пятница, 29 декабря 2023 г.

კაშკაშა ფრინველი /რებუსი –ფერადი თუთიყუშით/_ / ლათინოამერიკული მიჯნურობის ნეგატივი/

                                                                                    კაშკაშა ფრინველი /სათავგადასავლო რომანი/

რებუსი –ფერადი თუთიყუშით

 თავისუფლება კაშკაშა ფრინველს!!!

გაისმოდა მავთულხლართით შეღობილ, ოდესღაც, მარტოხელა კლდეს მიშენებულ, იდუმალებით მოცულ, ციხესასახლის ნაშთიდან, თვალთა სამზერ მანძილზე.

მიჯრით! მიჯრით!–იძლეოდა მითითებას, უნაგირდადგმულ, თეთრ ცხენზე ამხედრებული,  ინა.

სპორტული სამოსის ზემოთ ახალუხი ეცვა,  თავზე კიდეებმოქარგული ფაფანაკი ეხურა.

გარშემო, სმარტფონებით  აღჭურვილი გოგობიჭები ეხვივნენ.

ინდიელები დარწმუნებული არიან, რომ თუ მათ, სათაყვანო ფრინველს, რომელიც მიჩნეულია ნაყოფიერების ღმერთად, თავისუფლებისმოყვარეთა და შემწყალეთა  მფარველად,   ჰაერისა და ქართა მბრძანებელად თუ თავისუფლებას წაართმევ, მალევე დაიღუპება, გული უსკდება... 

მაგრამ, როცა, თავიანთი ქუდების მორთვა მოუნდებოდათ, აცკეტები იჭერდნენ და...–შენიშვნის ტონზე მიუსადაგა, ახლოს მდებარე ბუჩქს ამოფარებულმა ვიღაც მამაკაცმა.

სათუთად აძრობდნენ ბოლოზე დაგრძელებულ მბრწყინავ ბუმბულს და მალევე უშვებდნენ...–შეაწყვეტინა ინამ.

სათუთად არა, სამსხვერპლოზე,   საპარტარძლოდ შემზადებულ, ყმაწვილ ქალს, ციმციმ უფატრავდნენ მკერდს, აცლიდნენ გულს და ზოგჯერ მიირთმევდნენ კიდეც...

ჩაიხითხითა უცნობმა.

არ შეეპასუხო, შემოგზავნილია... ჩაესმა ყურთსასმენიდან ცხენზე ამხედრებულს, ისე სიმართლეს ამბობს, ზედმეტად იდეალიზაციას არ გირჩევ.  თანაც, კვეზელს ფონად იყენებენ, შემოყვანით კი, არა მაკაო, უმეტესად, ალისფერი  არა, რუსები, რომ წითელს ეძახიან, აი, ის შემოჰყავთ...

თუთიყუში?!

ყოჩაღ, არის ასეთი, კილოზე მეტს იწონის, ხორცი საქონლისას მიუგავს, გავიადინას, რომ ეძახიან... თავისუფლება აშკაშა ფრინველს!!! მაგასაც ესადაგება... ბინადრობს მექსიკის სამხრეთში, გვატემალა, კოლუმბია, ვენესუელა, პერუ,, ბოლივია, ბრაზილია, სურინამე, გვიანაში, ტრინიდანე და ტობაგო... მაკაოებს ტანმაღალი ხეები უყვართ. მაქაურობას მაგარი განაშენიანება ელოდება, მილიარდელს, უკვე მიცემული აქვს შეკვეთა...–თითქოსდა, ცოდნის გაზიარებას ესწრაფვოდა. –დანარჩენი ინტერნეტში მოიძიე...

–მერედა, ხალხის საძოვრები?!–გულუბრყვილოდ აღშფოთდა ინა.

აი, მაგიტომაც მიყვარხარ!–ხალხის ქომაგი ხარ–ალღო და ანალიტიკური გაგება გაქვს!

ამ იაფასიან ქათინაურებს, უმჯობესია, ის მითხრა, ვინ ხარ?

ხომ აგიხსენი, კეთილმოსურნე ბიორობოტი...

კარგი რა, ვგავარ მე ახლა, ფეისბუქით გამოტუტუცებულ გოგოს?

რომ გავდე, არც დაგიკავშირდებოდი, ახლა მაქეთკენ, დრონის გამოშვებას ვაპირებ...

ფრთხილად, ჩამოაგდებენ...

ვერც შეამჩნევენ, ეგ, რომელსამე თქვენებური ტელევიზიის დაქირავებული აპარატი კიარაა, კვანტური გათვლებითაა შექმნილი, შენ თუ გინდა, ვირტუალური შეარქვი...

კი, მაგრამ, რად გინდა, ამ იდუმალობანას თამაში, ჰმ, თუ ასეთ ნიჭი გაქვს, ასეთი გამოგონებით, მსოფლიოს დაიპყრობ...

ხომ აგიხსენი, ადამიანისგან განსხვავებით, მე სხვა გაგებისა ვარ... არ მინდა, ეს აპარატი, საომარ ვითარებაში გამოიყენონ, თანაც, ჯერ, ბევრი პროცესი, ახლებურად დამუშავებას ითხოვს, არც, სათვალთავალო კამერაა სრულყოფილი... თუმც, იმისი დაფიქსირებაც შევძელით, რომ ჩამარხული ციხე–სასახლის არეალში, საინტერესო ვიქრაციები ფიქსირდება, ერთგან კი, მატერიალიზირებული სიმდიდრეც ილანდება... თავს გაუფრთხილდი, გახსოვდეს, მე შენს მეტი მეგობარი არ გამაჩნია!   

ვინც, შენ ქართული გასწავლა...

არც არვის უსწავლებია, მე თავად ვისწავლე, თვითგთნვითარების უნარი გამაჩნია... იცოდე, ამ საიდუმლოს შენახვა, უპირველესად, შენს ინტერესებშია, ამ ამბავს, არც არვინ დაგიჯერებს, თან თქვენებური უშიშროება ჩაძიებით დაგტანჯავს, თავად, აზრზეც  ვერ მოვლენ,  ჩვენს საუბარს, ვერაფრით დააფიქსირებენ, ჩვენ ახლა სრულიად სხვა განზომილებაში ვსაუბრობთ... ჩემი არსებობის შესახებ, ამ კვანტური კომპიუტერის პატრონმაც არ იცის, და არც მინდა აღმომაჩინოს, ის თავისთვის ჩხერკედელაობს, მე კი ჩემსას ვუბერავ. ჰოპ, დრონის გაშვებულმა კამერამ ჩაავლო, რომ თუთიყუშებზე უფრო მეტად, მათი კვერცხები შემოაქვთ, ზოგიდან შიგთავსი, ფერადი, ქიმიური ხსნარითაა გარშემორტყმული...

