დასაწყისი – კაშკაშა ფრინველი /სათავგადასავლო რომანი/
კაშკაშა ფრინველი –"გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან...“– სათავგადასავლო რომანი
ამასობაში, ქალაქის ბინადართა და მის გამორჩეულ დამსვენებელთა მეხსიერებაში, სასიამოვნოდ გათავისებულ, კლიენტთან შესახვედრად მიმავალ „ვიქტორინა–ტაქსის“, მძღოლს, ბიძია გაბომ, თამაშ–თამაშით, გზა, თავისი „რელიქვიური“ ლიმუზინით გადაუღობა.
„ეს რამ გადარიაო?!“ გაიკვირვთ ლელამ.
იმან კი ფანჯრიდან მიუმღერა:
–ტურფა, რად გამირბიხარ!..
–რაო, ბიძაჩემო, ხომ არ დაისიცხე?!–სიცილით მიაგება ქალიშვილმა.
–ტელეფონზე არ მპასუხობ, ამ მშვენიერ ქალბატონს კი, ისე ეჩქარება შენთან შეხვედრა, უფრო სწორად, შენს კლიენტთან... ამ ქალბტონსაც; საქართველოს ეშხი შეყრია...–ბერიკაცი შეეცადა „ლიტერატურული კილო“ ჰქონოდა.
და ამ დროს, ლიმუზინიდან გადმოსულმა, ახალგაზრდული იერის ქალი, ლელას ტაქსში მარჯვედ ჩაჯდა და მძღოლს ინგლისურ ენაზე სთხოვა:
–ნუ დაყოვნდებით, გზაში აგიხსნით...
ლელამ უნებლიეთ, მისი უბრალოება შეიგრძნო.
მანქანა ფრთხილად დაძრა და უცაბედად მოვლენილი მგზავრი, სარკეში ინსტიქტურად თბილად შეათვალიერა.
ქალი საზურგის ფართო ჯიბეში მოთავსებულ წიგნებს დაჩერებოდა, მერე ერთი მათგანი ამოიღო და ლელას, თითქოსდა ახარა:
–ვაუ–ვაუ! ჩემი საყვარელი წიგნი...–ხელში, კანემანის „იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“. ეჭირა.
–სასიამოვნოა...–ღიმილით შეაგება მასპინძელმა,–მაშ, ინსტინქტი არ გღალატობთ...
–ჰო,ჰო, რაც... ბოდიში, მგონი ვერც მოგესალმეთ... ისაბელ გარსია...
ლელამ, კიდევ უფრო დაკვირვებით შეათვალიერა.
–თქვენ, ალბათ, ანდრეს ახლობელი ხართ...–თითქოს მიუხვდა–მივიღე თქვენი წერილი, მართალი გითხრათ, მის შინაარსში გარკვევა, მთლად ნათლად, ვერ შევძელი და პასუხი, ამიტომაც დამიგვიანდა, თანაც, ანდრე, ჩემდა მოულოდნელად თბილისში გაემგზავრა...
–ჰო სასტუმროში მითხრეს და მირჩიეს დაგლაპარაკებოდით...
–მეგონა მესიჯი საფრანგეთიდან გამომიგზავნეთ...
–სწორედაც, იქიდან ჩამოვედი... დედის გულმა ვერ მოისვენა...
–ჰო, წერილში გულის გადანერგვაზე გქონდათ საუბარი...
–დიახ, აგერ, უკვე ხუთი წელიწადია, ანდრეს დედის გულს ვატარებ, ბევრი ვიწვალე და როგორც იქნა, ამ გულის წყალობით მის კვალზე გავედი...
–რაა?!–ლელამ ტაქსი გააჩერა,–შემოტრიალდა ქალი უფრო ფხიზლად შეთვალიერა–მაგრამ, მას ხომ ცოცხალი ჰგონია...
–ჰო, ჩემი გული ძალზე მწველად განიცდის ამას... გონება კი, გულის მორჩილებაშია, როგორც ჩანს, სილვიას სიცოცხლეში მისტიურ, უჩვეულო არსებებთან ჰქონდა კავშირი...–და ქალი, უცებ, თითქოს გამოერკვა,–ოღონდ არ შეშინდეთ...
