пятница, 12 января 2024 г.

„ხატოვან აღქმათა ობსერვატორია“ /სათავგადასავლო რომანი/_ /–ძირტკბილა დარდისთვის–ჩასაფრებული შემთხვევითობა–ძიების არომატი.../

„ხატოვან აღქმათა ობსერვატორია“ (სათავგადასავლო რომანი


ძირტკბილა დარდისთვის

 

ისევ ძილბურანში მყოფ ანდრე სულიერ ფორიაქში გახლდათ; თავისებურ ძირტკბილა დარდს შეეპყრო...

თავისუფლება კაშკაშა ფრნველს!–ჩასმოდა ზმანებაში, თითქოსდა ახლობელი მომხივლელი ქალიშვილის ხმა.

მასაც უნდოდა მასავით ლაღად ეყვირა, მაგრამ არ გამოდიოდა, პირიდან მხოლოდ სისინი ამოდიოდა.მისი განვლილი ცხოვრება, თითქმის ერთიანად გაცრეცილიყო;

თუ ტროტუარზე არ ახვალ, არაერი გამოგივა...–იდუმლად გაუპირდა იქსი.

ტროტუარზე ასვლა რაღაა?!

ახლა, სამშობლოსთვის თავდადებაა და ანდრე მიხვდა, მთელ მის ცხოვრებისეულნწალში“, როცა ეგონა სამშობლოს ემსახურებოდა, სამშობლოსთვის, არც არაფერი გაუკეთებია, არადა, ძაან მაგრად ეგონა, რომ... მედლებიც, ხომ ჰქონდა მიღებული.

აბა, მედლები და ჯილდოები და სიგელები რაღა იყო?!

როგორ ამბობენ თქვენთან; ზიზილპიპილოები...

ზმანებაში, სკვერში სკამზე მიძინებული ანდრე ტროტუარს მისჩერებოდა; დაქანცულს, წამდგომა უჭირდა:

ნახე, რა მამაძაღლურად მოუფიქრებიათ, ტროტუარზე დგომა, პროტესტის ნიშანია და წლობით პატიმრობით ისჯება...

ისევ, ძალზე მოუნდა წამოდგომა, ტროტუარზე ავარდნა და ზედ ახალგაზრდა პროტესტანტებთან ერთად გამაგრება. მაგრამ, ადგომას ვერა და ვერ ახერხებდა:

ასე მოვხუცდი, თუ გული, ვეღარ გულობს, არადა აფრიკაში, შემთხვევით, მაგრამ მაინც, ხიდის მშენებლობის დროს, აჯანყებულებთან ერთად იბრძოდა. მერე თავდადების, თუ, რაღაც მაგვარის ნიშნად, მედლიდაც კი დააჯილდოესერთხელ, ბრაზილიაში ყოფნისას, ტონტონმაკუტებმა, სანაპიროდან ბავშვები, რომ გაიტაცეს, მათ გმოსახსნელად, სპონტანურად გაქცეული ტომის  კაცებს, ძველისძველი შაშხანით ხელში, თავადაც გაჰყვა. მართალია, წინამძღოლთა გადაწყვეტილებით, ბავშვები ფულით გამოისყიდეს, მაგრამ, მას ხომ წამითაც, არ უგვრძვნია შიში; ახლა კი, მშობლიურ ქალაქშიასე ძალუმად ნაცნობ გარმოცვაში, ტროტუარზე ვერ ადიოდასრულ გაუგებრობაში იყო.

ტროტუარზე კი, შიგადაშ მოლივლივე პროესტანტებს შორის, მისთვის იდუმლად ახლობელი, ცხენს ანავარდებდა და წკრიალა ხმით იძახდა:

თავისუფლება კაშკაშა ფრინველს!

მართალია, ამგვარ შინარსიით გადაღებულ კლიპის ნახვა, ანდრეს, უკვე, ტელევიზორის ეკრანიდანაც მოესწრო, მაგრამ ზმანებაში აღქმულს, სულ სხვა, ზღაპრული ხიბლი ჰქონდა.

მერე მხედრ შეპყრობა,  ბნელეის ფრაგმენტებს მოყოლილი მაკუტელებმა

დააპირეს; ანდრემ გაიბრძოლა, ძალზე სურდა, ძლიერი ნახტომის გაკეთება იდუმალ რაინდივით ქალიშვილის გამოსარჩლება, მაგრამ, ადგილიდან ვერ იძვროდა და ბორგავდა.

ეჩვენა, რომ, ეს აჩემებული „მაკუტა“, თითქოს მშობლიურივით ჟღერდა...

ოო, ბავშვობაში, ბებოსთან, რომ ჩამიყვანდა დედაჩემი, ზოგჯერ, განმარტოების მოსურნე, საბრძლის გვერდზე, თავისებურად შეზვინულ მოთიბულ ბალახებში ვიმალებოდი, აი, იმ პატარა ზვინს ერქვამაკუტა“, გაიხსენა და გაეხარდა.

მერე კი, რელიქვიად შემონახულ თავის ძველისძველ რადიოლადან, რაღაც პოდკასიტს, მაგვარს ისმენდა, თითქოსდა, სათავგადასავლო მოგონებების ეპიზოდებსაც ნახულობდა:

ამის დედაც, გაგიჟდებოდა, ტრამპი, აბა, რა იქნებოდა... მასკის ეფექტურობის დეპარტამენტს, ფულის ჯადოსნური კომპიუტერები აღმოუჩენია, რომლებიც გარკვეულ პირებზე, პირდაპირ ხაზინიდან გასცემდნენ თანხებს... მათი არსებობის შესახებ, კონგრესში, არც არავინ იცოდა...

აბა, მაგ მხრივ, ჩვენთან პროგრსი ყოფილა, ყველამ ყველაფერი იცის, ისე ათლიან სახლმწიფო ბიუჯეტს მილიონებს და ამ ამბებებს, როგორც  შოუს, ისე აღიქვამენ...–სიცილით გაეპასუხა რაჟა., პოლიტიკურ სიახლეებს ადევნებულ ბაბუამისს.

და ეს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოც, ისეთ პროგრამებს აფინასებდ,  ვთქვათ, ამაზონის ჯუნგლებში, ცივილიზაციას მოწყვეტილი; კაციჭამიების მსგავსი, რომლსამე ტომის აღმოჩენა და მათი თანამედრვე კულტურასთან დაახლოება... აგერ, ერთი მონაწილე ქართველიც ყოფილა, მისი ანგარიშებიცაა გამოქვეყნებული...

რა ანგარიშები?! ფრთხილად ბაბუ, არ გაგყვლიფონ, ხომ იცი, შენი პენსიის იმედზე ვართ!

არა, მაგ გაგებით, არ მითქვამს; მოხსენებაა, შესრულებული სამუშაობის შესახებ...

