пятница, 12 июня 2026 г.

უშეღავათო ხვედრი /რომანი ბიოგრაფიული შტრიხებით/

8

უშეღავათო ხვედრი

 ტყავისფერი კაცი საოპერაციოდან გონმიხდილი შემოიყვანეს. მისი ცოლი, პატარა, გამხდარი ქალი, დარდისგან სნეულზე უფრო გატანჯული ჩანდა. მათი ქალიშვილი, კოხტა, სანდომიანი იერის გოგო, რა ქნა, რით ვუშველოო, მოუსვენრად იმეორებდა და ბებურს შეაცქერდებოდა. ისიც იმედიან მზერას შეაგებებდა და ამშვიდებდა.

მერე, როცა გონმოსული ავადმყოფი ქირურგლობით დაქანცულ მის მეუღლეს, ძალა აღარ შესწევდა მის მინაშენებში გაფანტვებული სურვილი ამოეცნო, ბებური დაუზარებლად შეეშველებოდა ხოლმე.

საოჯახო საქმეებისგან თავდახსნილი ქალიშვილი, მოირბენდა თუ არა, უმალ მამისკენ მიიწევდა და ორიოდე წუთს უჩუმრად შესციცინებდა. მასაც შესამჩნევი სიმშვიდე ეუფლებოდა. მერე, ის გოგო, ყველას სათითაოდ მოიკითხავდა. ერთხანს მამას დასტრიალებდა. წასვლისას ბებურს თვალებით შეხთხოვდა, შენი იმედი მაქვსო...

ბებური კეთილად უღიმოდა. გრძნობდა, რარიგ წრფელად უყვარდა შვილს მამა და ალალად ხარბობდა. თავად, კვლავაც ერთგულად დარაჯობდა მშობლისკეთილდღეობა“, მის გარშემო ერთგული ძაღლივით მიყურადებული და იმ

ლივით ფხიზლად მყოფი... ფიქრობდა, ნეტა მამაჩემი ისე მოღონიერდებოდეს, შინ დაბრუნებულმა, ასე თუ ისე, შეძლოს თავის მოვლაო. ახლა, დედის ავადმყოფობაც თავის აგონებდა და აღარ იცოდა, როგორ და საიდან მოევლო ყველაფერ ამისთვის.

იმ დღეებში ნათესავმა ქალებმა კიდევ ერთხელ მოინახულეს, კიდევ ერთხელ ჩამოუტანეს დედის წერილი.

წაიცრემლეს, წაივიშვიშესკითხეს და საიდუმლოდ გაუმხილეს: ექიმმა გვითხრა, ვნახოთ, თუ რაიმე საეჭვო დარჩა, შეიძლება დავთესოთ და სხვა გადაწყვეტილება მივიღოთო.

ბებური შეცბა, კარგად იცოდა, ასეთ შემთხვევაში, რა ავადმყოფობას გულისხმობდნენ, რომელი დიაგნოზის დადასტურების შიშით ეყინებოდათ ძარღვებში სისხლი.

_ ჰო, თავდაპირველად სასუნთქი იოგების დამბლა ეგონათ, მაგრამ ახლა მეც ვამჩნევ, მთლად ასე რომ არ არის საქმე... ვნახოთ, ღმერთმა ნუ ქნას... _ უნებლიეთ გაამჟღავნა თავისი ეჭვი.

_ მერე, ცოტა უნდა მოერიდო... _ შეპარვით მაგრამ კეთილად ურჩია ერთმა ნათესავმა, _ ამბობენ, გადამდები არ არისო, მაგრამ შენ მაინც მორიდ...

_ როგორც კი იმ მილს შეეხები, ხელები აუცილებლად სპირტით გაიწმინდე... _ დაუდასტურა მეორემ, თავისებურად მოსიყვარულე, ოღონდ ზვიადმა ქალბატონმა.

_ რას ამბობთ, ვის უნდა მოვერიდო?! _ განაწყენდა ბებური, _ ხელებს, რა თქმა უნდა, როგორც სხვა შემთხვევაში, ჩვეულებისამებრ, ვიბან... პირბადით ხომ არ ვივლი?!

და მათაც, როგორც ერთ ვინმე ახირებულს, ისე შეხედეს... ბიძის გამომშვიდობების   ნიშნად, შორიდან მიესიყვარულნენ და თავიანთ გზას გაუყნენ.

ყველასი, ყველასი მადლობელი იყო...

უკან მობრუნებულმა თამამად შემოხსნა საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ მამას ბინტი, ხვრელიდან მილი ამოაცურა, შეუმშრალა ჭრილობა, მერე შიგ ვლადის დატოვებული წამალი ჩაუწვეთა და პლასტმასის მორიგი მილიც თავის ადგილზე მარჯვედ ჩასვა.

მერე თბილისიდან ჩამოსულმა მეგობარმა პოეტმა მოინახულა. ია ტანის, მკვირცხლი ვაჟი გახლდათ. თან ახლდა ყმაწვილი კაცი, „შეირადშეგულებული მოყვასი.