–ეგ ნუ გადარდებთ, რაც მე ფანტასტიკა წამიკითხავს...–თავისუბურად გაუშინაურდა იგი,–ანდრესგან ვიცი, სამი წლისა თუ იქნებოდა, დედამისი, საფრანგეთიდან, რომ გაემგზავრია, ანდრე, თავის მეგბარ ქალთან დატოვა, ვერ გაუგია, რა აუცილებლობა იყო ასეთი, რომ ჩვილი მიატოვა და ჯუნგებში გადაიკარგა.
–ბიჭი, სად არის?– ჩაეძია ისაბელი–გული მიგრძნობს, რომ ვიღაც ახლობელს ეძებს...
–მამამისს, ანუ, ვგონებ მამაჩემსაც...–გულღიად გააგრძელა ლელამ...– ესც ფანტასმაგორიაა, მეც, ცოტა ხნის წინათ აღმოვაჩინე, რომ მამჩემი, სულაც არ არის მითიური არსება და ჯერ, არც ის ვიცი, ნაღდად მამაჩემია თუ... თუმც, ეჭვი მაქვს, რომ ანდრე და მე ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს... დალაგებით, ვერ აგიხსნით,–ანდრემ ეტყობა, რაღაც მნიშვნელოვანი ჩემზე აადრე გაიგო, დამირეკა, ძალიან გაფასებ, გენდობი, მაგრამ, თბილისიდან საფრანგეთის საელჩოს ატაშემ, ჩემმა მეგობარმა დამირეკა, მამაჩვენი ვგონებ, რაღაც სკანდალში გაეხვა, მივაგნებ, შენს წარმომავლობასაც დავაზუსტებ და შეგატყობინებო–ლელამ სიცილი ვერ შეიკავა,–ახლა კიდევ, ეს, თქვენი ამბავი... ხუთი წლის წინათ დედამისი თუ ცოცხალი იყო, რა გული უძლებდა, რომ...
–მეც, დიდი ხანი არაა, რაც ჩემი გულის ყოფილი თანამგზავრის, უფრო გასაგებად ყოფილი დონორის ვინაობა, რომ გავიგე... ტრაგედია დატრიალდა და ეს გულიც, შემთხვევით მერგო... სალვადორში, საფრანგეთის საელჩოში, თარჯიმნად ვმუშაობდი, თავდასხმისას, გულში დამჭრეს, სილვიას გული; რომ არა, ვერც გადავრჩებოდი, იმავ წუთებში, ჯუნგლებიდან ნარკოკლანების გასანეიტრალებლად წასულმა, არმიის რაზმების თანხლებმა სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ვეტმფრენით კლინიკაში, სადაც მე ვიწექი, შეტაკებისას დაღუპულ ადამიანთა, ორგანოები შემოიტანა და ეს გულიც მე მერგო, გარდა იმისა, რომ, სასიკვდილოდ დაცხრილულ ქალს ეკუთვნოდა, სხვა არც არაფერი იცოდნენ... ამბობდნენ, დაღუპულებს, რამე სახის მოწმობები, არ აღმოაჩდათ, სხვაგვარალ, ცხედრების ამოცნობა, არც არავის უფიქრია, გარშემო, ისევ გააფრთებული ბრძოლები იყოო, მე ამ გულმა მიერთგულა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, საოცარი შეგრძნებები დამჩემდა, სოლვიას საახლობლოსკენ მიმიწევდა გული, მათ კი, ვპოულობდი, უკვე პარიზში ვმუშაობდი, საგარეო საქმეთა სამინისტროში და სადვადორში დარჩენილ ჩემს მეგობრებს ვთხოვე, იქნებ, დამიდგინოთ, გული ვის ეკუთვნოდა მეთქი... დიდი ძიებისა და კვლევის შემდეგ დაადგენს, რომ ის ქალი სილვია გონსალესი იყო, რომელიც, კლანისგან, თავისი მშობლების წილს ითხოვდა და თავისუფლება აღუკვეთეს, სიცოცხლე კი იმიტომ შეუნარჩუნეს, რომ ოფიციალურ საბანკო სისტემაში, დიდძალი ქონების მმართვას, მისი ხელმოწერების გარეშე, ვერ ახერხებდნენ, თუ იგი გარდაცვლილად ჩაითვლებოდა, მაშინ იმ ქონების განკარგვას, მისი ნათესავები მოინდომებდნენ...