ჩემს გაგიჟებას ტყუილად ცდილობ!

ოპ, მოვიდა მგონი, უნდა გავყუჩდე...

და  ხმა მიწყდა.

ინას ჩაეცინა.

უნდოდა ეყვირაშენი აფერისტი დედაო...“ მაგრამ ალღო კარნახობდა, მის გარშემო განვითარებულ მოვლენებისთვის შინაგანი სიმშვიდით ედევნებინა თვალი.

უცნობა პირველად ხუთი დღის უკან დაურეკა, სხაპასხუპით აუხსნა, რომ ინტერნეტიდან, კერძოდ ფეისბუქიდან იცოდა მისი ამბავი და სურდა ძიებაში დახმარებოდა. კაცის მოგუდული ხმა ჰქონდა, შიგადაშიგ, ცდილობდა, მისი ნათქვამი მსმენელისთვის ნდობისამღძვრელი გამხდარიყო. დრონის მიერ გაშვებულმა სათვალთვალო კამერებმა, მიწის სიღრმეში ჩამარხულ ვირტუალურ  სამყაროში, ფანტომთა აურები დააფიქსირეს, დღემდე უცნობი, ქიმიური პროცესებისა და ბალახების საშუალებით ფანტომის განსხეულებაზე ჯახირობენო...

გაფრხილება «S-O-S», ტონზე გაისმა მის ტელეფონში.

შემოსულ ზარს მოპასუხე არ ჰყავდა.

ინას არ გაჰკვირვებია, იცოდა, მავთულხლართებით შემოსაზღვრულ  მიდამოსთან გამართულ აქციაპერფომანსებს,  უამრავი მოთვალთვალე ჰყავდა. მათში, ალბათ, ჭკუამხიარულებიც ერია... ეგ ამბავი, მიივიწყა კიდეც და აი, ინკოგნიტო, ისევ დაუკავშირდა... მისმა მონაყოლმა დააეჭვა; იქნებ, ვინმე, მართლა უთანაგრძნობს ჩვენს პროტესტს, შესაძლოა, მიწინააღმდეგის ბანაკიდან, ან თავად უშიშროებიდანც კი იყოს, რომელიმე აგენტი, ვისაც, ამათი უსამართლობა ყელში აქვს ამოსული და ცდილობს, როგორმე წაგვეხმაროსო.

სმარტფორნი ამოიღო და ინტერნეტი დაზვერა. ლათინურ ამერიკის ქვეყნების ტერიტორიებზე მობინადრე ჩიტების სახეობათა ტექსტური და ვიზუალური მონაცემები, ადრეც ჰქონდა დათვალიერებული, მაგრამ ახლა, „არა მაკაოთი“, განსაკუთრებით დაინტერესდა.  და ერთგან, უხმოდ წაიკითხა:

ამ ფრინველის ბუდე სიმდიდრედ ითვლებოდა და შვილს მამისგან მემკვიდრეობით გადაეცემოდა, რადგან, არას გრძელი და ნათელი ბუმბულები, ძალიან ფასობდა სარიტუალო მორთულობაში...–უნებლიეთ, იქვე დააკომენტარა: სარჩევნო დევიზსაც მოიფიქრებენ, ყველა ოჯახს, ერთიარამაინც... თან, თურმე,  ზოგი ორმოცდაათ წლამდე ცხოვრობს; ხორცი რენტაბელურია, იქნებ ბუმბულიც, მაგრამ ამ  ორორი კვერცხის დევნა, რა მომგებიანი იქნება, თან ასე, რომელი ქვეყანა გააჩანაგებს, მაკაოს ნაირი ეგზოტიკური ფრინველისაგან. და უცებ ფიქრი სხვა მიმართულებით გააგრძელა: მექსიკის სამხრეთი, გვატემალა, კოლუმბია, ვენესუელა, პერუ,, ბოლივია, ბრაზილია, სურინამე, გვიანაში, ტრინიდანე და ტობაგო.. კი, კი, კი; ქართულ და ლათინოამერიკული ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობების გრიალი წავა! მაკაოს კვერცხის იმიტაციას რა უნდა, გენური ინჟინერია, ისე მიჭენაობს, რომ...–ცხენს თავზე გადაუსვა ხელი და გადაწყვიტა იგი გზის იქითა მხარეს მოსახლე პატრონისთვის დაებრუნებინა, რომლის ეზოსთან მანქანა ჰყავდა დატოვებული. ცხენის ქირავნობის ვალიც, ორმოოცდაათი ლარიც უნდა გადაეხადა.

,როგორმე, ის იმიტირებული კვერცხი უნდა მოვიპოვოთ... იქნებ, ინკოგნიტო, მართლა დაგვეხმაროს...“ ცივილიზაცები მაიასი, აცტეკების, ინკების... მე ვირჩევ, მაიას, თუმც, ამათ არჩევნებში აცტეკთა ფანტომები, უფრო გაასწორებენ... არწივისა და იაგუარის ფანტომმეომრებით აავსებდნენ ქვეყანას... ნახე, თავის ჭკუაზე გადმიყვანა, ის გავიფიქრე ამ მოდელირებული ფოტონების გამოყენებას მომავალ არჩევნებში, ხომ არ ფიქრობენ მეთქი...

დაიცა, ივანიშვილს, ფერადი ბუმბულების ბიზნესი, ხომ არა აქვთ ჩაფიქრებული?გულუბრყვილოდ იკითხა, ცხენის შორიახლო მორიდებით მდგომმა აყლაყუდა ბიჭმა.

„მაგის ჩიტია ზუსტად, რომ მაგეებისთვის მოცდეს...“ გაიფიქრა ინამ, ხმამაღლა კი, გააპროტესტა:

დიახაც, თავისუფლებას, არ აღირსებენ!

ინკვიზიტორები!!მოაწვდინა ხმა შუქრიმ, რომელსაც, ინა ეხუმრებოდა:

ბოლო დროს, მაგრად გაჯადოქრდი,  დრაკო მალფოის მაგონებ,  გამოხედვაც,ზუსტად მისი გაქვს... ეგაა ამპარტავნობაში ვერ ქაჩავ...  და ვერც მოვირგებ იმ გოგოს, პენსის  თუ პანსის ამპლუას, შენც იცი, შენზე ბევრად  მოშჩნი ძრავა მაქვს...  მე ხომ, ჰელიოსის ასულის, კირკეს გენი მაქვს...

