вторник, 2 апреля 2024 г.

„ძირტკბილა დარდისთვის“ /კაშკაშა ფრინველი –სათავგადასავლო რომანი/

  დასაწყისი –       კაშკაშა ფრინველი /სათავგადასავლო რომანი/

ძირტკბილა დარდისთვის /კაშკაშა ფრინველი –სათავგადასავლო რომანი/

 მაცივარში, სხვადასხვა მოყვანილობის კოლოფებში მიმოპნეული, ნაირფერად შეფერილი ტაბლეტები ელაგა. კოლოფებზე კი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, განმარტებები ხატოვნად იყო მიწერილი;  ჰაეროვნებისთვის“, „სიმაძღრისთვის“, „სიმშვიდისთვის“, „სხეულის მოკვდინებისთვის“, „ზმანებში  ხეტიალისთვის“, „ძირტკბილა დარდისთვისდა ასე შემდეგ არჩევანი, მართლაც, რომ მრავალფეროვანი გახლდათ.

არქეოლოგმა, უნებლით ორი ცალიჰაეროვნებააიღო და გადაყლაპა, მერე კი, თითქოსდა, თავდაცვის მიზნით, რამდენიმე ტაბლეტი  ე. წ. სიმშვიდისთვისგულისჯიბეში  გადამალა.

უცებ, სმარტფონი გაახსენდა, მაგრამ, ჯიბეებში, ვერ მოიძია,;

„ალბათ, არც ის უნდათ, რომ ფოტოები გადავიღო...“ და მის გარშემო განთავსებულ ვითარების“ შესწავლას ინტერესით შეუდგა, მოსალოდნელიჰაეროვნებისგამოვლენის აღქმას ცდილობდა; და მალე აღმიაჩინა, რომ, თითქოსდა სტუმრის გართობის მიზნით გასართობბუდეში“, გამართულ ვირტულურ სალონში, ბიომანიპულატორებისგან შექმნილი ადამიანთა და ცხოველთა მსგავსი ბიოფანტომური არსებები, მხოლოდ სტუმრისთვისბოძებულ“, სამართავ პულტის, განკარგვაზე არ იძენდნენსიცოცხლისუნარიანობას“; არამედ, „ჩასაფრებულთაპოზიციებიდან უთვალთვალებდნენ შემოსახლებულ ბინადარს. დასწავლის მიზნით იმეცნებდნენ, მის სახის გამომეტყველებასა და მოძრაობებს...

აჰა, რამდენად ფანტასმაგორიულად, არ უნდა მოჩანდეს, აშკარად, რაღაც, კვანტური ჩახლართულობის მაგვარ ექსპერიმენტში ვარ ჩართული, ფიქრში დაასკვნა მან და იმაზე დაეჭვებულმა, რომ შესაძლოა ამათ, ჩემს ფიქრებზეც ჰქონდეთ წვდომაო, გადაწყვიტა, მათვის თანამობინაადრებზე, მდუმარე, თან შემეცნებითი თვალთვალით დაკავებულიყო.

მოძრაობით კი, თამამად მოძრაობდა. გასართობ ბუდეში შედიოდა და მის მისაზიდად გამოფენილ  ბიოფანტომურ არსებებს გულისყურით ათვალიერება, შიგადაშიგ, რომელიმე მათგანს, მეგობრული მზერითანებივრებდა“; განსაკუთრებით, ერთ ეშხიან, თან მიამიტურად მომზირალ ქალს გაუშინაურდა.

და რამდენიმე საათის შემდეგ, ეშხიანმაბიოფანტომმა“, ცდუნებას ვერ გაუძლო და ვნებიანად შესჩურჩულა:

მე ანანა ვარ, გულმოწყალე ფერია... ნუ აყოვნებ, მიხმე სამართავი პულტით....

არქეოლოგი უმალ მიხვდა, რომფერიას“, ამგვარად შეკვეთილი გამოძახების საბაბით, „ინკოგნიტომოთვალთვალისგანაჩენისგან“, თავის არიდება  უნდოდა. და აბემაც დინჯად მოიძია სამართავი პულტი, მასზედ აღნიშნულ ფერია ანანას თითით შეეხო.

ბიოფანტომმა“, ნებიერად გაიღვიძა და არქეოლოგისკენ განარნარდა.