–ოოჰ, კიდევ ერთი სიურპრიზი, ახალშეძენილი ძამიკო მდიდარიც ყოფილა...–უნებლიეთ შენიშნა ლელამ.
–არა, მე მაგისთვის არ ვეძებ, ეს გული, მართლაც დედური სიყვარულით ეალერსება მის სახებას, მე ხომ დაოჯახებაც ვერ შევძელი...–ქალი მოულოდნელად ცხარედ ატირდა. თან, რაღაც გაუგებარ ფრაზებს ლუღლუღებდა,–ბოლოს თანამსაუბრეს მოუბოდიშა–გიჟი არ გეგონოთ,–ბოლო დროს ცელულოიდის ენებზე ხმამაღლა ფიქრი დამჩემდა...
–არა, არც მიფიქრია...–შეწუხდა ლელა, მე და ანდრეს ურთიერთობები, თავიდანვე, ისე უცნაურად აეწყო, რომ..–ისაბელს დამშვიდებას შეუდგა, თან ზღვის სანაპიროზე, მზის სხივებს მიფიცხებულ ვაჟის ბეჭზე, პაწაწინა, ნაცნობი ხალების შემჩნევის ამბავს იხსენებდა და კეთილად იღიმებოდა.
იმ დღეს, ანდრესთან ერთად სანაპიროზე, ფოტოგრაფის ვინაობის დასადგენად, რომ გავიდნენ, იმ ადგილას სადაც ლელას ფოტოსალონი ეგულებოდა, ორსარულინი ბარ–რესტორანის, გამომწვევი არქიტექტურით შესაცნობი შენობა იდგა.
–რაღაც, სამი თვეა, აქ არ შემომივია და უკვე...–გაიკვირა ლელამ.
ანდრეს კი, უცებ მოუნდა ზღვაში შესულიყო და ზურგი მზის სხივებისთვის მიეფიცხებინა, ფხსაცმელები გაიხადა, წელს ზემოთ გაშიშვლდა და ჩიორა ტალღების თვალთვალი დაიწყო...
–იქნებ ტალღება მიამბოს, ჩემი მშიბლების სიყვარულზე რამე...–ჩაიღინა თან.
ლალიმ მულოდნელად მის ბეჭთან, პაწია ზომის, სიმეტრიულად განლაგებულ ოვალისებური ფორმების, მოყავისფრო ხალებს მოჰკრა თვალი. შეკრთა, ეს ხომ ჩემი ნიშნია, ბებია, რომ მეხუმრებოდა, ბეჭთან, რომელიღაც გალაქტიკის მინიშნება ამულეტივით გაქვსო... აღელვებულმა თავისდა უნებლიეთ ვაჟს გასძახა–ეი, შენ ევროპელ–ამერიკელო! შემთხვევით, ექვსი თითი ხომ არა გაქვს მარცხენა ფეხზე?
ვაჟი შიშველ ტერფებს ღიმილით დააცქერდა, და ხალისიანად მიუგო–აა, ვიქტორინა, ბაში-აჩუკი!–მიუგო სხარტად,–გოგოს ცნობისმოყვარედ გამოხედა.
–უყურე ამას, მე მგონი შენი ტარება, ხვალაც უფასოდ მომიწევს...
–ხომ გითხარი, ქართველობაში, გულდასმით ვვარჯიშობდი მეთქი, ისე, ვერაგულად დამესხი თავს...
