დასაწყისი – კაშკაშა ფრინველი /სათავგადასავლო რომანი/
ბედისწერის ხლართები
გამხდარმა, მაგრამ, წარმოსადექი იერის ახალგაზრდა კაცმა, რომ შეამჩნია სასტუმროს მენეჯერად წოდებული, ბუთხუზა ქალი, ამერიკელ სტუმარს, უნებლიე რიდით შესცქეროდა და ბოლოს, გაუმართავი ინგლისურით, გაუბედავად ჰკითხა, ნომრით და მომსახურებით, ხომ კმაყოფილი ხართო, პასუხად, კეთილად გაუღიმა.
–უფრო შინაურულად თუ შეიძლება, ჯერ ერთი, მე თქვენსავით ევროპელი ვარ, წარმოშობით საფრანგეთიდან, მაგრამ, საქართველოს, ძალზე ამაღელვებლად განვიცდი, მინდა ახლოს გავიცნო, ვინმე, ისეთი თუ იცით, რომ კეთილი მეგზურობა გამიწიოს, სასურველია ავტომობილი ჰყავდეს...–საქმიანი წინადადებაც უმალვე მიადევნა.
–ახლავე! –არ დააყოვნა მენეჯერმა თან, სტუმარს ნაჩქარევად აუხსნა, ჩემი დაქალია, მაგარი გოგო, შეგიყვარდებათ...
–არა, სიყვარული არა...–შეკრთა ვაჟი და სავარძელში ჩადებული ჩანთა აიღო.
–არც იფიქროთ, კარატეში, შავი ქამრის მფლობელია, უბრალოდ, საზრიანი და ყურადღუბიანი გოგოა...ინგლისური, ესპანური და ფრანგულიც მშვენივრად იცის...–მიმიკით მოუბოდიშა, გვერდზე გადგა და ორიოდ წუთში დააიმედა–ათ წუთში, აქ იქნება.
მენეჯერის ინგლისური ბიჭმა, მთლად კარგად ვერ გაიგო, მაგრამ ის რომ, მისი მომავალი მეგზური, მაგარი გოგო იყო და ინგლისურს, ესპანურს და ფრაგულს ფლობდა, გუმანით აღიქვა.
–ძალიანც კარგი, ძალიანც კარგი...
–ლელა მშვენიერ მეგზურობას გაგიწევთ...
–ლელაა, ლელააა...–თითქოს წაიმღერა ვაჟმა.
–დიახ, დიახ, საჭესაც ჩინებულად ფლობს და გარეუბნებსაც მოგატარებთ...
–კაი გოგო, ნუ გააგიჟე კაცი, არ იფიქროს საშუამავლო ბიუროში მოხვდიო...–გაეხუმრა, იქვე მდგომი ხანშიშესული კაცი.
–იფიქროს მერე, წააგებს რამეს თუ... ახლა, კი არ გამიცვნია, ტექნიკუმში ერთად ვსწავლობდით, ისეთი ლეგენდარული და განათლებული ბებია ჰყავდა, რომ...
–აა, ახლა ბებიამისის გათხოვებაც მოინდომა!–სიცილი აუტყდა კაცს.
–გეყოფათ, ოტელის ავტორიტეტს გაუფრთხილდით...–გაისმა კიბეზე ჩამომავალი ადმინისტრატორი ქალის ხმა... და მერე თავისთვის ჩაილაპარაკა,–ასეა, მოყვრული გარიგებებით მიღებული ხალხი, სანამ მაგათ გამოწვრთნი...–და სტუმარს ინგლისურ ენაზე თავაზიანად შეახსენა–ყავა თუ მოგინდეთ, რესტორანიც აქვეა...
–უკვე გეახელით, მსიამოვნებს ქართული ლაპარაკის მოსმენა...–გაუღიმა მან და შირიახლო მდგომ სავარძელს მიაშურა.
–აი, მოვიდა კიდეც!–შესძახა ბუთხუზამ, და ვაჟს წამოეწია, ქუჩის განაპირას მდგომ წიგნების ყდებით მოხატულ ტაქსისკენ მიახედა, რომლის გაღებულ კარიდან სპორტულად ჩაცმული მოხდენილი ქალიშვილი მკვირცხლად გადმოვიდა და დაქალს ღიმილიანი სახითა და ხელის აწევით მიესალმა.
–ძალიანც კარგი, ძალიანც კარგი...