არჩილმა, თავისთან, მის სამკვიდროში, სტუმრად ნამყოფი ვაჟი თბილად მოიკითხა, აშკარად ესიამოვნა მისი დანახვა, თავისებური საუბარი გაუბა, ხშირად იყენებდა რვეულის ფურცლისკენ მომარჯვებულ ფანქარს.

_ ბიჭებმა ფული შეაგროვეს და ჩამოგიტანე... _ გადაულაპარაკა ბოლოს მეგობარმა, გვერდზე გაიხმო და ჯიბეში ხუთასი მანეთი ჩაუდო.

ბებურს იმ ბიჭების სიყვარულით გული მოეწურა. თუმც ფულის უკან დაბრუნებულად შეემზ, მაგრამ ძმაკაცმა უმალ ხელი

გაუკავა და იმგვარად შეხედა, მეტად აღარ გასძალიანებია. ღმერთმა სიკეთეში გადაახდევინო, ჩაილაპარაკა და გონებაში ვლადის რესტორანში დაპატიჟების სურვილი გაუკრთა. მეგობარს უთხრა, ბარემ, ერთად ვისადილოთო და მამასკენ გაუავად შებრუნდა. გაუმხილა, აგერ ბიჭებმა ძმაკაცების შეგროვებული ფული ჩამოიტანეს, მათთან ერთად სადილად დაპატიჟებას ვაპირებ და შენ რას იტყვიო...

არჩილი მთელი თავისი ცხოვრება სხვების მასპინძლობას გადაყოლილი კაცი, აბა, რას იტყოდა. კმაყოფილებით დაუქნია თავი, ოღონდ გააფრთხილა, შენ თავად ბევრს ნუ დალევ და ნურც დაიგვიანებო.

გახალისებულმა ვლადის დასაპატიჟებლად გასწია. ექიმმა თავდაპირველად გაიპატიჟა, მაგრამ მერე,  უცებ დათანხმდა,  ერთი საათი და მაცალე და ქუჩის იქითა მხარეს დამელოდეო.

მალე ზღვისპირა რესტორანში გემრიელად გაწყობილ სუფრას უსხდნენ. ბებურს ძალზე სურდა, ძმაკაცების გამომგზავნილი ფულით ერთიანად დახარჯვა და მოახერხა კიდეც.

ვლადი გვარიანად შეთვრა. ბებურს აუხირდა, ერთმა აქაურმა პოეტმა ქალმა შენზე მითხრა, ამჟამად, ყველაზე მოდური მწერალიაო. ბებურს კეთილად ეღიმებოდა, სულ რამდენიმე მოთხრობა ჰქონდა გამოქვეყნებული, ისიც ირ, დავიდარაბის შემდეგ, წარდგენილი კრებულის საგამომცემლო გეგმაში საბოლოოდ შეტანის საქმეს კი საშველი არ ადგებოდა.

ბოლოს პოეტმა აიჩემა, ზღვასთან ჩავიდეთ, ზღვას ლექსი უნდა ვუთხრათო,  ვლადიც უბ მხარი. ბებურაც, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ასე ვთქვათ, პირველად გაშალა მუხლი და ოკალაის ფილებითა და შამპანურის ბოთლებით ხელდამშვენებულმა ზღვას მიაშურა.

წარმოთქმული ლექსის ფონზე, ვითომდაც სასმელის ჩაციების  მოწადინე  ვლადიმ, ზღვაში ბოთლებიანად შეაბიჯა, გვარიანად შეტოპა, ლამის ტალღამ მოიტაცა და სანაპიროზე დარჩენილ, გვარიანი შიში აჭამა. როგორღაც საფრთხეს თავად გადაურჩა, უკან მობრუნებაც, ისე მოახერხა, ბოთლებისთვის ხელი არ გაუშვია.

ერთიანად სველი, შეგებებულ ბებურს მოეხვია და ალალი სინანულით გაუმხილა:

იცი, მე ბატონ არჩილთან დამნაშავე ვარ, დამნაშავე, ოპერაცია რომ ლამაზად მომეთავებინა,  ვიჩქარე და მყესები ჩავაჭერი... შენ მეცოდები, შენ... შენ ხარ ცოდო, კაცურად წუხარ, რომ ასეთ დღეში ჩაგაგდე! – და როცა მის გაოცებულ მზერას წააწყდა, თითქოს განუმარტა, – ასეთი ავადმყოფის მოვლა რომ მოგიწევს, ის მადარდებს, გაწვალდები...

ბებურმა ხმა ვერ გაიღო, ტკივილი კვლავ ტყვიასავით ჩაეწვეთა მის მკერდში. მთლად ნათლად ვერ წარმოედგინა, რაში მდგომარეობდა ქირურგ ვლადის დანაშაული, მაგრამ იმას კი მიხვდა, ის ოპერაცია, აქ, ამ საავადმყოფოში, მისთვის პირველი რომ არ ყოფილიყო და ის შიში რომ არა, მამამისთვის ნაღდად აჯობებდა.

გულაჩუყებული ვლადი კი კვლავ ებოდიშებოდა... ბებური ცდილობდა წყენას მორეოდა და ყმაწვილი კაცის მიერ, ვაჟკაცური შემართებით წარმოთქმული ლექსისთვის მიეგდო ყური...