–უქსტრემვიქტორინის სტრუქტურას ვხვეწავ...–შეეპასუხა იგი და იმის შიშით, თავი არ გავამჟღავნოო, მეგზურის როლი გაიხსენა–ბავშვობაში ზღვის სანახავად ბებომ, რომ ჩამომიყვანა, აქ, სამახსოვრო ფოტოსურათიც გადავიღეთ... კი, კი, კარგად მახსოვს ის კაცი, ჩია ტანისა გახლდათ, ბებოს, რომ უცქერდა, თვალები ეშმაკურად უციმციმებდა, თურმე, თანაკურსელები იყვნენ, ჰო, ეხუმრა კიდეც, ეეჰ, ლელა დარჩენილიყავ ქალაქში, შენი წასვლის მერე, აქაური პოეტური სამყარო გამოშრაო... ბიძია არისტო უნდა მოვძებნოთ, მის არქივში, ალბათ, სხვა ფოტოებიცაა შემონახული... ის კაცი ფოტოხელოვანი იყო...
–კეთილი, კეთილი... მართლაც, ტყუილად არ მირჩიეს, პრფესინალურ მეგზურობას გაგიწევსო... მაგრამ ჯერ, რესტორანში უნდა დაგპატიჟო, უარი არ მიიღება, მე ხომ, ვიქტორინაში გამარჯვებული ვარ, ცოტა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი...
იგი, ისე გულღიად უღიმოდა, უარი ვერ უთხრა.
რესტორანში მასპინძლობა ლელამ მოინდომა, მაგრამ ანდრე განაწყენდა, გავიწყდება, ჩემს ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფსო, სუფრა, მართლაც, ქართული გულუხვობით გააწყობინა, თან ლელას წარმომავლობით დაინტერსდა. მალე ერთმანეთთან, ძალზე შინაურულად გრძნობდნენ თავს.
–სამი, პაწაწა, თავისებური სიმეტრიით ასახული, მოყავისფრო, ოვალური ხალები, ნეტა, რომელ თანავარსკლედზე მიგვანიშნებს?–გამომწვევად ჩაილაპარაკა ლელამ.
–აა, შეამჩნიე, მახვილი მზერა გაქვს, ამზღდელი მეუბნებოდა, დედაშენისგან ვიცი, მამისგან გამოყვაო, ისე, ასეთი ხალი, ჩემს ტყუპისცალსაც ჰქონია, დაბადებისას, გულმკერდის არე დაუზიანდა და ძლივსღა სუნთქავდა. ექიმებს დედაჩემისთვის ევთანაზია შეუთავაზებიათ, მაგრამ იგი, წელზე მეტხანს, ღამეებს უთევდა თურმე...
–ვწუხვარ... ნუთუ მამაშენის ვინაობაზე არაფერი უთქვამს...
–ერთხელ უხუმრია, აი გავმდიდრდებით და მე და ანდრე საქართველოში ჩავაკითხავთო...
და ლელა დაეჭვდა, ამან რაღაც უფრო მეტი იცის და არ მიმხელსო...
შეეცადა, არ ეჩქარა, გათვალა, ჯერ მოშუშდეს ეგ ამბავი, მამამისი ვინაობა დაააზუსტოს, ქართულ გარემოსადმი ნდობით განეწყოს და მერე, იქნებ, ჩემი ეჭვის გამხელის დროც დადგესო...
–ეტყობა, აქაურობამ მოგხიბლა, ალბათ, შენი მშობლების ნაფეხურები შეიგრძენი, დატკბი...
მერე ვაჟს, რაღაც მესიჯი მოუვიდა, ლელას მოუბოდიშა, ჩვენი ძიება შემდგომ გავაგრძელოთო, თანამგზავრს თბილად გამოემშვიდობა, აგერ, მეგობარს გამზირზე უნდა შევხვდეო და შენობა დატოვა.
ლელამ დაქალთან შევლა გადაწყვიტა, ფოტოგრაფის ასავალ–დასავალს გავიკითხავო... და მეხსიერებაში ამოტივტივებულ, ორიოდე თვის წინათ, ქალაქის შუგულში მდებარე ქუჩაზე შემჩნეულ „ბიძია არისტოს“ ადვილად იპოვიდა, იქაურობა გაეცალა.