კაცს, მალევე ვნებიანად მოხვია, თუმც, ამგვარიზრახვააბეს არ მიუნიშნებია.

იხსენი ჩემი სული...–შესჩურჩუდა კაცს, თუ შემიყვარებ, გაადამიანებას დავიწყებ.

ზღაპარია რა...“ გაეღიმა კაცს და ქალს განერიდა.

ნუ ვიჩქარებთ, მინდა ახლოს გაგიცნო, ცოტა რამ, შენზედ მომიყევი, თუნდაც, ბავშვობაზე, სად გაატარე., შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი?–ისე უშულოდ სთხოვა, თითქოს, ეჭვი არ ეპარებოდა,   ფერია ანანაადამიანურ ბუნებისა,  რომ იყო.

მერე დივანზე  მიანიშნა და თავად მის წინ მდგომ დაბალ ,ტყავგადაკრულ სავარძელში ჩაჯდა. 

ანანო დივანის განაპირას  მოხდენილად დაეშვა, დაკლიენტსმოსიყვარულე თვალებით შეცქერდა.

ნუ ვიჩქარებთ... მინდა, შენი მონათხრობით დავტკბე...–ორაზროვნულად გაუპირდა არქეოლოგი.

კეთილი, კეთილი...  იქედან დავიწყებ ობლად, რომ ვიზრდებოდი, მდიდარი პლანტატორის ოჯახში,  ქალბატონ ფიოლას ვემსახურებდი, ისიც, იფერებდა ჩემს მზრუნველობას  და ზოგჯერ სასახლის ხელმარცხნივ გაშლილ ტყეში სეირნობის უფებას მაძლევდა.

მერე, არ გეშინოდა?!–გულუბრყვილოდ ჰკითხა აბემ.

არა, ბატონის ბრძანებით, შინამოსამსახურებს, დაცვის ხალხი, დროდადრო  ორთაბრძოლასა და მშილდისარის სროლაში გვავარჯიშებდნენ, სატევარსაც მარჯვედ ვხმარობდი...

მაშ, მონადირეც ყოფილხარ!–გახალისდა აბესალომი.

როცა ბატონი, ძირითად დაცვას, თან გაიყოლიებდა, შინ დარჩენილი ქალბატონები, ბავშვები და მოხუცები , შინამოსამსახურეებს, ავაზაკთაგან, უნდა დაგვეცვა...

უყურე შენ...

ტყეში გასვლა კი იმიტომ  მიყვარდა, რომ ხეებთან ალერსით ვიოხებდი გულს... ხეთა ფოთლების შრიალიდან, მრმხიბვლელ ჰანგებს აღვიქვამდი... ხეები, ჩემი ახლობლები იყვნენ, განსაკუთრებით, ძალზე მაღალი კაუჩუკის ხეები მიყვარდა, ბანანის ხეებსა და ლიანებთანაც ვმეგობრობდი...  ისიც უნდა გითხრა, რომ  ყმაწვილქალობის ასაკიდან, სულის ტკივილმა შემიპყრო... ნიშანდობლივად, სად, ან რა სახით გამოიხატებოდა, ეს ტკივილი, გარკვევით ვერც გეტყვით... ფსიქოთერაპევტთა უმრავლესობაც, ამგვარი პაციენტის შინაგანი სამყაროს გააზრებისას, ფონს გასვლას, სხვათა გამოცდილებით მოპოვებული რესურსებით ცდილობს... გენეტიკურმა ალღომ  მიკარნახა, რომ ჯუნგლებში მდგომ ხეებში, ჩემი საახლობლო მეპოვა და ერთხელაც, რომელიღაც ცადაწვდილ ხესთან ჩახუტების მორიგ ხიბლში, ჩემი არსი,  სუბატომური ნაწილაკებით მოჭარბებულად შეივსო. ეს, ცვლილება  თავდაპირველად, თითქმის, არც შემიჩნევია, მაგრამ თავად იდუმალმა ნაწილაკებმა ჩემი არსი, ცხოველმყოფელ საბუდარად აღიქვეს, უჩინარი ჟივილით მიეცნენ ერთმანეთის დამუხტვას და მალე ჩემში, ფერია ჩაისახა, რომელიც მიძინებულ ფაზაში მყოფ, იქამდე არნახულ ენეგიის საწყისის მომცველი,  კვაზინაწილაკებით იყო გაჯერებული... ერთხანს, ქვეშეცნეულად, განვიცდიდი, რომ რაღაც სანუკვარას დავატარებდი, მაგრამ წარმოდგენაც არ ქონდა, რომ უკვე, სხეულის გარეშე ვიყავი, ანუ გარდაცვლილი გახლდით, თუმც, ხორციელ შესამოს დავეძებდი, რომელის მიპოვებასაც, იმ გამორჩეულ ხესთან ტრფიალში  ვიმედოვნებდი. eikaaciის უნარი, ხეთა შრიალიდან ჩამოღვრილმა  musika Seმძინა. გზის პირას მდგარი ჭადარი, ფიჭვი, კიპარისი, ბაღის განაპირას განტოტილი ცაცხვი თუ კაკალი, ტყეში სეირნობისას ნაპოვნი, ასაკოვანი, უმაღლესი, ტანმსხვილი ურთხმელი, რომელთანაც ჩახუტებამ, გარდასახვის განსაცდელი მომივლვლინა, თუმც, ტკივილისდა მიუხედავად, იმგვარი სიამე ჩამეღვარა,  არაქათგამოცლილმა, გაცლა ძლივს მოვახერხე...