–მშვენიერი ტურნე გელოდებათ...–კიდევ ერთხელ დააიმედა ბუთხუზამ, ეტყობოდა დაქალის მონახულებაც უნდოდა, მაგრამ ადმინისტრატორი ქალის გამაფრთხილებელ გამოხედვას წააწყდა და შეყოვნდა, თუმც, თავისებურად გულის მოოხება მაინც გააგრძელა,–
–მართლაც ქალაქის მშვენებაა, არადა, ეგეც ხომ ჩამოსულია, მაგრამ, ახლა ბევრ მკვიდრ ქალაქელზე უფრო ქალაქელია... სხვათაშორის, აქაურები, რომ ბოტანიკური ბაღით თავს იწონებენ, მის განაშენიანებაში ბაბუამის დიდი შრომა ჰქონდა ჩადებული, მერე მოშურნეება დააბეზღეს, ხეთა თესლები და ნერგები, ძირითადად, ნაცნობი მეზღვაურების დახმარებით, ხელისუფლებისგან ფარულად, კაპიტალისტური ქვეყნებიდან შემოაქვსო და თურმე, ციხეს ძლივს გადაურჩა, დაბაში დაბრუნება მოუწია, მაგრამ, ახლაც ოცდაჩვიდმეტი წელი, ხომ არაა...
–რა მოპირული ენა გააქვს... ტყუილად ცდები ამ სასტუმროში, ისეთ პოლიტიკურ კარიერას გაიკეთებდი რომ...–ჩაუქარაგმა ხანდაზმულმა კაცმა.
–საქმე ისაა, ღალატი არ შემიძლია, თარემ...–უმალ მიაგება ბუთხუზამ–სამკითხველოსავით წიგნების ყდებით ტაქსის აფერადებაში მე ვეხმარებოდი, თავდაპირველად, ქალაქის მერიამ ქუჩებში გამოსვლა აუკრძალა, მაგრამ მერე გულშემატკივართა შედგენილ პეტიციას იმდენმა ვინმემ მოაწერა ხელი, ახლა, ლელას ტაქსი, ლამის კულტურულ მემკვიდრეობადაა აღიარებული... ვინ იფიქრებდა...–ადმინისტრატორი ქალის გასაგონად ნიშნიმოგებით წარმოთქვა და დერეფანისკენ გაუჩქარა.
სამიოდე წლის წინათ, დაობლებული, აღმზრდელი ბებოს გარდაცვალებით უნუგეშოდ დარჩენილი, დაბელი გოგოს ამგვარ მეტამორფოზას, მართლაც არვინ წარმოიდგენდა.
სამიოდე წლის წინათ, ჯერ კიდევ, საკმაოდ გულუბრყვილო, საამო გარეგნობის ქალიშვილი, რომელიც, თავისი დაბის გამორჩეული მკითხველი გახლდათ, გარეგნულად, ვაჟკაცად შეღერებულ ვაჟზე, სიყვარულით გათხოვდა. ოჯახს, იქაურთა განსჯით, შეძლებული ეთქმოდა და ზოგს, არ სჯეროდა გოგოს გულწრფელობისა, რადგან იმ დაბაში, მისი ასაკის ყმაწვილქალებში, მომხიბვლელობით გამოირჩეოდა, თან, ობლად ითვლებლდა, რადგან, ბებოს მონაყოლით, მხოლოდ, ის იცოდა, დედამისმა ირინემ, ზღვისპირა ქალაქში მდებარე ინსტიტუტის სტუდენტმა, შეყვარებულისგან, რომ იქნა მიტოვებული, თურმე, კარგა ხანს მალა თავისი ორსულობა და მერე ნაადრევ მშობიარობას გადაჰყვა. პაწია გადარჩა და როცა გარდაცვლილის საახლობომ, იმ ყოფილ შეყვარებულს მამობის აღიარება მოსთხოვა, ბიჭმა სასტიკი უარი განაცხადა, მაგ გოგოსთვის, მაგ გაგებით ხელიც არ მიხლია, ეს ბავშვი ჩემი არაა, თუ გინდა სისხლი ამიღეთო.
ეს, რომ გაიგო, ირინეს დედას, ქალბატონ ლელას, ამ ამბის, ზედმეტად მოძიება, არც უფიქრია. მისთვის მთავრი იყო დღენაკლული ჩვილის ჯანმრთელობა. ქალიშვილის დაკრძალვის შემდეგ, სამიოდე დღეში, მისი მეუღლის თაოსნობით, ორიოდე ნათესავთან ერთად, ბავშვის, ამქვეყნად მოვლინებაც კი აღნიშნეს და პატარას, ბებიის სახელი, ლელა დაანათლეს. მერე კი, დაბადების მოწმობაში, მამისახელად, ბაბუის სახელი, ბესაროინიც მიუსადაგეს, და დაბა ყვავილნარს, ლელა ბესარიონის ასულიც შეემატა.