ქალაქის „ისტორიული მემკვიდრეობა“, როგორც მოფერებით ქალაქის ძველთაძველ მაცხოვრებელ ფოტოხელოვნად აღიარებულ ალეს ეძახდნენ ცოცხალი აღმოჩნდა. ასაკისდა მიუხედავად ფოტოატელიეში საქმიანობდა, მართალია, კლიენტურა, ძველებურად არ ჰყავდა, მაგრამ პიროვნული თუ ჯგუფური თარიღების აღმნიშვნელი საიუბილეო ალბომების მოსურნენი, კვლავ იხსენებდნენ. ლელა შეათვალიერა თუ არა, თვალები გაუხალისდა, ეს ვინ მესტუმრაო, ვწუხვარ, ბებიშენის მოსაგონრად თანაკურსელების შეკრება და ფოტოსტენდის მოწყობა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეო და გაეხუმრა, არ მითხრა ახლა, საიდან მიცნობო, თქვენი სურათი სანამ სანაპიროსთან ატელიე მქონდა, კლიენტების მოსაზიდად ვიტრინაში მეკიდაო... ის აღარ გახსოვს, შიგადაშიგ, რომ შემოგივლიდი ხოლმე და საზღვარგარეთულ ფოტოალბომებს გჩუქნიდიო...–თბილად უსაყვედურა გოგომ.
ლა ისიც შეწუხდა, მოუბოდიშა, სულ მთლად გამოვშტერდიო...
მერე ლელამ, ანდრესგან ნათხოვნი სურათი, რომ უჩვენა, რა დამავიწყებს, ადრე, ეს ფოტოც სტენდზე მქონდაო...
–აი, ამ კაცის სხვა სურათები მაინტერესებს, თქვენთან ვგონებ, სხვა ფოტოც უნდა ჰქონდეს გადაღებული, –ალალბედზე ჩაეძია იგი, რა თქმა უნდა ღელავდა; მაგრამ თავს, ისე აჩვენებდა, თითქოს, მეგობრის თხოვნით, უნდოდა სურათების მოძიება.
–და როდის, ხომ არ იცი...
–ასე, ოახმოციანი წლები...
არისტომ საცავში შეიყვანა, და ერთგან თაროზე ჩარიგებულ, კონვერტებში მოთავსებულ ყუთებზე მიანიშნა, აი ესენი გადაათვალიერე. ლელამ პირველსავე ყუთიდან ამოღებულ სურათებში დედამისს ირინესა და იმ კაცის სურათი იპოვა. სანაპიროზე ისხდნენ, ხელში შოკოლადის ნაყინით სავსე მუყაოს ჭიქები ეჭირათ და გულღიად იცინოდნენ. დედამისი ირინა ბედნიერი ჩანდა, დეკოლტე კაბა ეცვა. კაცს, თმა შევერცხლილი ჰქონდა, მაგრამ მიმზიდველი ეთქმოდა, ტანადი.
–ჰო, ეგ წყვილი მახსოვს, ეს სურათი ჩუმად გადავუღე, შეკვეთაზე მივდიოდი და გზად ამათ წავაშყდი, ბანაობის სეზონი არ იყო, ესენი კი ნაყინით ხელში... მოკლედ ჩემთვის გადავიღე... ეს გოგო სტუდენტი უნდა ყოფილიყო, ჯერ ვიფიქრე ლექტორი და სტუდენტია მეთქი, ხშირად იყო ასეთი შემთხვევები... –მერე, ლელა დაკვირვებით შეათვალიერა–ნათესავი ხომ არაა?– იკითხა შეპარვით...
–შეიძლება...–მხიარულად მიუგო.
–მეორედ, რომ გადავუღე მაშინ გავიგე დიპლომატი ყოფილა. მეორედ, ესპანურად მოდაპარაკე ქალი ახლდა. მისამართი, მისამართი შეიძლება დარიკომ იცოდეს, ის სასტუმრო კაი ხნის დანგრეულია, მაგრამ დარიკო ცოცხალია, ტურისტები ხშირად მოყავდა ჩემთან.