ბოლოს, საავადმყოფოში დაბრუნებულმა, მამის საყვედური ხმის გაუებლად მიიღო და თავის საწოლზე გალახული ბავშვივით მიწვა...

***

9

უშეღავათო ხვედრი

 ბაქანზე მდგომი მატარებლიდან ჩამოფენილ მგზავრებს იმედიანად შეაცქერდა, მალე ედიასაც მოჰკრა თვალი, გამშვენიერებული ეჩვენა და მიხვდა, რა ძლიერ მონატრებოდა. აუჩქარებლად მიუახლოვდა, თითქოს მშვიდად აკოცა, მაგრამ გული შეღერებულ ბიჭივით აუთრთოლდა. ტყავის მოზრდილი ჩანთა ფრთხილად ჩამოართვა.

მერე ერთურთი მოიკითხეს, ემჩნეოდათ, ნაჩქარევად წარმოთქმულ სიტყვებს, არც ერთი არ უსმენდა, მალულად, სიყვარულით ზვერავდნენ ერთმანეთს. მერე იამ თავისი ნაზი ხელი მაჯაზე ალერსით მოჰკიდა და გაეღიმა.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რაღაცას, კვლავ თავგადაკლული ეძებდნენ, ნივთებიც, თითქოს თავისებურად შეურჩევიათ, პალტოები დატოვეს, მაგრამ ის ჩვენი უსახელო ტყაპუჭები, ასე რომ გვიყვარდა, წაიღეს...

უჰ, მაგათი!.. – გული რაღაც სხვაგვარად ეტკინა. ცოლ-ქმარი იმ ტყაპუჭებს ცივ ამინდში, შინ ჩასაცმელად ხმარობდა და გულუბრყვილო სიამოვნებდათ ერთნაირი იერი რომ დაჰკრავდათ...

კარგი, დამშვიდდი, ყველაფერს ეშველება, ჩამოვალ და ისევ გამოვიცვლით ბინას... – დააიმედა შეფიქრიანებულმა.

კი, მაგრამ რაოდემდე?! – აღმოხდა ელიას, – შენ რომ არ მეგულებოდე, არ ვიცი რას ვიზამდი... – და სიყვარულით შეაცქერდა.

კარგი, კარგი, ჩვენისთანა ხალხს ღმერთი მფარველობს... – გაუღიმა, ღრმად ამოისუნთქა და მასთან ერთად საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას გაუყვა, – ინსტიტუტის ამბები როგორაა?

ჩვეულებებებისამებრ, ვისმენ ლექციებს, მაგრამ ვგრძნობ, ზოგი ლექტორი მალულად მზერავს, ერთი ორი აშკარად მტრულად მიცქერის... თუმც დეკანი მეტად აღარ მემუქრება, ოღონდ...
ცოდნას ვერაფერი დაუდგება წინ, ხომ გაგიგია, შიშს დიდი თვალები აქვსო... – ხელი მოხვია, – ეს გაქურდვებიც, შესაძლოა, უბრალო, შემთხვევითობის შედეგია...

ისიც შემთხვევითობა იყო, მამაჩემი კომკავშირის ცეკას მდივანმა რომ დაიბარა და გააფრთხილა, მიხედეთ მაგ თქვენს შვილს, თორემ თავს დაიღუპავსო? ადამიანის ფერი არ ედო საცოდავ კაცს, მთელი კვირა მეფერებოდა, იმ ჭკუარეულ ხალხს ჩამოსცილდიო, მგონი განსაკუთრებით შენ ჰყავდი მხედველობაში...– ედიას ლამაზად გაეცინა და მკლავზე მიეკრა.

რა ვიცი, მეც ამას ჩაგჩიჩინებ, ჩემთან ყოფნა არას გარგებს-მეთქი, მაგრამ... – მხარი აუბა და ერთურთს მონატრებით შესცქერდნენ.

და მიხვდნენ, ტკივილის ის ტვირთი, იმ ბოლო დღეებში ცალ-ცალკე მყოფთ შოშისმომგვრელად რომ თრგუნავდათ, მხრებიდან მოიშორეს...

არჩილმა რძალი თბილად მიიღო, ქათინაურიც მიუძღვნა, გალამაზებულხარო, მერე ჩაეძია, ხომ კარგად სწავლობო...

ედია ცდილობდა უშუალო ყოფილიყო, გულით ეწადა, ბებურს შენაცვლებოდა და იმდენი იძალა, აიძულა კიდეც, საჭირო ნივთების საყიდლად თავად გასულიყო ქალაქში. მამამთილიც დათანხმდა, რძლისადმი ნდობით განსმჭვალულს, მასთან საუბარიც ეხალისებოდა.

წავიდა ბებური, ოდნავ გაშალა მხრები, თითქოს კვლავ გაიხსენა მივიწყებული გარესამყარო. შეიარა მაღაზიაში, შეიძინა ესა თუ ის ნივთი. მერე ნათესავ ქალთანაც შეიარა, მის ოჯახს მადლობა მოუხადა მზრუნველობისათვის და უკან დაბრუნდა.