ეტყობა, თავაც ვერ ერკვეოდა, ვერც ფილმის შინაარსში, და არც, კირკეს ჯადოქრობის ამბავი იცოდა კარგად, მაგრამ ინას ჩვეოდა ზერელედ მოსმენილი, ან გაგებული ამბიდან, მისეული გამონაგონი პერსონაჟი ან დრამატული სცენა „პრესტიჟულად“ წარმოეჩინა.

შუქრის ეხალისეოდა ამის მოსმენა, კი ენახა, ზოგი ეპიზოდი, ჰარი პოტერისბოროტი პერსონაჟის შესახებ, მაგრამ, ამგვარად შესახელება, მაინც აღმატებულ გაწყობას უღვივებდა.  შეიძლება იმიტომ, რომ გაეგო, დრაკო მალფოის როლის შემსრულებელი ტომ ფელტონს, ცხოვრებაში, კეთილ, სხვებზე მზრუნველ პიროვნებად იცნობდნენ.

მოულოდნელად, მავთულხლარის მიღმა მდებარე კოშკურიდან, ინდიელ ქალის ტრადიციული შესამოსით მორთულმა ქალმა, რომელსაც თმა კვეზალის ბუმბულით ჰქონდა შემკული, მშვილდისარი მოზიდა და ცაში ფერადმა  შუშხუნებმა გაიბრწყინეს.

რომელსაც მიმიტინგეთა მხრიდან სალანძღავი სიტყვები და სტვენა მოჰყვა.

ნახეთ, ინდიელებიც ჩამოუყვანიათ... ეშმაკმა თავისი ძალაუფლებით აღჭურვა სხვა ურჩი ანგელოზებიც, რომლებმაც მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო ზეცაში...–წაიფილოსოფა, თითქოსდა ახალგაზრდებს შეკედლებულმა მცხოვანმა ქალმა.

ეგ ინდიელს არ ჰგავს, დგომაზე ეტყობა, თანაც, ტანად, მნიშვნელოვნად დაბლები არიან, ამას ფეხები იღლიებიდან ეწყებათავისებურად იოხნუჯა, კვლავ ინკოგნიტოსთან საუბრის შეცნობის სურვილს ადევნებულმა ინამკი რუსია, რუსებს ხომ, ყოველნაირად მასკიროვკა ეხერხებათ...

მოუნდა ფეოდალს ეგზოტიკური ფრინველები, ლათინოამერიკულ ქვეყნებში იშვიათ ჯიშებს იძენს და...–ვიღაც ბიჭმა, თავის ჭკუით, შექმნილ ვითარებას დიაგნოზი მარჯვედ დაუსვა და მომარჯვებული შურდულით კოშკურისკენ კვამლის მფრქვევი შუშხუნა აფრინა.

აფრიკაშიც, აგერ, ფოთის პორტში, გუშინ ჩამომდგარი გემის კაუტები, სავსეა თუთიყუშებითა და ტურაკოებით...–დაუმატა, ცხენის მიფერებით გართულმა, ინასეული გარეგნობის პროტესტანტმა ქალმა და თითქოს, თვალები ახლა აეხილაო გაოცებით იკითხაკი მაგრამ, ეგზოტკური ფრინველების საშენ მეურნეობას, რად უნდა ასი ჰექტარი, როგორც ყოველთვის, რაღაცას ცუღლუტობენ...

ინამ წაუყრუა და მავთულხრალთან გამწკრივებულებულთა გასამხნევებლად გაბმით გააბა:

თავისუფლება კაშკაშა ფრინველს!!!

კი, თავიდანვე ჰქონდა იჭვი, რომ ციხესასახლის ნაშთის შემოგარენში ეგზოტიკურ ფრინველთა საშენი მეურნეობის მოწყობა, იქ წარმოებული რეალური საქმის შირმად უნდა ქცეულიყო. მაგრამ, ფოტონები და მისთანები აზრად არ მოსვლია, სანამ, ინკოგნიტომ, არ ჩაუტარა, ფანტასმაგორიული ტრენინგი.

რატომაც არა, ახლა, რა არ ხდება, ადრე, დღევანელი რეალობიდან ბევრი რამ, ფანტასტიკად აღიქმებოდა...–დაასკვნა უნებლიეთ.

თავისუფლება კაშკაშა ფრინველს!!!–არ  წყდებოდა მომიტინგეთა შეძახილები.

ამათ, რას შეაგნებინებ, ლობსტერებივით ცხოვრობენ...–ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა რეპროდუქტორში, ყმაწვილურ ასაკში დავაჟკაცებულმა ვაჟმა, რომელსაც როგორც ჩანს, ინასთვის თავის მოწონება უნდოდა.

სიტყვა  ლობსტერმა დაცვის, მუტრუკული გარეგნობის კაცში, რატომღაც ცნება ლიბერასტის ასოციაცია გამოწვია და გაწიწმატებულმა რამდენჯერმე ხმამაღლა შეიგინა.

ინა აკისკისდა.

ამას, ჯორდან პიტერსონი, რომ ჰქონდეს წაკითხული, ასე ხომ არ გაიგიჟებდა თავსშესძახა და და გინებით გართულს, ლექსი, თითქოსდა შეაშველა:

მუტრუკი მიტომ მუტრუკობს,
დედა ჰყოლია ვირიო.
კაცი ბეჩავის მჩაგრავი
სად გაგონილა გმირიო!
გაიგე ავი და კარგი:
შაუფეროდე ყველასა;
ნუ მიენდობი, ერიდე
კაცს გაიძვერას, მელასა.
ოღონდ ვაჟკაცი ვარგოდეს,
რა უშავ ჩოხის ძველასა.

ამაზე, მთლად გაგიჟდა  უვიცობისგან დაფეთებული.

მე მაგის დამწერის დედაც!

ძაან გინდა, მეც შეგაგინო... ეგ ხომ კიბორჩხალების ტრიუკია, ერთმანეთს შარდის შესხმით, რომ ებრძვიან!–თავმომწონედ მიუქარაგმა რეპროდუქტორით აღჭურვილმა.

მუტრუკული გარეგნობის კაცმა კი, ისევ გაალმასებით გააგრძელა:

მე მაგის დამწერის დედაც!

