჩაეშვა. ერთხანს დაძაბული მისჩერებოდა მამას, ბოლოს მოეშვა, წამით ჩასთვლიმა, უცებ შეკრთა, დაფეთებული წამოვარდა ზეზე. ეგონა, ძილმა კარგა ხნით მოსტაცა თავი. ავადმყოფი ისევ გამომზოგილი უსულდგმულობით სუნთქავდა. კვლავ ჩაესვენა სავარძელში. დაძაბული მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე არ დაეძინა, მილულავდა თუ არა თვალებს,  უმალვე წამოწევდა თავს. ერთი პირობა ინანა, ია ძალისძალად რომ გააყოლა ქალაქში მცხოვრებ დეიდაშვილს.

უკვე დილის ოთხი საათისთვის არჩილს ისევ გაუუარესდა სუნთქვა. უცაბედად სიკვდილის საბედისწერო ხავილი ამოაყოლა, წამოსაჯდომად გაიბრძოლა. ზეზე წამოვარდნილი შვილი უმალ შეეშველა. საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი ავადმყოფი ძალუმად დაეწაფა ჟანგბადით სავსე ბალიშს, მაგრამ შვება მაინც ვერ იგრძნო, ბალიში მოიშორა.

მამა, მამა! – შვილმა მის მუხლებთან ჩაიჩოქა.– გატანჯული იერით შეაცქერდა, ძალზე ოუნდა კედლისთვის მიერტყა თავი.

წამომდგარი,  გვერდზე მიდგა და კედელს მართლაც თავგანწირვით აძგერა შუბლი. წამით და აცემლდა, ტკივილისგან დაიმანჭა, ოდნავი შვება იგრძნო.

დაურეკე იმ ექიმს?.. – ჰკითხა მამამ.

უმალ გაეშურა მორიგე ექთანის ადგილსამყოფელისკენ.

გრძნობდა,  ვლადი, რაღაც სხვაგვარ დაინტერესებას იჩენდა არჩილის მიმართ და ის შუაღამეს გაღვიძებას აღარ მოერიდა.

ვლადიმ ზოგი რამ გამოკითხა, მერე თხოვა ყურმილი იას გადაეციო,  მომვლელ ქალს, რაღაც მითითებანი მისცა, ბოლოს ისევ ბებურს გაესაუბრა. დაამშვიდა, კვლავ გაუკეთებენ გამაყუჩებლებს, ამჯერად სხვაგვა  ვერაფერს შევძლებთ, ანტისეპტიკურსაც ვერ ვიპოვით და როგორმე დილამდე უნდა გავაღწევინოთო. გამოემშვიდობა, ყურმილი დაუკიდა.

კარგი კაცი ჩანს ეს ახალი ექიმი, ერთ-ორ თავს წამალს კიდევ გაუკეთებენ და ჩაწყნარდება... – დააიმედა ელიამ.

თუ დაგჭირდე დამირეკე, აუცილებლად დამირეკე...“, – მოაგონდა იას დანაბარები,  მიესალმუნა, ძალზე მუყაით და ერთგული თანამგრძნობი რომ ჰყავდა გვერდით და ნათესავის ტელეფონის ნომერი აკრიფა.

ყურმილი, რა თქმა უნდა, ნათესავმა აიღო, რა თქმა უნდა, არჩილის იმგვარი ყოფნის გამო მეტისმეტად შეწუხდა და მერე იაც გააღვიძა. რომელმაც დამფრთხალი ხმით მიუგო, ახლავე მოვალო; დარწმუნებული გახლდათ, ნათესავის მეუღლე მანქანით წამოიყვანდა და საფრთხე არ ელოდა.

ბებური მერე უკან დაბრუნდა და იქვე, უძილობისგან დევნილი ავადმყოფი, მხრებში მოხრილი, დამფრთხალი გამოხედვის ვაჟი შეეჩეხა.

როგორაა! – ჰკითხა გულთბილად.

ცუდად, ძალზე ცუდად... – თითქოს ცნობდა, მაგრამ ვერ გაიხსენა, არც გამოცნაურების სურვილი აღვძრია, თუმც, თავად ვაჟმა შეახსეენა თავი:

_ვატყობ, ვერ მიხსენებ, ქვიშხეთში , პიონერთა ბანაკში, ერთად ვისვენებდით,  ერთ რაზმში ვიყავით, ერთი  გოგო გვიყვარდა..სეკუნდატებიც მოვიყვანე..._მეგობრულად

უღიმოდა_შენ კი გაბრაზდი, თეატრი ხომ არააო, პირდაპირ ჭიდაობაზე გადადი, მერე ისე ვურტყით ერთმანეთს, ჩემმა მოყვანილმა ბიჭებმა ძლივს გაგავშველეს...არადა, ის გოგო მთელი რაზმის ბიჭებს უყვარდა და მაინცადამაინც,  ჩვენ დავასისხლიანეთ ერთმანეთი..._ეტყობა, მოგონებების ხასიათზე იყო, მაგრამ  ბებური ოთახიდან გამოღწეული მამამისის ხავილმა წამით თითქოს გააშეშა.