თეთრხალათიანი ედია მამამთილის საწოლთან იჯდა. არჩილს ჩასძინებოდა.

რა კარგი მეუღლე გყოლია!..–შეეგება მათ პალატაში მწოლი ავადმყოფის ჭირისუფალმა,  კოხტა სანდომიანმა გოგომ.

ბებურს ესიამოვნა, მაგრამ არ დაიმჩნია, ცოლს გვერდით მიუჯდა, გზად შეძენილი ცხელი კვერითა და ყველით დანაყრება შესთავაზა.

მერე ისინი ვლადიმ მოინახულა. ედიას თბილად მიესალმა, მის მიერ ჩამოტანილი პლასტმასის მილები მოიწონა და არჩილისთვის შესაფერისი ნომერი შეარჩია. ბოლოს ბებური თავის კაბინეტში მიიხმო. ექთანი სადღაც გაგზავნა, კარი ჩაკეტა, კარადიდან კონიაკის ბოთლი, შოკოლადის ფილა და ჭიქები გამოიღო.

გუშინ, ერთ პაციენტს პოლიპები ამოვაჭერი და მისმა პატრონმა რამდენიმე ბოთლი მომართვა, არ ვიტოვებდი, მაგრამ... – გამოუტყდა ღიმილით. – იმ დღის შემდეგ, წესიერად ვეღარც შემოვიარე, მოცლა არ მქონდა... – შევსებული ჭიქა ჭიქაზე მიუჭახუნა.

ბებური გრძნობდა, რაღაც სინდისის ქენჯნის მაგვარი აწვალებდა ამ კაცს და ყოყმანით წამოწეული ჭიქა, უცებ დასცალა.

მალე ბატონი ვლადი განვლილი ცხოვრების და საექიმო პრაქტიკის შესახებ ჰყვებოდა. თავისი დისერტაციის შინაარსის გააცნო და უცებ უჯრიდან, უცნობი ქალის მიერ გამოგზავნილი წერილი ამოიღო და მიაწოდა.

ავადმყოფი თავის ცხოვრების მანძილზე ქირურგებს სამოცდაოთხჯერ გაეკვეთათ... მშობიარობისას სუნთქვა შეკვროდა და ყელგაკვეთილს ემშობიარა, მეორე მშობიარობაც ამგვარად გადაეტანა, ახლა ორი ვაჟის დედა გახლდათ, მაგრამ სენი ვერაგულად ახსენებდა თავს და ვლადის ემუდარებოდა, მოსკოვში თქვენს შესახებ მირჩიეს და იქნებ, როგორმე მიშველოთო...

ეს გახლდათ თავგანწირული ბრძოლა სიცოცხლისათვის, ბებური შეაშფოთა ამ წერილმა და თითქოს წუთით დაარცხვინა კიდეც, ბევრჯერ ცხოვრებაზე გულაყრილს, არაფრად რომ არ უღირდა ამ მიწაზე ყოფნა.

ვლადის პატივსცემით შეაჩერდა. ასე თუ ისე, იგი გატანჯულ  სხეულთა მეოხად იყო გაწვრთნილი და უნებლით, რუსულ ჟურნალში ამოიკითხული ინფორმაცია გააცნო.

ამერიკელი პროფესორი ჯეფ ფიშერი, რომელიც საყლაპავი მილის ონკოლოგიური დაავადების დროს მიკროქირურგიულ ოპერაციას ატარებს, მილის დაზიანებულ მონაკვეთს თხელი ნაწლავის სეგმენტით ცვლის... –და ძიების სურვილით ატაცებულმა დაასკვნა, იქნებ, სასუნთქი იოგებისთვისაც შეირჩეს შესაფერისი რამ!

საყლაპავი მილის პლასტიკური შეცვლა, საქართველოშიც დავნერგეთ, მაგრამ ყველაზე შესაფერი დონორული მონაკვეთის შერჩევა ჭირს, სასუნთქ იოგებთან უფრო რთულადაა საქმე... – ხალისიანად გაეპასუხა ვლადი, ჭიქა, ჭიქაზე მიუჭახუნა და ჩვეული, უკვე ბანალურობად ქცეული ფრაზით დაამატა, – ოჰ, მართლა, რა ქირურგი დაიკარგა შენი სახით მედიცინამ?!

ვიღაცამ მორცხვად მოაკაკუნა კარზე. ბებური წამოდგა, მასპინძელს მადლობა მოუხადა და გამოემშვიდობა.

მპლობიარე ქალის პალატიდან შემზარავი შეკივლება გაისმა. ღია ფანჯრიდან შემოჭრილმა ქარის ნაკადმა სნეულის ოთახიდან მყრალი სუნი გამგდევნა, და ისე ეძგერა, მოსულს, ვერც მიადევნა მზერა. ის კი, სევდიანად შეეხმიანა:

_ვერ ,მიცანით?

მაშინღა მიიხედა.

ნუგოს ყოფილი მეუღლე იყო, დაღლილი ჩანდა.