დარიკო, ახლო ცხოვრობდა, ლელას ტაქსითაც ემოგზაურა და ქალიშვილის ნახვით გაიხარა.
–კი, მახსოვს, შიგადაშიგ ,ინკოგნიტოდ ჩამოდიოდა, დიპლომატი იყო, ლუქსში ცხოვრობდა, სასტუმროს ადმინისტრაცია რიდით ეკიდებოდა, მახსოვს, ბატონი ადრიანე ზედმეტად არვინ შეაწუხოსო, გამაფრთხილა ერთხელ დირექტორმა. კომუნისტების დროს ასეთ ხალხს გამორჩეული დაფასება ჰქონდა.
ტაქსში ჩამჯდარმა ანდრეს დაურეკა, რათა თავისი აღმოჩენით გაეხარებინა... მაგრამ მისდა გასაკვირად ვაჟმა მოწერა, „თვითმფრინავით სასწრაფოდ თბილისში უნდა გავფრინდე, მეგობარმა შემატყობინა, უფროსი ანდრე, რაღაც სკანდალში გახვეულა, დანარჩენს, გზადაგზა გიმესიჯებ... შენი ძალიან მადლობელი ხარ, იცოდე, ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი ხარ ამ სამყაროში...“
ლელა კარგა ხანს ცდილობდა ლოგიკურად ეფიქრა.
„ნუთუ...“ რაიმე დასკვნის გამოტანას ვერ ახერხებდა.
და სულ რაღაც ორი საათის შემდეგ, აგერ მისთვის უცნობი ქალის დამშვიდება უწევდა...
–დაველოდლოთ ანდრეს ზარს... მე მოვუყვები, თქვენს შესახებ და შევეცდები თქვენთან შესახვერდრად შევამზადო...–დააიმედა ბოლოს ისაბელი; ასე რომ, თქვენი შეხვედრა ნათელ ფერებში წარმოიდგინეთ.
გულის განსაკუთრებულ გონიერებაზე მეც წამიკითხავს ზოგი რამ...–დაუამა თან,–ახლა უმჯობესია, სასტუმროში დაბრუნდეთ, მოისვენეთ, ანდრეს შეტყობინებას დაველოდოთ... –მერე კლიენტს დაურეკა და ბოდიში მოუხადა.
–ჩემი ბრალია, ასე უნებართოდ შემოგეჭერით...–კვლავ აწრიალდა ქალი.
–პირიქით, კარგია, რომ გაგიცანით, ახლა მთავარია, ჩვენი ანდრეს კარგად ყოფნაზე ვილიცოთ... გული მიგრძნობს მამამისს იპოვის, მე მასზე მოგნებებიც, მახსენებს თავს...
„როგორც კი მოვიცლი, ინტერნეტს უნდა ჩავუჯდე, მეტი უნდა გავიგო, გულის მაგიური ალღოსა და შეგრძნებების შესახებ...“ გაიფიქრა უნებლიეთ ლელამ.
მოულოდნელად ქალმა გზად მდებარე კაფეში დაპატიჟა.
–იცით, არ მინდა თქვენთან განშორება...–თითქოს თავი შეაცოდა.
-უმჯობესია, ხვალ შევხვდეთ, იქადე, იმედია, ანდრეც შემეხმიანება–შეფიქრიანებული იყო, თან გაიხსენა– ცელულოიდის ენას, მგონი კინოს ენას ეძახიან, და მხიარულად ჩაიდაპარაკა,–მართლაც... კინოში მგონია თავი...
ნაცნობ სასტუმრომსთან ტაქსი გააჩერა, გამომშვიდობებამდე ისაბელმა მისი ტელეფონის ნომრები და მისამართიც ჩაიწერა და მერე ქათინაურივით მიუქარაგმა, ამ სასტუმროში კარგად გიცნობენ და გაფასებენ...