გამოჩნდა მორიგე ექიმი, წითური, ნივრისა და არყის სუნით გაჟღენთილი კაცი.

ხომ ხედავ, ოპერაციის გადადებამ  რა შედეგამდე მიგვიყვანა... – უსაყვედურა ბებურს, ექთანს გამოესაუბრა და არჩილის ოთახში წესიერად არც შეუხედავს, იქურობას ისე გაეცალა.

ყოფილმა ბანაკელმა, მერე გნახავო, ჩაიჩურჩულა და იქაურობას გაეცალა.

არჩილი აშკარად განწირული ჩანდა, მკერდწამოწეული, კვლავ თავგანწირვით იჭერდა პირით ჰაერს.

ღმერთო, ღმერთო, როგორმე დილამდე გააძლებინე...“ – ინატრა თავგამოდებით, თან წითური კაცის გზას გაკვირვებული გასცქეროდა, გრძნობდა, ამგვარი გასაჭირი ამ სამსახურის მოხელეთა უმეტესობისთვის ჩვეულ, ცხოვრებისეულ ამბად ქცეულიყო.

მამა, შეეცადე, ღრმად ისუნთქო... – დაუფიქრებლადწაეშველაექთანს შეჩერებულ მშობელს.

ავადმყოფმა იმგვარად ამოიხრიალა, ხმის იოგები თითქოს მეტისმეტი დაჭიმულობისაგან ერთიანად დაეგლიჯა.  მკერდშეკუმშული ვაჟი უმწეოდ შეაცქერდა.

მალე დამშვიდდება... – ჩურჩულით მიანიშნა ექთანმა და ნემსი არჩილის მკლავიდან მსწრაფლად ამოაძრო.

რა ვიცი, მთლად საშიში არ უნდა იყოს ის ოპერაცია... – დაბნეულად წამოიწყო მამასთან მარტოდ დარჩენილმა, – ბევრს ჰქონია გაკეთებული, ზედ ყელსახვევს შემოიხვევ და ვერვინ ვერაფერს შეამჩნევს, ივლი, იბაჩუნ...

~ებ შენთვის...

პირი გამოუშრა, ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.

ავადმყოფი თანდათანობით დამშვიდდა, მალე ედია და ნათესავი ქალიც მოვიდნენ. ნათესავი რაღაცას ურჩევდა, ედია ალალი თანაგრძნობით შესცქეროდა და სთხოვდა, აგერ, ჰოლოში მდგომ სავარძელში ჩაჯექი და ცოტათი მოისვენე, ავადმყოფს ჩვენ მივხედავთო.

მაგრამ ბებური კედელს იყო მიყრდნობილი, თითქოს სუნთქვაშეწყნარებულ მამას უთვალთვალებდა და ადგილოდან დაძვრის თავი არ ჰქონდა.

როგორც იქნა, გათენდა. მოვიდნენ საავადმყოფოს მესვეურნი, სასწრაფოდ შეამოწმეს საოპერაციოდ გამიზნული პაციენტის მდგომარეობა, ბატონი ვლადის ხელმძღვანელობით რაღაც საზეიმო იერით შეამზადეს...

არჩილი მხნე კაცივით წამოდგა, უფროსი ექთნის შემცვლელ ქალს ხელი ჩასჭიდა და საოპერაციოსკენ გასწია.

ჰოლში, ბებურის გარშემო შეკრებილი ახლობლები, რამდენიმე ავადმყოფი და მათი ჭირისუფლები, გაუთავებლად ბჭობდნენ და შიგადაშიგ მამის გავლილ გზას მიჩერებულ შვილს ამხნევებდნენ:

ნუ შიშობ, მოსკოვში პრაქტიკაგავლილი ქირურგია, ბედად ახლახან დაბრუნდა, ეს მისი პირველი ოპერაციაა აქ და ალბათ თავს არ დაიზოგავს...

ბებური კი, მხოლოდ ედიას ხელის შეხებას გრძნობდა და სასჯელმისჯილივით ბედის განაჩენს ელოდა.

ოპერაციამ არც ისე დიდხანს გასტანა.

ერთი მაღალი, სიმამხნეშეპარული, შავგვრემანი კაცი უკვე მერამდენედ იმეორებდა:
კი, კი, გადასარევი ხელი ჰქონია, მე პირადად, თბილისშიც გახლდით, გაიკვირვეს, აქ რა გინდოდა, თქვენთან ხომ ისეთი კაცი ჩამოვიდა, ამგვარი პროფესიონალი, რომ ოპერაციის გასაკეთებლად, აქედან იქით ჩამოდის მასთან ხალხიო...

და ბებური თითქოსდა ახლაღა ჩასწვდა, რომ ის კაცი, სხვა ორ ავადმყოფ მამაკაცთან ერთად, არჩილის ბედით განსაკუთრებით იყო დაინტერესებული. მის შესახებ ადრეც ეკითხებოდნენ რაღაც-რაღაცას, ახლა კი მღელვარედ ელოდნენ ოპერაციის შედეგს.

საოპერაციოდან პირველი მაცნე, ის მომხიბვლელი, უფროსი მედდის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გამოვიდა. სახე კეთილად უცინოდა.
მოგილოცავთ! – უთხრა ბებურს, – ყოველივემ კარგად ჩაიარა, – თავად მე, ჯერ ასე ოსტატურად გაკეთებული ოპერაცია არ მინახავს. ისე ლამაზად ჩაუკერა, ისე კოხტად, რომ თვალს ვერ მოსწყვეტდი, აბა, ზოგიერთი გულის შესაზარად ამოყრილი კი არ დაუტოვებია მოგილოცავთ, მალე გამოიყვანენ... – იგი თავის გზას გაუდგა, ლაღად მიაბიჯებდა, ალბათ, გახარებული გახლდათ მომავალში ასეთ კარგ ქირურგთან რომ მოუწევდა მუშაობა.

გარინდებული ბებური დერეფანში ბორბლებიანი საწოლით გამოგორებული მამის შეთვალიერებას დამობდა. ამასობაში რომელიღაც ნათესავ ქალს ტირილი წასკდა. ბებურმა აცრემლებულ ედიას ხელი შეუშვა და მამისკენ გაემართა.

არჩილს თითქოს ღრმა ძილით ეძინა, ყელზე დატანებულ ნახვრეტში, რკინის მილის თავი მოუჩანდა. გააჟრჟოლა, მისი წარმოსადეგი მამა, ლამის ყელგამოღადრული და სასიკვდილოდ გამეტებული იწვა. მაინც არაფერი შეიმჩნია, თვალებგაშტერებული მხნედ მიჰყვა და როცა ავადმყოფი ბორბლებიანი საწოლიდან პალატაში მდგარ საწოლზე ფრთხილად გადაიყვანეს, მამის მკერდისკენ დახრილმა ნათლად შეამჩნია, რომ იგი სუნთქავდა, ესე იგი, ცოცხალი იყო.
აი, ხომ ხედავ, შენ კი ჯიუტობდი!.. – დააყვედრა ქერათმიანმა ანესთეზიოლოგმა.
გმადლობთ, გმადლობთ... – იმეორებდა დაბნეული და შესაფერის შემთხვევას ელოდა, რომ მისთვის ჯიბეში, სხვათა შეუმჩნევლად, გასამრჯელო ჩაეცურებინა.

ვლადი მღიმარი სახით შემოვიდა, ავადმყოფს ცნობისწადილით დახედა, მედდას მითითება მისცა.
ყველაფერი კარგად იქნება,  ცოდო ხარ, შეისვენე, – უთხრა ბებურს და თავის კაბინეტისაკენ წავიდა.
ფული ახლოს არ გაიკარა... – უჩურჩულა ნათესავმა ქალმა, – მერე, ალბათ, სხვაგვარად ვცემთ პატივს...

სავარძელში ჩამჯდარმა ბებურმა მორჩილად დაუქნია თავი და კარს გამამხნევებელი სიტყვებით მომდგარ ბატონ სერგის თავისი კეთილწყობა ჩვეული მადლობით დაუდასტურა.

მოთმინებით სავსე, ცრემლმომდგარი ედია ჰოლში იდგა და პალატაში შესვლა ჯერ ვერ გაებედა.

არჩილმა უცაბედად გაიღვიძა, წამოიმართა, მკერდზე დაფენილი დოლბანდი ხელის მძლავრი  გაქნევით მოიშორა, საწოლიდან საოცარი სიმარჯვით წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და თითქოს მთასავით აღიმართა.
იქ მყოფნი შეცბნენ.
მამა! – სავარძლიდან წამოვარდნილი ბებური მასთან მიიჭრა, მკლავზე ხელი ფრთხილად შეავლო, მიხვდა, ჰაერის დანატრებულ მის სხეულს ფილტვები ჟანგბადით ევსებოდა და ჭარბი ენერგიის მოძალებას გრძნობდა.

არჩილმა მოიხედა და როგორც უცნობს ისე შეაჩერა.
სად ვართ? –ჰკითხა მკვეთრად.
ყველაფერი კარგად იქნება... – მიუგო ჩვეულებისამებრ და საწოლისკენ წაიყვანა.
მამა მიჰყვა, საწოლზე მორჩილად დაწვა, რამდენიმე წუთით თვალები მილულა, მერე გონს მოეგო, ოთახი მიმოათვალიერა და სარკე მოითხოვა.

ახლობელმა ქალმა გარკვეული ყოყმანისა თუ ჭირვეულობის შემდეგ ჩანთიდან პატარა სარკე ამოიღო, მიაწოდა. არჩილმა შიგ ჩაიხედა, მიაჩერდა  და ამოიგმინა.
ეგ არაფერი, ეგ ჭრილობა ხომ, შემდგომში დაიხურება... – იცრუა შვილმა.
რატომ გადამარჩინე... – თქვა არჩილმა ოდნავ გასაგონად.

ნათესავები, მოკეთეები, რა თქმა უნდა, ამშვიდებდნენ და აიმედებდნენ, ჰოლში კი ცნობისმოყვარეთა სჯა-ბაასი სასურველ კალაპოტს ვერ პოულობდა. ედია უკვე ბებურთან იდგა და თავისებურად ცდილობდა მამამთილის ამგვარ ყოფას შეგუებოდა.

მერე ნათესავებს მობეზრდათ იქ ყოფნა და გამოემშვიდობნენ, ედია კი ბაზარში წავიდა სანოვაგის  საყიდლად და მამის საწოლს ერთხანს ისევ შვილი შერჩა მარტოდმარტო. ისევ ფხიზლობდა, ექიმის გაფრთხილებისამებრ, ყურადღებას იჩენდა, რათასასუნთქ  ხვრელზერაიმე არ დაფარებოდა ავადმყოფს.

მაგრამ ბოლოს, მაინც ჩასთვლიმა. უცაბედად დაფეთებულს გამოეღვიძა. არჩილის ხვრელში ხელში მოუმუჭული დოლბანდის კიდე ჩაჩურთვოდა, სუნთქვა უჭირდა და იგუდებოდა. ჯერ გათავისებული არ ჰქონდა, რომ პირიდან კი არა, იმ ყელზე დატანებული ხვრელიდან სუნთქავდა, ამიტომაც ვერასგზით მიმხვდარიყო, რა უნდა ექნა და ცალ ხელს უმწეოდ ასავსავებდა.

ბებურს შიშისგან ლამის გული გაუსკდა, მაინც მსწრაფლ წამოვარდა, დოლბანდი ააცალა და ასე მოეჩვენა, თითქოს ბეწვზე მიუსწრო, რამაც ცოტაოდენი შვება მოჰგვარა. ხვრელიდან ამოდენილი ქაფი ფრთხილად მოსწმინდა და კეთილად გაუღიმა.

მერე ნათესავებმა კვლავ მოინახულეს, მაგრამ რა თქმა უნდა, არავის გამოუდია თავი ღამისთევით ავადმყოფთან დარჩენილიყო, თუმც ეს იყო, ამჯერად არც თავად ანდობდა ვინმეს მის თვალყურს. მერე მობრუნებულმა ედიამ იძალა, ცოტა ხნით დაძინების საშუალება მისცა, ღამითაც გულით მზად იყო დარჩენილიყო, მაგრამ ძალისძალად გააყოლა იმ თავის ახლობელს.

ძალზე კარგი... – გადაწყვეტილება მოუწონა ბატონმა ვლადიმ, – შენ უკვე მოახერხებ მაგის მოვლას, თუ რაიმე ისეთი მოხდეს, არ მოგერიდოს და დამირეკე... – უთხრა გამომშვიდობებისას.

იჯდა სავარძელში მშობლის მისახმარებლად შემზადებული, დივანზე წამოწოლილი, ჭერისკენ თვალმიპყრობილი, კბილებშუა თითმოქცეული და მამაზე ფიქრობდა.

***

 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***

 

 ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...

 

Комментариев нет:

Отправить комментарий