ფეიკი იქნება!

ყოველ გვერდზე შტამპი და ბეჭედი აზის...

მით უფრო! კარგი, წავედი, დილით ისევ შემოგივლი...

საინტერესოა...

თუ საინტერესოა და უფასო იკითხე, ოღონდ, ანგარიში არ გამოგტყუონ, შენ, თადარიგიანი კაცი ხარ და ცოტა ფულიც გექნება გადანახული...

ოო, ძლივს არ გიცანი, შუქრი ხაარ, დაქალს გაუფრთხილდი... ვერ გრძნობ, ძალზე ახლობელი, რომ არის ჩემი, მიადევნა ანდრემ და ისევ რადიოლას მოსმენა განაგრძნო.

შუქრის წასვლა, არ გაუგია,  მიჩვეული იყო, მის უცებ გამოჩენაგაქრობას..

პოდკასტის წამყვანს, საინტრესო ინფორმაციის გაგების მოლოდინითუდარაჯებდა“:

უსამშობლო ადამიანიმაკუტა, ჩვეულებისამებ აღგზნებული გახლდათ; სექსი უკვე მობეზრებული ჰქონდა და ახლა იმაზე იმტვრევდა თავს, ჯუნგლებში აგორებული რევოლუციური განწყობის სადაავები, რა ფანდებით წამოეკრიფა და ემართა...

უსამშობლოს კი ეძახდნენ, მაგრამ მთელ მსოფლიო, თავის სამშობლოდ მიაჩდა, სადაც ფულს წოულობდა, იქაურობას, თავის სამშობლოდ თვლიდა და მისთვის, ჯერ კიდევ უცნობ, და საერთოდ ცივილური სამყაროსთვის მიუწვდომელ ამაზონის ტომებში, მაცხოვრებელთა თავისუფლების გამოხატვისა თუ სოციალურ თემებზე, ჩაფიქრებულ ავანტიურიზმებზე, რევოლუციებიც ჰქონდა გათვლილი, ანუ, მეტი სამშობლო უნდოდა ... მაგრამ ახლა კრიზისს განიცდიდა... ტროტუარების ბუნტით, ახალი საფიქრალი გასჩენოდა, მოსალოდნელი იყო, ეს უფერული სირცე საერთაშორისო ასპარეზის სარბიელად ქცეულიყო...  თავის გამოქვაბულში, ფაფუკბეწვა ტყავებზე ისვენებდა; ბერჯვერ ინდომა დაედგინა, რა ცხოველს ეკუთვნოდა, მაგრამ აღგზნებულ ხიხვარელები, მის დანახვიმთანავე აღტაცების გამოხატვის ნიშნად მუსიკალურ საკრავებს აახმიანებდნენ და მაკუტელთა სადამსჯელო რაზმების გარშემო, მარაკასის ბგერებზე ეროვნულობის გამომხატვლ ცეკვებს იწყებდნენ... ლათინურამერიკული ცკვების მოყვარულთ, მასში ჩაყრილი კენჭების ჟღრიალი, წაცეკვების ნოტაზე განაწყობდა; მაგრამ, უმწეობისგან გასავათებული ხიხვარელებს, იმდად შერჩენილი ევროკაშირისმაგიურიდაპირებების სიმრავლის გამო, ქვეცნობიერად აღძრული შიში, მაინც აფრთხობდათ.

თან, გული უგრძნობდათ, მთავარიმაკუტახიხვარეთიდან გაპარვაზე ფიქრობდა...

ჰო, დრო გაგიმხილოთ, ფრიად, ცივილური ერის შვილი, საიდან მოხვდა ამაზონი ჯუნგლებში; გაიხსენეთ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ანუ იუსაიდის მიერ დაფინანსებული ექსპერიმენტალური პროგრამები...

ყოველივეს პოდკასტების მომდევნო თავებში მოგიყვებით, ანუ...

აქ ხმა შეწყდა;

რა ვიცი ამბობდნენ ჭორიაო... ახლამე, მიკლუხოს გამხსენებელი ვიყავი... კი, რევოლუციონერიც იყო, ველურების ყოფას და კულტურას იკვლევდა...–ანდრე პოდკასტის გაგრძელებას ეძებდა, ანუ მის მომდევნო ფაილს, მაგრამ ციურ ვებსაიტზე განთავსებული, ვებგვერდების ჩამონათვალში გაიხლართა და მიკლუხომაკლაის ბიოგრაფიაზე გადაინაცვლა,–ჰო, გვინეის პაპუასების კავშირის შექმნით, ყოფილა დაინტერესებული... და ერთხელაც პაპუასებმა შეჭამესო, ჭორია, ეს შეხსენება, რომ არა, მაკუტასავით, მეც, ასე მქონდა მახსოვრობაში ჩარჩენილი, პეტერბურგში გარდაცვლილა... ოო ეს ჭორი, ისე, ავსტრალიაში უცხოვრია, ტოლსტოის ვაჟთან ერთად საქართველოშიც ყოფილა სტუმრად, ესეც, ჭორი თუ არაა... ჭორებით ცხოვრობს, ეს ქვეყანა, მაკუტა, რომ არა...–და ჩაეცინა, იგრძნო, ჯუნგლებში ჩარჩნილი, ქართველის ბედმა დააინტერესა...

პოდკასტის მოძიება გააგრძელა და ბოლოს სასურველი ხმაც შემოესმა:

ხიხვარეთიდან გაპარვის გეგმებს აწყოდა, არადა, რა აღტყინებით ჩაება, ამ ექსპედიციაში; ჯგუფს, მიზნად დაუსახეს, ამაზონის ჯუნგლებში, პარაშუტების მეშვეობით, სათანადო კონტენეირებთან ერთად, ასე ვთქვათ, ალალბედზე დაშვება, შეძლებისდამაგვარად, მასპინძელი გარემოს ათვისება და სხვა წევრის მოძიებასთან ერთად, რომელსამე ველური ტომის საცხოვრისის გამოვლენა, მერე მის წევრებთან, ან რომელსამე წევრთან დაახლოება; სხვადასხვა აპარატურის მეშვობით ყოველივეს დაფიქსირება.

აპარატურა და ჯუნგლებში ადაპტაციისთვის მეტნაკლებად გამოსადეგი ნივთები, ინსტრუმენტები და ასე შემდეგ, კონტეინერში გახლდათ ჩალაგებული... მეტნაკლებად იმიტომ, თავდაპირველად, არც პროგრამის ორგანიზატორებმა იცოდნენ, სად დაეშვებოდა, ექსპედიციის ეს თუ ის წევრი... მსმენელი, რომ არ დაიბნეს, რადგან ვგძნობ, ზოგი რამ საზოგადობისათვის სრულიად ამოუცნობია, მფრინავ თეფშივით, შევახსენებ, რომ ჯუნგლებში, ცხრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაშლილი: ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა. მთლიანობაში ტროპიკული ტყის მასივია, მაგრამ, აქ იმდენი, მაგრამაა, მას ჩემი ცოდნა, ვერ გაწვდება, მით უფრო, კანიბალების შეჭმისგან ბეწვზე გადარჩენილი მაკუტა, ღამით გამოიპარა იქიდან, და იქაურობა, წესიერადაც არ უნახავს..