–იფიქრე ნელა... გადაწყვიტე სწრაფად... ამისთვის კი კარგია, თქენს აივანზე სავარძელში მოკალათდეთ და ზღვას უყუროთ...–მეგობრულად დაარიგა მან, ლოყაზე ეამბორა.
„ეტყობა სილვიას კეთილი გული ჰქონდა...“ მერე გადაწყვიტა, ინტერნეტში, იქნებ, ლათინო–ამერიკული პრესის არქივში, რამე ცნობები მოვიპოვოო, ტაქსი მოხერხებულ ადგილას შეჩერა. სამალავიდან ნოუთბუქი ამოიღო და ინტერსით შეუდგა ძიების პროცესს.
ერთგან, მართლაც მიაგნო ინტენეტში წლების წინათ გამქვეყნებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სამხედრო ნაწილებმა ჯუნგლებში „კაკაოს მაფიად“ ცნობილი დაჯგუფების ბაზა გაანადგურესო.
მერე სილვია გონსალესი აკრიფა ინგლისურად და ესპანურად და ესპანურ ენაზე, მცირე ინფორმაციას წააწყდა, რომ წლების წინათ მაფიოზური ჯგუფის განადგურებისას დაღუპულ ტყვეების გვამების იდენტიცირებას, ამოცნობილი იქნა, უგზოუკვლოდ დაკარგული ფოლკლორისტ–ეთნოგრაფისა და უფლებადამცველის სილვია გონსალესის პიროვნება. მერე ისაბელ გარსიას მოძიება ცადა, და ისიც იხილა, რომელიღაც რანგის დიპლომატის რანგში.
ინსტიქტურად გულის თავისებურებების შესახებ, სხვადასხვა საიტებზე გამოქვეყნებულ მიმოხილვებითა და მცნიერული ფაქტებით დაინტერესდა; ცოტა ხნის შემდეგ გულუბრყვილოდ გაიფიქრა რა ამ უცნაურობბზე ღირს ვიქტორინის მომზადებაო, მერე იმაზე გაბრაზდა, რა მევიქტორინებაო, მაგრამ მოძიებულმა ფაქტებმა ისაბელის მიმართ, ნდობა აღუძრა.
გულის შესახებ, გამოქვეყნებულმა ცნობებმა თავისებურად შთააგონა; უპირელესად რუსთაველის შეგონების გახსენებამ მოხიბლა: "გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან..." მერე კი, სხვა მრავალ მოკვლევის ფრაგმენტებს შეავლო თვალი:
„ადამიანის სხეულში, გული არის ყველაზე ძლიერი წყარო, რიტმული ინფორმაციული წარმოსახვებისა.“
„ისე, როგორც, ენტერალური ნერვული სისტემა, ასევე გულის რთული „სქემა“, შესაძლებელს ხდის, თავში არსებული ტვინისგან დამოუკიდებლად,–ვისწავლოთ, დავიმახსოვროთ და შევიგრძნოთ...“
„გულს გააჩნია, თავისი ავტონომიური ნერვიული სისტემა, რომელიც ახდენს, ტვინისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებას, და იგი შეიძლება ჩაითვალოს „პატარა ტვინად“. ...ამიტომაც მუშაობს ტრანსპალტაცირებული გული... ამგვარ პაციენტთა გამოკითხვის მონაცემები, აშკარად და შთამბეჭდავად გვიდასტურებენ, რომ „გულის ტვინს“ გააჩნია მეხსიერება და მასში აღძრული მოგონებები გავლენას ახდენენ მათ ქცევებზე“
„...ოპერაციის შემდეგ, პაციენტმა შეიყვარა ის კერძები, რომლებიც ადრე, არასდროს არ უყვარდა... გახდა მუსიკის თაყვანისმცემელი, რომლისადმი ადრე ინტერესს არ იჩენდა, მოუნდა იმ ადგილების მონახულება, რომლებსაც არ, ან ვერ ამჩნევდა...“
ერთ ამგვარ პაციენტს, ვინმე კლერ სილვიას, ტრანსპალტაცირებული გულის შედეგად გამოწვეულ განცდებისა და ქცევების უცნაურობებზე, სახელწოდებით „სხვისი გული“ წიგნიც კი ჰქონდა გამოცემული.