უცებ, მკერდზე მიეკრო და აქვითინდა.

_გაწყენინათ ვინმემ?!

_ნუგო აღარ არის..._მშვიდი ხმით მიუგო მან.

_როგორ?!

_ძაან შეშინებული იყო, დანას დამისვამენ და მორჩა, სისხლს ვეღარ შემიჩერებენო, აჩემებული ჰქონდა..._ქალი, უკვე გვერდზე გამდგარიყო,_ მერე საღამო ხანს, სანაპიროსთან, რესტორანში შევიაროთ, ოღონდ, გოგოები, ნათესავთან დატოვეო, თავის გრძნობებზე მელაპარაკა,  ლექსები წამიკითხა, არც, ვიცოდი ლექსების წერა თუ დაიწყო, უცებ ჩამეხვია, ჩამკოცნა, წიგნაკი, მუხლებზე დამიდო, იცი, ვის უნდა გადასცეო, დარბაზიდან  გავარდა და სანამ მე აზრზე მოსვლას მოვახერხებდი,ზღვაში შევარდნილა, ნაცნობებს მოუკრავთ თვალი. ათიოდე მეტრში, კატერი დაჯახებია, რომ გამოიყვანეს ცოცხალი აღარ იყო.

გაღებული კარის ზღურბლთან, ვლადი იდგა.

_ზეგისთვის, ოპერაცია გვქონდა დაგეგმილი..._ჩაილაპარაკა დანანებით, მერე უცებ მოეგო გონს,_მობრძანდით,_ვწუხვარ! ვერ ვუშველე...

_ჰო, მეც მინდოდა შენთან საუბარი...

ქალმა ხალათის ჯიბიდან სქელი წიგნაკი ამოიღო.

_აი, ეს კი თქვენ, თქვენ ეიმედებოდით, მე კი აქედან, ბავშვებთან ერთად პირდაპირ რიგაში უნდა გავფრინდე, ისედაც, ასე უნდა მომხდარიყო, ახლა კი, არ მინდა ბავშვებს, კიდევ უფრო, მეტი ტრამვა მიადგეთ... ნახვამდის, შემოდგომაზე, თბილისში ვიქნები, ნუ დაგვივიწყებთ!_და ოთახში შესვლა იჩქარა.

 სუნი, სულისშემხუთავად ჩაგუბებულიყო, დერეფნის გარკვეულ მონაკვეთში. ჰოლში სასადილოსკენ ავახშმოდ მიმავალი ავადმყოფები გამოფენილიყვნენ. ხორბლისფერიანი კაფანდარა კაცი, ბებურს შემთხვევის მიცემასთანავე თავის უმადობის ამბავს რომ შესჩიოდა, თასით ხელში ენერგიულად მიცცეებდა თავის ულუფის მისაღებად.

სხვებიც გულმოდგინედ მიიჩქაროდნენ. ზოგს ძლივს მიჰქონდა საკუთარი სხეული, მაგრამ ეტყობოდა, ძალზე სურდათ, ჩვეულებისამებრ მაგიდასთან მსხდომარ ესადილათ, რათა კიდევ ერთხელ დაერწმუნებინათ საკუთარი თავი, რომ აუცილებელი სასიცოცხლო ძალა შესწევდათ.

ერთი მოხუცი ქალი ფეხმტეხილი ქათამივით მიხტოდა. მის გვერდით მომავალი სოლიდური იერის ქალბატონი კი ვიშვიშით მიიწევდა და ხრტინსგან მხარგადაქაულ,  ჩამომხმარ ბერიკაცს ამრეზით შესცქეროდა.

ბებურს ალალად მოუნდა ყოველ მათგანს შეშველებოდა, წამით, ხელში შეჩეჩებულ წიგნაკიდან, თიქოსდა, ნუგოს გულისძგერა იგრძნო, შეცბა, ეზოში ჩასვლა და განმარტოება მოუნდა.

აწია ბაღის, „მცველ“, სუროიან კედელთან მიმდგარმა,  ნუგოს დანატოვარი სქელი წიგნაკი ამოიღო, შეკვეთით დამზადებულს ჰგავდა,  სტამბური წესით შეკრულ,  ხაზებიან ფურცლებს, ნიანგის ტყავის ყდა, ისე ჰქონდა მორგებული, რომ შიგთავსის  შეცვლა მფლობელის მიერ, მისი სურვილისამებრ მომხდარიყო.

ბებურმა, რამდენიმე ადგილას, ზედზედ გადახსნა და იგრძნო, პატრონი წიგნაკს უფრთხილდებოდა, ჩანდა, ის გახლდათ მისიმესაიდუმლე“.

და ერთგან  ნუგოს, თითქოსდა აკურატულად  ჩანაწ, ერთიან გვერდებზ შეაჩერა მზერა.