დაეშვა კი, მშვიდობიანად, თავის კონტეინერთან ერთად და უმალვე, თადარიგი დაჭერას შეუდგა, მაჩეტით ერთმანეთში გადახდართული ბუჩქნარი მოასუფთავა, იქვე შესაფერისი ადგილი შეარჩია, მზის ბატარეაზე მომშავე პორტატული პროექტორი გამართა, სამაგრებიანი ეკრანი ერთერთ ხეზემიამაგნიტადა მოკლემეტრაჟინი ანიმაციური ფილმების გაშვება დაიწყო.

ჰო, მთლად, რომ არ დაიბნეთ, ესმაკუტა“, თავის დროზე, თანამოქალაქეების მოსიყვრულებით იყო გართული, მერე ამგვარმა ექსპერიმენტებმა და ბიზნესმა გააბოროტა.

მაშინ, იმედი ქონდა, თუ ახლომახლო, ვინმე ადამიანი, ან დამიანის მსგავსი იყო, ცნობისმოყვრეობა დასძლევდა და ესტუმრებოდა. თავად, ბავშური აღტინებით ადევნებდა თვალს ეკრანს.

არ ალოდინეს; მალე შორიახლოდან სხვადასხვა ხმით გადამბული ჩურჩული მოესმა:

ტონტონმაკუტა, ტონტონმაკუტა, ტონტონმაკუტა...“

ველურები!“ გულუბრყვილოდ გაიხარა და წამოხტა. ხელში მაჩეტა ჰქონდა მომარჯვებული, თვალებზე, დამცავი სათვალე ეკეთა, ტანთ ჯინსის შარვლპერანგი ეცვა და იქვე გასაშლელ ამზე, ჯინსის ქურთუკიც ჰქონდა მიფენილი.

და უცებ სამალავებიდან ხუჭუჭთმიანი, მართლაც, რომ ველური აღნაგობის, ანუ კუნთმაგარი, მამრობითი სქესის ადამიანები გამოიშალნენ. მზერა ეკრანისკენ ჰქონდათ გაფაციცებული, მაგრამ, მარტივად გამართულ მშვილდისრებს, მათ არეალში შემოხეტებულ უცხო არსებას, მაინც უმიზნებდნენ. ისევტონტონმაკუტასჩურჩულბდნენ, შიგადაშიგ გარემოს შეპარვით ათვალიერებდნენ, თითქოს იმის დადგენას ცდილოდნენ, ეს მარტოა, თუ მისებრ ჯინსიანი, სხვაც ახლავს ვინმეო.

ნუკრი გამოერკვა, ასე, ერქვა სინამდვილეში, ციდან დაშვებულ ექსპედიციის მონაწილეს. მიხვდა ველურები შეშინებულუბი იყნენ და შეეცადა დაძაბულობის განმუხტვას, მომეტებულად გაიღიმა, თავისუფალი ხელი მისალმების ნიშნად მკერდზე მიიდო და მისალმებაც ადა. მიანიშნეს, მაჩეტა გადაეგდო.

მაჩეტა უმალ მოისროლა.

მშვიდობა! მშვიდობა!! თითქოს აძალებდა ცნობისმოყვარეთ.

მსხვილტანიან ხეს ამოფარებული, სპორტული აღნაგობის ქალი, თავისუბური ძიგძიგით გამოვიდა, ნუკრის მიეახლა.

მაკუტა!–თითქოსდა შეახსენა, ალერსით ჩაკოცნა, ველურები, ძალუმად ახმიანდნენ.

ნუკრი დაეჭვდა; ესენი მართლა ველურები არიან, თუ პროგრამით შემზადებული ფიტნეს

ჯგუფი, ჩემამდე გადმოსხეს, ჩემი საზრიანობ შესამოწმებელადო.

მშვიდობა, მშვიდობა!!!–მერე ყოველივე, თითქოსდა, თავისთავად დალაგდა, ხიხვარელებმა, კმაყოფილების გამოხატვის ნიშნად მუსიკალურ საკრავ მარაკასის ბგერებ გამოცემა და მის გარშემო წაცეკვება დაიწყეს, თან ეკრანს გაჰყურებდნენ.

ქალმა ნუკრის ხელი მოხვია და გამოქვაბულისკენ წაიყვანა.

მაკუტა, მაკუტა...–ჩურჩულებდა ალერსიანად.

გიყვარვარ?–ჰკითხა უცებ წამღერებით.

ნუკრიმ თავი ველურად დაუქნია.

შეგიძლია ფრანგულადაც მელაპარაკო,–ინგლისურადაც...

აქ რა, დასასვენებელი პანსიონი გაქვთ, თუ გასტრალიორები ხართ?!–მზვერავად გამწესებულს, რა ეფიქრა არ იცოდა.

არც, შენ გავხარ აბორიგენებს, მოფრნილის ბაძავ?!...

თავისით გაირკვევა!

მაგრამთავისით გარკვევამდე             “, პოდკასტის ავტორმა. თითქოს სიცილით ჩაუმატათავიდანვე, ყველაფერი გარკვეულია, ტყუილებით ვსაზრდოობთ... შენც აქაურის სახელს იჩემებ, თუმც, მოფრენილი ხარ...

დაჩემებაში კი, ქალი იქაური იყო, დედა ჰყავდა ფრანგი, თან, ბავშვობაში, ჰაიტიელმა მეკობრებმა, სანაპიროსთან, ძვირფასი ქვების ძიებაში გართული გაიტაცეს.