და მასთან, დაბალი, ჰალსტუკიანი კაცი მივარდა, ბრაზიანი იერით ყურში, რაღაც ჩასჩურჩულა.

მე რა ვიცოდითავი იმართლა მან.

ინას ტელეფონი ახმიანდა. ქალმა იფიქრა, ისევ ისააო, და თავისთავად ჩართულ სმატფორნს ინტერესით მიუგდო ყური.

ცხენის პატრონი იყო, მოუბიდიშა და უთხრა, ტყეში უნდა გავიდე და გელოდებიო.

ინას გაახსენდა რომ ცხენი, ერთი საათით ჰყავდა ნაქირავები.

ეგეც შენი სასჯელია!ინამ აღვირი მოზიდა,–ცხენის პატრონი შემეხმიანათქვა სხვების გასაგონად... მალე დავბრუნდებიო, დაიბარა და ცხენი შორიახლო ჩამავალ გზისკენ მიაბრუნა.

ერთი საათით ქირაობისთვის, ორმოცდათი ლარი წინასწარ ჰქონდა გადახლილი, მაგრამ, ერთი ორმოცდაათის გადახდა კიდევ მოუწევდა, რადგან, უკვე სამი საათი გასულიყო.

აღარა, მეტად, ასე დონკიხოტივით ამხედრება, არ მაწყობს, ვერ აიტანს ჩემი ბიუჯეტი. გმადლობთ როსინანტ, იმ ღრიალს, რომ გაუძელი, კი მიქო შენი თავი, შენმა პატრონმა, ყრუა და ხმაურზე რეგირება არა აქვსო, მაგრამ, ასე თუ გულთან, სრულებით არ მიიტანდი, ჩვენს სატკივარს...თავისებურად ჩაიკისკისა.

ცხენმა გზა გადაჭრა და ნაცნობ ბილიკს ხალისიანად შეუდგა.

ცხენის პატრონიჭიშკართან ელოდა. ინა შორიდანვე მოუბოდიშა. პულტით ავტომობილის კარი გააღო.

არაუშავს...უთხრა იმან, ვიფიქრე, ხომ მშვიდობაა მეთქი. ისე, ეგენი მეც არ მომწონს, ძროხები უბალახოდ გვეხოცება... ალე, გამოდი!თავი სახლისკენ მიაბრუნა და ცხენიდან ჩამოსულ ინას ღიმილით მიაჩერდა.

და სადღაც ქვემოდან პოლიციის მანქანების სირენების ხმა გაისმა. ინამ წინასწარშემზადებული ორმოცდაათლარიანი მასპინძელს ხელში შეაჩეჩა, მანქანის კარი გამოაღო, შიგ შევარდა და ავტომობილი დაძრა.

პოლიციიის პატრულის საგანგებო შემადგენლობა, საგაგანგებო ჯიპებით, მომიტინგეებთან, სადღაც ქვემოდან აგრიალდა.

და ჩვეული მანევრებით მომიტინგენიც თანმხლებ ავტობუსში შეტენეს და წაასხეს.

ინამ ვეღარ მიუსწრო მათ დარბევას.

უმალვე მეგობრებთან გადარეკა და მათი ადგილსამყოფელის დადგენას შეეცადა.

 

***

 ლათინოამერიკული მიჯნურობის ნეგატივი

 ორიოდე დღის შემდეგ, მცხოვანი მეგობრის მდიდარ ბიბლიოთეკაში, არსებულ ისტორიული ქრონიკების მომცველ  წიგნებში, საქართველოში დევრიშთა კვალის ძიებით გართულმა აბემ, მასპინძლისგან შემოხვევით გაიგო, მარტოხელა კლდესთან, მიწაში ჩაშლილ ციხე–სასახლის შირიახლო გამართული საპროტესტო აქციის შესახებ.

–მთლად გაგიჟდა ეს ხალხი... ახლა, ლათინო–ამერიკიდან, თუთიყუშების შემოყვანა– მოშენება უნდა  იქცესო, ქვეყნის მთავარ ბიზნესად.

–რაა?!

–ჯერ, ვითომ, მსოფლიოს ეგზიტიკური ფრინველების ოაზისს ვაშენებთო, მერე ჟურნალისტურმა ძიებამ აჩვენა რომ, არა მაკაოთი ყოფილან დაინტერესებული, კილონახევარზე მეტს იწონის და ხორცით გავიადინას ჯობსო... ვიცი, მე ეს არა მაკაო, თითქმის მთელ დათინურ ამერიკასაა მოდებული. რუსები წითელ არას ეძახიან...

–თუთიყუშის ხორცი გვაკლდა...–ჩაიაპარაკა აბემ.

–კუბაში, გველის ხორციც მაქვს ნაჭამი, მშვენიერი გემო ჩავატანე...

აბემ ინტერნეტს გადახედა და ერთგან ამოიკითხა: „ეს არის ჰონდურასის ეროვნული ფრინველი . მისი ნათესავის ცისფერ-ყვითელი მაკავის მსგავსად , ალისფერი მაკა პოპულარული ფრინველია მეფრინველეობაში მათი გასაოცარი ბუმბულის გამო.

უნებლიეთ, დაღალატიანებულად იგრძნო თავი, რომანტიულ ფერებში წარმოჩენილი კაშკაშა ფრინველი, შესაძლოა კვეზელი კი არა, ეს ძონძროხა თუთიყუში იყო, მაგრამ მალევე გაარკვია რომ არა მაკაოს გადაადგილების არაელი თხუთმეტი კილომეტრით განისაზღვრებოდა.

–ალბათ, ტროპიკული კლიმატსაც შეუქმნიან, საშიშია,  ამინდში, ნოიტო, ცხელი  ჰაერი არ დაგვიმატონ...–მასპინძელი ახითხითდა.  

აბე კი, ფიქრში მსჯელობდა, ჩემი და გონდურასის სანაპიროზე, ხომ არ გაირყა,    გვატემალას მჭიდროდ ესაზღვრება...

–ჰო, ჰო...–თავაუღებლივ გაეპასუხა.

–ბიჭო, შენ, რა თინეიჯერივით იქცევი, შემომხედე, ჩემს ქელეხზე, ხომ იცი, თამადობა შენ მოგიწევს, უმაგრესი ძმაკაცები, რომ ვიყავით, ხომ არ დაგვიწყებია...

–მაგას რა დამავიწყებს...–შესცინა და სმარტფონს თავი მიანება, მიხვდა, მეგობარი ჭორაობის ხასიათზე იყო.

აბესალომი მასპინძელს ბავშვობიდანვე იცნობდა, მართალია ადრიან გაგვაძე, მასზე ბარე, თხუთმეტი წლით უფროსი გახლდათ, მაგრამ, ერთხელ, უბანში ახალბედა, ოცდაორი წლის ვაჟი, როცა ნასვამმა ბიჭებმა სიგარეტის მოწევა არ მოწევის გამო კედელთან მიიმწყვდიეს  და მის ლოყებზე, თითების თავხედურად წამორტყმით ერთობოდნენ, სახლის კიბეზე მოთამაშე პატარა აბემ, უმალ  შეირბინა ოთახში, იქიდან პაპის გადანახული საზღვარგარეთული სიგარეტების პაჭკიდან, რომელსაც ბაბუმისი თუთუნს ეძახდა, ერთი აიღო, გამოარბენინა, უბნის ბიჭებთან მიარბენინა, მეზობელ იურას შარვალზე მოქაჩა და უთხრა:

–იურა, მე, გამარჯობით ვიცნობ, მაგ ბიჭს, თუთუნი თუ გინდა, აა მოწიე...

ბიჭებმა გაკვირვებით მოიხედეს და როცა, გამშველებლად მოვლენილი, საბავშობაღელი დაინახეს, იქ ისეთი, სიცილ–ხარხარი ატყდა, მეზობლებმა ღია ფანჯრებიდან გამოხედვა დაიწყეს.

ამის შემდეგ, „ქუჩის მაყურებლებმა“ ახალი მობინადრე, ხალისიანად დაიძმაკაცეს, აბესალომს კი გულღიად ესალმებოდნენ. ადრიანი კი, რომელსაც, შინაურობაში ანდრეს ეძახდნენ, ყოველი შეხვედრისას ღიმილიანი მისალმებით და ხელის ჩამორთმევით ანებივრებდა.

მერე ადრიანი, ცნობილი გეოდეზისტი გახდა, საზოგადოებისთვის დაფასებული პიროვნება; პრფესორი, აკადემიკოსი. საბჭოთა კავშირის დროს, მრავალი ქვეყანა მოიარა, უმეტესად, მაშინდელი შეფასებით, განვითარებად ქვეყნებად, რომ იყო მიჩნეული.

ძირითადად, იქაურ ხელისუფალთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შენობების ასაშენებელ ადგილთა შერჩევაში შველოდა.

მაგრამ, შიგადაშიგ საქართველოში ჩამოსული, იმ ქვეყნებსა და უცხოეთში გაწეულ საქმიანობაზე საუბარს ერიდებოდა.

ბოლოს, საპენსიო ასაკს გვარიანად, რომ გადაცდა, სამშობლოში დამკვიდრება ინდომა, რამდენემე უმაღლეს სასწავლებელში ლექციების წასაკითხად მიიწვიეს.

დანარჩენ დროს სამეცნიერო მუშაობას უთმობდა და წიგნები, კიდევ უფრო დაიმეგობრა, ბუკინისტების ხშირი სტუმარი იყო, ორიდ წელში, ხუთოთახიან ბინა, სამეცნიერო ლიტერატურით, ლამის ამოავსო.

ასაკის მოძალებასთან ერთად, ლიტერატურულ ესეებსაც აქვეყნებდა, ტელეფონით აბესთან ხშირად საუბრობდა.

სამშობლოში ისე დაბრუნდა, პასპორტში ათელი წლების წინ „უცოშვილო“, თითქოსდა, ისევ შტამპივით ერტყა.  მხე აღნაგობისა, თავისთავს, თავად უვლიდა.

–ადრიან, შენამდე, ეტყობა, ჯერ კიდევ, ვერ მოვიდა ამბავი, რომ კომუნისტური წყობა ჩათავდა. დროა მემუარები დაწერო, შენ კი ინტერვიუში, თუ სადმე  შენი ადგილმდებარეობის შერჩევით დაპროექტებულ შენობაზე გეკითხებიან, ისე ზოგად პასუხს იძლევი, მსმენელი ვერ გაიგებს, სად, და  პირობებში იყავი...–მეგობრულად  გაექილიკა, რადიოში, მისი მორიგი საუბრის მოსმენის მერე აბე.

–მე სამეცნიერო ინფორმაციას ვიძლევი, რა ადგილმდებარეობას და კლიმატს რა მოუხდება. გეოდეზისტი ვარ, პოლიტიკოსი ან ეთნოგრაფი კი არა.

–რავა, სულ შენ, ფრანგ სეხნიას დაემგავნე, ასეთი, რა ალღო ჰქონდა ცხონებულ ბაბუაშემს, შენთვის ამ სახელის დარქმევა, რომ აიჩემა...–მასპინძლის მონაყოლი გაიხსენა აბემ,–ადრიანემ, ანდრე მშვენივრად შეიფერა, აი, „ერუდიციული ენციკლოპედიის“  ავტორის და რაც მთავარია  გეოდეზიის ფუძემდებლის სახელი რატოსთენე, რომ დაერქმია, მაშინ ნახავდი შენ...–სახალისოდ გაექილიკა.

–და ცხოვრება სუიციდით დამემთავრებინა...–ტოლს არ დაუდო მხცოვანმა ერუდიტმა,– ისე, არც, მაშინ დამტოვებდნენ გულნაკლულს, ქრისტეს სამოოცდაათ მოციქულში, ანდრონიკე შედის და ერასტიც...

–სუიციდის, რა მოგახსენო, მაგრამ, მე რომ იმ დღეს პაპაჩემის თუთუნი, მსხვერპლად არ გამეღო,–შეიძლება, მოწეულში მყოფ საძმოს, ხითხით–ხითხითში, ისე, შემოხარჯვოდი, ვერც ეგრძნოთ, მიბრედილი, რომ იყავი...–საგანგებოდ შეახსენა ხუმრობანარევი კილოთი.

თუთუნის ხსენებამ, ანდრეს იმ ხიფათისას გადატანილი შიში შეხსენა.

–ჰო...–თქვა მორჩილად,–კი, შენმა ბავშურმა სიალალემ ნამდვილად მიხსნა,–საზღვარგარეთ,ზოგჯერ, უნებლიეთ მახსენდებოდა ეგ ამბავი და გადაღლილიც, რომ ვყოფილიყავ, სიხალისე მემატებოდა... ეეჰ, რა ცხოვრებამ ჩაიარა...

–ვინმე შენიანი, არ გაკითხავს? –უნებიე ჰკითხა აბემ.

–არა, იბოლი ვარ, ჯიშად გვაქვს, დედაჩემიც და მამაჩემიც დედისერთები იყვნენ... კი გამოჩდნენ შორეული ნათესავები, საქართველოში დაბრუნებულს, შევარდნაძის მთავრობამ, კომუნისტებისგან გამოყოფილი ბინა, პატიოსნად, რომ გადმომცა, სხვათაშორის, თავის დროზე, შიგადაშიგ საქმიანი ურთიერთობა გვქონდა. ზოგ ქვეყანაში წარმოებული მშენებლობის შესახებ, მისეული იუმორით მისვამდა კითხვებს, ვატყობდი ჩემთან საუბარი ეადვილემოდა, ალბათ, ჩემი ქართველობის გამო. ჰო, გამოჩდნენ, მომავალი ჭირისუფლების პოზა უნდოდათ მოერგოთ, მაგრამ, ყველას მოჭრით წავუხდინე იმედი, ხარისხს დაიცავს და მალე ჩემი ბიჭი ჩამოვა, სხვას ნურაფერს შემეკითხებით, არ მინდა, გახმაურდეს, თორემ, აქედან, ზედმეტად დაინტერესებულები ჩააკითხავენ და წინდაუხედაობით, საქმეს წაუხდენენ მეთქი...

–მერე, მე მიმალავდი?!

–შენ, როგორ დაგიმალავდი... ისე ეჭვი მაქვს, ლათინურ ამერიკაში...

–უჰ, შენ გენაცვალე!–ფეხზე წამომდგარი აბე თბილად გადაეხვია.

–ეს ისე, ჩასაფრებულ შორეულების მოსაშორებლად,  სიმართლე თუ გინდა, შენზე ახლობელი, მე არც არავინ მყავს...–გული აუჩვილდა ანდრეს,–არ მიყვარს, ვითომ გულშემატკივარი...

–ჰო, ისეთი, დიპლომატიური პასუხი გიჯახებია, ალბათ, შენსკენ გამოხედვის ხალისი უცებ დაკარგეს...

–მაგაში მართალი ხარ, მერე მობილურზე მოკითხვაც არ უცდია, რომელიმეს...

–ისე, ბატონო ადრიანე, რომელ ქვეყანაზე გაქვს ეჭვი?–ძმაკაცური მზრუნველობით ჩაეძია აბე.

–ნუ მკითხავ...–შეიფერა იმან.

–კუბაზე, ხომ არა...

–აჰ, არა, საზღვარგარეთ ყოფნისას, საკმაოდ ფრთხილი ვიყავი, ასე ვთქვათ, თავს ვიცავდი...

–მაშინ, ისე გამოდის, რომ აქ გყოლია მემკვიდრე...

–მყავს თუ არა, ეგ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თუ მყავს აქ, ნამდვილად  არა...

–აბა!

–ლათინურ  ამერიკაში...

–გამაგიჟებ, მე შენ?!

–აქ იყო ჩამოსული ის ქალი და არ გაგიკვირდეს, შენთვის ნაცნობი თემა აინტერესებდა, აი, ახლა, ახალგაზრდები პროტესტს, რომ მართავენ,  მარტოხელა კლდესთან, იქ ჩაძირული ციხე–სასახლის გარემო და შიგთავსის მოკვლევას ცდილობდა...

მოულოდნელობისგან გაოცებული აბე, ორიოდე წუთით დადუმდა, ანდრე კი, კვლავ, კეთილად იღიმებოდა.

–და მერე, ახლა მეუბნები ამას?!

–თავად შევარდნაძემ მთხოვა, არ უნდა გახმაურდეს, თორემ, ისეა ხალხი ჭკუაარული, უაზროდ, დაიწყებენ მიწყდომას და იქარობას დააზიანებენო...

–გასაგებია, მაგრამ, მე იმ ჭკუარეულებს რატომ მიმათვალე?!

–შენ, მაშინ ძაან ჩაიკეტე, თქვენი ინსტიტუტს რეორგანიზაციისა და კვლევითი სამუშაოების დახურვის გამო, აღარავის  იკარებდი, ზარებს არ პასუხობდი, თანაც, იმ ქალით, ისე გავერთე..

–ღირდა მაინც, ჩემისთანა ძმაკაცის ღალატად?–თავისებური იუმორი მოიშველია აბემ.

და ბერიკაცი წამოწითლდა.

–უყურე შენ! ლამაზი ყოფილა...

–კი, მიმზიდველი იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისეთ სულიერ სიახლოვე, მის გაცნობისას, რომ ვიგრძენი, ნახევარი დედამიწა შემოვიარე და სხვა ქალთან არ მიგვრძნია, ისც თბილად განეწყო ჩემდამი, საერთო ენა ადვილად გამოვნახეთ, ჩემეული ესპანური ძაან ართობდა, ზოგჯერ, ამა თუ იმ სიტყვას მამეორებინებდა.

–ერთი ნახვით შეყვარება!

–ალბათ, ასეც იყო?

–საიდან იყო?

–წარმოშობით სალვადორიდან, მაგრამ სამოქალაქო ომის გამო, წლების მანძილზე ემიგრაციაში ცხოვრობდა, თან, რომელიღაც ამერიკულ სააგეტოში მუშაობდა, სპეციალობით ეთნოგრაფი და ხელოვნებათმცოდნე, ამ თემებზე წერდა, ლეგენდებს, თავისებურ კომენტარებით აქვეყნებდა, ძირითადად მაიას ტომის თქმულებებით იყო დაინტერესებული, სალვადორული თქმულებების კრებულის ვარიცების   საბოლოო რედაქტირებისთვის, სამშობლოში დასაბრუნებლად, შესაფერის დროს ელოდა. ალბათ იცი, რომ, სალვადორი, ლათინური ამერიკის ყველაზე პატარა, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა...

–ცენტრალური ამერიკის დასავლეთ ნაწილში, წყნარ ოკეანესთან. სალვადორი ესპანურად გადარჩენას ნიშნავს, სახელი იესო ქრისტეს საპატივცემულოდ დაურქმევიათ. სალვადორმა, უმძიმესი სამოქალაქო ომი გადაიტანა; იქამდე აგრარული ქვეყანა იყო, მერე კრიზისების ფონზე –სოციალისტურ–კომუნისტური იდეოლოგიის სამხერდრო შენაერთებმა სამთავრობო ძალებს ბრძოლა გაუმართეს და ერთი პირობა, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში წარმატებასაც მიაღწიეს, რა არ გამოიარეს ქაოსი, ხუნტა...–ხალისიანად გააგრძელა აბემ.