სახელი ალისა გერმანული წარმომავლობის გოგოს სახელია. მნიშვნელობა: კეთილშობილი, ნათელი, წმინდა

ეტყობა, რომელიღაც ჟურნალიდან ჰქონდა გადმოწერილი

მე კი, ისე გამოვშტრდი, რომ შეყვარებულს, წმინდანადაც კი მეჩვენებოდა და მისგან პროვოცირებულ ბიჭებთან, ზედიზედ მიწევდა ჩხუბი, ბოლოს, დავინარჩუნე, უი, ასეთ დანარჩუნებას, დედაჩემს, თავიდან არ მოსწონდა... მის გამო ოჯახსაც კი გავეყარე იმხანად, მამაჩმი, კაი მაყუთს უნავდა  და ოთხოთიანი  ხური, საბურთალოზე , მეტროსთან გამიხერხა, მაგრამ ამ კეთილშობილ, ნათელ, წმინდასა და მაინც ეშმაკისეულს, არაფერი არ ეშველა, ერთხელ ჩვენმა ბარმენმა მკითხა ალისა ზოდიქოთი რომელი ნიშანიაოა, ზოდიაქობანა, მაშინ, სვეტებსაც კი აფრთხობდა, მაგრამ ჩვენთან შეკრებილებს, თავის მოსაწონებლად, უცხოური ჟურნალები ხშირად მოჰქონდათ და ამაყად ვუთხარი, მგონი ვერძობს მეთქი... მეხუმრა, აბა ქე უნდა ურტყამდე ალიონზე შნაპსსო...

ღიმილში გავატარე, ვუძლებ მეთქი, მერე ერხელაც დავიტერესდი და...  ისე, ვითომ, ძაანაც ვუყვარდი, უკვე გოგოებიც გვყავდა... და ერთხელაც მშვიდად ვუთხარი, უცებ დანა, რომ გაგიყარო, ეს ანგელოზი გოგები უდედოდ დარჩებიან და რომ გამოვალ მათ ზიზღს და წყევლას, ვეღარ გავუძლებ მეთქი, ავდექი და მოვტყდი...“

მერე მისი დარდიანი ლექსები იყო.

რა  ჭირთ, ეგეთი?! “ დაიბნა. ზოდიაქური  ფანტაზიები ,იმხანად, დიდად არ იზიდავდა,  თუმც, ის კი გაეგო, ზოდიაქური ნიშნების მიხედვით ედიაცვერძივარო ამბობდა,

ბებური კი ამას, ხუმრობით აღიქვამდა;

_შენ ვისაც დაეჯახები ,ხომ მიამტვრევ რქებს!_ჩაიცინებდა და ჩაკოცნიდა.  

რადგან სწამდა, ქალი მისდამი, დიდ სიყვარულს, მორჩილებას და თანამოაზრეობას ამჟღავნებდადა. თანაც, ხშირად სიმშვიდით გამოირჩეოდა.   

მასაც ალალად  უყვარდა, ედიასაც შემოქმედებითი ნატურა ჰქონდა,  იდუმალებითშეფერადებულ ლექსებს წერდა და მხატვრობითაც იყო გატაცებული... შიგადაშიგ, ქმარს ზურგზემიეფიცხებოდადა წელზე მოხვედა  ხელებს, ბებური კი სიმხნევით ივსებოდა...

არც უფიქრია, ვერძიზოდიაქოს „ანატომიით“ დაინტერესებულიყო,  არც, თავისმშვილდოსნობასუთმობდა გამორჩეულ ყურადღებას;

-ალბათ, ლექსების გამოქვეყნება უნდოდა, შევარჩევ, რამდენიმე მათგანს და... მამაჩემთან ვიგვიანებ!-უნებლიეთ ჩაილაპარაკა მერე.

წიგნაკი ჯიბეში ჩაიდო, მეორე სართულიკენ აიხედა.

***

 10

უშეღავათო ხვედრი

 

საავადმყოფო ჩვეულებისამებრ ფუთფუთებდა... მის კედლებში დიდ ტკივილთან ერთად, სიხარულიც გაიღვიძებდა. ზოგი პაციენტის, განკურნებულად თვლიდნენ და ისიც გალაღებული ელოდაგაწერისდღეს.

არჩილი უკვე ეზოში გასვლას ახერხებდა. მამა-შვილი,  ჩრდილში მოქცეულ რომელიმე სკამზე ჩამოჯდებოდნენ და დუმილით იოხებდნენ გულს. შიგადაშიგ ,არჩილს ვინმე ავადმყოფთაგანი გამოელაპარაკებოდა, ისიც დააჭერდა თითს მილის ბოლოს და სიფრთხილით ეპასუხებოდა.

ია კარგა ხანის წასული იყო და ახლა, ჩვეულებისამებრ, თითქმის ყოველ საღამოს ეხმიანებოდა.

დედა, გამოგზავნილ ბარათში. კიდევ ერთხელ ატყობინებდა, ჩემზე ნუ იდარდებ, როგორმე მამაშენს ბოლომდე მიხედეო.

მოუხში მნახველებმა, მოჰქონდათ მოსაკითხი, მომცრო ტანის, ლამაზმა კაცმა, მცირე ფორმატის ტელევიზორი მოიტანა, სანამ აქ იქნებით, ავადმყოფი გულს გადააყოლებსო.