ჰაიტში დაქალდა... მერე, როცა იქ, სამხედრო გადატრიალება მოხდა, „ტონტონმაკუტებისგვარდია დაიშალა, და იმ მხარის მეთვალყურე, მისი საყვარელიც ჩაცხრილეს... ქალმა თავს უშველა, შემთხვევით, იმ კატარღაზე აღმოჩნდა, რომელიც იამაიკელ ქორვაჭარს ეკუთვოდა; ოდნავადაც, არ შეყოყმანებელა; სხვა არჩევანი, არც ჰქონდა, თანაც, ჩუმად ბობ მარლის რეგს უსმენდა... ერთხანს, შაქრის პლანტაციის მფლობელის ვაჟს მიეკედლა, მერე მშობლიურ ჯუნგლებისკენ გამოუწია გულმა, ბევრი წვალების შემდეგ მოაგნო, თან მოიყოლია სამკაულები და ძვირფასი ქვები, რომლებიც, საყვარლის სეიფიდანხელს გამოაყოლა“. ადრინდელი ცხოვრებიდან, საზეიმო წვეულბებზე გადაღებული ფოტოსურათებიც, არდავიწყნია, რომლებმაც მერე, თავის ველურ ტომში, „სათაყვანოავტორიტეტი დაუმკვიდრა; აქ, ნება მომეცითკარიბელ ვამპირებზე“, აგიხსნათ ზოგი რამ; ასე, მაშინ, ჰაიტის, ეგრეთწოდებულ გვარდიას ეძახდნენ;. „ტონტონმაკუტებიმათ ეწოდათ ჰაიტურკრეოლური მითოლოგიის მიხედვით. ტონტონი, მითოლოგიური პერსონაჟი იყო, რომელიც, მეტისმეტად ცელქ ბავშვებს იტაცებდა, მაკუტაში, ანუ ჩვენებურად ტომარაში სვამდა, გუდავდა და მერე ჭამდა. გვარდიელები მაჩეტებით იყვნენ შეიარაღებულ, ჯინსის ქურთუკუბი ეცვათ და მზის სათვალეები ეკეთათ. მოტაცებულს, გამტაცებლის გარეშე სახლიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მსახური ქალებისა და დაცვის ხალხის ჩურჩულიდან გებულობდა, რა საშინელი ამბები ტრიალებდა; ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ; ქოლავდნენ, ჩამოხრჩობა იღბლად მიაჩდათ. ძალზე შეშინებული იყო და ისე იქცეოდა, თითქო არაფერი იცოდა ან გაეგო... ტონტონმაკუტების ლიდერები ვუდუს კულტის ქურუმები იყვნენ; უმთავრესად, განსხვავბული აზრის მქონე ადამიანები, პოლიტიკოსები, ბიზნესმნები და საერთოდ, თავისუფლებისმოყვარე ხალხი ჰყავდათ აჩემებული.

მერე, თითქოსდა მსმნელთა განტვირთვის მიზნით, მუსიკა აჟღერდა

ანდრე შეცბა, შეწუხდა, შუქრის რამე, არ მოუვიდესო; დაურეკა, მოიკითხა.

ნუ გეშინია ჯერ, შორიდან გვივლიან გუდიანი კაცები... მაგათი გავიადინა დედაც!

მე კი, პატარას, ბებიაჩემი, რომ ამუნიებით მაშინებდა, ბალახის პატარა ზვინში  ვიმალებოდი, როგორც მახსოვს, მაკუტას უძახდნენ...

ჰო, ყოველ თაობას, თავისებურ განსაცდელს მოუვლენს განგება

შენ დაბრძენებულხარ!

ადრე მიამბე არ გახსოვს, ბალახის პატარა ზვინებს კატუმას თუ მაკუტას ეძახდნენ, თურმე...–სიცილი აუტყდა..

ფრხილად იყავი; ეგენი, გუდიანებს არ ჩამოუვარდებიან... ეეჰ, რა პატარაა მსოფლიო... ტონტონმაკუტა...–თითქოს წამოცდა.

_ალბათ, ბავშვობიდან, საიდუმლო ამბები გიტაცებდა!

ეეჰ, სადღა შემორჩა ბაბუ იდუმალება, ახლა ყველაფერი ეჭვქვეშაა! ანუ რეალურ იდუმალებაში ვცხოვრობთ! შენც, გამოცანად რჩები... დღემდე მალავ რაღაცეებს... კარგი, კარგი დაგირეკავ! დედია მომენატრა, იქნებ, ძალა მოვიკრიბო და მეც შემოვხტე ტროტუარზე!!!

და თავის სიყმაწვილეში, საბრძლის გვერდით დადგმულ პატარა ზვინთან ჩაკოცნილი მეზობლის გოგო გაუკთა თვალწინ. შეწუხდა, იმის შემდგ, არაფერი რომ არ იცოდა მისი.

ამის გახსნება, რა შუაში იყო ახლა?!–უხერხულობა იგრძნო, თითქოს, სხვა ყველაფერი, რაც მისმა ცნობიერმა თუ არაცნობიერმა ამოაფრქვია, ადვილად აღსაქმელ ლოგიკურობით გამოირჩეოდა.

უმეტესობა, ვერც გაიგებს, მერე გაანძრიონ ტვინი, ხელოვნური ინტელექტი, ხომ დაამუღამებს, მოქალაქეობას, მიანიჭებენ და– ძირტკბილა დარდს გაუღიმა.

თავგანწირვით ეცადა ტროტუარზე ახტომას; დაძვრას, ისევ ვერ ახერხებდა.

*** 

 ჩასაფრებული შემთხვევითობა

უცებ შეფხიზლდა;

ზედმეტად გაერთე!–უსაყვედურა საკუთარ თავს.

და მაგიდაზე შემორჩენილი ლექსიკონის გადაშლილი გვერდი ჩაათვალიერა:

 Etym.ლათ. visio „ხილვა“, „ნახვა

It.Visione

მკაფიოდ აღბეჭდილ ხატებათა ჩაფიქრებული ან სპონტანური ხილვა; არ გულისხმობს აუცილებლად გარეგანი შეგრძნების აღქმას. აღინიშნება ნათელხილვის, ექსტაზის მდგომარეობაში. ძველსა და ახალ აღთქმაში, წმიდანებისა და მისტიკოსების ცხოვრებათა აღწერებში გამაფრთხილებელი ხილვების მრავალრიცხოვანი მაგალითია მოცემული. ავთენტიკური ხილვები ადამიანს მთლიანად მოიცავს და აღავსებს. ხილვებამდე და მათ შემდეგ ადამიანი აბსოლუტურად ნორმალურია, ხილვის მომენტში კი მისი ცნობიერება სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია, რომელიც, ამავე დროს, არაფრით ჰგავს შეშლილობის ან პათოლოგიურ ხილვათა მდგომარეობას, რაც ძირითადად რელიგიურობისა და ეროტიზმის ნაზავსა და ბუნდოვან ხატებებში გამოიხატება. ამიტომაც თითოეულ შემთხვევაში საჭიროა ზედმიწევნით გარკვევა, ავთენტიკურ ხილვაზეა საუბარი, პათოლოგიურზე თუ მოჩვენებითზე.

Source:პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობისლექსიკონი/პიეროპეტროზილო... თანგმანზე, რა თქმა უნდა, თავად ანდრე, ვერ აგებდა პასუხს, მაგრამ, ძილბურანშიერთი შეხედვით არალოგიკური ხილვებისა და წამოჩვენებებს ალიბადლექსი, უკვე დაწერილი ჰქონდა და მაგიდაზე, თითქოსდა, თვალსაჩინოდ იდო, შეფხიზლებულმაც ხალისიანად ჩაიკითხა:

თუ ყველაფერი მხოლოდ ხილვაა;

მადლობა გამჩენს, ეს სამყარო წამომაჩვენა,

თუ ყვლაფერი ილუზიაა, მადლობა უფალს,

ამ ყველაფერში, რომ მანებრივა;

თუ ყველაფერი სიზმარეთია, მადლობა გამჩენს,

ეს განსაცდელი, რომ მომაგონა,

თუ ყველაფერი, არაფერია, მადლობა შემქმნელს;

ეს არაფერიც, ასე მძაფრად განმაცდევინა...

რაც მთავარია, ჩემს გონებრივ სიჯანსაღეში, თავად მე, არ შემპარვია ეჭვი...

და ამ დროს, კართან ზარი გაისმა.

ვინ უნდა იყოს?!–მექანიკურად დაუსვა თავისთავს კითხვა, რადგან, წიგნებთან გაიმარტოებულ ერუდიტს, იშვიათად აწუხებდა ვინმე, ხალათი გამოიცვალა და კარი სამზერში გაუხედავად გააღო.

ზღურბლს მიღმა შუქრი იკრიჭებოდა:

მასპინძელს გადაეხვია და ახარა:

აი მოგიყვანე, შენი მუზა!

ვინ მუზა?!–ცოტა არ იყოს დაფრთხა მასპინძელი.

როცა, შენს შესახებ ვუამბე, მანაც მოინდომა, შენი გაცნობა.

ვინ მუზა?!–ანდრე კვლავ ფრთხილობდა.

თავისუფლება კაშკაშა ფრინველს! თავისი შეძახილებით, ახალუხით, ფაფანაკით და რაც მთავარია ტაიჭზე ამხედრებით, ისე უცებ გახდა პოპულარული, ოპოზიციურ ტელეგადაცემებში, წარამარა იწვევენ, მოსვენება არა აქვს, ერთი კინორეჟისორიც...

კარგი რა შუქრი, ნუ დააფრთხობ ადამიანს!–გაისმა შორიახლოდან დედიას ხმა.

თავშესაფარი, რომ მივიღოთ, საჭირო მტკიცებულებები უნდა გვქონდეს... აი ბატონი ადრიანე, ყოფილი დიპლომატი, დოქტორი, პროფესორი, ბიძაჩემის მეგობარი და...

თქვეენ?!–დედია გაკვირვებული ჩანდა.

ვიცნობთ ერთმანეთს?!

გუშინ  სიზმარში გნახეთ, თან უცნაურ ვითარებაში, მე ტროტურზე ცხენზე ამხედრებელი გავჰკიოდი, თქვენ კი, სადღაც შორიდანქ იმ ტროტუარის კილეში დახტომას ცდილობდით...

გავგიჟდები ახლა!–შუქრი ლამის პირდაღებულს ემსგავსა, მერე შემცბარმა აღიარა, ბოლო დროს, თნდათან იშლება ზღვარი რეალურსა და არალეარულს  შორის.

ანდრე ქალიშვილს დაკვირვებით მისჩერებოდა, თითქოსდა, რაღაც დიდი ხნის მივიწყებულს იხსენებდა. მერე სტუმრები გულთბილად მიიწვია.

მეც დამმართია, ასეთი რამ, სრულიად უცნობი დამსიზმრებია და მერე...

დაიცა, დაიცათ, ზმანებებში მგონი, ადრეც მინახიხართ, დასავლეთ საქართველოში, ხშრად დადიოდით, კერძოდ ზღისპირეთში? ბოლო დროს, მე კერძო ტაქსი მყავდა და ვინმე მგზავრს ხომ არ მაგონებთ, ამეების გახსენება საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ...

არდრე კი, ჩამოვირბენდი ერთი ორი დღით, სულის მოსათქმელად, მაგრამ ახლა, კარგა ხანია იმ ადგილებში, არ ვყოფილვარ...

ბოდიში, რა მოგონებების ნოსტალგია მომეძალა, თვადაც არ ვიცი...–ისე კი, ნამდვილად მაგონებთ, ერთ ძალზე ახლობელ უცნობს!–დედია, თითქოს ცდილობდა, საკუთარ თავს არ გამოტყდომოდა, რომ აქ, მარტო შუქრის წაქეზებით არ გახლდათ მოსული.

ახლა კი, ნამდვილად ავხტები იმ გათვალულ ტროტუარზე...–ხუმრობა მოინდომა მასპინძელმა და მერე იმის მისანიშნებლად, რომ ვითარებას რეალურად აღიქვამდა, სევდიანად დაუმატახდება ხოლმე...

სამივენი უკვე, დარბაზში, გრძელ მაგიდასთან ჩარიგებულ სკამებზე ისხდნენ.

დედიამ ჩანთიდან ტყავის პორტმანი ამოიღო, იქედან ფოტოსურათი ამოაძვრინა და საეჭვოდ დახედა...დიახ, ბევრი რამ ხდება! ––ჩაილაპარაკა და ფოტო სწრაფად დააბრუნა უკან.

რა ხდება დედიამ, ხალისით მოდიოდი და ასე ერთბაშად, რამ შეგაღონა?!–შუქრი ვითარებაში გარკვევას შეეცადა.

ბოდიში, მე ახავე, ჩვენი გაცნობა ხომ უნდა აღვნიშნოთ...–ანდრე აღარ დაელოდა ქალიშვილის პასუხს, მოქნილად წამოდგა, სტუმრებს, თავის დაქნევით მოუბდიშა და...

არაფერი მკითხო, ახლა, იმაზე ვბრაზდები, რას გამოვჭენდი თბილისში მეთქი, მშვენიერი შოუ მიმყავდა...

მღუპავდი გოგო, მე რომ ვერ შემხვდებოდი?!

უკეთესი მოგძებნიდა, ახლა გაები და თუ ატყობ თავისუფლებასაც კარგავ...

ვისწრაფი შენი ტყვე ვიყო, გამახსენდა ბატონი ანდრე ეკვადორში, ძველი ნაცნობის დახმარებით ინკოგნიტო მაცნეს ვინაობის დადგენას დამპირდა და გთხოვ კიდევ აგრესიული ნუ იქნები...

არა, არა, მაგ ხაზით, ნამდვილად არ შეგაბრკოლებ! აგერ, ძვირფასი ბიბლიოთეკა ჰქონია, ჩავათვალიერებ, ოღონდ, არ ამედევნო... და წიგნების კარადებისკენ გდაინაცვლა...

მართლაც რა დამემართა... ვფიქრობდი, ახლობლად შემიცნობდა, მეც ამიჩქროლდებოდა გული, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი ჩანს, როგორც სარეკლამო კლიპის კადრს, ისე მიყურებდა და მეც, არავითარი მშობლიური  სითბო, არავითარი ემპათია.. რას აუხირდი ამ კაცს, იქნებარცაა მამაჩემი, მე კი შურისძიებით ავმხედრდი... უნდა დავუტკბე, ახლოს გავეცნო, კი მითხრა შუქრიმ დიდი ერუდიტიაო... აჩვენე, რომ შენც, არ გაკლია, ნიჭი და გამცდილებადა ოთახში შემობრუნებულ მასპინძელს შეაგება:

კი, მითხრა შუქრიმ, მაგრამ უსაზღვროდ  მოხიბლული ვარ, ეს რა ძვირფასი საგანძურის მღლობელი ყოფილხრთ ბატონო ანდრე... ჩემს  ვიქტორინატაქს, თქვენისთანა მგზავრი ნამდვილად გააბრწყინებდა!

გმადლობთ, უღრმესი მადლობა!–ასე უცაბედად, სტუმრის განწყობის ცვლილება, არ გაკვირვებია ყოფილდიპლომატს“.

დედიამ უცებ, ეთნოგრაფიული ლიტერატრის განკუთვნილ თაროზე უჩვეულო ფერადი უზორებით, მხატვრულად გაფორმებულ ალბომის ყდას მოჰკრა თვალი, იქითკენ გადაინაცვლა...

ეს ხომ დედაჩემის მოქსოვილი ჯემპრების უზორებია?!

ეს ალბომი, ძალზე მიყვარს, რაო, რა თქვით, დედაჩემისო?! მხატვრული ქარაგმების, მე ასე ვეძახი, ავტორთა გვარები, არაა მითითებული, აღნიშნული ისაა, რომ ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების ფოტოებია...

ალბათ მივამსგავსე...–რაღაცის დამალვას შეეცადა, მაგრამ, ბოლომდე ვერ შეძლო,––დედაჩემის მოქსოვილ ჯემპრებს მოწონება ჰქონდა...–უნებლიეთ დაირცხვინა და ალბომი თაროზე დააბრუნა.

ერთი ჯეპრი მეც მაქვს, მსგავსი ქარაგმებით მოქსოვილი, ძალზე მიყვარს... მაგიდასთან მობრძანდით, ერთ თარგთან დაკავშირებით, საოცარი რამ მოხდა, ერთხელ მეგობარმა მთაში, თავის სოფლის მისანახულებლად ვილისით წამიყვანა, იქაურობა წყაროებითაა განთქმული, გზად, ერთგან, ერთმანეთში უცნაურად ჩახლართული კლდეთა  მასივს დიდი წვალებით ავუარეთ გვერდი და მაშინ ვაჟამ, ჩემს მეგობარს ერქვა ასე და იმ მხარის მოურავი თუ გუბერნატორი იყო, ვინმეს ხომ არ იცნობ, აქ რომ გვირაბის გაყვანის ჯანმრთელი პროექტი შეგვიდგინოს, თბილისში, რამდენიმე დაგვიმზადეს, მაგრამ მშენებლებმა, საიდანც არ დაიწყეს აფეთქებები, კინაღამ მთელი მთა დაიძრა და შევწყვიტეთო... ვნახავ მეთქი და შინ დაბრუნებულმა, ერთხელაც ჩემს ჯემპრზე ლურჯმწვანე ძაფებით ამოქსოვილი ქარაგმებს დავაჩერდი; გვირაბის გაყვანის გეოგრფიაც დალაგდა, გარკვეულ მონაკვეთებში მიწის ქვეშ შესამჩნევად, მაგრამ მოძრაობისთვის მოსახერხებლად ჩავღრმავდით. გაამართლა, დღემდე გამართული და უსაფრთხო ექვსასმეტრიანი გვირაბია, გზასაც სამი კილომეტრით ამცირებს. მერე პერუში ყოფნისას მაგვარ ნამუშევარს წავაწყდი, ინდიელთა მიერ კლდეზე ამოკვეთილი იეროგლიფების მაგვარი ნახატების მიხედვით გაეკეთებინათ.

ჰო, დედჩემს  ერთხელ წამოცდა ღრუბლუბის თარგებია ასეთი, მაგრამ მესამე თვალით დანახული, წამიდან წამში რომ იცვლება, ყველა ვერ შეამჩნევს ამასო...

როგორ ვწუხვარ, დედათქვენს, რომ არ ვიცნობდი...

დედიას სევდიანად  გაეღიმა...

ბლომდე, არც მე მცნობია, ჩემი გულთმისანი დედიკო...

შამპანურით შევსებული ბოკალი აიღო და მასპინძელი გულთბილად დალოცა.

ახლა ვიგრძენი წიგნის მაგიური ძალა, წეღანვშიშობდი, ამათ ვერ იგუეს ერთმანეთი და ჯობს დედია, აქაურობას გავაცილო მეთქი, ახლა კი...

ახლა კი, მე და ბატონი ანდრე, ნამდვილად დავმეგობრდებით!– და დედიამ ბოკალი თანამესუფრეებს მიუწკარუნა.

ნამდვილად, სადაზვერო ჯგუფშიც, უფრო მეტად დავაახდოვდებით, დაველაპარაკები ძმას, დროზე უნდა მივხედოთ კლდესთან ჩაძირულ ციხექალაქის ნაშთს, თარემ...–გახალისდა მასპინძელი.

თორემ, იქაურობა შეიძლება, განძის ძიებაში ერთიანად გადათხარონ...

და უცებ, ანდრეს სმატრფონმა დარეკა:

აბე იყო: აღელვებული ჩანდა.

აბემ სმარტფონის ხმას აუწია.

შემთხვევით, გეოლოგებს, კლდის ზემოთ, ნაპრალებში დარიშხნის საბადო აღმოუჩენიათ და მთავრობამ არქეოლოგიური  სამუშაობის შეჩერებას აპირებს,  ვიცი,  შუქრი შენთან მოსვლას აპირებდა; გადაეცი, სასწრაფოდ რუსუდანი  ნახოს, აუხსნას, მიზეზს ეძებენ, მეცენატს მიაწვდინოს ხმა...

თქვენ თავად ინახულეთ! რუსუდანს თქვენთვის არ უღალატნია, იგი მამამისის გამო, იძულებული შეიქმნა, თავი მძევლად შეეწირაჩასძახა ტელეფონში  დედიამ.

ეს ვინ არის?!

შემთხვევით, შემთხვევით მოხდა, მერე დაგირეკავ!–და მასპინძელმა სმარტფონი გამორთო.–ეს რა იყო?!–ანდრე დედიას ღიმილით მიაჩერდა.

სიმართლე, როგორც ჩანს, ცაში ბოდიალობს და სიმართლის მოსმენა არ  უყვარს, ასე, თუ არ ჩასძახე, არც მოგისმენს...

შოკში ვარ მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემს განწყობაში ფილმი, ბრაზილიულის მაგივრად, იტალიურ ფაბულას იძენს...–აბე, ისევ კეთილად იღიმებოდა. რაც არ უნდა იყოს, ყოფილი დიპლომატი ეთქმოდა...

შუქრი წავედით, კვლევითი გავაფრთხილოთ... ახლა, თუ მაინც ეყო გაბედულება და რუსა მოიკითხა, რუსას, ერთადერთი ნათესავი შევრჩი და...

კარგი ახლა, მეც ნუ დამაობლებ, მაგ კაცის გაზრდილი ვარ!

პირიქით გშველი, მისი პატიმოყვარეობის მსხვერპლი, რომ არ გახდე...

არა, არა, აბესალომი ამაღლებული ბუნებისაა, აი გაიცნობთ და თქვენც დარწმუნდებით...

კი, ვგრძნობ, კიდევ, ბევრ რამეში მომიწევს გარკვევა!–და მასპინძელს, მობოდიშებისა და, მადლობის გამოხატვის ნიშნად, ლოყაზე ნაზად ეამბორა.

 

***

ძიების არომატი

ისე ახლა, რუსასთან აბესალომის დალაპარაკება, შეიძლება არც გამოვიდეს...–ჩაილაპარკა მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ დედიამდა შუქრის, თითქოსდა შეახსენა,– ფრთხილად იარე! იქნებ, გვითვალთვალებენ კიდეც...

რა გასაკვირია, სელებრისტებს პაპარაცები, არც არასდროს აძლევენ მოსვენებას...

მაშაყირებ კიდეც, შენ იმაზე იფიქრე, ახლა რუსოს, როგორ მოულბო გული, რომ ბიძაშენთან შეხვედრას დათანხმდეს...

მე მგონი, ისიც ელის, ვინმე შუმავლად ჩადგეს მათ შორის...

არა, ახლა რუსა სხვა განწყობაზეა?!

რა შეყვარებული ჰყავს?!

შეყვარებული კი არა, ბიძაშენი, ეჭვმიტანილად ითვლება... იძულებული ვარ, გითხრა, რომ შენებურად არ გაუტიო და მოზომილად ესაუბრო...

შუქრიმ ავტომობილის შეჩერება დააპირა.

არა, არა, ისეთი არაფერი,  გზას მიხედე... რუსამ გამიმხილა, კვლევითში ბიძაშენზე დასმენა სათაურით სოს! შემოვიდაო.წლების წინ დაზვერის დროს ჩაძირულთან, ღრმულში ეტრატები იპოვა და ზედ აღმოჩენილი უცნობი დერვიშის რობაიები მიითვისაო...

რა სისულელეა, მათზე, არც არაფერი იკითხებოდა, აბემ კი არა, მე ვიპოვე, კარგად მახსოვს.

იქსს კი, ფოტოასლები გამოუგზავნია, ასე რომ რუსუდანი იძულებულია ძიება ჩაატაროს, ჯერ შიდა კვლევა და თუ...

კარგი რა...

იცი, მის ადგილს, რამდენი უმიზნებს, მთხოვა შენზე ახლობელი არვინ მყავს და ჯერ საიდუმლოდ, ჩვენ მოვიკვლიოთ, იქნებ გახმაურება არც ღირდესო...

მერე გეუბნები, ეგ პერგამენტები, ბავშვი ვიყავი, რომ ვიპოვე...

მერე დამალეთ...

ვისგან, მაშინ კვლევითის საქმიანობა შეჩერებული იყო, მერე ინტელიგენცია მუსრს ავლებდა ერთმანეთს. ბიძაჩემმა კვლევითის ლაბორატორია რომ აღდგება, მერე გადავამოწმინებო... მალე, ამ საქმეს თავი მიანება, ისე აცილებლად შეინახავდა, ასლები საიდან გაჩნდა?! დაიცა, თავად ხომ არ მოინდომა, რუსუდანის გამასხარავება...

გამასხარავებას ვუჩვენებ მაგას, ალბათ ის ქარაფშუტა ლექსებიც მისი ნახელავია...

აბა მაგემე, ვიცი ლექსებს ადვილად იზეპირებ...

ეროტიკულ სტილშია, სხვათაშორის რუსას მოეწონა, როგორც საჩვენებელი ნიმუშები არ უნდა დაიკარგოსო, ხომ იცი, მაინც ეთნოგრაფია და...

მაგემე, მაგემე!–შუქრი აჟიტირებულს ემსგავსა.

ოღონდ, გზ არ მიატოვო, ფრთხილად იარე...აი თუნდაც...–და დედიამ, მხატვრული ძალისხმევით წაიკითხა:

სურვილი ჩაისახა  ქვიშის შრეებიდან

ჭოჭმანი გადალახააღეგზნო  იონებად,

ფუტკარი ჩაუღმავდატურფა ნეტარებას,

ნექტარს შეერწყა და აფრენა ვერ შეძლო.

უყურე შენ, ამას მიმალავდა ბიძაჩემი?!

რუსასისთვისაც ააქვს მიძღვნილი:

ყურძნის ქარვისფერ მტევანმა,

რუზდას სურნელი მომგვარა,

ტრფიალის ალმა შმაგად მქნა,

განმკურნა ვაზის ნაჟურმა.

მაგრია! ასეა თუ ისე, მართლაც მოკვლევა უნდა...

ჰოდა მეც ავფორიაქდი, ძიების არომატმა დამბანგა და მოკლევას შევუდექი,–დედია თავისი შემართებით თავადვე  მოხიბლული ჩანდა,–ოღონდ, არ გამაწყვეტინო, საბოლოოდ, შესაძლოა სხვა თემაზე გავიდე, მაგრამ მოსაყოლად ნაღდად ღირს, სადაზვერო ჯგუფში ჩართვა, რაღაცით, ხომ უნდა გავამართლო, ჩავწერე კიდეც, ჩანთიდან დისკი ამოიღოოღონდ, ავტო, სადმე მშვიდ ალაგას მიაყენე...– და რაღაც ორიოდ წუთში, ორთავენი ინტერესით უსმენდნენ:

რუზდარუზდანის, ანუ რუსუდანრუსას, წარმომავლობის შესახებ, ვერსიები მრავალმხრივია, ანუ, სტროფის ადრესატი, რომელი რუსუდანი, შეიძლება ყოფილიყოთამარ დედოფლის, ვითარებათა გამო, რამდენჯერმე გათხოვილი ღვიძლი მამიდა, თუ თამარ დედოფლის და... ისიც, ვითარებათა გამო გათხოვილგამოთხოვილი... აქცენტი, ხარჭისგან ნაშობ თამარის დაზეც კეთდებოდა; ისე კი, უმეტესწილადისტორიულ ქრონიკებში მოძიებულ პიროვნების სათნოობის ამღნიშვნელი შეგონება, „რუსუდანი - შემხვეწელი გაჭირვებულთამიიჩნიეს საყურადღებოდ... არ დაგვავიწყდეს რობაიბში ცალკე ეტრატზეა ამოსვირინგეული:

როცა ქალაი გალაღდა,

მწირთა კერიაც აღადრდა,

ვნებანი წამოუპარწყლდათ,

ფუძენი გაუხვანცალდათ...