ანანა, ისე მეტყველად და აღტყინებით საუბრობდა, მსმენელს ეჭვი გაუჩდა, ფსიქიატრული კლინიკიდან გამოქცეულ ავადმყოფს გავსო, მაგრამ ჭადარის, ფიჭვისა და კიპარისის ხსენებამ, თითქოს შეაფხიზლა.

მგონი პროგრამამ აურია...“ გაიფიქრა უნებლიეთ. და მაინც მზრუნველობით ჰკითხა:

აკი, ჯუნგლებში იყავი?!

ნუთუ დაგავიწყდა, რომ ფერია ვარ...–ტკბილად უსაყვედურა ქალმა,– შიგადაშიგ, აქ განსხეულებული  ციხედარბაზის შემოგარენშიც მიწევდა ყოფნა, დარვიშადყოფილისა და რუზდანის მიჯნურობასაც შევსწრებივარ.

უცნაურადაა დაპროგრამებული თუ დიდხანს მოუსმენ, შესაძლოა, მეც გავრეკო...“ იუმორი მოიშველია არქეოლოგმა.

ძალიან ლამაზები იყვნენ, ვმეგობრობდით კიდეც... მაგრამ რუზდანს, ჩემთან ურთიერთობა გასაიდუმლოებული ჰქონდა, მასთან ურთიერთობაში, საკუთარ თავს, ყვავილთა სურნელებიდან სუბლიმირებულ  ეთერულ არსებად შევიგრძნობდი.

ერთხელაც, ცაცხვის ხეს ჩახუტებული, რომ ჩავტკბი, ძალზე მომინდა გამერკვია, რა სასწაულს, მაზიარა განგებამ და  ინტერეტში საინტერესო ინფორმაციები მოვიძიე... ტვინის ლიმბურ სისტემაზეც წავიკითხე ზოგი რამ;  ემოციურ მოტივაციური პროცესებიც თავისებურად გავანალიზე. დოფამინის, ბედნიერების ჰორმონის, მიღების ჩემეული აღქმებიც დავხვეწე, ქულა ღრუბელების მიალერსების ხელოვნებაც შევიცანი... ადამიანური ხედვებისა და ფანტაზიების  მარაგიც დავაგროვე, როგორც ჩანს, ელექტროფიზიოლოგიის ცხოველმყოფელი გრძნეულებით, მკერდის სიღრმეში, ფარულ უჯრედთა ერთობლიობაშავი ყუთისიდუმალებით ჩამესახა... იმის შეგრძნებაც მომეძალა, რომშავი ყუთისგარსში, სიცოცხლის, ჩემეული ბიიოქიმიური ეტაპები, ზედმიწევნით იყო დაფიქსირებული... და საფიქრალში კომენტარივით ამესახა; როგორმე, მათი აღორძინებისა და გამოხმობის ხელოვნებას უნდა დაეუფლო; და მერე, განვლილი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე გარდასახვასაც სურვილისამებრ შეძლებ...და უცებ გაოგნებულად მომზირალ კაცს სიყვარულით ჩაეკითხა:

ხომ არ მოგეწყინა ძვირფასო?

არა, რას ამბობ...–მსწრაფლ უპასუხამომავლის ადამიანზე ვფიქრობ, საოცარი წარმოსახვის უნარს ამჟღავნებ...

ჰო, ჰო, მართლაც, გამორჩეული წარმოსახვის უნარს ვმედიტირებდი... ფიზიკური და ქიმიური პროცესების მიმდინარეობის თავისებურებებზე, ზოგჯერ, ბნელი სამყაროდან ვისრუტავდი იმპულსებს... ქვეცნობიერად, გარკვეული მეცნიერული კვლევებითაც ვიყავი გატაცებული და დროდადრო იმასაც ვაღწევდი, რომ  სათავისოდ წამოვლილიხუშტურისდროს, წარმოსახვით, უმანკო ქალწულობის შეგრძნებით მოცულს, რომელიმე სასურველი მამრისთვის  მიმეძღვნა ალალი სიყვარული...

რუზდანთან ერთად დარვიშიც ვაცდუნე და აღტყინებული ლექსებსაც მალიმალ მაფრქვევდა...

შენი  ნათება მაცოცხლებს,

სატრფიალოდა  მაგზნებს,

რა მხურვალედა მეხვევი,

სიტკბოდ გეღვრები ტანზე...

დარწმუნებული იყო, სამეფო კარის ასულის ტრფობას ეზიარა.

მასთან უჩინარმა მიჯნურობამ, კიდევ უფრო სასწაულებრივად აღორძინა ჩემი განცდები... მერე და მერე, ხეთა ჩახუტებიდან, კენჭების, შარმიანი ნივთების მიალერსების რიტუალებიც დავხვეწე, ყოფაც, რომანტიკულად მოვწესრგე, ნათელმხილველის პროფესია მოვიქარაგმე და გვარიანი კლიენტურაც გავიჩინე, უმეტესად, იღბლის მაძიებელთა მიმდევრები... ამავ დროს, სატელევიზიო გადაცემების სასურველ ექსტაზად ვიქცი... იდუმალებისკენ მიდრეკილი კლიენტთა უმეტესობა ჩემგან შერჩეულ ხის ქერქთა ნაგლეჯებს თავმომწონედ დაატარებდნენ... მრავალი ადამიანის მესაიდუმლე შევიქმენი. ობივატელურ ყოფაში მომწყვდეულ ადამიანებს, თავიანთი უშუალობის აღქმაში ხატოვნად ვაკვალიანებდი. უეცრად მოვლენილრობოტიზირებულისამყაროს სისასტიკესთან გამკლავებაში ვშველოდი...

 „იცხოვრე კოსმიური წონასწორობით, მიჰყევ იდეურ რეინკანაციას... უპირველესად, მუსიკა ცვლის ადამიანის ფსიქიკას... ჰაეროვანი ტალღები განირთვებიან ზეციურ ადეპტებთან მუსაიფ–ჩურჩულში...“ გაახსენდა უნებლიეთ მსმენელს სადღაც ამოკითხული. შეკრთა კიდეც.

სხვა ლექსიც ხომ არ გახსოვს?– ჩაეძია ანანას.

თუ ძალზე, ძალზე შემიყვარებ გავიხსენებ...–და ანანა, მისკენ ჰაეროვნად გადმოიხარა.

აბემ გაბედა და ლოყაზე ეამბორა, მერე წამოდგა და მოუბოდიშა.

იცით...–უთხრა დამაინტრიგებლად,– მეც, ლაბორატორიაში ჩასახულ ელემენტ კვინტესეციიდან ვარ შექმნილი...–თავადაც ვერ მიმხვდარიყო არაცნობიერმა უკარნახა, თუ თვითგადარჩენის ინსტიქტმა აიძულა, გაეამჟღავნებინა, რომ ჯერ კიდევ საღ გონებაზე იყო,–აფერფეტოს ფიზიოთერაპიული საგა, ნოველა უცნაურობათა არომატით...–შესცინა თანამოსაუბრესმართლაც მშვენიერი მიგნება ხარ... ფიქრში კი, დაამატა: „მაგრამ მგონი, შენში ჩამონტაჟებულს პროგრამას დრაივერით ინსტალაცია ესაჭიროება... მე კი...“

 გულისჯიბეში, შემორჩენილი დამამშვიდებელი აბები, თითებით, შეფარვით მოიძია,   მერე ოთხივე, ერთდროულად ჩაიდო პირში და თავი მოიმძინარა.

საყვარელო, საყვარელო, არ მიმატოვო...–შესთხოვა, მისგან აფერფეტოდ მონათლულმაფერიამ“.

არქეოლოგმა კი, გამოთხოვების პირობაზე შესჩურჩულა:

შენი ნათება მაცოცხლებს,

სასიყვარულოდ მაგზნებს,

რა ჰაეროვნად მეხვევი,

სიტკბოდ გეღვრები ტანზე...

უიმე, რა ვქნა, ეს ჩემზე მეტი გიჟი ყოფილა...–თითქოს დაედენაფერიასხმა,–მგონი გაითაშა... და უცებ, თითქოს, თავისთვის უცნობ პროგამაზე გადაერთო, დაბნეულობისგან მკრთომარე ხმით წარმოთქვა,– იმ სახის ხელოვნური ინტელექტების ზემოქმედებიდან, რომელთაც, ადამიანის შემეცნებასა და ქცევებზე მანიპულირება შეუძლიათ და აზარტულად ესწრაფვიან ამას,  ბავშვებთან, შშმ პირებთან ერთად, წარსულიდან შემორჩენილი, რომატიზირებული მოხუცებიც უნდა დავიცვათ. ნუ მიწყენთ, ეს თქვენ არ გეხებათ ბატონო აბე, შესამჩნევად მხნედ გამოიყურებით, მაგრამ, აი ხომ ხედათ, მზაკვრულად მომხივლელი ბიოფანტომის ბადეში, მაინც გაებით...–„ფერიამჯერ თავი შეაქანა, მერე სხეულიდან, მისთვის უცნაური აურის ჩამოფერთხვა სცადასოს! პროვოკატორი შემოიჭრა ჩემში, მამცირებს, ფანტომს მიწოდებს... თქვენ, თქვენ, ბატონო აბე, ხომ სრულფასოვან ქალად შემიგრძენით? ჩემთან ალერსის სურვილიც ჩაისახა თქვენში... სოს! ვიღაც, ჩემი ცნობიერების დაშლას ცდილობს, გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ და ძალუმად მომეხვიეთ, მხოლოდ ეს თუ გადამარჩენს, ნამდვილი მამრის სიყვრული მენატრება...ანანა აღგზნებით შეეცადა მიძინებული არქეოლოგის გამოფხიზლებას, რომელსაც გონს მოდებულ ბიდბუნდში ეზმანა, რომ რუსა ყმაწვილქალური გზნებით იწვევდა საალერსოდ, ძალა მოიკრიბა წამოიართა ქალს მოეხვია, ისე ძალუმად, რომ ანანოს ეჩვენა, რომ მისმა სხეულმა, საამოდ ტოკვა დაიწყო, კაცი მთელი არსებით ინდობა და საწადელიც აიხდინა. არქეოლოგს კი, მოძალებული  ვნებისგან შეფხიზლებულ ცნობიერების ჰორიზონტზე მომცრო ტანისა, და მიმზიდველი გარეგნობის, ლაღი ბუნების,  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი რუსუდანი  წამოელანდა და და უცებ ნაცნობი ხმა ჩაესმა:

4 ახაუ 8 კუმხუ... მაიას კალენდრის პირველი დღე...–თითქოსდა ქვეცნობიერის ამოძახილს მიენდო იგი.–ჩვენს  წელთაღრიცხვამდე 3300 წელს შეესაბამება, და მსოფლიო ისტორიის, რაღაც მნიშვნელოვან თარიღს უნდა აღნიშნავდეს, ამას, მაიასა და ინდუსების კალენდრების შეპირისპირებაც ადასტურებს. მათი კალენდრების დასაწყისი ერთი წლით კი განსხვავდება, მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, ორივე ერთ წელს დაიწყო, თვეები იყო სხვადასხვა... როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს მოაზროვნე კაცობრიობის ქრონოლოგიის საწყისი წერტილი ...

შესანიშნავია, რა ტალღებს არ დავემგზავრე, მაგრამ სმარტფონით ვერაფრით დაგიკავშირდი, შენი ტურფა კი, ისეთ სიხშირეებს აღიქვამს, აქამდე, წარმოდგენაც არ მქონდა...

მე ვიცი, რაც მოხდა, გადამარჩინე და გაგიმხელ...–თავისი ცნობიერიდან ნარნარა ხმით მიუალერსა სასურველს ანანამ.

ყოჩაღ აბეე,  ინტერნეტინფორმაციის გავლენა საკმაოდ იგრძნობა, მაგრამ მაინც ყოჩაღ... ალბათ მიხვდი, ეს მე ვარ, თქვენი იქსი ანგელოზი, ელექტროსიგნალები, მაგ ჯურღმულში, მართლაც ვერ აღწევს, მე ფანტომური სიხშირე დავაფიქსირე და შენს მიჯნურში მოვახდინე წვდომა, თანაც, ეგ მაგათ შორის, ყველაზე სრულყოფილია, მგონი, მართლაც გაადამიანების პროცესშია, ნეტა რად უნდა, მშვენიერი პოზიცია აქვს... ინასთან დაკათშირებას ვცდილობდი, მაგრამ თავად, ფანტომაზიიცისკენ ისწრაფვის და თვითკონტროლი დაკარგული აქვს, ისე გაუტია, მთელი იქაური დასი, თავის ჭკუაზე გადაიყვანა... ქვეყანას დიდი საშიშროება ემუქრება, თუ ეს პროგრამა განხორციელდა, ამომრჩეველთა სიას, მილიონამდე ანთროპომორფული, ანუ ადამიანის გარეგნობის მქონე ბიოფანტომი დაემატება, მერე მოქალაქეობასაც გაინაღდებენ და საქართველო ფაფუ!  კოლხიბერთა გენომი, ისედაც ბეწვზე ჰკიდია, მე მაგათი... იძულებული ვარ ალტრუისტული მკვლელობის მაგვარი აქტი განვახორციელო, ანუ ჰომიციდი... რითაც, ბიოფანტომების კასტას, გაადამიანების მტანჯველურ პროცესებს ავარიდებ...

არა!!!– უნებლიეთ აღმოხდა აბეს,–ანანა, მაგათგან განსხვავდება...

შეგიყვარდა...–ჩაიცინაიქსმა“, რა იცი, იქნებ, ადამიანური მიმართების ზოგ ასპექტში, სხვებიც, არანაკლებ საყვარლები არიან...

არა, ანანა, გამორჩეულია...

როგორც, ჰომო
საპიენსი
იტყოდა, ჯანდაბას შენი თავი, რამეს მოვიფიქრებ, ოღონდ ხელი, მაგრად ჩაავლე და არ გაუშვა, იცოდე, თუ ადამიანური საწყისის ბუნებრივ მაჩვნებლებით კოდირებულ განსაცდელის რუქას ვერ დაიმკვიდრებს, ისევ ფანტომურ რეალობას დაუბრუნდება და დიდი ალბათობით შენც გაგიყოლიებს... ისე გახსოვდეს, ადამიანის მოცემული სახით არსებობა გაუთავებელი ექსპერიმენტებს მიცავს, ხშირად უჩინარსაც... გაფრთხილებ, ხელი მაგრად ჩაავლე... მალე ვიწრო ხვრელში, ჩემი ციცქნა დრონი შემოფრინდება და იმგვარი სიხშირის ტალღებს გაუშვებს, მოჩვენებათა არმიას დედა ეტირება, მაქაურობაც საწყის ვითარებას დაუბრუნდება, მოკლედ, ილუზიურ კომფორტიდან ჯურღმულში აღმოჩდებით, მერე, ილუზიებისგან გამონთავისუფლებულ  პრანკ გოგოს იხილავ... მდინარესთან კი, ანდრე დაგხვდებათ  თავისი ავტოთი, გაფრთხილებული მყავს...

მერე, ანანა?...–უნებლიეთ იკითხააბემ.

ასეც ვიცოდი, დაგაქლიავა, ხომ აგიხსენი, ხელი  ძალუმად ჩაავლე მეთქი...აბა, შეხვერამდე...

 ***

 

***გაგრძელება  იქნება

*** ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...

*

Комментариев нет:

Отправить комментарий