ხოლო დოქტორ პოლ პირსელს თავის ნაშრომში „გულის კოდი“, მისგან მოკვლეული, იმ სამოცდაცამეტი შემთხვევის, დაწვრილებითი აღწერა მოუხდენია, როცა პაციენტებში, თავი იჩინა მათი დონორების პირვნულმა მახსიათებლებმა; მოგნებებმა და ცოდნამ...
მრავალი სწავლული აღიარებდა: „ჭეშმარიტი აზროვნება გულშია“. ასევე აღიარებენ, რომ „გული, რთული და იდუმალი ორგანოა“; „მნიშვნელოვანი ცენტრი ცოდნისა და გრძნობისა“
არისტოტელე თვლიდა, რომ გული, „იგი შეგრძნების, მოძრაობის, ინტელექტის მასაზრდოებელია, სხეულის სასიცოცხლო ძალის ცენტრია..“
–მეტი აღარ მინდა, თორემ, ამგვარი შთაბეჭდილებებით დამუხტულმა, შეიძლება, ანდრეს, ზედმეტად მოვახვიო თავს ისაბელის პიროვნება–წარმოთქვა ინსტიქტურად და ნოუთბუქი გვერდზე გადადო.
იგრძნო, რაღაც ორიოდე დღით გაცნობილ, მანამდე სრულიად უხო ვაჟს, თავისიანად მიიჩნევდა.
მერე, ერთგან, გულის, ამგვარად გამორჩეულ თვისებებზე, უცნობი ავტორის ლექსაც გადააწყდა:
აღუნთე გულითა ერთგულნი...
გულით შეყვარება სრულია;
ალალ შეგრძნებით მნათი,
მიჯნურთ სალოცავი გულია,
უხილავ განცდათა მჩენი...
გული სწავლობს და ბეჯითობს,
გონი აქვს უებარი, მკვიდრი...
ტვინის არ ეკითხება რა, როგორ,
შეიცნოს მტრისა თუ მოყვრის.
რიტმულად შეიგრძნობს გარემოს;
სიხარულს, სიყვარულს, ღალატს,
ხედავს და ისმენს თავისას,
განსჯის ცრუსა და მართალს...
და იმახსოვრებს ყოველ წამს,
სიცოცხლის საცავია სრული...
ქართულ მიწა–წყალს, გულიანს,
აღუნთე გულითა ერთგულნი...
და ამ თემასთან დაკავშირებით, მისეული ვიქტორინის კითხვართა დაგეგმვა გადაწყვიტა, აღიღინებულმა გონებაში, ლექსი კიდევ ერთხელ ჩაიკითხა.
გაგრძელება იქნება
ჯანრი გოგეშვილის რომანები
ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...
- ***
- (”თეთრი კედელი” (რომანი), გამომცემლობა ”მერანი”, 1987 წ. _ "White Wall" (novel), publishing house "Merani", १९८७)
- *
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ…
- ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ…
- ***
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა” ტკბილი სულები” (რომანი)…
- *
- ”სიკვდილის ხელოვნება” (რამდენიმე კარირომანიდან) ‘The Art of Death’ (some parts from the novel).
- ***
- .”რომელსა შენ მდევნი”… (რომანი), გამომცემლობა “მერანი” 1991 _’The One You Pursue’, novel. P. H. ‘Merani‘
- ***
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი პირველი _ ნებით შეწირული / ‘The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up.’1992 …
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეორე _ აუტოდაფე / ’ The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The cubs will Grow up.’ 1992…
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი) კარი მესამე _ ლტოლვილი სიზმარეთიდან / ’The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The cubs will Grow up. 1992 …
- *
- ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი მეოთხე _ გაღწევა / The Crematory of Love’, A novel. P. H. ‘The Cubs will Grow up. 1992 …
- ***
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME ...
- ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOM...
- ***
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...
- ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр...