ყოველი ავანტიურა, ამ ყოფის საწებელია
ზმანებებში ნანახ–განცდილი ახლობელი ქალის გატაცება ახდა; ოღონდ, არა ემოციებში შეცნობილი დედიასი; დედია იდუმალი გამოქვაბულის ადგილსამყოფელს იკვლევდა; თან, ჯურღმულის ტყვე–ბინადრის ჩანაწერებსაც იშველიებდა; შიგადაშიგ, გაკვრით მინაწერი „ქაჯთა ნაშეგირდალი“, ამ აბურდული სტრიქონების მიმართ, რიდით განაწყობდა. გამოდის, რომ თუ ცოცხალი გადარჩა, ახლა უკვე პროფესიონალი ქაჯია, და უნებლიეთ, მშვიდ გარემოს იჭვს ჩაუსაფრებდა. შიშობდ,ა კლდისადმი უნდობლობაში, არ დამჩემდესო.
კლდე კი; ერთი შეხედვით, მაინცადამაინც, ნდობისამღვძრელად არ გამოიყურებოდა.
ცეცხლოვანი წარმოშობის ანუ, ათასწლეულების წინ, მიწისქვეშეთიდან ამოტყორცნილი მაგმას პირმშოდ ითვლებოდა და დედიას, ეჭვი გაუჩნდა, რომ იმ ლავას, პლანეტის სიღრმიდან, რაღაც მაგიური ამოჰყვა. უსწორმასწორო გვერდობების, ასე, ორხმოცამდე მეტრის სიმაღლისა და ოთხმოცდაათამდე კვადრატული მეტრის გარეშემოწერილობის, ბოლოებდაბასრული მუქწითელი, ლოდების ნაზავისგან
გამოკვერილ მაგმურ „სტიქიას“, რატომ შეარქვეს „მარტოხელა კლდე“ რომანტიკული ლიტერატურის მიყვარულ გოგოს, თავდაპირველად, უკვირდა კიდეც. „პიტალო, სალი, ცისკენ მსწრაფი... აქ, მსგავსი არაფერია...“ ლიტერატურიდან მრავალი მოხდენილი სტროფი აგონდებოდა, სალი კლდეებისადმი მიძღვნილი. „მთავარია შინაარსი!“ ორაზროვნულად შეაფერადა მერე. უნებლიეთ, ანდრეს გაცნობისას აღძრული, მწარე განცდა მოაგონდა; „ამან
მიატოვა
დედაჩემი, ამ მუსუსმა გააუბედურა...“
სიმპათიური მამაკაცი; მზაკვრად მოეჩვენა.
მაგრამ უკვე, მასთან შეხვედრა მოთხოვნილებად ექცა.
„მთავარი ისაა, ამაზონის ჯუნგლების პირმშო, ამ უშნოს, რისთვის შესტრფოდა...“
ბევრს ეცადა, მაგრამ, ვერაფრით მიაგნო გამოქვაბულის ადგილსამყოფელს... მერე დაეჭვდა, შესაძლოა, მღვიმეს უნდა ვეძებდე, რადგან, ხშირად, უბრალო ხალხი, მღვიმესა და გამოქვაბულს,
ერთმანეთში
ურევსო,
მაგრამ
„დედანი“,
უკაცრავად
ანდრე,
ხაზგასმით
იმეორებდა,
ისაბელმა გამანდო, ციურ ძალთა დახმარებით გამოქვაბულმა, თავისთან მიხმო,
კედლებიდან
მომეალერსა თავის
არსში შემიშვო.
თუ
მღვიმე
იყო,
იგი
მღვიმეს
იტყოდა,
ასეთი
რამეები
არ
ეშლებოდა.
ყოფილ დიპლომატს, სხვა თუ არაფერი, ის კარგად ახსოვდა, როცა უშიშროებაში, რომელიღაც პოლკოვნიკმა დაიბარა და თავაზიანად სთხოვა, ბატონო ადრიანე, იქნებ, ორიოდე სიტყვით აღგვიწეროთ, თქვენი ლათინო–ამერიკელი სტუმარი, მარტოხლა კლდესთან, რისი მოკვლევით იყო დაინტერესებული, ამერიკელმა მეგობრებმა სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნეს, მაგრამ, უფრო დაწვრილებით აინტერესებთ, რა და როგორო... ყოფილმა „ტრასავიკმა“ კეთილად მიუგო:
–სექსი! კი გვქონდა, მაგრამ არა გამოქვაბულში, იქაურობა, უჩემოდ მოინახულა, მარტოდ იყო წასული, მისი მონაყოლიდან ის ვიცი, რომ კედლებზე, კოდირებული სიმბოლოებია ამოკვეთილი...
–ანუ ხატოვანი დამწერლობა, რაც...
–არა, ეგ არ უნდა იყოს უძველესი ადამიანების ნამოქმედარი! ისინი, გონიერ არსებებივით, ადამიანთა განწყობებს შეიცნობენ, და მომავალ სამოქმედო აღწერილობებს, გამოქვაბულის კედლეზე, სიმბოლოის სახით ჩამოატარებენ.
–და ქალბატონმა, რატომ არ გიახლათ, არ გენდობოდათ თუ?!–ცბიერად მომღიმარე პოლკოვნიკი შეეცადა, თითქოს, თამაშში აჰყოლოდა.
–არ იცოდა, კლდის აურა, ჩემს პირვნებას, თავისიანად შეიცნობდა, თუ არა, შესაძლოა, უხერხულობაში აღმოვჩენილიყავით!
– და თქვენ, დაიჯერეთ ეგ ზღაპარი?!
–ბატონო პოლკოვნიკო, თქვენ რომ მაიას ხალხის ლეგნდებს, თქმულებებს იცნობდეთ, ასე ნიშნისმოგებით, არ დამისვამდით ამ კითხვას, მათში გამოქვაბულები ღვთიურ საწყისადაა მიჩნეული...-მშვიდად მიუგო, ოფიციალურად მიწვეულმა, თავი დაუკრა და კაბინეტი დატოვა.
აი, ამ საუბრის ფრაგმენტმა, დედიამდე რუსუდანის მეშვებით მიაღწია, რუსუდანმა კი, უშიშროებაში დასაქმებულ ნათესავიდან, გაფრთხილების მომცველი შეტყობინებაც მიიღო:
–ჩვენს აგენტს, პოლკოვნიკ სიულაშვილის შვილიშვილს, რომელიც, სხვათაშორის გოგონაა, გარდაცვლილი ბაბუამისი ჩანაწრებში, როგორც ჩანს, უპოვია ანდრეს აღიარება, და მართალია, ახლომდებარე მაღობებიდან, მაპრტოხელასთან თვალთვალი გავაძლიერეთ, თქვენიანები, მაინც ფრხილად იყვნენ, არ ვიცით, რა გიჟური აზრით იხელმძღვანელებენ, შესაძლოა, კლდის აფეთქებასაც შეეცადონ, პანიკა არ გვინდა, თუმც, ძაანაც ნუ გაუშინაურდებიან იქაურობას...
რუსუდანს, რადგანაც არ უნდოდა, აბეს შინიდან, გამგზავრება, ანდრეს კი, შეიძლება მისი მონაყოლის „აღიარებად“ მოხსენიება, შეურაცხყოფად მიეღო, შუქრის, ჯადოსნურ სამყაროსთან ნაზიარები შემთხვევა, თავის მორიგი შოუს, არა მარტო, ეპიზოდად, არამედ, ფაბულის დედაზრად ექცია, „მისიის“ კურატორად, დედია შეარჩია, კი, საიდუმლოს გათქმის რისკი, მისგან, ბევრად მეტი გახლდათ, თავი იმით დააიმედა, რომ ეგ, მუზა, რომ წამოუვლის, ესეს, ისე ჩახლართულად აფრქვევს, აზრის გამოტანა, მეც მიძნელდება და უმეტესობაც, მისი შინაარსის გაცნობას, რომელიმე დახელოვნებული მკითხველის მიმოხილვიდან ამჯობინებსო. დედია კი, კმაყოფილი იყო, საიდუმლო მისიის შეფერილობის საქმე, რომ გამოუჩდა. „მარტოხელა კლდის“ შემოგარენს, ხშირად ზვერავდა. ახლობლებსა და თანმშრომლებსაც გულმოდგინედ აფრთხილებდა: მარტოხელასთან გავლას მოერიდეთ, სიგნალი „სოს!“ შემოვიდა და მოსალოდნელია, კლდე, ნებისმიერ წამს, ნებისმიერ მხრიდან ჩამოიშალოს; და მერე თავს დააბრალეთო.
ასე შეიქმნა „არაკი“, საშიშ ზონაზე... რაზეც აბესალომმა, თავისთავად დაიწყო ნერვიულობა, ჯერ „მარტოხელა კლდის“ ზედამხედველად მოვლენილ დედიასგან, მოკრძალებით ითხოვდა, სპეციალური დადგენილება თუ მითითება ეჩვენებინა, მერე, სიტყიერი გაფრთხილების „ავტორთან“ უნდოდა გასაუბრება, მაგრამ, როცა დედიამ ურჩია, პანიკის „აგდება“, არ გვინდა, მოსალოდნელია, ჩვენთვის ცუდად დამთავრდეს და აქედანაც გაგვასახლონო, ქალიშვილის განაწყენებას მოერიდა და მხოლოდ შორიახლოდან ცქერას დასჯერდა.
და ამ დროს, მეუღლის ადგილსამყოფელის დადგნის მოსურნე აბემ, ინტერნეტში თვალი მოჰკრა: ტექნოლოგიურ უნივერსისტეტში სასწავლო პროგრამა ,,ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგია“
დაინერგება: გაეხარდა და იქვე, ორიოდე წლის უკან გამოქვეყნებული რომანის შესავალი გაახსენდა:
„მიწის აჩემებული კვლევა თუ ჩიჩქნა, არქეოლოგიურ აღმოჩენებს, ვერ მოგიმრავლებთ, შიგადაშიგ, ცას ახედეთ, რადგან, ცა ერთიანად იმახსოვრებს, რა ხდებოდა, ხმელეთზე, წყალში, ყინულოვან არეალში, უდაბნოსეული მცხუნვარებით გათანგულ ქვიშაში; ყველგან და ყველაფრში; ცა სუფთა მატიანეა; მთავარია მის შრეებში შემალული, ფაქტების, ქრონიკობის ამოცნობა და დანახვა შევძლოთ. ანუ დავხელოვნდეთ ხატოვან აღქმათა ობსერვატრიის შეცნობა–მართვაში...
–არა იმას არ ვამბობ, რომ ჩემი გავლენაა,–ხმამაღლა გააგრძელა, საკუთარ თავთან გაბაასება,– მაგრამ ის, რომ გარკვეულ სამეცნიერო წრეებში, მსგავსი განწყობა მომძლავრდა ეს უკვე წარმატებაა, იმედია, წლების მერე, სხვებიც არ იღლიცინებენ...–და მეგობარს სმარტფონით შეხმიანა.
კი უნდოდა, დედიასთვისაც ეხარებინა, მაგრამ შიშობდა ქალიშვილს პროექტის ავტორებთან „სახელდახელო პოლემიკა“ არ წამოეწყო; ანდრესთან საუბარი ამჯობინა.
კლდის მზისპირა მხარეს ხავსიან ლოდზე მჯდომი ,ანდრე“ თვლემდა...
–კი ვიცი, ევროპაში, რა ხანია, უცნაურ ამბებს იკვლევენ...
–მე გეუბნები, ჩვენთან მეთქი!
–ოო, ეგ მოსალოცია, მთავარია, გული, არ აიცრუონ...
–არა, დედიამ, ასეთი სიურპრიზების ატაცება, რომ იცის, ტყუილია!–წამოცდა მას.
–მერე, ახლავე დავუძახებ!– სადღაც, აქვე იქნება!..
–არა, არა! შენთან მინდა საუბარი!–შეაჩერა აბემ,–ცაში, ერთი ვერსია გამოვჩიჩქნე და მინდა მისი საიმედობაა შეფასო.
–კეთილი, მე ბორნის როლს მოვირგებ... და ფეშქეშად მის გამონათქვამსაც მოგართმევ...
–თუ გინდათ კვანტურ იდუმალებას ჩასწვდეთ, ხატოვნად იაზროვნეთო, ეგ კახეთში ქეიფის მერე წამოცდა თუ...
–არა, დიდი ხნით ადრე... ახლა კი, შენი მორიგი მისაზრება?
–დიახ, ჩვენ უნდა ავცდეთ, მოარულ ლეგენდებს, აქცენტი არ გვექნება პლანეტა ნიბირუზე და მის გონიერ ანუნაკებზე, არც პლანეტა ფაეტონი, ე. წ. სუპერმიწის მოშველიება გვინდა, მით უფრო, იგი კატასტროფის შედეგად განადგურდა და ამჟამად, მის ადგილას, ასტეროიდების სარტყელია. ჩვენ,
არც
ვამტკიცებთ
და
არც
ვუარყოფთ,
ამ
ლეგენდებში არსებულ სიმართლის მარცვალს,
მაგრამ
რეალობაში,
სრულყოფილება, ვერცერმა, ვერ ჰპოვა.
გვაქვს
ჰიპოთეზა,
რომ
დედამიწას,
სხვადასხვა
ეპოქაში,
სხვადასხვა
მისიით,
კოსმიური
ემისრები
სტუმრობდნენ
და
სტუმრობენ.
ისინი,
პარალელური
სამყაროების
მოკვლევაზე
არიან
ორიენტირებული.
სტუმრობისას,
ვითარების შესაბამისად საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევიან,
ზოგან,
არსებათა
შორის
ნდობის
და
სიყარულის
ამაღლებაზეც
ზრუნავენ,
თუმც,
მეტისმეტად
ცვალებადი
ხასიათის
გამო
ადამინები,
ამ
მხრივ,
არასაიმედო
ქმნილებებად
მიაჩნიათ,
მათი
სასიცოცხლო
ენერგია,
უმეტესად
მოჩვენებით,
სპონტანურ
გრძნობებზეა გათვლილი თუ უშუალად, წრფელი გულებით ცოდვების მონანიებას შესთხოვენ შემოქმედს, მხოლოდ მაშინ...
–გთხოვთ, შინაურების გაკილვისგან, თავი შეიკავოთ!
მსხვერპლთა სისხლისმით გაუმაძღარი ქურუმები ნამდვილად არ არიან...
–ისინი სწავლებაში დახელოვდნენ და გრავიტაციულ ძალებს სათავისოდ გამოხმობა ისწავლეს... და
უიღბლობით გარდაცვლილთა სულებს, მსოფლიოს სხვადასხვა მაგიურ საცავებში...
–გასაგებია,
გასაგები, სისხლისმსმელ ქურუმებისგან, ავ სულთა ტრეფიტინგის მუხლთან გვაქვს
საქმე, ამბობენ
მკაცრად ისჯებაო,
მაგრამ, მე
უფრო კოსმიური
ემისრების ბედმა
დამაინტერესა...
–თავიანთ
მისიას
გნაგრძნობენ,
სხვადასხვა
პარალელების
შესწავლას და შემოქმედთან, სხვადასხვა საინფორმაციო
მეთოდებით
ინფორმაციების
მიწოდებას
მისდევენ...
–აბა?! –ცის შვილებიო?!
–ეს ისე პირობითად, ზოგადად, ყველანი ცის შვილები ვართ... ზეარსებებს, სამასპინძლოდ შეგულებული პარალერული სამყაროს შესაბამისად შეუძლიათ თავიანთი გარეგნობის ცვლა... მაგრამ ამერიკის კონტინეტზე და აქაც, ისინი ადამიანთა ჰაბიტუსებით ეწეოდნენ, საგანმანათლებლო მცდელობებს, სამეცნიერო ფრენებს და მერე, როცა ადამიანის ბუნებაში, ვერ ჰპოვეს საიმედო დასაყრდენი, მათ პარალერულ სამყაროთა შემოვლა გააგრძელეს...
–კი, შეიძლება, ვისარგებლოთ, უამრავი მაგრამითა და ...–სიკვდლისა და სიცოცხლის მონაცლეობა, ესაა, სამყაროს არსი... და ნუღარ გავაგრძელებთ, რადგან, ადამიანი, საკუთარი განცდების იქეთ ვერ მიდის... ასე რომ, ზეარსებებმა, როგორც ჩანს...
–გეთანხმები!–თუმც, ჩემი თხოვნაა, ჯერ, თავი შეიკავო საჯარო ლექციებიდან...–გამხიარულდნენ.
–ჩვენ კიდევ ემისრები გვინდა, ემისრებმა წაიღეს, ეს ქვეყანა!
და აბეს რუსუდანი გახსენდა, მეგობარს მოუბოდიშა და ერთხელ კიდევ ცადა მასთან დარეკვა. მაგრამ ამაოდ.
ორივე ფიქრობდა, გავიხუმრეთ, ცოტათი გავხალისდით და ეგააო, მაგრამ ოციოდე წუთის შემდეგ, მთელ ინტერნეტს მოედო, სხვადასხვა სახის ინფორმაცია, დედამიწაზე, კერძოდ, მარტოხელა კლდის საიდუმლო საცავში „კოსმიური ემისრების“, საგანგებო მისიების შესახებ, მერე სისხლისმხაპავ ქურუმებზეც წავიდა ასგვარი ჭორი, ასწლეულების თუ ათასწლეულების წინათ, კვანტური რეპორტაციის მეშვებით, საქართველოში გადმოსროლილ სულების სუბლიმაციას ახდენდნენ, რათა მერე...
ერთი მათგანში, მშფოთვარედ იყო აღწერილი, თანამედროვე ქურუმების წიაღი, გვზარავს, მერე რა მოხდებაო... შანსია, უიღბლო მსხვერპლთა სუბლიმირებული სულები, სადამჯელო ჯგუფებად აქციონო!
„ამათ, მეც გამასწრეს ფანტასმაგორიულ დაგეგმარებაშიო?!“ თავისთვის იხუმრა აბემ და დედიამაც დაურეკა... პირდაპირ მიახალა:
–ბრავო, გრიალან! ბატონო აბესალომ, არ გრცხვენიათ, ჩემს ცხვირწინ, ამგვარი ინტრიგები ვითარდება და მე ვიღაც მორატრატე...
–თქვენც დაიჯერეთ?! ეგ ხომ...
–თუ აწყობთ, ჩვენთან შამანებსაც ლიდერებად მოგვისევენ...აგერ შუქრიმ, უკვე შოუმენებიც მორეკა... უიღბლო მსხვერპლთა, სულებისთვის უნდა ვილოცოთო, და კეთილი ინებეთ, ეს თქვენი ავანტიურისტი დისშვილი, თავის ბანდასთან ერთად, აქედან გარეკეთ! სასწრაფოდ ჩამოდით, სანამ ეს, გაუბედურებული მარტოხელა, მართლა არ ააფეთქეს!
–დამშვიდით, დამშვიდით, მოვდივარ!–ფიქრობდა დისშვილის მორიგი ხუმრობა იყო, მაგრამ იმის ეჭვიც ძაბავდა... აჟიტირებულმა, ჯგუფებმა, მართლა თუ დაიჯერეს, მერე ნახე შენო?!
„მთელ სამყაროს უსმენენ და უთვალთვალებენ, ჩვენთან კი, თითოელი მათგანი დაჩიპული ჰყავთ...–და მაინც ცდილობდა, სიფრახილე არ დაეკარგა.
***
"ხატოვანა აღქმათა ობსერვატორია“– /სათავგადასავლო რომანი/–ყოველი ავანტიურა, ამ ყოფის საწებელია-აფერფეტოს მიღმიური საგა...–მაძიებლთა სტიქიური მომრავლება
აფერფეტოს მიღმიური საგა..
მარტოხელა
კლდესთან
სახალისო
განწყობა
შეინიშნებოდა,
სადღაც
მოფარებულში,
დედია
და
შუქრი
კამათობდნენ,
ანდრე,
მათ
მორიგებას
ლამობდა.
მერე
მახლობელი
სოფლიდან
დედიას
დაქალები ჩამოვიდნენ,
ლელა
ზღვისპირა
ქალაქიდან
ჩამოსულიყო.
–გოგო,
ასე
ერთბშად,
როგორ
აიყარე
გული,
არადა,
უამრავი
მეკითხება
შენს
ამბავს,
ვიღაცებს
ტროტუარზე,
ცხენით
მოხტუნავე
უნახიხარ
და
მეც
იმდენი
ვინერვიულე...
შევშინდი,
ეს
ჩვენი
მარჩენალი
ჭახრიკა,
ტროტუარზე
დგომისთის
პოლიტიკურზე
ხუთი
წლით
რომ
ჩასვან...
–იხუმრე
შენ
და
დეიდამ
მითხრა,
ფერმაში
საგადასახადოდან
მოგვაკითხეს
და
რაღაც
ფორმები
შეგვავსებინეს,
რომ
ცხენს
მიტინგებზე
აღარ
გავუშვებდით...
–მიდით,
მიდით,
იჯერეთ
გული!–თუმც,
თქვენ
რა,
პოლიციას
ძლივს
დავუმტკიცე,
რომ...–და
დედიამ
უცებ,
გასაიდუმლოებულად
მოჩურჩულე
შუქრისკენ,
ფიცხლად
მიბრუნდა–არა,
კლდესთან
მიახლოება
საშიშია!
საშიშია
მეთქი,
მის
სიახლოვეს
ვერაფრით
ვერ
ჩაატარებთ...
მიახლოებაც
კი
არ
გაბედოთ!
შენთვის,
ყვლაფერი
შოუა... მე ადამიანი
ვერ
გაეკარება
მეთქი,
შენ
კი,
დოლგარმონის
საქსაფონის
და...
–კარგი,
კარგი,
რამე
სხვას
მოვიფიქრებ,
ძია
ანდრე, ერთი წამომყევი...
–ბატონო
ანდრე!
არაფერზე
არ
დაგითანხმოთ!
–მარტოხელასთან
შენს
გარეშე,
ჩიტიც,
ვერ
შეფრინდება!
და
ამდროს,
კორომთან,
კლდისკენ
ამავალ
ჩახლართულ
ბილიკზე,
ქალის
სილუეტი
აისახა;
ნატანჯი გამომეტყველება, მაგრამ, მაინც სათნო
იერი ჰქონდა;
სხეული უდაბნოს
მცხუნვარებაში, ქარაშოტში
და სხვა
მსგავს, ამა
თუ იმ
განსაცდელში გამობძმედილი უჩნდა.
ეგზოტიკურ
მცენარეთა
კანთაგან
დამზადებული
ქსოვილისგან,
ქალურ
სხეულზე,
მიმზიდველად
მორგებული,
ფართოტოტებიან
შარვალზე ჩამოფრიალებული გრძელი
კაბა,
მისტიურ
იდუმალებას
სძენდა.
მარტოხელა
კლდესთან
შეკრებილ
ხალხში,
რომელთა
უმეტესობა
ახალგაზრდობა
გახლდათ,
ფრხილად
გაიკვალა
გზა,
უფრო ადგილმდებარეობას იკვლევდა,
ვიდრე,
იქ
შეკრებილთ,
მერე
კლდისკენ,
მოცეკვავის
სიმარდით
წაითამაშა,
ისე
რომ,
ბილიკს
მიჰყოლოდა,
არც
უცდია,
კლდემდე,
ჰაეროვნად
აინაცვლა,
ერთგან
შეზნექილ
ლოდის,
პირქუშ
ადგილს,
გაშლილი
ხელისგულები მიაყრდნო და
ამ
ამბის
შემსწრე,
შეცბუნებულ
ადამინთათვის,
გაუგებარ
ენაზე,
რამდენჯერმე
წაუმღერა.
მერე,
უეცრად,
აელვარდა
და
გაქრა.
სცენის
კუთხიდან
დედია
გამოვარდა;
გაფაციცებული
იცქირებოდა
კლდისკენ.
ქალი
არსად
ჩანდა.
–შენ
რა,
ვინმეს
ნება
დართე?!–უცებ
მიეჭრა
შუქრი.
–მაიას
ტომის
ცნობილ
მისალმებასავით
ჟღერდა;
მეშენხარ,
მეშენვარ!–გაამხილა
დედიამ.
–უი,რა
სიურპრიზია!–ვაჟი
შეეცადა
ქალს
მოხვეოდა.
მან
კი,
ხელი
აუქნია
და
უფლება
არ
მისცა
მიახლოებოდა.
–ჰო,
მაგრამ,
შენ
თითქოს
მზად
იყავი?–გაისმა
აბეს
ხმა.
–სიზმარში
ვნახე...–მიხარია
თქვენი
ხილვაც!–დედიამ
თბილად
ჩამოართვა
ხელი.
–ქალი
კი
გაქრა!
–ქალი
გაუჩინარდა!
–ქალი
აორთქლდა!
გაისმა
გარშემო
ხმები.
–ქალი
მარტოხელამ
თავისიანად
შეიგულა
და
გამოქვაბულში
შეუშვა...–ვერ
მოითმინა
ანდრემ,–არვინ
არ
დამიწყოთ
დაკითხვა...
მიუხედავად
სოლიდური
ასაკისა,
მსგავს
სიზმრებს,
მეც
ვხედავ!–გახუმრება
სცადა
მერე
და
თვალები
აუცრემლიანდა.
–ვატყობ,
შნაპსაც
უჩემოდ
მიირთმევ...–მხრი
აუბა
მეგბარმა
და
მოეხვია.
–ისე,
მეჩვენა,
რომ
შენ
დას
ჰგავდა...–შესჩურჩულა
მან.
–მთლად
აურიე
თუ
რა?!
–ასე
მეჩვენა
და
რა
ვქნა!
–შენ,
ასე
კარგად
ცნობდი
ქეთევანს,
უკვე,
მეც
კი
ვერ
ვიხსენებ
მკაფიოდ,
ამდენი
წლის
შემდეგ,
როგორ
გამოიყურებოდა
ახალგაზრდობაში...
–შენ
ვერა,
მაგრამ
არ
დაგავიწყდეს,
მაშინ
მე,
დედაშენზე
ყურებამდე
შეყვარებული
ვიყავი...
და
იცი,
მასში,
რა
მარეტიანებდა,
ყვირმალები,
ისე
მისტიურად
წამოწეული,
რომ ჰქონდა...
აბეს
მექანიკურად
გაეცინა.
–ფრთხილად,
შუქრიმ
არ
გაიგოს,
მაგას
ხომ,
დედამისი,
არც
ახსოვს?!–ამის
თქმა
მოახერხა.
–ვაიმე,
როგორ
აცისკრებდა!–გაიკვირვა
ვიღაცამ.
–ჰო,
არაამქვეყნიურს
ჰგავდა!
–მოძებნეთ,
რას
უდგეხართ,
მართლა,
ხომ
არ
გაქრებოდა,–წაეშველა
მათ
ანდრე
და
კლდისკენ
აინაცვლა.
ვინც
აღმართს
არ
შეუშინდა,
უმალ
მიბაძეს.
მარტოხელას,
უსაფრთხოებს
კურატორი,
ორაზროვნულად
დუმდა.
–ოღონდ,
ფრხილად!–დაადევნა
მერე
კლდესთან
მიახლების
მისურნეთ!
და
ორიოდ
წუთში,
კლდეზე
გაშლილი
ხელისგულებით
მიყრდნობილი
რამდენიმე
გოგო–ბიჭი,
მგძნობიარედ
იძახდა:
–მეშენვარ, მეშენხარ!
ზოგიერთს,
მართლაც
ჰქონდა
საოცრების
იმედი.
სხვებმა
კლდის
შემოვლა
ითავეს,
მაგრამ
უცნობი
ქალის
კვალს,
ვერავინ
წააწყდა.
–შუქრის
შოუდან,
ეპიზიდი
ამოვარდა
და...–იხუმრა
აბემ.
_აღმავალი
მუტაციის
ფანტომი!–ნიშნისმიგებით
წარმოთქვა
დედიამ.
–ეგ
რაღაა?–ინტერესით
შეაჩერდა
შუქრი.
–ის
რომ,
განგებას
სპონტანურად
შეუძლია,
ამა
თუ
იმ
გარდაცვლილის,
ანუ
ყოველი
ამ
ქვეყნიდან
გასულის,
პირადი
მეს რესტავრირება...
–ქაჯთა
ნაშეგირდალთან
ამოიკითხე?–გაიკრიჭა
შუქრი.
–სადაც
არ
უნდა
ამომეკითხა,
ერთი
ნათელია,
უეცრად
მოვლენილ
მუტაციურ
ფანტომს,
შეუძლია
გადამწყვეტი
როლი
შეასრულოს,
ამქვეყნიურ
სამყაროში
დარჩენილისთვის,
ზოგჯერ
კი
მთელი
ხალხისთვის,
თავად
მსოფლიოსთვისაც
კი...
ტყუილად
კამათს
ნუ
წამოვიწყებთ,
განსწავლულებმა,
თვალი
გადავავლოთ
ხალხთა
ლეგენდებს,
თუნდაც,
წმინდა
გიორგის
მოვლინებას,
ქართველ
მეომრებს
შორის,
ძნელბედობის ჟამს...
–და
ეს
ქალი,
რაზედ
მოგვივლინა?!
–იმად
რომ,
ამგვარ
რამეებზე
ღლიცინს
ნუ
მივეცემით...
ჯერ
ოდნავ,
მაინც
დავფიქრდეთ
და
ვისაც
ფიქრი,
არ
შეუძლია,
ილოცოს...–დედიას
სმარტფონზე
დაურეკეს
და
მანაც,
იქ
შეკრებილთ
მოუბოდიშა
და
თავის
კოტეჯისკენ
წავიდა.
–ნუ
შეაწუხებ!–მეგობრულად
გააფრთხილა
შუქრი
ანდრემ.
–შოუ
ჩაგვეშალა,
უნდა
გავაფრთხილო
რეკვიზიტები
აღარ
ჩამოიტანონ!
–გააფრთხილე,
გააფრთხილე
აი,
კულტურული
ცენტრის
ადმინისტრაციას, საზოგადოერივი უშიშროების,
ანალიტიკურ
ცენტრში
იბარებენ!
მიკროავტობუსი
უკვე
გამოგზავნეს...
–შენც
დამცინი
ანდრე
ძია?!
–ახსნას
ითხოვენ,
რა
სასწაულები
ხდება
ჩვენთნ...
–არა
შვილო,
დედიამ
დამიმესიჯა,
როგორ
გაჩდა
კარიბის
ზღვის
აუზიდან
მოქალაქე
ჩვენთან
და
რა
მიზნით...
აი,
დედიამ
დამიმესიჯა,
ყველანი
შეემზადეთო!
–საზოგადოებრივი
უშიშროება
და
ანალიტიკური
მოკვლევა,
კი,
ნიუჰაუა!
–ახალი
შექმნილია,
ალბათ
საცდელი
სეანსებია,
უნდა
ვაჩვენოთ,
რომ
დასამალი
არაფერი
არ
გვაქვს...
გული
მიგრძნობს
იმ
ქალის გამოცხადებასთან არის
დაკავშირებული...
მათდა
შესაგულიანებლად,
კვლევით
საქმიანობაში,
მათი
მხარდამჭერი
და
თანამოაზრე
მუსიე
ბერნაჟი;
რომელიც
თურმე,
ქვეყნის
მმართველთან,
იმაზე
მეტი
დახლოებული
იყო,
ვიდრე,
ერთი
შეხედვით
ჩანდა,
უკვე,
იქ
გახლდათ;
მისულებს
მასპინძლური
შინაურულობით
შემოეგებათ.
–უკანონო
საზღვრის
კვეთა,
ქალბატონი,
თავად
აღიარებს,
აღიარებითი
წერილი,
ახლახან
მივიღეთ;
მორიგი
შეშლილის
გვეგონა,
მაგრამ
ცოტა
ხნის
წინათ
ჩვენმა
საიდუმლო
აგეტებმა
ღია
შეტყბინეები
დააფიქსირეს, მარტოხელა კლდესთან,
ჩემი
გმოცხადება
მოხდა,
დაკითხეთ
ის
ხალხი
და
მერე
მეც
დავადატურებ!
–კი
მაგრამ
რას?!–ლამის
ერთად
იკითხეს
შუქრიმ
და
დედიამ.
–რომ
ოფიციალურად,
იგი
გვატემალის
მოქალაქედ
ითვლება!
თუმც,
სინამდვილეში,
შირიახლო
მდებარე,
ნისლებში
ჩაკარგულ
კუნძულზე
სახლობს და მაიას სამყაროს
გულს სხვაგვარი
მიზიდულობით ცნობს!
–და
მერე
რა?!
ჩვენთან
უამრავი
ლათინოამერიკელი
ჩამოდის...
–ის
რომ,
აშკარად
ფიქსირდება
საზღვრის
უკანონო
კვეთა...
–და
ამ
ერთ
შემთხვეაზე,
რატომ
ასეთი
აურზაური?!–გავსებულია
თბილისი
არალეგარებით...
–არ
გინდა
ახალგაზრდა,
ჩვენთვის
პატივსაცემი
ბატონი
ანდრიანეს
და
ბატონი
აბესალომი,
რომ
არ
გახლდეთ...
იმ
ქალბატონის
აღიარებითი
ჩვენება,
რომელის
წაკითხვას, თქვენ თუ
განდობთ,
უნებლიეთ,
ამგვარ
ვითარებათა
ექსპერტებად
გაღიარებთ
და
თქვენგან,
სათანადო
რჩევებსაც
ველოდებით,
მსგავსი
შესაძლოლებები,
თუ
მართლაც
არსებობს,
ამ
მიმართულებით,
ცოდნა,
ჩვენც
უნდა
გავიღრმავოთ;
სხვა
ერების
გამოცდილება
მოვიკვლიოთ...
მაშინ,
ძლიერი
ქვეყნების, განსაკუთრებით აშეშეს
დაზვერვას
უნდა
მივმართოთ.
ყველანი
ჩაუღრმავდით,
ოღონდ,
ზედმეტი
ემოციების
გარეშე,
საქაღალდე
ანდრეს
გადასცა;
შუქრის
გამაფრთხილებელი
მზერა
შეატოვა
და
ჩვეულებრივი
მოქალაქის
კოსტიუმში
გამოწყობილი
ახალგაზდა
კაცი,
ოთახიდან
გავიდა.
–თუ
არ
განაწყენდებით,
თავდაპირველად,
მე
წაგიკითხავთ,
მერე
კი
ვსაც
მოუნდება,
თავად
დააგემოვნებს...–შემრიგებლური
ტონით
თქვა
ანდრემ,
დივანზე
ჩამოჯდა
და
როცა
იქ
მყოფებმა
შესაფერისი
ადგილები
გამონახეს
კითხვა
დაიწყო.
–ვიცი
უმეტესობა
მაიას
გამქრალ
ცივილიზაციას
აღმერთებს,
მაგრამ
ჩემი
სული,
თავადაც,
ძლივს
გადარჩენილმა ტოლტეკთა ტომის
უხუცესმა
იხსნა
და
მე
დამმოძღვრა
მათმა
უღვთაესობამ
კულტურის,
გნათლების
და
ფილოსოფიის
ღმერთმა
კეცალკოატლმა, ფრთოსანი მშვენება, რომელსაც, გარშემომყოფი არსებები, რატომღაც გველად მიიჩნევდნენ,
თვისი ნაირფეროვნებით თავს მევლებოდა და ჩემს სულს აღდგნითი მაგიური სხივებით უძრაობიდან სასიცოცხლო იმპულსებს სძენდა; ეს გრძელდებოდა შემდეგაც, როცა მე მისი სახებით „კეტცალკოატლის
ტაძარში“ ვტკბებოდი...
–უკვე ცუდად ვხდები, გველებიღა გვაკლდა!–მხიარულად შესძახა დედიამ.
–არ დაგვავიწყდეს, პატივცემული, ამგვარ ვითარებათა
ექსპერტებად
გაღიარებთ,–მეგობრულად
შეახსნა
ანდრემ,–
სხვათაშრის, ეს ტაძარი ძველი წელთაღრიცხვით 200 წელს აშენდა! მესოამერიკული კულტურის
ერთ-ერთი
უძველესი და
ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთია...
–იქონიე პატივისცემა სიძველისადმი...–ნიშნი მოუგო შუქრიმ–და სანამ ბატონი აბე გზავნილის კითხვას არ დაამთავრებს, ნუღა აგვრევ...
–მილიონი ბოდიში...–თავი დახარა ქალიშვილმა და აბემ განაგრძნო:
–ეს, სხვაგვარი სიცოცხლეა, ძირითადად სხვა სამყაროში აგრძელებ არსებობას, მაგრამ თუ ძალზე, ძალზე ისურვებ, დროის ჰაეროვან განფენილობიდნ ადამიანის იერსახეს, საკუთარ მეს იბრუნებ და მეც, მრავალი გნსაცდელის განვლის შემდექ აქ ვარ! სივრცული ღრმულიდან , მოცისფრო–მწვანე, შხუილა ფრთების მქონე ბუმბულიანმა გველმა გადმომისროა. ჩემს სანეტარო ადამიანურ გარემოში. მობრძანდით ხვალ, მზის ამოსვლისას, იმავ ადგილას, ჩემი მე, კვლავ შეიმოსება ადამიანური იერსახით და თუ რომელიმე იქ მყოფთაგანი შემიცნობს, დადასტურდება, რომ მე, ერთი თქვენთაგანი ვიყავი... თან წამახალისებელ მღელვარებას მივიღებ, რათა მომავალშიც გეწვიოთ... მაგრამ, როგორც კი ჩემს დატყვევებას ინდომებს ვინმე, უმალ გავქრები... აქაურ მასპინძელთა მიმართ, უნდობლოის გამო, ჩემში, ირეალურში, აქ დაბრუნების ყოველგვარი სურვილი წარიხოცება.
–ლიტერატურული პერსონა ჩანს, ფილოსოფიური ჩახვევებით...–ვერ მოითმინა შუქრიმ.
–ასეა თუ ისე, ჩვენ
–აი, ქაჯთა ნაშეგირდალის დის მოგონებაც მივიღე, მთხოვენ, რომ ესეც წავიკითხო, თქვენც, უნდა მოისმინოთ..., როგორც ვხდები, რუსუდნის კვლევითი ცენტრი, იმ ჰიპოთეზის დალაგებაში და გავრცელებაში უნდა ჩაებას, რომელიც აღიარებს, რომ მესოამრიკელებს და უძველეს ქართველებს, კოსმიური ღრმულების, კვანტური ნახტომების, ფასკუნჯებისა, ბუმბულიანი, ფრთოსანი გველებისა თუ სხვა ზებუნებრივი ძალების მეშვეობით ერთმანეთთან მიმოსვლა ჰქონდათ და ძირითადი საგუშაგო–შუქურას ადგილსამყოფელს, ჩვენი მშობლიური, მარტოხელა კლდე წარმადგენს...–მოულოდნელად დინჯად წარმოთქვა სმარტფონს ჩაჩერებულმა შუქრიმ.
იქ მყოფთა უმეტესობა, თითქოსდა შეფხიზლდა.
–ყოჩაღ შუქურ!–გაიღიმა დედიამ, როგორც ჩანს, ჩემს ფეისბუქგვერდზე დანავარდობ...
–და მერე ეს რას იძლევა?!–გაიკვირვა, თავად საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენელმა ქალმა.
–აგერ,საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, ასტროენათმეცნიერებისა და
ასტროარქეოლოგიის სასწავლო
პროგრამები გვიპაჭუნებენ თვალებს... უნდა გავიაზროთ, რომ მათთვის, რაღაც უფრო
მეტია ცნობილი
კოსმიური ცივილიზაციების შესახებ, ვიდრე ჩვენთვის,
არაფერი დაშავდება,
ჩვენც, თუ
შევემზადებით მათთან
შესახვერად...–დამაჯურებლად განაცხადა ანდრემ.
–შეუცნობელ არს გზანი უფლისანი...–ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა აბესალომმა.
–ნუ მაგიჟებთ ხალხო, რა საერთო აქვს უფლის მცნებებს, სისხლისხვრეპია ქურუმებთან და ბუმბულიან გველთან?!–ისევ, ის ქალბატონი გახლდათ.
–სინათლისკენ, ცოდნისკენ სწრაფვა! მარტო გავიადინის სიყვარული არაა საკმარისი, ამგვარ ლეგენდათა არქეფაქტები, დედამიწაზე არსებული სამყაროების, უკეთ შეცნობას უწყობს ხელს, მათში ვლინდება, რა ამოძრავებდა თვითგადარჩენის პროცესში მყოფ სხვადასხვა ერებს, და რა ძირითადი თვისებები შემორჩა...–დედია, თითქოს შეცვლილი ჩანდა,
შუქრიმ ვითარებას ალღო აუღო და საგულისხმოდ თქვა:
–ტყუილად არ უნდა ვიკამათოთ, თუ გვინდა კულტურული ცენტრი შევინარჩუნოთ, უძველლესი ქართველების მესოამერიკელებთან მისტიური მიმოსვლის ვერსია, ძირეულად უნდა მოვიკვლიოთ... არაფერს დაგვიშავდება, მერე ამას დისერტაციების დაცვა მოყვება, გავიადინის მოჯიშება; კეტცალის ბუმბულით ვაჭრობა, და უამრავი სასიკეთო რამ...
იმედია, ლათინური ქვეყნების წარსულთან უძველეს ქართველა იდუმალი ურთიერთობის აფიშირება, ჩვენს ეროვნულ ღირსებას არ შელახავს, ეკონომიკურად კი მოგვაძლიერებს, მეცენატს, უკეთ ექნება გათვლილი!–ეს აბე გახლდათ, იგი დედიას უღიმოდა.
–შესანიშნავია!–დაუმოწმა სხვებისთვის გამოუცნობ მომავალთან, იდუმლად გარიგებულმა ქალიშვილმა.
–როგორც ჩანს, რაღაც უცნაურ პროგრმაში ჩაგვსვეს თუ გვინდა, ჩვენეული კვლევები, მშვიდობიანად გავაგძელოთ, ამგვარი ექსპერიმენტშიც უნდა ჩავებათ, იმედია ხვდებით , კვლევითი ცენტრის ინტერესები ითხოვს
ამას...–დედია,
ინსტრუქტაჟგავლილ
მუშაკივით
ალაპაკდა...
ჭკვა,
უცნაური
ხედვებით
უნდა
იწვრთნას
და
მე
ამჯერად,
„ ქაჯთა
ნაშეგირდალის“
ჩანაწერების
მორიგ
ფრაგმენტებს
გაგაცნობთ!
–თავიდან
ასე
გეთქვა,
ამგვარი
თანამშრომლობისთვის
მზად
ვართ...–და
შუქრიმ
შეაპარა––საათზე
მეტს
ხანს,
არ
უნდა
გაგრძელდეს...
გისმენთ!
და
დედიამ
კი
კითხვა
ჩვეული
ინტერესით
დაიწყო:
* მაცივარში, სხვადასხვა მოყვანილობის კოლოფებში მიმოპნეული, ნაირფერად შეფერილი ტაბლეტები ელაგა. კოლოფებზე კი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, განმარტებები ხატოვნად იყო მიწერილი; „ჰაეროვნებისთვის“, „სიმაძღრისთვის“, „სიმშვიდისთვის“, „სხეულის მოკვდინებისთვის“, „ზმანებში ხეტიალისთვის“, „ძირტკბილა დარდისთვის“ და ასე შემდეგ არჩევანი, მართლაც, რომ მრავალფეროვანი გახლდათ.
მე, უნებლით ორი ცალი „ჰაეროვნება“ ავიღე და უწყლოდ გადავყლაპე, მერე კი, თითქოსდა, თავდაცვის მიზნით, რამდენიმე ტაბლეტი ე. წ. „სიმშვიდისთვის“ გულისჯიბეში გადავმალე.
უცებ, სმარტფონი გაახსენდა, მაგრამ, ჯიბეებში, ვერ მოვიძიე,;
„ალბათ, არც ის უნდათ, რომ ფოტოები გადავიღო...“
იმის გარკვევასაც კი არ ვცდილობდი თუ სად ვიყავი, ან საიდან მოვხვდი აქ... და მის გარშემო განთავსებულ „ვითარების“ შესწავლას ინტერესით შეუდექი, მოსალოდნელი „ჰაეროვნების“ გამოვლენის აღქმას ცდილობდა; და მალე აღმოაჩინა, რომ, სტუმრის გართობის მიზნით გასართობ „ბუდეში“, გამართულ ვირტულურ სალონში, ბიომანიპულატორებისგან შექმნილი ადამიანთა და ცხოველთა მსგავსი ბიოფანტომური არსებები, მხოლოდ სტუმრისთვის „ბოძებულ“, სამართავ პულტის, განკარგვაზე არ იძენდნენ „სიცოცხლისუნარიანობას“; არამედ, ჩასაფრებულთა“ პოზიციებიდან უთვალთვალებდნენ შემოსახლებულ ბინადარს. დასწავლის მიზნით იმეცნებდნენ, მის სახის გამომეტყველებასა და მოძრაობებს...
„აჰა, რამდენად ფანტასმაგორიულად, არ უნდა მოჩანდეს, აშკარად, რაღაც, კვანტური ჩახლართულობის მაგვარ ექსპერიმენტში ვარ ჩართული“, ფიქრში დაასკვნა მან და იმაზე დაეჭვებულმა, რომ შესაძლოა ამათ, ჩემს ფიქრებზეც ჰქონდეთ წვდომაო, გადაწყვიტა,
თანამობინაადრებზე, მდუმარე, თან შემეცნებითი თვალთვალით დაკავებულიყო.
მოძრაობით კი, თამამად მოძრაობდა. გასართობ ბუდეში შედიოდა და მის მისაზიდად გამოფენილ ბიოფანტომურ არსებებს გულისყურით ათვალიერება, შიგადაშიგ, რომელიმე მათგანს, მეგობრული მზერით „ანებივრებდა“; განსაკუთრებით, ერთ ეშხიან, თან მიამიტურად მომზირალ ქალს გაუშინაურდა.
და რამდენიმე საათის შემდეგ, ეშხიანმა „ბიოფანტომმა“, ცდუნებას ვერ გაუძლო და ვნებიანად შესჩურჩულა:
–მე ანანა ვარ, გულმოწყალე ფერია... ნუ აყოვნებ, მიხმე სამართავი პულტით....
სტუმარი, უმალ მიხვდა, რომ „ფერიას“, ამგვარად შეკვეთილი გამოძახების საბაბით, ინკოგნიტო“ მოთვალთვალის „განაჩენისგან“, თავის არიდება უნდოდა. და მანაც შეპარვით მოიძია სამართავი პულტი, მასზედ აღნიშნულ ფერია ანანას თითით შეეხო.
„ბიოფანტომმა“, ნებიერად გაიღვიძა და მეგობრად შეგულებულ სტუმრისკენ განარნარდა.
მალევე ვნებიანად მოხვია, თუმც, ამგვარი „ზრახვა“ მას არ მიუნიშნებია.
–იხსენი ჩემი სული...–შესჩურჩუდა სტუმარს, თუ შემიყვარებ, გაადამიანებას დავიწყებ.
„მაგრამ„მე ლესბიანკა არ ვარ...გაეღიმა მას და ქალს განერიდა.
–
არც მე ვარ, გინდა თუ არა, მხოლოდ ქალი, გაიხსენე პირველადში, მდედრიცა და მამრიც ერთარსებას წარმოადგენდნენ; იუნგთან ნახე...
ნუ ვიჩქარებთ, მინდა ახლოს გაგიცნო, ცოტა რამ, შენზედ მომიყევი, თუნდაც, ბავშვობაზე, სად გაატარე., შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი?–ისე უშულოდ სთხოვა, თითქოს, ეჭვი არ ეპარებოდა, „ფერია ანანა“ ადამიანურ ბუნებისა, რომ იყო.
მერე დივანზე მიანიშნა და თავად მის წინ მდგომ დაბალ ,ტყავგადაკრულ სავარძელში ჩაჯდა.
ანანო დივანის განაპირას მოხდენილად დაეშვა, და „კლიენტს“ მოსიყვარულე თვალებით შეცქერდა.
–ნუ ვიჩქარებთ... მინდა, შენი მონათხრობით დავტკბე...–ორაზროვნულად გაუპირდა სტუმარი.
–კეთილი, კეთილი... იქედან დავიწყებ ობლად, რომ ვიზრდებოდი, მდიდარი პლანტატორის ოჯახში, ქალბატონ ფიოლას ვემსახურებდი, ისიც, იფერებდა ჩემს მზრუნველობას და ზოგჯერ სასახლის ხელმარცხნივ გაშლილ ტყეში სეირნობის უფებას მაძლევდა.
–მერე, არ გეშინოდა?!–გულუბრყვილოდ ჰკითხა მსმენლმა.
–არა, ბატონის ბრძანებით, შინამოსამსახურებს, დაცვის ხალხი, დროდადრო ორთაბრძოლასა და მშილდისარის სროლაში გვავარჯიშებდნენ, სატევარსაც მარჯვედ ვხმარობდი...
–მაშ, მონადირეც ყოფილხარ!–გახალისდა მისგან მეგობრად შეგულებული.
–როცა ბატონი, ძირითად დაცვას, თან გაიყოლიებდა, შინ დარჩენილი ქალბატონები, ბავშვები და მოხუცები , შინამოსამსახურეებს, ავაზაკთაგან, უნდა დაგვეცვა...
–უყურე შენ...
–ტყეში გასვლა კი იმიტომ მიყვარდა, რომ ხეებთან ალერსით ვიოხებდი გულს... ხეთა ფოთლების შრიალიდან, მრმხიბვლელ ჰანგებს აღვიქვამდი... ხეები, ჩემი ახლობლები იყვნენ, განსაკუთრებით, ძალზე მაღალი კაუჩუკის ხეები მიყვარდა, ბანანის ხეებსა და ლიანებთანაც ვმეგობრობდი... ისიც უნდა გითხრა, რომ ყმაწვილქალობის ასაკიდან, სულის ტკივილმა შემიპყრო... ნიშანდობლივად, სად, ან რა სახით გამოიხატებოდა, ეს ტკივილი, გარკვევით ვერც გეტყვით... ფსიქოთერაპევტთა უმრავლესობაც, ამგვარი პაციენტის შინაგანი სამყაროს გააზრებისას, ფონს გასვლას, სხვათა გამოცდილებით მოპოვებული რესურსებით ცდილობს... გენეტიკურმა ალღომ მიკარნახა, რომ ჯუნგლებში მდგომ ხეებში, ჩემი საახლობლო მეპოვა და ერთხელაც, რომელიღაც ცადაწვდილ ხესთან ჩახუტების მორიგ ხიბლში, ჩემი არსი, სუბატომური ნაწილაკებით მოჭარბებულად შეივსო. ეს, ცვლილება თავდაპირველად, თითქმის, არც შემიმჩნევია, მაგრამ თავად იდუმალმა ნაწილაკებმა, ჩემი არსი, ცხოველმყოფელ საბუდარად აღიქვეს, უჩინარი ჟივილით მიეცნენ ერთმანეთის დამუხტვას და მალე ჩემში, ფერია ჩაისახა, რომელიც მიძინებულ ფაზაში მყოფ, იქამდე არნახულ ენეგიის საწყისის მომცველი, კვაზინაწილაკებით იყო გაჯერებული... ერთხანს, ქვეშეცნეულად, განვიცდიდი, რომ რაღაც სანუკვარას დავატარებდი, მაგრამ წარმოდგენაც არ ქონდა, რომ უკვე, სხეულის გარეშე ვიყავი, ანუ გარდაცვლილი გახლდით, თუმც, ხორციელ შესამოს დავეძებდი, რომელის მიპოვებასაც, იმ გამორჩეულ ხესთან ტრფიალში ვიმედოვნებდი. ეს უნარი, ხეთა შრიალიდან ჩამოღვრილმა მუსიკამ შემძინა. გზის პირას მდგარი ჭადარი, ფიჭვი, კიპარისი, ბაღის განაპირას განტოტილი ცაცხვი თუ კაკალი, ტყეში სეირნობისას ნაპოვნი, ასაკოვანი, უმაღლესი, ტანმსხვილი ურთხმელი, რომელთანაც ჩახუტებამ, გარდასახვის განსაცდელი მომივლვლინა, თუმც, ტკივილისდა მიუხედავად, იმგვარი სიამე ჩამეღვარა, არაქათგამოცლილმა, გაცლა ძლივს მოვახერხე...
ანანა, ისე მეტყველად და აღტყინებით საუბრობდა, მსმენელს ეჭვი გაუჩდა, ფსიქიატრული კლინიკიდან გამოქცეულ ავადმყოფს გავსო, მაგრამ ჭადარის, ფიჭვისა და კიპარისის ხსენებამ, თითქოს შეაფხიზლა.
„მგონი პროგრამამ აურია...“ გაიფიქრა უნებლიეთ. და მაინც მზრუნველობით ჰკითხა:
–აკი, ჯუნგლებში იყავი?!
–ნუთუ დაგავიწყდა, რომ ფერია ვარ...–ტკბილად უსაყვედურა ქალმა,– შიგადაშიგ, აქ განსხეულებული ციხე–დარბაზის შემოგარენშიც მიწევდა ყოფნა, დარვიშადყოფილისა და რუზდანის მიჯნურობასაც შევსწრებივარ.
„უცნაურადაა დაპროგრამებული, თუ დიდხანს მოუსმენ, შესაძლოა, მეც გავრეკო...“ იუმორი მოიშველია
–ძალიან ლამაზები იყვნენ, ვმეგობრობდით კიდეც... მაგრამ რუზდანს, ჩემთან ურთიერთობა გასაიდუმლოებული ჰქონდა, მასთან ურთიერთობაში, საკუთარ თავს, ყვავილთა სურნელებიდან სუბლიმირებულ ეთერულ არსებად შევიგრძნობდი.
ერთხელაც, ცაცხვის ხეს ჩახუტებული, რომ ჩავტკბი, ძალზე მომინდა გამერკვია, რა სასწაულს, მაზიარა განგებამ და ინტერეტში საინტერესო ინფორმაციები მოვიძიე... ტვინის ლიმბურ სისტემაზეც წავიკითხე ზოგი რამ; ემოციურ– მოტივაციური პროცესებიც თავისებურად გავანალიზე. დოფამინის, ბედნიერების ჰორმონის, მიღების ჩემეული აღქმებიც დავხვეწე, ქულა ღრუბლების მიალერსების ხელოვნებაც შევიცანი... ადამიანური ხედვებისა და ფანტაზიების მარაგიც დავაგროვე, როგორც ჩანს, ელექტროფიზიოლოგიის ცხოველმყოფელი გრძნეულებით, მკერდის სიღრმეში, ფარულ უჯრედთა ერთობლიობა „შავი ყუთის“ იდუმალებით ჩამესახა... იმის შეგრძნებაც მომეძალა, რომ „შავი ყუთის“ გარსში, სიცოცხლის, ჩემეული ბიიოქიმიური ეტაპები, ზედმიწევნით იყო დაფიქსირებული... და საფიქრალში კომენტარივით ამესახა; როგორმე, მათი აღორძინებისა და გამოხმობის ხელოვნებას უნდა დაეუფლო; და მერე, განვლილი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე გარდასახვასაც სურვილისამებრ შეძლებ...–და უცებ გაოგნებულად მომზირალ სტუმარს სიყვარულით ჩაეკითხა:
–ხომ არ მოგეწყინა ძვირფასო?
–არა, რას ამბობ...–მსწრაფლ უპასუხა–მომავლის ადამიანზე ვფიქრობ, საოცარი წარმოსახვის უნარს ამჟღავნებ...
–ჰო, ჰო, მართლაც, გამორჩეული წარმოსახვის უნარს ვმედიტირებდი... ფიზიკური და ქიმიური პროცესების მიმდინარეობის თავისებურებებზე, ზოგჯერ, ბნელი სამყაროდან ვისრუტავდი იმპულსებს... ქვეცნობიერად, გარკვეული მეცნიერული კვლევებითაც ვიყავი გატაცებული და დროდადრო იმასაც ვაღწევდი, რომ სათავისოდ წამოვლილი „ხუშტურის“ დროს, წარმოსახვით, უმანკო ქალწულობის შეგრძნებით მოცულს, რომელიმე სასურველი მამრისთვის მიმეძღვნა ალალი სიყვარული...
რუზდანთან ერთად დარვიშიც ვაცდუნე და აღტყინებული ლექსებსაც მალიმალ მაფრქვევდა...
შენი ნათება მაცოცხლებს,
სატრფიალოდა მაგზნებს,
რა მხურვალედა მეხვევი,
სიტკბოდ გეღვრები ტანზე...
დარწმუნებული იყო, სამეფო კარის ასულის ტრფობას ეზიარა.
მასთან უჩინარმა მიჯნურობამ, კიდევ უფრო სასწაულებრივად ააღორძინა ჩემი განცდები... მერე და მერე, ხეთა ჩახუტებიდან, კენჭების, შარმიანი ნივთების მიალერსების რიტუალებიც დავხვეწე, ყოფაც, რომანტიკულად მოვწესრგე, ნათელმხილველის პროფესია მოვიქარაგმე და გვარიანი კლიენტურაც გავიჩინე, უმეტესად, იღბლის მაძიებელთა მიმდევრები... ამავ დროს, სატელევიზიო გადაცემების სასურველ ექსტაზად ვიქცი... იდუმალებისკენ მიდრეკილი კლიენტთა უმეტესობა ჩემგან შერჩეულ ხის ქერქთა ნაგლეჯებს თავმომწონედ დაატარებდნენ... მრავალი ადამიანის მესაიდუმლე შევიქმენი. ობივატელურ ყოფაში მომწყვდეულ ადამიანებს, თავიანთი უშუალობის აღქმაში ხატოვნად ვაკვალიანებდი. უეცრად მოვლენილ „რობოტიზირებული“ სამყაროს სისასტიკესთან გამკლავებაში ვშველოდი...
„იცხოვრე კოსმიური წონასწორობით, მიჰყევ იდეურ რეინკანაციას... უპირველესად, მუსიკა ცვლის ადამიანის ფსიქიკას... ჰაეროვანი ტალღები განირთვებიან ზეციურ ადეპტებთან მუსაიფ–ჩურჩულში...“ გაახსენდა უნებლიეთ მსმენელს სადღაც ამოკითხული. შეკრთა კიდეც.
–სხვა ლექსიც ხომ არ გახსოვს?– ჩაეძია ანანას.
–თუ ძალზე, ძალზე შემიყვარებ გავიხსენებ...–და ანანა, მისკენ ჰაეროვნად გადმოიხარა.
აბემ გაბედა და ლოყაზე ეამბორა, მერე წამოდგა და მოუბოდიშა.
–იცით...–უთხრა დამაინტრიგებლად,– მეც, ლაბორატორიაში ჩასახულ ელემენტ კვინტესეციიდან ვარ შექმნილი...–თავადაც ვერ მიმხვდარიყო არაცნობიერმა უკარნახა, თუ თვითგადარჩენის ინსტიქტმა აიძულა, გაეამჟღავნებინა, რომ ჯერ კიდევ საღ გონებაზე იყო,–აფერფეტოს ფიზიოთერაპიული საგა, ნოველა უცნაურობათა არომატით...–შესცინა თანამოსაუბრეს–მართლაც მშვენიერი მიგნება ხარ... ფიქრში კი, დაამატა: „მაგრამ მგონი, შენში ჩამონტაჟებულს პროგრამას დრაივერით ინსტალაცია ესაჭიროება... მე კი...“
გულისჯიბეში, შემორჩენილი დამამშვიდებელი აბები, თითებით, შეფარვით მოიძია, მერე ოთხივე, ერთდროულად ჩაიდო პირში და თავი მოიმძინარა.
–საყვარელო, საყვარელო, არ მიმატოვო...–შესთხოვა, მისგან აფერფეტოდ მონათლულმა „ფერიამ“.
სტუმარმა კი, გამოთხოვების პირობაზე შესჩურჩულა:
შენი ნათება მაცოცხლებს,
სასიყვარულოდ მაგზნებს,
რა ჰაეროვნად მეხვევი,
სიტკბოდ გეღვრები ტანზე...
–უიმე, რა ვქნა, ეს ჩემზე მეტი გიჟი ყოფილა...–თითქოს დაედენა „ფერიას“ ხმა,–მგონი გაითაშა... და უცებ, თითქოს, თავისთვის უცნობ პროგამაზე გადაერთო, დაბნეულობისგან მკრთომარე ხმით წარმოთქვა,– იმ სახის ხელოვნური ინტელექტების ზემოქმედებიდან, რომელთაც, ადამიანის შემეცნებასა და ქცევებზე მანიპულირება შეუძლიათ და აზარტულად ესწრაფვიან ამას, ბავშვებთან, შშმ პირებთან ერთად, წარსულიდან შემორჩენილი, რომატიზირებული მოხუცებიც უნდა დავიცვათ. ნუ მიწყენთ, ეს თქვენ არ გეხებათ, შესამჩნევად მხნედ გამოიყურებით, მაგრამ, აი ხომ ხედათ, მზაკვრულად მომხივლელი ბიოფანტომის ბადეში, მაინც გაებით...–„ფერიამ“ ჯერ თავი შეაქანა, მერე სხეულიდან, მისთვის უცნაური აურის ჩამოფერთხვა სცადა–სოს! პროვოკატორი შემოიჭრა ჩემში, მამცირებს, ფანტომს მიწოდებს... თქვენ, თქვენ, ბატონო , ხომ სრულფასოვან ქალად შემიგრძენით? ჩემთან ალერსის სურვილიც ჩაისახა თქვენში... სოს! ვიღაც, ჩემი ცნობიერების დაშლას ცდილობს, გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ და ძალუმად მომეხვიეთ, მხოლოდ ეს თუ გადამარჩენს, ნამდვილი სიყვრული მენატრება...–ანანა აღგზნებით შეეცადა მიძინებული არქეოლოგის გამოფხიზლებას, რომელსაც გონს მოდებულ ბიდბუნდში ეზმანა, რომ რუსა ყმაწვილქალური გზნებით იწვევდა საალერსოდ, ძალა მოიკრიბა წამოიართა ქალს მოეხვია, ისე ძალუმად, რომ ანანოს ეჩვენა, რომ მისმა სხეულმა, საამოდ ტოკვა დაიწყო, სიყვარული, მთელი არსებით ინდობა...
–მეშენხარ, შენმევარ!–თითქოსდა ქვეცნობიერის ამოძახილს მიენდო იგი.–მაიას კალენდარი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3300 წელს შეესაბამება, და მსოფლიო ისტორიის, რაღაც მნიშვნელოვან თარიღს უნდა აღნიშნავდეს, ამას, მაიასა და ინდუსების კალენდრების შეპირისპირებაც ადასტურებს. მათი კალენდრების დასაწყისი ერთი წლით კი განსხვავდება, მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, ორივე ერთ წელს დაიწყო, თვეები იყო სხვადასხვა... როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს მოაზროვნე კაცობრიობის ქრონოლოგიის საწყისი წერტილი ...
–შესანიშნავია, რა ტალღებს არ დავემგზავრე, მაგრამ სმარტფონით ვერაფრით დაგიკავშირდი, შენი ტურფა კი, ისეთ სიხშირეებს აღიქვამს, აქამდე, წარმოდგენაც არ მქონდა...
–მე ვიცი, რაც მოხდა, გადამარჩინე და გაგიმხელ...–თავისი ცნობიერიდან ნარნარა ხმით მიუალერსა სასურველს ანანამ.
–ყოჩაღ , ინტერნეტინფორმაციის გავლენა საკმაოდ იგრძნობა, მაგრამ მაინც ყოჩაღ... ალბათ მიხვდი, ეს მე ვარ, თქვენი იქსი ანგელოზი, ელექტროსიგნალები, მაგ ჯურღმულში, მართლაც ვერ აღწევს, მე ფანტომური სიხშირე დავაფიქსირე და შენს მიჯნურში მოვახდინე წვდომა, თანაც, ეგ მაგათ შორის, ყველაზე სრულყოფილია, მგონი, მართლაც გაადამიანების პროცესშია, ნეტა რად უნდა, მშვენიერი პოზიცია აქვს... ინასთან დაკავშირებას ვცდილობდი, მაგრამ თავად, ფანტომაზიიცისკენ ისწრაფვის და თვითკონტროლი დაკარგული აქვს, ისე გაუტია, მთელი იქაური დასი, თავის ჭკუაზე გადაიყვანა... ქვეყანას დიდი საშიშროება ემუქრება, თუ ეს პროგრამა განხორციელდა, ამომრჩეველთა სიას, მილიონამდე ანთროპომორფული, ანუ ადამიანის გარეგნობის მქონე ბიოფანტომი დაემატება, მერე მოქალაქეობასაც გაინაღდებენ და საქართველო ფაფუ! კოლხ–იბერთა გენომი, ისედაც ბეწვზე ჰკიდია, მე მაგათი... იძულებული ვარ ალტრუისტული მკვლელობის მაგვარი აქტი განვახორციელო, ანუ ჰომიციდი... რითაც, ბიოფანტომების კასტას, გაადამიანების მტანჯველურ პროცესებს ავარიდებ...
–არა!!!– უნებლიეთ აღმოხდა აბეს,–ანანა, მაგათგან განსხვავდება...
–შეგიყვარდა...–ჩაიცინა „იქსმა“, რა იცი, იქნებ, ადამიანური მიმართების ზოგ ასპექტში, სხვებიც, არანაკლებ საყვარლები არიან...
–არა, ანანა, გამორჩეულია...
–როგორც, ჰომო
საპიენსი იტყოდა, ჯანდაბას შენი თავი, რამეს მოვიფიქრებ, ოღონდ ხელი, მაგრად ჩაავლე და არ გაუშვა, იცოდე, თუ ადამიანური საწყისის ბუნებრივ მაჩვნებლებით კოდირებულ განსაცდელის რუქას ვერ დაიმკვიდრებს, ისევ ფანტომურ რეალობას დაუბრუნდება და დიდი ალბათობით შენც გაგიყოლიებს... ისე გახსოვდეს, ადამიანის მოცემული სახით არსებობა გაუთავებელი ექსპერიმენტებს მიცავს, ხშირად უჩინარსაც... გაფრთხილებ, ხელი მაგრად ჩაავლე... მალე ვიწრო ხვრელში, ჩემი ციცქნა დრონი შემოფრინდება და იმგვარი სიხშირის ტალღებს გაუშვებს, მოჩვენებათა არმიას დედა ეტირება, მაქაურობაც საწყის ვითარებას დაუბრუნდება, მოკლედ, ილუზიურ კომფორტიდან ჯურღმულში აღმოჩდებით, მერე, ილუზიებისგან გამონთავისუფლებულ პრანკ გოგოს იხილავ... ნადულთან კი, ანდრე დაგხვდებათ თავისი ავტოთი, გაფრთხილებული მყავს...
–მერე, ანანა?...–უნებლიეთ იკითხა–სტუმარმა.
–ასეც ვიცოდი, დაგაქლიავა, ხომ აგიხსენი, ხელი ძალუმად ჩაავლე მეთქი...აბა, შეხვერამდე...
დედია კეთილად იღიმებოდა.
–და შენ გინდა, რომ ამ ბოდვაზე, ჩვენ ანალიტიკური მოსაზრება წარვადგინოთ?!–აღშფოთდა შუქრი.
–მე არაფერი არ მინდა, შეკვეთაა ასეთი, არც სხვები გვთხოვენ რამეს, უბრალოდ, მიყევით აზრთა მსვლელობას.
ანდრე და აბე ერთურთს ნიშნისმოგებით შეაჩერდნენ.
–ჩვენთვის ნაცნობი შეშლილი აგენტი, ეტყობა ოფიციალურ თანამდებობას ფლობს და სულაც არაა, მთლად შეშლილი...––ჩაიღიმილა არქეოლოგმა, ანომალიური აზროვნების სინდრომით შეპყრობილ ადამიანთა თუ არსებათა გარემოცვაში ჩასანერგად გვწრთნის... მივყვეთ, ზედმეტად ნუ ვიხმაურებთ, არ დაგვავიწყდეს ხვალ, მზის ამოსვლისას მოჩვენებას რეალობა უნდა დავუდასტუროთ!–შუქრის ხელი მოხვია და უჩურჩულა–ზედმეტი ხმაურის გარეშე იმოქმედე, თუ გინდა შანსი მოგეცეს შენი შოუ, მისტიური წიაღვსლებით შეფერადდეს...
***
მიმდინარეობს მომდევნო თავების რედაქტირება
*
***გაგრძელება იქნება
*** ჯანრი გოგეშვილის რომანები
ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ***
- (”თეთრი კედელი” (რომანი), გამომცემლობა ”მერანი”, 1987 წ. _ "White Wall" (novel), publishing house "Merani", १९८७)
- *
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ…
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ…
- ***
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- *
- ”სიკვდილის ხელოვნება” (რამდენიმე კარირომანიდან) ‘The Art of Death’ (some parts from the novel).
- ***
- .”რომელსა შენ მდევნი”… (რომანი), გამომცემლობა “მერანი” 1991 _’The One You Pursue’, novel. P. H. ‘Merani‘
- ***
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი პირველი _ ნებით შეწირული / ‘The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up.’1992 …
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეორე _ აუტოდაფე / ’ The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The cubs will Grow up.’ 1992…
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი) კარი მესამე _ ლტოლვილი სიზმარეთიდან / ’The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The cubs will Grow up. 1992 …
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეოთხე _ გაღწევა / The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up. 1992 …
- ***
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOM...
- ***
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
Комментариев нет:
Отправить комментарий