ზოგი, ვეფხისტყაოსნის ეპოქას, საერთოდ არ ჩათვლის, მოცემული სტროფის შეთხზვის დროარეალად... იჭვი, შესაძლოა, მეფე ვახტანგ VI-ის ცოლზე; ჩერქეზი დიდგვაროვნის ქალიშვილზეც გაგვიჩნდეს; შესაძლოა,  მეცნიერი, ფილოსოფოსი და რიტორი სარგის თმოგველი და მისი მიკარგული პოემაცდილარგეთიანიცგავიხსენოთ. სათავგადასავლო ზღაპრებით მოსილი, უცნობი ავტორის ნამუშაკევირუსუდანიანი“; კიდევ, მრავალი სხვა მოსაზრებაც მოვისაკლისოთ, დაინტერესებულ მკითხველთათვის, დამაინტრიგებელი აღმოჩნდა, ახალგაზრდა მკვლევართა მიერ, სტროფში მოყვანილ პიკანტურ ზმნათა აღქმაგააზრება... განსაკუთრებული მნიშვნელობასვნებანი წამოუპარწყლდათიწვევს... მერე ერთმა, ალბათ, დედანშითვალები წამოუპარწყლდათიკითხებაო და წავიდა; შესაძლოა, შოთა ყმაწვილკაცობაში, კაფიების მოყვარულიც იყო და შიგადაშიგ, პაექრობებშიც იღებდა მონაწილეობასო... ინკოგნიტო ავტორი, სუფისტი, დევრიში, შემდგომ კი, რომელიმე ქართველ ფეოდალთან მუშრიბის, ანუ მწერლის მოვალეობას ასრულებდა, მოცალეობისას რობაიებით ირთობდა თავს, ალბათ, ომარ ხაიამის გავლენა ჰქონდა... თავისებურ დუალიზმს განიცდიდა; არაბულ და ქართულ ასოებს ერთმანეთს ანაცვლებდა... უპირველესად, მისი ვინაობის დამადასტურებელი არტიფაქტები უნდა მოვიძიოთ, ღრმულებში ჩავეშვათ, სანამ ეს გაიძვერები, იქაურობას გავიადინას შეუსევენო... ნათლად ჩანს, ყმაწვილი ქალბატონი, იმ დროის თვალსაჩინო მოღვაწე გახლდათ ანუ

როცა ქალაი გალაღდა,

მწირთა კერიაც აღადრდა,

ვნებანი წამოუპარწყლდათ,

ფუძენი გაუხვანცალდათ...

ჩანაწერი მიწყდა. დედიას, რომელიც, თავის ნაუბარს ინტერესით უსმენდა, გაბრიყვებულით შემყურე შუქრისთვის არაფერი უკითხავს, ვაჟმა კი, ძლივს ამოიღო ხმა.

ბევრ ცრუმეცნიერს გადაუჭირე!

ასე თქვა რუსუდანმა, რეფერანტივით უნდა წაიკითხოო, მერე სიცილით, ლამის დაოსდა.

დისერტაციის სურნელი ასდის, კვლევითში, ზოგი, ისეთი ჭუკია... მოკვლევის შემაშფოთებელი მუღამი გამოავლინე, ახლა, ვერც ერთი ინტრიგანი, ვერ...

სუპერ!–დედიამ, მინიშნებები ძალზე ღირებულია... ვითვალისწინებთ რა, რომ არაფრიდან ამოკითხვის ხერხი საკმაოდ რთულია...–ოპონენტივით დაიყენა ხმა, –პავლე ინგოროყვას, ისე არ გასჭირვებია ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა, როგორც მე, იდუმალეთიდან ხსენებული სტროფების გამოხმობა...–თავისი ცოდნით წაიკეკლუცა დედიამ და წარმატებით გახალისებულმა ვაჟი კაფეში დაპატიჟა,–ამიერიდან, ისე უნდა ვიღადაოთ კვლევითის ხალხს, რომ შეეფერება; ავტორის სადაურობას, უფრო ნათლად დადგენას თუ შევძლებთ...

ხელნაწერთა ფონდებში ვეძიოთ, უფრო არაბულ სამყაროში... ამ ამბების გახმაურების შემდეგ არნახულ ინვესტიციებს მოგვაყრიან!

ჰარვარდის ბიბილიოთეკაშიც...

ამაზონის ჯუნგლებშიც კი... იქნებ, გავიადინის სათავეც გავშიფროთ...

მიგულეთ, თქვენს ერთგულ ასისენტად!

როცა ქალაი გალაღდა,

მწირთაკერიაც აღადრდა,

ვნებანი წამოუპარწყლდათ,

ფუძენი გაუხვანცალდათ...

მე თუ მკითხავ მშვენიერი კაფიაა!

მე კი, უმალ ჯალალედინ რუმის პოეზია გამახსენდა...

ძველისძველი ციხესასახლის მიწაში ჩამარხული ნაშთი, აუცილებლად უნდა გაითხაროს...

ჟურნალისტიკაში, მეც ვაქვეყნებდი პრაკულ ჩანაწერებს... არსებობს რიგ მეცნიერთა ვერსია, რომ უცხოპლანეტელები დედამიწას, იმიტომ არ სტუმრობენ, რომ ჩვენ დაბალ განვითარებად არსებებად მივაჩნივართ და მხოლოდ ამაღლებული სიყარულით გამოწვეული თავგანწირვის შემთხვევა იწვევს მათ თანგრძნობას...

ასე ნაუცბათევად, უცხოპლანეტელების აკიდებაც არ ივარგებს, გემოს შეგრძნება, მაინც უცხოური ააქვთ და რამე არ შეეშალოთ...

თუ გვისმენენ, იმათ იკითხონ, გშიფვრაში, რომ გასავათდებიან... აი რუსას მიმესიჯებს, გავიძურწოთ აქედან... იცოდე, მასთან დაუკრეფავში არ გადაგხვიდე..

კი მაგრამ, ჩემი დასაკრეფი დარჩა იქ რამე?!

ჩურჩუტო, აკი გაგაფრხილე...

ჰო, ჰო...– დამჯერე ბავშვივით დაირცხვინა და მანქანა დაძრა.

***

 გაგრძელება_ https://janrigogeshviliwhitewallnovel.blogspot.com/2024/02/blog-post.html

***

 ჯანრი  გოგეშვილის რომანები

                                       ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гог...

*

 © გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება

*