ხელდამშვენებულნი ეწვიათ იმ ქალაქში წარმოსაჩენი თანამდებობის მქონე, მოხდენილი ქალიც, არჩილი სყვარულით მოიკითხა და მერე ბებურს უსაყვედურა, შენ კი, ხომ გახსოვს, როგორ ვანერვიულ...

მოვიდა მსახიობიც, ნიჭიერი, ბახუსს მინდობილი კაცი, არჩილი სანაქებო ბლოკნოტით დაასაჩუქრა და სოფელში, მის ოჯახში გატარებული დრო მადლიერებით შეახსენა.

ყველასი, ყველას მადლობელი იყო...

ერთ დღეს ყელის ტკივილმა გააღვიძა, იფიქრა, ეტყობა, გაცივდი და გამივლისო, მაგრამ ოთხი დღე გავიდა და ნერწყვის გადაყლაპვა კვლავ და კვლავ უჭირდა. შიშმა თავისდა უნებლიეთ მოიცვა. ვლადი დაიმარტოხელა და ვითარება აუხსნა.

ექიმმა უმალ გასინჯა. რები გაქვს დაზიანებული, აუხსნა დინჯად და რაღაც წამლები გამოუწერა. ვითომც არაფერიო, შეშფოთება არ დაინია და რეცეპტებით ხელდამშვენებული გამოეთხოვა.

მკურნალობას, თუმც მამისგან ნამალევად შეუდგა, გარკვეული ხნის შემდეგ არჩილმა რაღაც, მაინც შეამჩნია და უსაყვედურა, აქ რაღას გეხარ, მე ჩემს თავს მივხედავ, ჩვენებთან წადი და იქ იმკურნალეო.

არა, ისეთი არაფერი მჭირსო, უთხრა ბებურმა, თუმც ფრთხილობდა, რაიმე ანთებითი პროცესის გამომწვევი არ გადადოო.

შუადღისას, გასაწმენდად ამოღებული მილი საგულდაგულოდ გარეცხა, მაგრამ მერე ყელზე დატანებულ ხვრელში, რომელიც აზებისგან საგრძნობლად შევიწროვდა, ვერაფრით ვერ ჩადო.

ამან კიდევ უფრო გააღიზიანა არჩილი და შვილს უბრძანა, ვლადის უხმეო. ექიმი პაციენტს სინჯავდა და მოოდიშ:
რამდენიმე კაცი კიდევ მყავს გასასინჯი, შენზე უკეთ ვინ იცის ეს საქმე, გამაყუჩებელი კიდევ ჩააწვეთე და ეშველებაო... – დაარიგა ბოლოს.

პასუხმა არჩილი განარისხა. შვილი ხელის კვრით მოიშორა. ფაცაფუცით წამოიმართა და შემართული გაეშურა ვლადის სანახავად.

შვილი მორიდებით გაჰყვა. გულუბრყვილოდ უხაროდა მისი ამგვარი სიყოჩაღე.

ახოვანი მამაკაცი ვიადად, მრისხანედ მიაბიჯებდა... ჩაუარა კიბეს, გაიარა დერეფანი, შეაღო კარი და ვლადის ხელის მკაცრი მოძრაობით მიანიშნა, ყურადღებას რატომ არ მაქცევო...

ექიმი შეჩქვიფდა.
ახლავე, ბატონო არჩილ, ახლავე ამოვალ... – გაეპასუხა კრძალვით, – თქვენ აბრძანდით, პროცედურების ოთახში დამელოდეთ და ახლავე ამოვალ...

შებრუნდა, კვლავ ისეთი ზვიადი გამომეტყველებით დგამგა ნაბიჯებს, თითქოს სულაც არ ახსოვდა ყელზე დატანებული ხვრელიდან, რომ სუნთქავდა. ბებური კვლავ რიდით მიაცილებდა.

ვლადი მართლაც მალე ამოვიდა, კვლავ უბოდიშა ავადმყოფს და ბებურის მიერ მოწოდებული, მალამოთი გაპოხილი პლასტმასის მილი მარჯვედ ჩაუცურა ხვრელში.

ოთახში  ბატონმა სერგ შემოიხედა, მოიკითხა მამა-შვილი და მერე ორივეს თითქმის არა:
აი, ხვალ ჩვენი კვლევითი ცენტრიდან პროფესორი გელინბერგი გვეწვევა, განყოფილების გამგე, იშვიათი სპეციალისტი, ასე ვთქვათ,  ჩვენი საქმიანობა უნდა შეამოწმოს, ჩვენც ვისარგებლებთ ამ შემთხვევით და... – არჩილს გამომცდელად შეაცქერდა, – გასინჯავს, თავის სიტყვას იტყვის, ძალზე ნიჭიერი კაცია, იშვიათი სპეციალისტი...

ავადმყოფმა კმაყოფილებით დაუქნია თავი, ვლადისადმი თავიდანვე აკვიატებული იჭვი, უფრო გაღრმავებოდა, პროფესორი და თანიშვიათი სპეციალისტიმაინც სხვა გახლდათ.

ბებურს კი ისეთი განწყობა დაეუფლა, თითქოსდა სასტიკი განაჩენის მოლოდინში ბარიერთან დაუფიქრებლად შემდგარიყო...

დილით კი ბატონმა სერგომ გულთბილად წარუდგინა ვლადის კაბინეტში შესული მამა-შვილი დაბალ, ჩასუქებულ კაცს.

პროფესორმა გულისხმიერად მოიწვია არჩილი და სკამზე დაჯდომისას, პირის გაღება სთხოვა, შიგ ჩააცქერდა და მალე მის გვერდით მორიდებით მდგარ დაძაბულ ვლადის რუსულად უთხრა:
რა ჭკვიანი თვალები აქვს ამ მოხუცს... – შემდგომ მშვიდად გააგრძელა, – დააკვირდი, ზემოდან ჩამოსდევს... პროფესიული მიმიკით რაღაც მიანიშნა.

ვლადი პირის ღრუს დაჟინებით შეაცქერდა, შეცბუნდა.
თავდაპირველად არ  ჩანდა... – თავის მართლება სცადა და ბებურის ხალისო გამოხედა.

ბებური გაშრა, ნერწყვის გადაყლაპვა საშინლად გაუჭირდა.

არჩილმა ჯერ თვალებით სცადა პროფესორისთვის შეკითხვა დაესვა, შემდეგ ხელებიც მოიშველია.
ყველაფერი კარგადაა... – გაეპასუხა იგი, კვლავ გაიმეორა, – რა ჭკვიანი თვალები აქვს ამ მოხუცს... – და ბებურს მიუბრუნდა: – ჩვენთან თბილისში უნდა ჩამოიყვანოთ!

ვლადიმ თითქოს დრო იხელთა და პაციენტს საცეცით ყელიდან სინჯად ხორცი ამოუწყვიტა.

პროფესორმა ავადმყოფს მხარზე ხელი მოუთათუნა და პირის დახურვის ნება მისცა.

არჩილმა თითი მილის თავზე მიიჭირა და ჭიქურ იკითხა:
კიბოა, ხომ? – წინ მჯდომს თვალებში შეაცქერდა.
დავთესავთ და გეტყვით... – მშვიდად წამოდგა ზეზე, გამოემშვიდობა, კარისკენ წასული ბებურთან შეყოვნდა და დამრიგებლურად უთხრა: – სებიანი უნდოდა იყოს, ჩამოიყვანეთ ჩვენთან, მართალია, საკმაოდ ხნიერია, მაგრამ მგონი გაუძლებს, სხვა მხრივ, ჯანმრთელი ორგანიზმი უნდა ჰქონდეს...
კი მაგრამ ამ წვალებას ძლივს გადაურჩა და... – ბებურს ხმა წაერთვა.

პროფესორს აღარაფერი უთქვამს, დერეფანში გავიდა და იქ მომლოდინე სერგის, რაღაც უკმაყოფილოდ უთხრა.

ვლადიმ საცეცი სინჯარაში ჩაუშვა, მერე ბებურთან ფრთხილად მივიდა და მოუბოდიშა:
ვჩქარობდით, შენ ხომ იცი, სიკვდილისგან უნდა მეხსნა და დაკვირვების დრო აღარ მრჩებოდა... ახლა აქ, ასეთ პირობებში, ხელმეორედ ვერ გავრისკავ, იქ, თბილისში გელინბერგი უკეთ გაირ... – და როცა მის თვალებში უნდობლობა ამოიკითხა, ყოყმანით დაუმატა, – თუმც, ჯერ ვნახოთ, დავთესავთ და... იქნება!

მათკენ მობრუნებული არჩილი იჭვნეულად იცქირებოდა.
ჩამოიყვანეთ, ჩამოიყვანეთ!.. დაელოდეთ პასუხს, ცოტა ხნით შინ მოასვენეთ და ჩამოიყვანეთ... – მხნედ მიმართა პროფესორმა ღია კარიდან.
შედეგი? – იკითხა დაბნეულმა.
ვერაფერს შეგპირდებით, რა თქმა უნდა, რისკის ამბავია, მაგრამ ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და იმედი უნდა ვიქონიოთ... – გაღიზიანება დაეტყო და კვლავ სერგის მიუბრუნდა.

ბებურმა შეშინებულ არჩილს ძალისძალად გაუღიმა. ნერწყვის გადაყლაპვა რომ გაადვილებოდა,  ხელი ყელზე ვითომც სხვათააშორის მოივლ...
სასუნთქი იოგების დამბლა უნდა ჰქონდესო... –თითქოს ინერციით უთხრა ხმამაღლა მამას. არჩილმა ხელი ჩაიქნია, მძიმედ წამოდგა და წელში გამართულმა შვილს უბრძანა:
შინ წამიყვანე, იქ სიკვდილი მირჩევნია!..

მომბრძანდით, მომბრძანდით!!!“, თითქოსდა, სადღაც შორს ბუბუნებდნენ სახლის კედლები...

*** /მიმდინარეობს რედაქტირება.../

*

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***

 

 ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...

 

 

მიმდინარეობს რედაქტირება

იხილავთ მომდევნო თავებსაც ...

Комментариев нет:

Отправить комментарий