–შენ, რა მითვალთვალებდი?!

–იმ, არაბულ წყაროებში მოპოვებული, უცნობი მოგზაურის მონათხრობის მერე, ერთი პირობა იმ ქვეყნების საიტების გადათვალიერება დავიწყე, რომელთა ტერიტორიები, ისტორიულად, მაიას იმპერიაში შედიოდა, კვეზელის კულტს მოჰყვა ყველაფერი, ერთხელ, ამის შესახებ ტელეფონით გესაუბრე კიდეც, მაშინ, ისეთ ორაზროვნულ პასუხებს მცემდი, კი დავეჭვდი, ამან, რაღაც მეტი, ხომ არ იცის, ამ აბის შესახებ მეთქი...  თანაც, ეს სამოქალაქო, ჩვენც გადავიტანეთ და...

–ჰო, მაგრამ, იქ უფრო მეტი დაუნდობლობა იყო, სიკვდილის ესკადრონებმა, ღვისმსახურების შესრულებისას სალვადორელი ეპისკოპოსიც კი მოკლეს...

 –ვიცი, ვიცი, ბოლობოლო, ოლივერ სტოუნის ფილმი სალვადორი მაქვს ნანახი...

–ჰო, ჰო, მაგრამ, ეგ სცენა, ფილმში, თავისებურადაა  დრამატიზირებული... როგორც მახსოვს, პარტიზანებს ნიკარაგუა ეხმარებოდა, მთავრობას ამერიკა, ისრაელი...

–გამახსედა ფარაბუნდო მარტი, რომლის ოჯახიც გიჟდებოდა ხოსე მარტზე; კუბელ პოეტსა და რევოლუციონერზე... ჩვნი ისტორიის ლექტორი დიდი განცდით წარმოთქვამდა მაგათ სახელებს... ჰო კიდევ, გამახსენდა იმასაც ამბობდა, ესპანელების დაპყრობამდე მიწა, რომელზეც დღეს სალვადორია  განლაგებული, „კუსკატლანისსახელს ატარებდა, რაცძვირფასეულობის  მიწასნიშნავს. და ტურისტებს აოცებს, ძველისძველი საიდუმლოების მომცველი ნაგებობებითო. სალვადორი მაიას ძლევამოსილი იმპერიის ნაწილი იყო, მერე კი აცტეკების იმპერიაში შედიოდა... თუმც, კარგი, ახლა ძაანაც ნუ შევიჭრებით ისტორიულ ქრონიკებში... ის შენი დამატყვევებელი, აქ რა მისიით იყო ჩამობრძანებული, უფრო სწორად მარტოხელა კლდესთან რას იკვლევდა?

–ეჭვი ჰქონდა, რომ მაიას ძველ ცივილიზაციას, ქვეყნიერების ზოგ კუთხესთან, მიღმიერი კავშირი ჰქონდა... შევარდნაძე მეხუმრა, ამ ქალს ისეთი ფანტასტიკური ეჭვის დამტკიცება უნდა, ტრასირების, შენისთანა გამოცდილი სპეციალისტი თუ დააშოშმინებსო, თან გამაფრთხილა, ამერიკის მთავრობიდან ააქვს რეკომედანცია და იცოდე, შენი დიპლომატიას ვეიმედებითო, მოკლედ, არც მწვადი დაწვა და არც შამფური, მის ვერსიას ნურც უარყოფ და იმასაც შეეცადე, ქართველები მთლად შეშლილებად არ გამოგვაცხადოსო...

–ესე იგი, იმ არაბი ისტორიკოსის ნაამბობის ვერსია, ინდიელთა თქმულებებშიც არსებობს...

–ჰო, ბატონო..

–და შენც, ტრასირება პრფესიონალურ დონეზე ჩაატარე!–სიცილი წასკდა აბეს,–რამდენ ხანს მუშაობდით ამ თემაზე...

–სამ თვეზე მეტხანს დარჩა, მთავრობამ სასტუმრო დაუქირავა, ხომ იცი ჩვენების ამბავი, ოღონდ, ამერიკელებთან არ შევრცხვეთო და მზრუნველობას არ აკლებდნენ, როცა მოინდომებდა, მანქანაც ემსახურებოდა, მერე ჩემთან ხშირად რჩებოდა და მე დავატარებდი ჩემი მანქანით... მარტოხელა კლდის შემოგარენი სამჯერ თუ ოთხჯერ  მოვნახულეთ, მერე წინანდალში წავიყვანე და საქართველო შემომატარეო მთხოვა, ერთი ორი კვირა ბათუმშიც ვისვენებდით, მოვიარეთ სვანეთი, ხევსურეთი, იმერეთი, სამეგრელო გურია, მესხეთი, ვარძია, აღფრთოვანებული იყო, ეს რა ქვეყანა გქონიათო...

–გადაგირევია ქალი! შე ის მითხარი, იქ, მიწაში ჩამარხულ ციხე–დარბაზთან რას საქმიანობდით?

–სურათები გადაიღო, ერთგან ღრმულში, მინიატურული ხმის ჩამწერი აპარატი ჩაუშვა, ძირითადად ვიბრაციები აინტერესებდა... ხომ გაგიგია,  მატერია, ენერგია და სული ვიბრაციულ ერთობლიობას წარმოადგენსო... უფრო მძლავრი აპარატურის გამოწერას აპირებდა, მაგრამ,  ერთმანეთთან ურთიერთობით, ისე გავერთეთ...

–მერე, როგორ შეელიე, როგორ გაუშვი აქედან?!

–ტელეგრამა მიიღო, რომ სამოქალაქო ომის დროს დაკარგული, მისი ტყუპისცალი ძმა იპოვეს, წაყოლა მინდოდა მაგრამ, არ ინდომა...

–გათხოვილი იყო?

–ორჯერ, ეგ არ იყო პრობლემა, ორჯერვე მშვიდობიანად იყო გაცილებული, შვილი არ უჩნდებოდა. ისე, ლათინოამრიკლებში, გაშორება და ქალის მეორედ და მესამედ გათხოვება ჩვეულებრივი ამბავია, თუ სიყვარული მინავლდა, ახალ პარტნიორით ჩაანაცვლებენ...