ჩვილობა ლელამ, უმეტესად, ბაღთან მდებარე, ბარე ასი წლის წინათ, ჯერ კიდევ, წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოთავე კაცთა თაოსნობით, მასიური ქვებისგან ნაშენ ბიბლიოთეკის შენობაში გაატარა; თაროებისგან გამონთავისუფლებულ ბიბლიოთეკის კუთხეში დადგმულ, ხელოსნისგან საგულდაგულოდ მოჩუქურთმებულ აკვანში გაატარა.
ბებიამისი განთლებული ქალი გახლდათ, ყმაწვილქალობაში, ზღვისპირა ქალაქში მდებარე ინსტიტუში სწავლისას, ერთხანს, პოეტების მუზადაც კი ქცეულიყო და მშობლიურ დაბაში დაბრუნებულმა, თითქოს, ლეგენდარული შეფერილობის ფეროვნება ჩამოიყოლია; რადგან, ნაადრევად გარდაცვლილი და მაინც, გამორჩეულად სახელოვანი პოეტის დანატოვარი ლექსების ადრესატად ითვლებოდა.
თუმც, მის მომავალ მეუღლეზე, სწავლულ აგრონომზე, მშობლების რჩევით გათხოვდა, მისდამი, რიდი და სიყვარული, მათი ოჯიხის განუყრელი თანმდევი გახლდათ და ერთადართი ქალიშვილ ირინასგან გაჩენილ შვილიშვილს, ორივენი თავს ევლებოდნენ.
ერთხელაც, დაბაში და მის გარეთ ცნობილი სწავლული აგრონომი, თუმც, რეპრესიის ხანა, კარგა ხნის ჩავლილი იყო, ვიღაც მავნემ, ისევ დააბეზღა, პენსიონერია და მაინც, სამ ადგილას მუშაობსო. არადა, როგორც სწავლულს, მემცენარეობასა და ნიადაგმცოდნეობაში ბევრი საკამათო საკითხის გონივრულად გადაწყვეტა მოსდგამდა. სხვადასხვა სამეურნეო შეკვეთას ასრულებდა. ზოგჯერ დაბიდან, ათეული კილომეტრის გავლა, ველოსიპედით უწევდა. თავის მართლება არ უცდია, ინერვიულა და ერთხელაც ხის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. მერე ლელამ მისი „გასაიდუმლოებული“ დღიური იპოვა, რომელშიც მეუღლისადმი, მიძღვნილი, ხატოვანი ალეგორიებით შემკული ლექსები იყო განთავსებული. აღტაცებულმა ლელამ, ადგილობრივ გაზეთის რედაქციასთან, ისე შეამზადა მათი გამოქვეყნების სცენარი, რომ ბებიასთვის არ გაუმხელია... და როცა ლექსები გამოქვეყნდა, ბიბლიოთეკაში შეკრებილმა დაბა „ყვავილნარის“ მკითხველთა საზოგადოებამ, გაზეთების ეგზემპლიარები, თაიგულებთან ერთად, მიართვეს. ერთ დროს, ლეგენდარული პოეტების მუზამ, თითქოს არ გაჰკვირვებია, თუმც, მერე, თვითნაბად ტალანტად აღიარებული მეუღლის ლექსები, რომ წაიკითხა, გვარიანად წაიცრემლა, თან, იმის დაჯერებაც უჭირდა, მის აგრონომ ქმარს, იმგვარი, ხალასი პოეტური ნიჭი, რომ გააჩნდა და წლების მანძილზე ამის დამალვა შეძლო.
ასე რომ, ბებია და შვილიშვილს ბესარიონის გარდაცვლალებამ გული კი დასწყვიტა, მაგრამ მისმა დანატოვარმა სიურპრიზმა, ორთავეს მხნეობა შესძინა და სიცოცხლისადმი სიყვარული განუახლა.
თითქმის, ბიბლიოთეკაში გაზრდილმა ლელამ, ლამის ზეპირად იცოდა, მისი კუთხე–კუნჭული, იქ გამართულ ლტერატურული შეხვედრების ერგული დამსწრეც გახლდათ, მერე კი, გულმხურვალე მონაწილე... შიგადაშიგ, სპორტულ კლუბში, „კარატეზე“ დადიოდა, რაკი ობოლი ვარ, ვინმე, ადვილად დაჩაგვრა არ მომინდომოსო. სკოლის დამთარების შემდეგ, ბებოს ავადმყოფობის გამო, მეზობლის რჩევით, რომელიც, დაბაში მდებარე სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმში, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, და ხშირი მოწმე იყო, გოგო, როგორ სიყვარულს იჩენდა, ბაბუას გაშნებულ ბაღის მიმართ, სწავლა ტექნიკუმში განაგრძნო, რათა ბებოსთან ახლოს ყოფილიყო. თანაც, სოფლის ბიბლიოთეკის შესახებ, მონოგრაფიის მაგვარი, კვლევის წერა წამოიწყო, შიგადაშიგ, იმ სახელოვან პერსონებზეც აკეთებდა ლიტერატურულ ჩანაწერებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, დაბის სამკითხველოს სტუმრობდნენ.
მერე ბებიამისიც გარდაიცვალა; ლელამ მასთან განშორება ძალზე მტკივნეულად გადაიტანა, და მარტოდ დარჩენილმა, რელიქვიასავით შემონახულ სახლკარზე, გული აიყარა.
ასე იყო, თუ ისე, ბიჭის ოჯახმა, დიდი ქორწილი გადაიხადა, ყველაფერი, თითქოს ტრადიციის მიხედვით ჩატარდა, ხელი არ მოუწერიათ, დედამთილმა, რა გვეჩქარება, ბავშვი, რომ გაჩდება მერეო, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ვაჟს, თურმე, სატრფოს მოსახიბლად, აქა–იქ გაზეპირებული აფორიზმების დაზეპირება ეხერხებოდა. და რაღაც ერთ თვეში, ქალმა შეამჩნია, რომ იგი სიყვარულშიც, რაღაც გაზეპირებულ სცენებს ასრულებდა; ოჯახურ იდილიად ფულის შოვნა, ახალი სახლის, ახალი მანქანის და ქალ–ვაჟის გაჩენა მიაჩდა. იმ ხანად, ვიღაც ბიზმესმენმა, „სავაჭრო ცენტრის“ მშენებლობის მიზნით, ის ადგილი შეისყიდა, სადაც, ასი წლის წინათ, წერა–კითხვის საზოგადოების თაოსნობით აშენებული ბიბლიოთეკის შენობა იდგა, და მშენებლებმა, იქაურობის მოსუფთავება დაიწყეს, ლელამ ადგილობრივ გაზეთში, მამხილებელი წერილების გამოქვეყნება კი შეძლო, მაგრამ ძალზე ცოტამ დაუჭირა მხარი, ნომენკლატურამ აითვალისწუნა, ქმრის მშობლებმა და სანათესაომ გაკიცხა; ადამისჟამინდელი ხუხულას გამო, ასეთი გავლენიანი ხალხის გადაკიდება, როგორ შეიძლებოდაო, ქმარმა კი ღლიცინით უთხრა, არა უშავს, ბავშვს, რომ გააჩენ, გაგივლის, ეს რომანტიზმიო და ქალს, ბევრი არ უფიქრია; როგორც კი, საშუალება მიეცა, წინაპრების დანატოვარი, კარგა მოზრდილი ეზოს ნაწილი გაყიდა, სახლი და დარჩენილი ნაკვეთი, მეზობელს მიაბარა და ახალი ცხოვრების დასაწყებად, შორახლო მდებარე ზღვისპირა ქალაქში, ავტობუსით გაემგზავრა.
ფანჯარასთან მჯდომი, შემოდგომის მზის განათებულ ღრუბლებს აკვირდებოდა და სურდა თავისი მომავალი წარმოედგინა. ნეტა შესაფერი ბინა მაშოვნინა და მერე, იქაურ სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის, რომელსამე ლაბორატორიაში, დამხმარე დამხმარე მუშად მოვეწყობი, ბოლობოლო სინჯარეს და მისთანებს, ხომ უნდა გარეცხვა, ან მათში გაღვივებულ თესდებს მიხედვაო, ფიქრობდა გულუბრყვილოდ და არც გაუგია, მორიგ გაჩერებაზე ავტობუსი ამოსული, დანაღვლიანებული ქადბატონი, მის გვერდით უხმაუროდ, რომ დაჯდა.
ლელას, უცებ მოეჩვენა, რომ ქმარი მეზობლის მანქანით აპირებდა ადევნებას. ჩანთიდან, ტელეფონი სწრაფად ამოიღო, ქმარს მესიჯი გაუგზავნა: შარი თუ არ გინდა არ მომძებნო, მე ჩემთვის, შენ შენთვისო... და ტელეფონი ქსელიდან გამორთო. მის აკრეფილს, უნებლიეთ, თვალი მოჰკრა ხანდაზმულმა ქალბოტონმა, რომელის ქმარი, ერთი წლის უკან დაღუპულიყო, ერთადერთი ქალიშვილი, ცხოვრების უკეთ მოწყობის მიზნით შეერთებულ შტატებში ხშირად ინაცვლებდა, საცხოვრებელ ადგილს, თითქოს სიმღერით ირჩენდა თავს, მაგრამ, დედამისმა მასზედ ცოტა რამ იცოდა. ახლო ნათესავი არ ჰყავდა. მოეწონა ლელა, შენისთანა გოგო, ვინც, ვერ შეიფერა, ნამდვილი რეგვენი ყოფილაო, თავისებურად უთანაგრძნო, დაინტერესდა მისი ცხოვრებით, გოგოც მიენდო და ალალად მოუყვა, გულუბრყვილობა, რომ გამოიჩინა საქმროს არჩევანში...
–ეეჰ, დაიჩივლა ქალმა, მეც სულ იმას ვარიგებდი ჩემსას, თვალით მოწონებულ კაცს ნუ შეიყვარებ მეთქი, იმანაც, აბა, გული საზღვარგარეთ მიმიწევსო, ამერიკაში გაემგზავრა და იქ, გულის კარნახით, ერთი, ოთხჯერ გათხოვდა, მერე სულ დაიკარგა, რომელიღაც, საკრუიზო გემზე დაიწყო მუშაობა, იმ გემზე სასტუმრო და ბარებიც ყოფილა... ბოლოს რომ მელაპარაკა, ვუთხარი, აა, გოგო, მაქ ხუთჯერ, რომ გათხოვდი, ჩამოდი და აქ, ერთხელ მაინც ცადე, ბედი მეთქი... მაგრამ, ის გემი, ისეთი, ქვეყნების ნავსადგურებში ჩერდება, და თურმე, ისეთი ნაირფერადი მგზავრები ჰყავს...
ქალის ნათქვამზე, ლელამ გულიანად გაიცინა...
–ახლა, ჩემი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად ავედი მთაში, ვიფიქრე, იქნებ რამე მირჩიონ მეთქი, მაგრამ, არც საფლავები დამხვდა და არც ვინმე მაცხოვრებელი, იქაურობა ზვავს ჩაუტანია, მიმესწრო მაინც... ისე, ქვემოთ, გადარჩენილ უბანში, ასწლოვან ცაცხვის ხესთან გამართულ სკამზე დავჯექი. ცაცხვის ხეს მიყრდნობილს ტკბილად ჩამეძინა. მხარზე მეხება ვიგრძენი, შეშინებული შევფხიზლდი და თეთრი მურია მხარს მილოკავს, ჩემს ბავშვობაში, მეზობელს ჰყავდა ასეთი... ხშირად ვეფერებოდი, სუფრიდან გადანახულ მჭადის ნატეხს ვაჭმევდი, ისიც ხელებს მილოკავდა და მე მიხაროდა, ვგრძნობი, ვიღაცას ვუყვარდი, რადგან ტიფით, ჩემი და–ძმის გარდაცვალებით დამწუხრებული მშობლები ცივად მეპყრობოდნენ, მგონი ფიქრობდნენ, ესეც არ შეგვრჩება და აკვიატებულ აზრს ორივე დაბრიყვებული ჰყავდა... იმ ძაღლმა, უნებლიეთ, ჩემს მიმართ, გარდაცვლილი მშობლების, მოსალოდნელი საფრთხისგან მიჩუმათებული, წვალებაგამოვლილი ალერსი მაგრძნობინა, ჩავიხუტე ის ძაღლი, ჩანთიდან ორცხობილა ამოვიღე და მივეცი, ვიფიქრე თან წავიყვან მეთქი, მარგამ, მან ორცხობილა მარჯვედ დაიჭირა კბილებით და უკანმოუხედავად გაიქცა. ალბათ, ლეკვები ჰყავდა. დიდხანს ველოდე, აღარ დაბრუნებულმა, მერე იქაური ავტობუსიც გამოჩნდა და...
–რომანივით ჰყვებით... შემთხვევით...
–არა, არა...–მიუხვდა ქალი...–ისე, ჩემი ქმარი მიშიკო, კი მეხუმრებოდა, მეშინია, სიბერეში არ დაუსტვინოო...
–ბებოს უყვადა, ასეთი თავგადასავლები, ხომ გითხარით ბიბლიოთეკარი იყო მეთქი...
–კი, კითხვა, მეც მიყვარდა, მაგრამ მერე, ჩემი გოგოს დარდმა ჩამიტანა, სულ იმაზე ვფიქრობ, სად არის და როგორ...
–ლოცულობთ?
–დარდს, მაინც ვერ ვერევი...–და უცებ გადაწყვიტა–ბინის ძებნაში, რომ არ გაწვალდე, ჩემთან იცხოვრე, მგონი შევეწყობით ერთმანეთს, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, თუ მანქანის ტარება შეგიძლია, ჩემი ქმრის, მიშიკოს, გაწკრიალებული ფოლსვაგენი გარაჟში მიყენია...
–რა, ვიცი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას ვაპირებ და...–თამამად განაცხადა ლეილამ.
–და მერე ვინ შეგიშლის ხელს, თუ რჩევას მკითხავ, ჰო კარგი, თორემ, შენი შენ იცი, კერძო სახლი მაქვს, ყველაფერი, ორ ოჯახზე გათვლილი, ტუალეტი, ვანა, ჩემმა მიშიკომ თადარიგი დიჭირა, მეუბნებოდა, იქნებ, ერთი კაი ბიჭის ჩასიძება მოხერხდესო და...–და ქალმა ცრემლები გადმოღვარა.
ლეილას შეეცოდა და დამშვიდება დაუწყო; ქალთან შეხებისას, დედობრივი მზრუნველობის მომცველი სითბო იგრძნო.
მერმე, ყველაფერი, თითქმის ისე აეწყო, როგორც ლათინოამერიკულ სერიალებშია. შემთხვევით გაცნობილებს, მონათესათე სულები აღმოაჩდათ, მარტოდ დარჩენილ, ევოჩკას დედას, ქალბატონ ელენეს, ლელასთან უროიერთობისას, უნებლიეთ, თავისი ყმაწვილქალობა ახსნდებოდა, ობლად დარჩენილი, თაადაც, ხომ სამადლოდ იყო გაზრდილი.
ლელა; ახალ გარემოს მალე გაუშინაურდა, სწავლის გაგრძელება არც უფიქრია, არც სამუშაოს მოძებნა, მით უფრო, მას შემდეგ, ელისაბედის ქმრის დანატოვარი ფოლსკვაგენი, როს იხილა, თუ ნებას დამრთავ უნდა ვიტაქსაოო, გამოუტყდა დიასახლის და იმანაც, თუ შეძლებ, მაგას რა ჯობია, ჩემი მიშიკოს სული გაიხარებსო.
ლელამ კი, თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას მალევე მიჰყო ხელი, ტექნიკუმში მანქანის ტარებას ას(წავლიდნენ, მოწმობის აღებაში, ქაბატონ ელენეს მეზობელი, პენსიაზე გასული, ყოფილი პოლიციელი წაეშველა. და მალე იმ ქალაქის ქუჩებში გამოჩდა ტაქსი, რომელზეც ქართველი და საზღვარგარეთელ ავტორთა წიგნების ასლების, მცირე ფორმები იყო მიხატული. ერთურთის გვერდით იხილავდით ქართველ და საზღარგარეთელ მწერლებს, მძღოლად კი, მშვენიერ ლელას, რომელიც თუ შესაფერი მგზავრი ჩაუჯდებოდა, თავისი ინიციატივით, დისკზე ჩაწერილ ვიქტორინას ჩართავდა და მგზავრს თუ მგზავრებს, პირობას დაუთქვამდა, თუ ათი შეკითხვიდან შვიდს მაინც გამოიცნობთ, მგზავრობის ფულს აღარ გადაიხდითო, თუმც, ყოველთვის მძღოლი იგებდა, რადგან მძღოლი, ყოველ კვირას, ახალ ჩანაწერებს სთავაზობდა მსმენელთ. ამგვარი უცნაურობით, მალე მიიქცია ყურადღება, და საკუთარი ნაკითხობის, ანუ როგორც ლელა ამბობდა „აქიუს“ შეცნობისა თუ გადამოწმების მოსუნე კლიენტურა, ხშირად საგანგებოდ ცდილობდა მისი ტაქსის დაჭერას.
თავდაპირველად, ამან, ქალაქის ტაქსისტები და მგზავრებზე მონადირე კერძო პირები გააღიზიანა, ერთხელაც, გამომწვევად ატორღიალებულმა უცნობმა ნარკომანმა მოინდომა მისი დაშინება, მაგრამ, როცა ლელამ, მარჯვედ გადმოაგდო მანქანიდან, ხმა გავრცელდა, შავი ქამრის მფლობელია და არ დაგინდობთო. უცნაური გოგოაო, დაირხა ხმა, კი, მართლაც იყო, ტაქსისტი ქალის პირობაზე, ზოგი რამ, სხვებისთვის „უცნაური“, მის ბუნებასა და არჩევანში.
შინ დაბრუნებულს ელენე, დედობრივი, უფრო სწორად ბებიამიმის, რომ სჩვეოდა ისეთი სიყვარულით ხვდებოდა, თავის დამზადებულ კერძის ქებაში, სუფრას ხალისიანად გაშლიდა და დღის ამბების (ვინ, სად და როგორ ამგზავრა) შვილობილისგან მონაყოლს ემოციურად აღიქვამდა. ლელაც ხშირად ანებივრებდა ტკბილეულითა და სახელდახელო საჩუქრებით. ელენე თავს იწონებდა „შვილობილით“ და ლელას ბებოსაც კეთილად იგონებდა.
მართალია, მერე და მერე გოგო, შიგადაშიგ, მამის ვინაობის დადგენის, მწველი სურვილი შეიპყრობდა, მაგრამ, ორიოდე ახლობლისგან, ვითომდაც შემთხვევით მონაყოლი, მისგან, დედამისის, ისე ხელაღებით გამეტების ამბავს, რომ გაიხსენებდა, ძიების წადილს, შურისმაძიებლური განწყობა ჩაანაცვლებდა.
მერე, ქალაქის მერიის კულტურის განყოფილებიდანაც შეაქეს, საქმროებიც გამოუჩდა და ისე, როგორც ბრაზილიურ ფილმებშია, ყოფილმა ქმარმაც ჩამოაკითხა, ინდომა მონანიების ბადეში გაეხვია და ცოლქმრული ურთიერთობის აღდგენა შესთავაზა. ლელა მშვიდად შეხვდა მის გამოჩენას, ტაქსშიც კი ჩაისვა, თან გაიფიქრა, ეს „ნახევარფაბრიკატი“, რამ შემაყვარაო. ხუმრობით, ნაკითხობაზე ჩვეული ვიქტორინა ჩაუტარა, და როცა ყოფილი სასტიკად ჩაიჭრა, ავტომობილი გააჩერა, ახლა კლიენტთან მიმეჩქარება, თვალთვალი არ გაბედო, თორემ, მოსალოდნელია, ჩემი ვიქტორინის, რომელიმე თაყვანისმცემელს, როგორც ქრონიკული უწიგნური, კიდეც შემომელახოო.
გაზაფხუზე, საამოდ, რომ შეთბა, დამსვენებელთა რიცხმა საგძნობლად იმატა, კლიენტურაც საეჭვოდ აჭრელდა, ლელამ ამჯობინა, ტაქსის სალონი გადაეხალისებინა, ანუ თავისი ხედვით შემუშავებული დიზაინის მიხედვით, სტამბაში – „მოიგეთ ცოდნა, აფხიზლეთ გონი!“ ქართულ და ინგლისურ ენაზე ლატარიის ბილეთები დაბეჭდა. და მანქანაზე შესაბამისი წარწერაც გაჩდა: „მოიგე ცოდნა!“
რა ცოდნის მოგებაზე იყო მითითება, მგზავრი მანამდე ვერ მიხვდებოდა, სანამ ლატარიის ბილეთს არ შეიძენდა, წიგნებს, აუდიოდისკები შეაშველა და ტაქსში განვითარებული სიუჟეტების ჩანიშვნა დაიწყო.
და აი, მისკენ წამოსული ვაჟი მოზომილად შეათვალიერა და დისკის წამკითხველში ინგლისურენოვანი დისკი ჩადო
ვაჟი ქართულად მიესალმა და ქართულადვე დაინტერესდა, ხომ კარგად ბრძანდებითო...–ავტოში ნაჩქარევად ჩაჯდა და გაოცებულ ქალს გასძახა,–შეძლებისდამაგვარად არ იჩქაროთ, დანახარჯს, პირნათლად გადავიხდი, ჰო ვიცი, გამოგიტყდებით, ქართული მეექვსე ენაა, რომელიც გავითავისე, მაგრამ... ქართულად, რომ ვსაუბრობ, უნებლიეთ, ნასვამს ვემსგავსები...
–კი, ახლაც შეზარხოშებულივით გიბრწყინავთ თვალები, ჩემმა მეგობარმა კი მითხრა ცოტა უცნაური კლიენტია, ასეთი პოლიგლოტი თუ იყავით, სასტუმროში რატომ დამალეთ?!
–ოო, ქართულად მხოლოდ იმას ვესაუბრები, ვინც მომეწონება და...
–ჯერ ნაადრევია, სიყვარულზე საუბარი...–სარკეში შესცინა, საჭესთან დამჯდარმა ლელამ და უნებლიეთ, მგზავრთან სულიერი სიახლოვე იგრძნო–საქართველოში, რამ ჩამოგიყვანათ?!
–ჩემი, ქართული ფესვების მოკვლევა მინდა...–მეგობრულად გაენდო სტუმარი.
ლელას არ გაკვირვებია.
–მაშ, ჯერ ქართულ ჩანაწერს ჩავრთავ...–უთხრა მშვიდად და მოსახვევში, საჭე ოსტატურად დაატრიალა.
–ოჰო, კი, სრულიად გენდობით...–ქათინაურივით შეაგება სტუმარმა და თავისი სახელი გაამხილა–ანდრე...
–ლელა!–თავისებურად მიუხმატკბილა მძღოლმა.
„ვიქტორინის“ წარმატებით გავლის შემდეგ, რის გამოც ლელას შეფასებით, ანდრემ უფასო მგზავრობა დაიმსახურა, ტურისტმა ჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო, იქედან, ფიტოსურათი ფრთხილად გამოაძვრინა და მეგზურს გაუწოდა.
–აი, ეს ფოტო, ასე, ოცდაათი წლის წინათ, ამ ქალაქის სანაპიროზეა გადაღებული, დედაჩემის ჩანაწერებიდან, მასაც ანდრე ერქვა... შემთხვევით იქნებ, შენი მანქანითაც იმგზავრა, ვიცი, ახლა, ალბათ, სხვაგვარად გამოიყურება და მაინც...
ლელამ ტაქსი შეაჩერა, ფერად ფოტოს დაკვირვებით დააჩერდა...
–ლამაზი დედა გყოლია...
–ჰო, მაგრამ, მე თითქმის არ მახსოვს...
–უკაცრავად...
–ეს გრძელი ამბავია, ფოტო, ხომ, აქ გადაღებულია?
–კი, ჩვენი სანაპიროა, ბებოს ახალგაზრდობის ფოტოებზეც, ასეა გამოსახული, ახლა ეს ფონი, თითქმის წაშლილია... დაიცა, ეს კაციც, თითქოს მეცნობა...
–ჰო,, მგონი, შენ უფრო გგავს, ვიდრე მე, ცხვირისა და ტუჩების მოყვანილობა...–ვაჟი, მისკენ მობრუნებულ ქალიშვილს დაკვირვებით შეაჩერდა და სიცილი აუტყდა.
ლელა უნებლიეთ შეკრთა, მსგავსება მასაც ენიშნა...
–კარგი რა...–უნებლიეთ დაიმორცხა.
–ინტერნეტში ვეძებე, აქაურ იუსტიციის სახლსაც მივმართე, ჯერ დაეჭვდნენ, შურისძიების მიზნით ხომ არ ვეძებდი, მერე, ალბათ, ტურისტები იყვნენო...
ლელა კი, ფოტოსურათს თვალს ვერ აშორებდა. „მართლაც, ნეტა სად მინახავს?!“ ფიქრობდა დაბნეული და ბოლოს, მგზავრს შესთავაზა–მოდი, ის ადგილი მოვინიხულოთ, ვხვდები, დაახლოებით, სად უნდა იყოს...
–დიახ, კარგია, დიახ, დიახ...–გაეხარდა მგზავრს, ზღვის ტალღების მოგონებებში, ბევრი საიდუმლოს ამოკითხვა შეიძლება.
–ოჰოო...–ალალად გაიხარა ლელამ.
***გაგრძელება იქნება
*** ჯანრი გოგეშვილის რომანები
ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ***
- (”თეთრი კედელი” (რომანი), გამომცემლობა ”მერანი”, 1987 წ. _ "White Wall" (novel), publishing house "Merani", १९८७)
- *
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ…
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ…
- ***
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- *
- ”სიკვდილის ხელოვნება” (რამდენიმე კარირომანიდან) ‘The Art of Death’ (some parts from the novel).
- ***
- .”რომელსა შენ მდევნი”… (რომანი), გამომცემლობა “მერანი” 1991 _’The One You Pursue’, novel. P. H. ‘Merani‘
- ***
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი პირველი _ ნებით შეწირული / ‘The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up.’1992 …
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეორე _ აუტოდაფე / ’ The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The cubs will Grow up.’ 1992…
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი) კარი მესამე _ ლტოლვილი სიზმარეთიდან / ’The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The cubs will Grow up. 1992 …
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეოთხე _ გაღწევა / The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up. 1992 …
- ***
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOM...
- ***
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
Комментариев нет:
Отправить комментарий