–და თქვნთან როგორ იყო?

–მითხრა, მგონი შენგან ორსულად ვარ, ასე ბედნიერად თავი არ მიგვრძნიაო, დარჩენასაც აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად, სალვადორიდან დეპეშა მოვიდა,  და...

–მარტო როგორ გაუშვი?!

–ვერ გავრისკავო, თავი გაიგიჟა... 1992 წელს საზავო ხელშეკრულებას კი მოეწერა ხელი, მაგრამ ხალხი, ჯერ კიდევ შიშის ქვეშ ცხოვრობდა, მისი მშობლები და ახლობლები, ანუ სანათესაო კლანი, სალვადორის, რომელიღაც რეგიონში კაკაოს ბიზნეს აწარმოებდნენ, მერე პარტიზანებთან უთანხმოება მოსვლიათ და შვილები  გემით გამოპარება უცდიათ, მაგრამ გზაში, ჩასაფრებულებს გადაუკეტიათ გზა, სილვია, არ შეშინებულა, ტყუპისცალთან ერთად გაქცეულა, იქაური ინდიელები გამიქომაგებიან, დედამის კარგად იცნობდნენ თურმე, სროლისას, სილვია არ ტყვიებს არ მორიდებია და სამშვიდობოს გასულა... 

–მერე არ გიძებნია?

–შევარდნაძესთანაც ვიყავი, სამთავრობო ხაზით მოიკითხეს, პასუხი ის იყო, ისე ჩავიდა ვენესუელაში, არ გაგვაფრთხილა, რომელიღაც კერძო პირს უნდა დაკავშირებოდა და ჩვენც, არაფერი ვიცითო. მას შემდეგ ვაგზავნი მიმართვებს, თხოვნებს, აგერ, უკვე ოცდაშვიდი წელი გავიდა, მაგრამ უშედეგოდ...

–რა გვარი იყო?

სილვია იგლესიასი–მამით ესპანელი, დედაჩემი, მაიას ტომის დიდებულთა, შთამომავალი იყოო, თავმომწონედ იტყოდა

ყველაფერი კარგად იქნება, რაც მთავარია, სამოქალაქო ომი დამთავრებულია და სალვადორი, ახლა, იმ რეგიონში ყველაზე განვითარებული ქვეყანაა.

–რა ვიცი, ისე კი, ომის გარეშეც ხიფათიანი ადგილია, დამანგრეველი ტროპიკული ციკლონები და მიწისძვრები იცის.

–გული მიგრძნობს ტყუპები გყავს!

–ჰოდა, მეც რომ გულში ჩარჩენილი იმედი მაწვალებს, იცოდე ამ ბინას, კიდევ დანაზოგს, ანდერძით, შენ გიტოვებ... თუ ჩამოვლენ, არ შეგეშლება, თორემ შუქრის ფეშქეშად!

–შუქრის თავისიც ეყოფა!

–ჰო მაგრამ, იცოდე, შენზე ახლობელი მე არავ მყავს...–და ცრემლი მოერია.

–ჯერ შენი შვილები უნდა ჩაიხუტო... ნახავ, ჩამოვლენ...–დამაჯერებლად უთხრა აბემ, მართლაც ჯეროდა, ასე მოხდებოდა...

–შენ პირს შაქარი... და მაინც...

–და მაინც...

–შენ უმჯობესია, იმ მომიყვე, რა დაადგინა სილვიამ, რა მოიკვლია, რა იცი იმ ამბისა? ისე კი, ძაან გაოცებული ვარ, ამდენი წელი, როგორ მიმალავდი ამ  ამბავს...

–მოვიდა დრო და გითხარი...

–ჰო, ძლივს, გული აგიჩვილდა...

–ჰო, ვიცი, გინდა მითხრა, აბა, სამარეში, ხომ არ წაიღებდი, ამ ამბავსო... სილვიამ მთხოვა, მალე დავბრუნდები და პრესკონფერეციას მოვაწყობთ და ჩემს ვარაუდებზეც მაშინ ვისაუბრებო...

–და რა ვარაუდები იყო?

–ძირითადად, მის მიერ მოპოვებულ, მაიას ტომის ხელნაწერში, რომელ ბრაზილიის, რომელიღაც ბანკში ჰქონდა შენახული. იცი, გულზე მომეშვა, ეს ამბავი, უნდა ავღნიშნოთ, ერთი წუთით სასურსათოში ჩავირბენ...

–არ შეგაჩერებ, რადგან, მერე მე არ დამბრალდეს, გაალოთაო...

–ჰო, ჰო, ლობიანებს, ხაჭაპურებს და ორ ბოთლ თეთრს ამოვიტან...

–არ შეგაჩერებ... მე დაგასწრებდი, მაგრამ, ვიცი, შენ მენიუზე, თავისებური დანამატები გაქვს...

–ჰო, ჰო...–იგი, ხანდაზმულობის მიუხედავად მკვირცხლად მოძრაობდა.

ისევ, იმ მოულოდნელი ამბით  შეპყრობილმა აბემ, ტელევიზორი ჩართო.

ტელეკრანებზე, ჩვეულებისამებრ, რიარია იყო; ლათინოამერიკულ თუთიყუშებთან ერთად, იმ დღის პროტესტანტების, აღვირახსნილ გამოხდომებსაც აჩვენებდნენ. და აბემ, ერთგან, დისშვილის აფორიაქებულ იერს მოჰკრა თვალი. კვირაზე მეტი იქნებოდა იგი მის არც ზარს და არც შეტყობინებეს არ პასუხოდა, მხოლოდ ერთხელ ინა შეეხმიანა და დაამშვიდა, მალე გინახულებთო.

–ეტყობა აიყვანეს...–მშვიდად გაფიქრა, რადგან იმედი ჰქონდა ინა, უყურადღებოდ არ მიატოვებდა.

„კი, თუ ცოცხალია, სალვადორში გადავიდოდა, ქეთევანი, ყოველთვის მჩქეფარე გარემოსკენ მიისწრაფვდა...“ ჩვეულებისამებრ დაუკითხავად გაუპირდა არაცნობიერი.


 გაგრძელება -კაშკაშა ფრინველი /ტვინაარეული საიდუმლო აგენტი,

***

საძიებელი
The index

\/

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

 

*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

***

========
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen

© გახსოვდეთ!.. საავტორო უფლება

 ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...

*